მემგონი აჯობებს, რომ ვეგასთვის ცალკე თემა გვქონდეს.
ვინც არ იცით რა არის Vega, მოკლედ ეს არის AMD-ს ახალი GPU არქიტექტურა, რომელიც ასევე მოიცავს HBM2-ს და არა GDDR5 ან GDDR5X-ს. იქნება ბევრად ჩქარი მის წინამორბედებზე, ასევე მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას და იქნება უფრო გრილი. თავიდან ამბობდნენ, რომ 1080-ს გაუწევდა კონკურენციას, მაგრამ ახალ ჭორებში ამბობენ, რომ 1080Ti-ს და Titan XP-ს არ ჩამოუვარდებაო. რილიზს რაც შეეხება, მომდევნო 1-2 თვეში ელოდებიან მის ბაზარზე გამოჩენას, ამ კვარტალში.