გამარჯობა!
დღეს ჩამომივიდა Seasonic-ის 650W-იანი კვების ბლოკი რომელიც გახსნისთანავე დავაყენე ქისში , ინსტრუქციას მივყევი და ასე შემდეგ.კვების ბლოკთან ერთად დავაყენე gtx 1080 G1 რომელიც აქამდე არ მქონდა ჩაყენებული (კვების ბლოკს ველოდი)
სანამ ჩავაყენებდი ამ ნაწილებს ყველაფერი ჩვეულებრივად მუშაობდა , ინტეგრირებულზე მქონდა გადართული მონიტორი და იაფასიანი კვების ბლოკით ვსარგებლობდი.
ახლა დაახლოებით 2 საათის წვალების შემდეგ , კმაყოფილმა დავდგი ქეისი თავის ადგილზე , მაგრამ რას ვხედავ , ვიდეო დაფას DVI აქვს , თან რაღაც უცნაური. ამ ვიდეო დაფამდე gtx 960-ი მქონდა რომელზეც vga to dvi გადამყვანი მქონდა მიმაგრებული , ვერ ვერკვევი ამ DVI/VGA/HMDI ებში , შეიძლება ორი სხვადასხვა DVI არსებობს? მოკლედ , ვერ შევაერთე ძველი გადამყვანით , შემდეგ დავქექე გადამყვანებში და active VGA to HDMI გადამყვანი ვიპოვნე რომელიც მაშინათვე გავუკეთე. როდესაც ჩავრთე მონიტორს რეაგირება არ ჰქონია , მხოლოდ წერს no contact და მორჩა. მონიტორს მხოლოდ VGA პორტი აქვს. დავიჯერო 1080 არ მუშაობს მაგაზე? :დ
დროა მონიტორი გამოვცვალო? დამეხმარეთ ვიღუპები
არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ლოცვამ გაამართლა , მადლობა ყველას (არ ვიცი topic როგორ წავშალო)