Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ლეპტოპები'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 3 results

  1. მაქვს დელი e 7240 / 8gb რამით გრაფიკა : I5 Generic PnP Monitor (1366x768@60Hz) Intel HD Graphics Family (Dell) ჩავწერე ქოლ ოფ დიუთი მობილურის ვერსია და თამაშის დროს 90 გრადუსამდე ადის ტემპერატურა და თამაშიც ჭედავს ხოლმე, ისე 45-55 გრადუსი უჭირავს ნორმალურ პირობებში , შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
  2. შენიშვნა: სტატიაში მოცემულია ტოპ-კლასის ლეპტოპები. დაფუძნებულია და თარგმნილია anandtech.com-დან. 2015 წლის მეორე ნახევარში ძალიან ბევრი საინტერესო ლეპტოპი მოევლინა სამყაროს, ზოგიერთმა კი ახალი ვერსია მიიღო. საინტერესო მოდელები გამოჩნდა CES-ზეც. ამ სტატიაში ჩვენ საუკეთესოებს შემოგთავაზებთ - მათ რომლებიც მისაბაძი მაგალითები არიან სხვებისთვის. ყველა მოდელს მითითებული ექნება ლინკებიც, საიდანაც მათ შეძენას შეძლებთ. Ultrabooks - ულტრაბუქები ულტრაბუქების კლასი ახალი აღარაა და ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა მწარმოებლის კარგი თუ საშუალო მოწყობილობებით. რაც ყველაზე კარგია, ამ კლასში რამდენიმე მიმართულება ჩამოყალიბდა, სადაც ღირსეულის და საუკეთესოს პოვნა ნამდვილად შესაძლებელია. ულტრაბუკები გამოირჩევიან თავიანთი თხელი და მსუბუქი ფორმ ფაქტორით, თუმცა ამავე დროს საკმარისი აპარატურული სიმძლავრით იმისათვის, რომ თქვენ თითქმის ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეძლოთ მათზე. Dell XPS 13 9350 XPS 13 ბაზარზე Dell-მა 2015 წლის იანვარში გამოუშვა და მას შემდეგ ის ამ კლასის ალბათ საუკეთესო წარმომადგენელია. წლის ბოლოს 13-დუიმი ზომის XPS 13-მა Intel-ის უახლესი Skylake ბირთვზე დაფუძნებული პროცესორები მიიღო, თუმცა დიზაინი Dell-მა უცვლელი დატოვა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ბაზარზე პირველი XPS 13-ცაა ხელმისაწვდომი, რომელიც შედარებით გაიაფდა და ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია თუ უფროსი ძმის შესაძენად ფინანსები არ გყოფნით. უახლესი 9350 მოდელი უკვე ხელმისაწვდომია Intel Iris გრაფიკული ადაპტერითა და Thunderbolt 3-ით. XPS 13 უნაკლო არაა, რა თქმა უნდა, თუმცა მისი დახვეწილი დიზაინი, ავტონომიური მუშაობის ძალიან დიდი დრო, პროცესორის მაღალი წარმადობა, ძალიან მაღალი ხარისხის მონიტორი (რომელსაც ერთ-ერთი უთხელესი ჩარჩოც აქვს და მაღალფასიან მოდელებში თაჩსქრინიცაა) და აწყობის ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხი მას ერთ-ერთ საუკეთესო ულტრაბუკად აქცევს. XPS 13-ის ფასი 799$-დან იწყება (Core i3, 4 GB RAM, 1920x1080 პიქსელზე მონიტორი, 128 GB SSD) და ადის 1999$-მდე (Core i7, 16 GB RAM, 3200x1800 თაჩსქრინი, 512 GB SSD). დღეისათვის XPS 13 ფასდაკლებებითა და საუკეთესო ფასებით Microsoft-ის ოფიციალურ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი (გადახდა Paypal-ით ან ჩვეულებრივ ქართული საკრედიტო/სადებეტო ბარათებით, Amazon-ის მსგავსად). Dell XPS 13 9350 @microsoftstore.com - http://bit.ly/1LO1YhZ Dell XPS 13 9343 (ძველი მოდელი) @microsoftstore.com - http://bit.ly/1OYgFtC Dell XPS 13 9350 @amazon.com - http://bit.ly/21V9zmd Razer Blade Stealth Blade Stealth 12.5-დუიმი ზომის პირველი ულტრაბუკია კომპანიისაგან, რომელიც რეალურად მხოლოდ გეიმინგ სისტემებსა და პერიფერიას აწარმოებდა. მისი უფროსი ძმა, 14-დუიმიანი Razer Blade-იც ერთ-ერთი საუკეთესო Windows ლეპტოპია, თუმცა უმცროსი ძმა უფრო შთამბეჭდავია - 13.2 მმ სისქის ულტრაბუკი სულ რაღაც 1.25 კგ-ს იწონის. საბაზო მოდელში გათვალისწინებულია 2560x1440 პიქსელი გაფართოების მქონე მონიტორი, უფრო ძვირფასი მოდელები კი 3840x2160 პიქსელი გაფართოების მქონე, 100% Adobe RGB ფერთა გამის მქონე მონიტორებითაა აღჭურვილი. გარდა, ამისა, Razer Blade Stealth პირველი ლეპტოპია, რომლის კლავიატურის თითოეული ღილაკის ნათების ფერი ინდივიდუალურად შეიძლება შეიცვალოს. ფერების რაოდენობა კი, ალბათ გაოცდებით - 16.8 მილიონია! ახალი ულტრაბუკის საბაზო მოდელი 999$ ღირს და აღჭურვილია 128 GB SSD სტორიჯით, 8 GB ოპ. მეხსიერებითა და Core i7 პროცესორით, რაც ასეთ ფასში კონკურენტების ფონზე საკმაოდ თამამი ნაბიჯია. ტოპ-მოდელი, 512 GB SSD სტორიჯით, 16 GB ოპ. მეხსიერებითა და UHD მონიტორით კი 1599$ ღირს. Razer-ისგან ყველა გეიმინგ ლეპტოპს ველოდით და ეს გარკვეულწილად ასეცაა - მაისში კომპანია გამოუშვებს Razer Core-ს, რაც რეალურად გარე გრაფიკული პროცესორის ადაპტერია და Stealth-ს Thunderbolt-ით უერთდება. Core-ში სრული ზომის ტოპ მოდელი ვიდეო ბარათები ჩაეტევა და 12.5"-იან ულტრაბუქს გეიმინგ მანქანად გადააქცევს. Razer Blade Stealth-ის ყველა მოდელის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალური მაღაზიიდან, Microsoft-ის მაღაზიასა და Amazon.com-ზე კი შეკვეთები მხოლოდ ტოპ-მოდელებზე მიიღება: Razer Blade Stealth @razerzone.com - http://bit.ly/21VbSFO Razer Blade Stealth @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5ndw9 Razer Blade Stealth 256GB @amazon.com - http://bit.ly/1W5nf7h Razer Blade Stealth 512GB @amazon.com - http://bit.ly/1W5nejM ASUS UX305CA მათთვის, ვისაც თხელი და მსუბუქი ულტრაბუკი სურს, თუმცა არ სურს ბევრი ფულის გადახდა, შეუძლია არჩევანი თამამად შეარჩიოს ASUS-ის ახალ, Zenbook UX305CA-ზე. ამ ულტრაბუქში გამოყენებულია Skylake ბირთვზე დაფუძნებული Core m3 სისტემა, რომლის გაგრილებაც ვენტილატორების გარეშე ხდება. დიახ - UX305CA აბსოლუტურად ჩუმია. 