Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'რეკორდი'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 2 results

  1. როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პროცესორის ძველი სიხშირის რეკორდი, 7350 მჰც გაუმჯობესდა და 7999 მჰც დაიდო (დეტალები ამ თემაში: გუშინ კი, საკუთარი ახალი რეკორდიც დავამხე, მივაღწიე 8322.44-ს, რაც ძალიან, ძალიან მაღალი შედეგია არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო რეალობაშიც. ახალმა რეკორდმა მოგვიტანა მსოფლიო რანგირებაში მე-12 ადგილი პროცესორის სიხშირის მიხედვით და მე-2 ადგილი ინტელის პროცესორებს შორის: http://hwbot.org/benchmark/cpu_frequency/halloffame ახალი რეკორდი HWBot-ზე: http://hwbot.org/submission/2520659_power_vano_cpu_frequency_celeron_lga775_356_8322.44_mhz CPU-Z-ის ვალიდაცია: http://valid.canardpc.com/i4fn4j გამოყენებული ჰარდი: MB: ASUS Maximus Formula (X38 Chipset) - Flashed Rampage Formula BIOS, Unmodded Stock MB, no Vdroop, Vcore, OVP mods CPU: Intel Celeron 356 - Batch: 5634B341 Tube: Kingpin Cooling Dragon F1 TIM: GC Extreme RAM: 1 x Team Xtreem 512 MB, Micron D9GMH GPU: Zotac GeForce 9500 GT PSU 1: Inter-Tech Coba NitoX 750 Watts PSU 2: Codegen 350 Watts - for fans only Thermometer: UEi DT304 Apollo IV და რა თქმა უნდა, თხევადი აზოტი როგორ მოხდა ეს ყველაფერი: FreeUni/AgrUni-ს ოვერქლოქინგ ჩემპის ფინალის შემდეგ საჩვენებელ სესიას ვგეგმავდით. სესიას წინ უძღოდა დიდი მზადების პროცესი, რეპეტიცია (სადაც დაიდო კიდეც 7999 მჰც)... თუმცა, ფინალზე მაზერმა ჩართვაზე უარი განაცხადა. არ ვცადეთ, მაგრამ Gigabyte GA-P35-DS4 უარზე იდგა, საერთოდ არ უშვებდა კვებას მაზერზე. რას ვიზამდით, დავშალეთ ყველაფერი და წამოვიღე სახლში. ტექნიკური ფენით დამუშავების შემდეგ გიგაბაიტი გაცოცხლდა იმის გამო, რომ ექსტრემალური ოვერქლოქინგის სესიის ნახვა ძალიან ბევრს სურდა, გადავწყვიტე, კომპენსაციის მიზნით ჩემი მაზერი, მრავალტანჯული ASUS Maximus Formula გამეყინა და ლაივ ივენთი მომეწყო იუთუბზე, ჩვენი იუზერებისა და დაინტერესებული პირებისათვის. ჩემი მაქსიმუსა საკმაოდ ასაკოვანი მაზერია უკვე, + ერთხელ RMA აქვს გავლილი და ახალი ჩიპსეტიც, რომელიც რემონტისას დაუმონტაჟდა, არც ისე კარგ ფორმაშია და სტანდარტულთან შედარებით დაახლოებით 0.15-0.20 ვოლტი ძაბვით მეტს ითხოვს სტაბილურობისათვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდ შედეგს არ ველოდი, ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდებს ექსტრიმ OC-ს ვაჩვენებდი და თუ შევძლებდი, 8000 მჰც-ს გადავცდებოდი ცოტათი. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ASUS Maximus Formula-სა და მისი თაობის ასუსის მაზერებისათვის Windows-ის ოვერქლოქინგის პროგრამას ძაბვების მომატება არ შეუძლია, BIOS-დან მაღალი ძაბვის მიცემა კი Cold Boot Bug-ის რისკს ზრდიდა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით სასიამოვნოდ წარიმართა. Maximus Formula მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, ძალიან ადვილად ჩატვირთა სისტემა 8000 მჰც-ზე, რამაც საშუალება მომცა მეტისათვის მიმეღწია. აქვე აღსანიშნავია პროცესორის დიდი დამსახურებაც, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო Batch-დანაა და არ აწუხებს Cold Bug და Cold Boot Bug თხევადი აზოტის ტემპერატურაზე. სხვადასხვა ძაბვებისა და სიხშირეების (PLL, FSB Termination, vDIMM, vMCH, PCI-E...) მოსინჯვისა და სტაბილური წერტილების პოვნის შემდეგ შესაძლებელი გახდა 8322 მჰც სიხშირის დადებაც. აქვე შეგიძლიათ უყუროთ ლაივის ჩანაწერს: და იხილოთ გუშინდელი სესიის ამსახველი ფოტოები:
  2. თითქმის 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სიხშირის რეკორდი, 7350.5 მჰც დადეს ჩვენი გუნდის წევრებმა, OgaiB-მ და HANNIBAL-მა. შემდეგ პასიურობის პერიოდი იყო, არც აღარავის უცდია რეკორდის გაუმჯობესება. თუმცა, ცოტა ხნის წინ, FreeUni/AgrUni-ს ოვერქლოქინგის ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ექსტრემალური ოვერქლოქინგი ფართო მასებისთვის გვეჩვენებინა და საქართველოს რეკორდიც გაგვეუმჯობესებინა. ფართო მასებთან პრეზენტაცია არ გამოვიდა სამწუხაროდ, დედაპლატა არ ჩაირთო შოუს დროს, მაგრამ რეპეტიციისას საქართველოს რეკორდი მაინც მოიხსნა და 8000 გჰც-ს მივუახლოვდით. რეალურად, 8000 გჰც-საც გადავცდი რამდენიმე მჰც-ით, თუმცა ვალიდაცია არ არის. მაქსიმალური ვალიდაციაგატარებული სიხშირე, რაც დავდე არის 7999.39 მჰც, Celeron 356-ზე. ჰარდი: მობო: Gigabyte GA-P35-DS4 პროცი: Intel Celeron 356 - Batch: 5634B341 ტუბი: Kingpin Cooling Dragon F1 თერმოპასტა: GC Extreme ოპერები: 1 x Team Xtreem 512 MB, Micron D9GMH GPU: Zotac GeForce 9500 GT PSU 1: Inter-Tech Coba NitoX 750 Watts PSU 2: Codegen 350 Watts - ვენტილატორებისათვის OS: Windows XP SP3 - ზე-კასტრირებული ეს ვალიდაცია: http://valid.canardpc.com/e9z107 ესეც ვიზუალურად: შედეგი დაიდო HWBot-ზეც, სადაც მოვიდა: Global Points (UGP) 78th - 22.3 Points Hardware Points (UHP) 9th using Celeron LGA775 356 - 10.8 Points + დღეს ოვერქლოქინგ ლაივ სესიაა, შეიძლება გავაუმჯობესოთ კიდევ რეკორდი: https://www.overclockers.ge/index.php?/topic/31213-832244-მჰც-საქართველოს-ახალი-რეკორდი-და-top-ადგილები-მსოფლიო-რეიტინგში/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.