პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი თუ რჩევა-კონსულტაციებში უნდა გამეხსნა და ადმინისტრაციას ვთხოვ, თუ საჭიროა, გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში.
რაც შეეხება ჩემ შეკითხვას: AMD-ში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ ვიცი რო ფასის გათვალისწინებით ინტელს ჯობია. პირველ რიგში მინდა გავერკვე რომელ თაობას რა ქვია და რომელი რომელს ჯობია. თუ ვინმე პარალელს გაავლებს ინტელთან თაობების მიხედვით, ძაან გამიადვილდება მივხვდე რა მინდა და მადლობელი ვიქნები.
მინდა Mini ITX სისტემის აწყობა, ჯერ-ჯერობით GPU ინტეგრირებული რომ ჰქონდეს (მგონი მაგას APU ჰქვია). ამ შემთხვევაში თქვენ რომელ M/B + CPU-ს მირჩევთ? მაგალითად ეს http://www.amazon.com/Gigabyte-Hudson-Wi-Fi-Motherboard-GA-F2A85XN-WIFI/dp/B00DU01DC6/ref=sr_1_26?s=electronics&ie=UTF8&qid=1389184935&sr=1-26&keywords=FM2+Motherboard გამოდგება?
კომპი მინდა ფოტოშოპისთვის, რომლის ბოლო ვერსიებიც GPU-ს იყენებენ რენდერისთვის და ამ შემთხვევაში თუ CPU-ს გამოვიყენებ, რამე პრობლემა ხო არ შეიძლება შემექმნას?