13.3 დუიმი ზომის ულტრაბუქი აღჭურვილია 8 გბ ოპ. მეხსიერებითა და 256 გბ SSD დისკით. მონიტორებში არჩევანი ორია - 1920x1080 Full HD ან 3200x1800 QHD+ IPS მონიტორები. მათ შორის, ეს უკანასკნელი თაჩსქრინია. ლეპტოპის სისქე 12.2 მმ-ია, წონა კი 1.20 კგ. გარსი კი მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული, რაც საკმაოდ ლამაზ და მდიდრულ ვიზუალს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე UX305CA საუკეთესო ფასად Amazon.com-ზე იყიდება, Full HD მოდელი 689$-ად, ხოლო QHD+ - 739$-ად. ASUS ZenBook UX305CA Full HD @amazon.com - http://bit.ly/21Vedka ASUS ZenBook UX305CA QHD+ @amazon.com - http://bit.ly/21VejIG ASUS ZenBook UX305CA Full HD @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5ox1Z ASUS ZenBook UX305CA QHD+ @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5ozqP Convertibles - ე.წ. გარდაქმნადი ლეპტოპები ამ კატეგორიას ლამაზი ქართული შესატყვისი ალბათ არასდროს ექნება. ჩემი აზრით, ეს თანამედროვე კომპიუტერების საუკეთსო სეგმენტია. ამ კატეგორიაში ძირითადად ორი, ან უფრო სწორად, სამი ტიპის მოწყობილობებს ვხვდებით - მოხსნადი კლავიატურებით, 360 გრადუსიანი სამაგრის გარშემო მბრუნავი კლავიატურებით და ისეთებს, რომლებსაც ორივე შეუძლიათ. პირველები უკეთესი ტაბლეტები არიან, მეორეები - უკეთესი ლეპტოპები, მესამეთათვის კი ახალი კატეგორიაა - Ultimate Laptop. Convertible-ების სეგმენტში დიდი აქტივობაა - ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი მწარმოებელი ცდილობს შექმნას Surface Pro სერიის მსგავსი მოწყობილობა. თუმცა, ამ კლასის უდიდესი პლიუსი ალბათ მაინც გაზრდილი პროდუქტიულობაა 3:2 შეფარდების მქონე მონიტორების ხარჯზე. ეს ტრენდი პირველად Microsoft-მა დაამკვიდრა, შემდეგ კი ფეხი სხვებმაც აუწყვეს. 3:2 შეფარდების მონიტორის მქონე მოწყობილობა გაცილებით კომფორტულია, როგორც ტაბლეტი და უზრუნველყოფს გაცილებით მეტ ვერტიკალურ სივრცეს, როდესაც მუშაობს ლეპტოპის რეჟიმში, სტანდარტულ 16:9 და 16:10 შეფარდებებთან შედარებით. Microsoft Surface Pro 4 კლასის ლიდერი, სისტემა, რომლის დაწევასაც ცდილობს ყველა - ეს Surface Pro 4-ია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ბევრი მწარმოებელი ცდილობდა მსგავსი მოწყობილობის შექმნას, მათი მუზა უკვე ძველი მოდელი - Surface Pro 3 იყო. ამასობაში კი Microsoft-მა ახალი მოწყობილობა გამოუშვა, რომელიც წინამორბედს ფაქტობრივად ყველა ასპექტში სჯობს. 2736x1824 პიქსელი გაფართოების მქონე 12.3-დუიმიანი ეკრანი ფანტასტიური ხარისხის ჩვენებას უზრუნველყოფს. Surface Pro 4 აღჭურვილია უახლესი, Intel Skylake ბირთვზე დაფუძნებული პროცესორებით, რომელთა შორის უმცროს მოდელს აბსოლუტურად უხმაურო, ვენტილატორების გარეშე გაგრილების სისტემის მქონე Core m3-6Y30 აქვს, ხოლო მათთვის, ვისაც მეტი წარმადობა სურს, გათვალისწინებულია Core i5-6300U და Core i7-6650U პროცესორები, რომელთა შორის უკანასკნელიც Intel Iris გრაფიკული ადაპტერითაცაა აღჭურვილი. მართალია, Core i5 და i7 მოდელების გაგრილების სისტემებს ვენტილატორიც აქვს, თუმცა Surface Pro 4-ის გაგრილების ახალი სისტემა ძალზედ ეფექტურია - შესაბამისად, ვენტილატორის