მოგესალმებით მეგობრებო!
დღეს რატომღაც მომინდა მოკბეჩილ ვაშლზე გადმოვსულიყავი (წლებია windows phone-ს ვიყენებ) და iphone SE ვიყიდე.ზაფხულში 4 ინჩზე მეტი ზომის ტელეფონების ტარება დიდად არ მხიბლავს და ეს მოდელი მემგონი ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნის. მიდევს ახლა წინ და თხა და გიგოსავით ვუყურებ. apple ID-იც არ დამირეგისტრირებია. რაები გავითვალისწინო და რისი ცოდნა დამჭირდება? დიდი მომხმარებელი არავარ სხვადასხვა ფუნქციების. რეგიონი რა ავირჩიო და ასე შემდეგ. applestore-ი ID ს მთხოვს და ჯერ არ მაქვს. ქვეყანა რა მივუთითო მანდ? საქართველო თუ ამერიკა? მოკლედ საიდან დავიწყო?
მადლობა წინასწარ.