Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ინტეგრირებული ვიდეოკარტების შ'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor

Found 1 result

  1. გამარჯობა, დღეს ჩვენ შევადარებთ ორ სოკეტზე არსებულ ინტეგრირებულ ვიდეოკარტებს. ეს ორი სოკეტი იქნება FM2 ( AMD ) და LGA 1150 ( Intel ). ამ ტესტში წარმოდგენილი იქნება AMD - ს მხრიდან Radeon HD 8670D, HD 8670D, HD 8570D, HD 8570D და HD 8470D ვიდეოკარტები A10, A8 და A6 პროცესორებიდან ( Richland ) , ხოლო Intel - ის მხრიდან წარმოდგენილი იქნება HD 4600 , intel Core i5 - დან ( Haswell ) . ორმა ლიდერმა კომპანიამ წარმოადგინა ახალი თაობის პროდუქტი : AMD Richland და Intel Haswell. ჩვენ უკვე გამოვცადეთ ეს ორივე სერია , შთაბეჭდილებები კი არ არის პოზიტიური. ჩვენ ველოდით რომ ახალი თაობის პროცესორები ყოველდღიურ აპლიკაციებს უფრო სწრაფად ამუშავებდა ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ დამუშავების სიჩქარე წინამორბედებისგან რამდენიმე პროცენტით განსხვავდება. AMD - მაც და Intel - მაც ყურადღება გაამახვილა სითბოს გაფრქვევის შემცირებაზე. მათ სურთ პროცესორი დაბალი TDP - ით (Thermal design power ან Thermal design point) ეს TDP კი ალბათ გაინტერესებთ რა არის. ეს არის პროცესორის მიერ გამოყოფილი მაქსიმალური სითბოს რაოდენობა მისი მუშაობის დროს. გაგრილების პრობლემა აქამდე არც გვქონია, მაგრამ მწარმოებლებს სულ სხვა გეგმები აქვთ. მათ სურთ X86 მიკროარქიტექტურა გამოყენებული იყოს მობილურ მოწყობილებეში. კომპაქტური სისტემები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მათ არ ჭირდებათ დამატებითი ვიდეოკარტა და შესაძლებელია ჩავტიოთ პატარა კეისში ან თუნდაც მონიტორშიც. ასევე შეგვიძლია ფულის დაზოგვაც. თუ ჩვენ არ გვჭირდება მაღალი დონის ვიდეოკარტა, შეგვიძია ვიყიდოთ პროცესორი ინტეგრირებული ვიდეოკარტით, რომელიც მშვენივრად გაართმევს თავს თავის მოვალეობას, მთავარია ზედმეტი არ მოვთხოვოთ . AMD HD Media გვთავაზობს პოპულარული UVD3 და H264 ფორმატის დეკოდირებას , მაგრამ წარმადობა და ფუნქციალურობა დღევანდელ სტანდარტებზე დაბლაა. დიდი მინუსი არის ის რომ მას არ შეუძლია 4K რეზოლუციის დეკოდირება. Intel - ის Quick Sync ტექნოლოგია კი საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ მაღალ რეზოლუციებთან, მაგალითად როგორიცაა 4K რეზოლუცია. Intel - ის ინჟინრებმა იზრუნეს მულტიმედიური შესაძლებლობების განვითარებაზე. მათ მიერ შექმნილი ინტეგრირეფული კარტა უფრო ოპტიმიზირებულია მულტიმედიაზე , მედია ცენტრზე. Richland არქიტექტურა : Haswell არქიტექტურა : ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე. ტესტებში დამატებულია დაბალი დონის ვიდეოკარტები ( გრაფიკული ადაპტერები ) რათა შევადაროთ ინტეგრირებულს. სატესტო სისტემა : პროცესორები AMD A10-6800K (Richland, 4 cores, 4.1-4.4 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8670D); AMD A8-6600K (Richland, 4 cores, 3.9-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8570D); AMD A6-6400K (Richland, 2 cores, 3.9-4.1 GHz, 1 MB L2, Radeon HD 8470D); AMD A10-5800K (Trinity, 4 cores, 3.8-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7660D); AMD A8-5600K (Trinity, 4 cores, 3.6-3.9 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7560D); AMD A6-5400K (Trinity, 2 cores, 3.6-3.8 GHz, 1 MB L2, Radeon HD 7540D); Intel Core i5-4430 (Haswell, 4 cores, 3.0-3.2 GHz, 6 MB L3, HD Graphics 4600); Intel Core i3-3240 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.4 GHz, 3 MB L3, HD Graphics 2500); Intel Core i3-3225 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.3 GHz, 3 MB L3, HD Graphics 4000). პროცესორის გაგრილება NZXT Havik 140. დედაპლატები ASUS Crosshair V Formula (Socket AM3+, AMD 990FX + SB950); ASUS F2A85-V Pro (Socket FM2, AMD A85); ASUS P8Z77-V LX (LGA1155, Intel Z77 Express); Gigabyte Z87X-UD3H (LGA 1150, Intel Z87 Express). ვიდეო კარტები : Gigabyte GeForce GT 640 (GV-N640D3-2GI, 2 GB/128-bit DDR3, 900/1800 MHz); Sapphire Radeon HD 7750 (11202-13, 2 GB/128-bit DDR3, 800/1600 MHz). ოპერატიული მეხსიერება 2 x 8 GB DDR3 SDRAM (G.Skill [TridentX] F3-2133C9D-16GTX). SSD : Crucial m4 256 GB კვების ბლოკი : Corsair AX760i (80 Plus Platinum, 760 W). ოპ. სისტემა Windows 8 Enterprise x64 დრაივერები : AMD Catalyst 13.6 Beta Driver; AMD Chipset Driver 13.4; Intel Chipset Driver 9.4.0.1017; Intel HD Graphics Driver 15.31.3.64.3165; Intel Management Engine Driver 9.5.0.1345; Intel Rapid Storage Technology 12.5.0.1066; NVIDIA GeForce 320.49 Driver. ახლა ტესტებს გადავავლოთ თვალი 3D წარმადობა : AMD Dual Graphics Performance ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ინტეგრირებულ ვიდეოკარტას + დისკრეტული ვიდეოკარტა. ( დისკრეტული ვიდეოკარტის ფასი სადღაც 70$ არის ) ამის ფუნქციის გამოყენება შეგვიძლია მხოლოდ DirectX 10 და DirectX 11 თამაშის ძრავებძე! შედეგი ძალიან კარგია, FPS მატება თითქმის 40-50% - ს უტოლდება. ახლა კი გადავიდეთ მულტიმედიის ტესტებზე. ამ ტესტში ნაჩვენებია პროცესორის დატვირთვა 4K - სთან მუშაბის დროს. ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ენერგომოხმარება : უსაქმურ მდგომარეობაში ( ნაკლები უკეთესია ) 100% დატვირთვისას ( ნაკლები უკეთესია ) ტესტები ნახეთ, ახლა უკვე თქვენი გადასაწყვეტია რომელს იყიდით. Intel - მა კარგი შედეგები აჩვენა მულტიმედიის ტესტებში, AMD - მ კი 3D Performance - ში . ფასის მხრივ AMD უფრო იაფია ვიდრე Intel . © lomsa - ლევან ლომსაძე
×
×
  • Create New...