ხმას თქვენ ძალიან იშვიათად გაიგებთ. გარდა ამისა, ახალი ქმნილება Microsoft-მა Windows Hello ფუნქციასთან თავსებადი ინფრაწითელი კამერით აღჭურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში შესვლას პაროლის გარეშე, მხოლოდ სახის დეტექციით შეძლებთ. ახალი კლავიატურა და მინის თაჩპედი კლასში საუკეთესოა, მათზე მუშაობა კი კომფორტული. აქვეა Surface სერიის ხელწერაც - უნიკალური საყრდენი, რომელიც უსასრულო რაოდენობის პოზიციებს გთავაზობთ, სამუშაო გარემოსთვის მოწყობილობის იდეალურად მოსარგებად. Surface სერიაში Microsoft-ი სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, ალუმინის ნაცვლად მაგნეზიუმის შენადნობს იყენებს კორპუსისთვის, რაც მოწყობილობებს საოცრად უნიკალურ, შთამბეჭდავ და მდიდრულ გარეგნობას აძლევს. Surface Pro 4-ის ფასი 899$-დან იწყება Core m3 მოდელისთვის და ადის 2699$-მდე. ტოპ მოდელი აღჭურვილია Core i7 პროცესორით, 16 გბ ოპ. მეხსიერებითა და 1 ტბ PCIe SSD დისკით. Microsoft Surface Pro 4 @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5rWhj Microsoft Surface Pro 4 Bundle @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5rVde Microsoft Surface Pro 4 @amazon.com - http://bit.ly/1U17Dno Lenovo Yoga 900 Lenovo-ს Yoga სერია პირველი იყო თავის კლასში და დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობაა. Yoga 900 მშვენიერი განახლებაა ძველი Yoga 3 Pro სერიისთვის. ახალ სერიაში Lenovo Core M სერიის პროცესორებიდან 15-ვატიან U სერიის პროცესორებზე დაბრუნდა, უკეთესი წარმადობისთვის. Yoga 900-ის დისპლეი კვლავ შექებას იმსახურებს 3200x1800 პიქსელი გარჩევადობისა და თაჩსქრინის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოსწყობილობა Convertible კლასს განეკუთვნება, 13.3 ინჩიანი ულტრაბუქი სულ რაღაც 15 მმ სისქისაა და 1.26 კგ-ს იწონის. ახალ მოდელში Lenovo კვლავ 5-რიგიან კლავიატურას დაუბრუნდა, რაც ასევე მისასალმებელია. დღესდღეობის Yoga 900-ის ორი მოდელია ხელმისაწვდომი - უმცროსი მოდელი აღჭურვილია Core i7 პროცესორით, 8 გბ ოპ. მეხსიერებითა და 256 გბ SSD დისკით, ხოლო უფროს მოდელში ოპ. მეხსიერება და დისკური მოცულობა გაორმაგებულია. ფასიც შესაბამისად, 1199$ და 1449$-ია. Lenovo Yoga 900 @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPNLjI Lenovo Yoga 900 უმცროსი @amazon.com - http://bit.ly/1Uap57U Lenovo Yoga 900 უფროსი @amazon.com - http://bit.ly/1Uap7g1 HP Spectre x360 Spectre x360 ერთ-ერთი საუკეთესოა HP-ს ვრცელი სამოდელო რიგიდან. 360-გრადუსიანი სამაგრის დიზაინი მშვენიერია. ასევე მოწონებას იმსახურებს ალუმინის კორპუსიც. მოწყობილობა ორ ფერში გამოდის - ერთი სტანდარტული ვერცხლისფერია, მეორე კი საოცრად ლამაზი ვერცლისფერი ალუმინისა და სპილენძის კომბინაცია. ეს უკანასკნელი, ვიზუალის გარდა უკეთსი იმითაცაა, რომ HP კლავიატურაზე თეთრ განათებას იყენებს, რაც ვერცხლისფერ ღილაკებს ძნელად გამოსაყენებლს ხდის. სტანდარტული დისპლეი 1920x1080 გარჩევადობისაა, თუმცა აგრეთვე შესაძლებელია 2560x1440 ვარიანტის არჩევაც. x360-ის ტაჩპეფი საკმაოდ, არა, ძალიან ფართოა, რაც გარკვეულწილად ინოვაციაცაა ამ კლასის ლეპტოპებში. 13.3-დუიმიანი x360-ის სისქე 16 მმ-ია, წონა კი - 1.44 კგ. HP Spectre x360 ორ ზომაში გამოდის, 13.3 და 15.6 დუიმი - შესაბამისად, იგივე ყველა გემოვნების დაკმაყოფილებას ახერხებს. 13.3-დუიმიანი მოდელის საწყისი ფასი 899$-ია და აღჭურვილია Core i5-6200U პროცესორით, 4 GB ოპ. მეხსიერებითა და 128 GB SSD დისკით. ოპციები საკმაოდაა, ტოპ მოდელში კი შესაძლებელია Core i7-6560U პროცესორისა (Intel Iris გრაფიკული ბირთვით) და 1 ტბ SSD დისკის არჩევაც. რაც შეეხება 15.6 ინჩიან მოდელს, მისი საწყისი ფასი 1149$-ია Core i5-6200U პროცესორით, 8 GB ოპ. მეხსიერებით, 1920x1080 გარჩევადობის მქონე მონიტორითა და 256 გბ SSD დისკით. უკეთესი ოპციები, რა თქმა უნდა, აქაც გათვალისწინებულია. HP Spectre x360 სერიის ლეპტოპები შეგიძლია შეიძინოთ როგორც ონლაინ მაღაზიებში, ასევე თქვენი გემოვნებით დააკონფიგურიროთ HP-ს საიტზე. HP Spectre x360 @store.hp.com - http://bit.ly/1RPOEc2 HP Spectre x360 @microsoftstore.com - http://bit.ly/1UarS0A HP Spectre x360 Copper @amazon.com - http://bit.ly/1RPOH7Z HP Spectre x360 @amazon.com - http://bit.ly/1RPOJwk Microsoft Surface Book Surface Book Microsoft-ის უნიკალური, ტოპ კლასის ქმნილებაა, როგორც თავისი მახასიათებლებით, ასევე დიზაინითა და ფასით. თანაც, მას შემდეგ, რაც კორპორაციამ Surface Book-ის Wi-Fi ადაპტერის ბაგი გამოასწორა (ძილის რეჟიმში Wi-Fi ადაპტერი ხშირად ჩართული რჩებოდა და ბატარეის განმუხტვას იწვევდა), ამ ლეპტოპის რეკომენდირება უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი, მიუხედავად მისი ფასისა. ის, რასაც Surface Book-ის შეძენის შემდეგ ვიღებთ, საკმაოდ უნიკალურია. კლავიატურა მონიტორს ე.წ. "მეხსიერების მავთულის" საშუალებით უერთდება იმდენად მყარად, რომ სრულყოფილ ლეპტოპის ანალოგიას ქმნის. რაც ყველაზე საინტერესოა - Surface Book-ის პროცესორი მონიტორის ნაწილშია ჩამონტაჟებული, შესაბამისად, კლავიატურის მოხსნის შემდეგ იგი 13.5 დუიმი ზომის მსუბუქ ტაბლეტად გადაიქცევა. ტაბლეტ-რეჟიმში მუშაობა Surface Book-ს დაახლოებით 3 საათი შეუძლია, მიბმული კლავიატურის ბაზით კი, რომელშიც დამატებითი ბატარეები და ოპციონალური დისკრეტული გრაფიკული ადაპტერია ჩამოტანტაჟებული - 12 საათამდე! დისკრეტული გრაფიკული ადაპტერი სპეციალურად შეიქმნა Surface Book-ისთვის და დაფუძნებულია NVIDIA GT 940M პროცესორზე, მხოლოდ, ნაცვლად 2 GB DDR3-სა, რომელიც ამ მოდელში გამოიყენება სტანდარტულად, ვიღებთ 1 GB GDDR5 ოპ. მეხსიერებას. გრაფიკული ადაპტერის წყალობით Surface Book-ზე მსუბუქი გეიმინგი თავისუფლადაა შესაძლებელი. კლავიატურა და თაჩპედი ბრწყინვალეა, პრემიუმ ხარისხის. Surface Pro 4-ის მსგავსად, Book-საც უფასოდ მოყვება ახალი Surface Pen. 3000x2000 პიქსელი გარჩევადობის მქონე თაჩსქრინი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ლეპტოპში ვინმეს გამოუყენებია და უზრუნველყოფს ბრწყინვალე კონტრასტის მაჩვენებელსა და ფერების სიზუსტეს. ერთადერთი უარყოფითი მხარე, რაც Surface Book-ს გააჩნია, ეს მისი ფასია - საბაზო მოდელი ღირს 1499$ და აღჭურვილია Core i5-6300U პროცესორით, 8 გბ ოპ. მეხსიერებითა და 128 გბ PCIe SSD დისკით. სულ 6 მოდელი არსებობს, ტოპ მოდელი კი, Core i7 პროცესორით, 16 გბ ოპ. მეხსიერებით, 1 ტბ PCIe SSD დისკითა და დისკრეტული გრაფიკული ადაპტერით ღირს 3199$. Microsoft Surface Book @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPPmpK Microsoft Surface Book Bundle @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPPmpU Microsoft Surface Book @amazon.com - http://bit.ly/1Uav10F დიდი ზომის ლეპტოპები ამ სეგმენტში დიდად განსაკუთრებული ძვრები ნაკლებადაა, შესაბამისად, ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ. Dell XPS 15 9550 ეს XPS 13-ის უფროსი ძმაა, ნამდვილი სამუშაო სადგური. Dell-ის ულტრათხელი ჩარჩოს წყალობით, 15.6-დუიმიანი ლეპტოპი რეალურად 14-დუიმიანის ზომისაა და საკმაოდ მომხიბლავი აპარატურითაა აღჭურვილი. 3840x2160 პიქსელი გარჩევადობის მქონე მონიტორი შესანიშნავია და უზრუნველყოფს Adobe RGB ფერთა გამის სრულყოფილ გადმოცემას. XPS 15-ის საწყისი ფასი 1499$-ია, რაშიც ვიღებთ 4-ბირთვიან Core i5-6300HQ პროცესორს, 8 გბ ოპ. მეხსიერებას, 256 გბ SSD დისკსა და NVIDIA GeForce GTX 960M გრაფიკულ ადაპტერს. ტოპ მოდელი 2899$ ღირს, თუმცა იგი აღჭურვილია Core i7-6700HQ პროცესორით, 32 გბ ოპ. მეხსიერებით, 1 ტბ SSD დისკითა და NVIDIA GeForce GTX 960M ადაპტერით. Dell XPS 15 9550 @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPPK7Q Apple MacBook Pro 15 გული არც Apple-ის მიმდევრებს დავწყვიტეთ. თუ თქვენ OS X-ის ფანი ხართ, Apple-ის MacBook Pro ხაზის ლეპტოპები თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. Retina მონიტორები შესანიშნავი ხარისხისაა. ასევე ქებას იმსახურებს კლავიატურა და თაჩპედიც. სავარაუდოდ, MacBook Pro ხაზი მალე განახლდება, რადგან Apple მათში უკვე ცოტა ძველ, Intel Haswell ბირთვზე ბაზირებულ პროცესორებს იყენებს. 2000$-იან მოდელში გრაფიკული ადაპტერი Intel Iris ბირთვია, 2500$-იან ვერსიაში კი - AMD Radeon R9 M370X, რომელიც Cape Verde ბირთვზეა დაფუძნებული. Apple MacBook Pro 15 @amazon.com - http://bit.ly/21j2ZQO
  3. Acer ASUS HP Dell MSI Samsung Toshiba Sony Lenovo Fujitsu Siemens Fujitsu eMachines Packard Bell Notebook LG Intel IBM Compaq Clevo BenQ NEC Medion Matsushita K-Systems Gigabyte Gericom Gateway DEPO თუ თქვენ იცით სხვა რომელიმე დაამატეთ B)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.