გამარჯობა
AliExpress-დან მაქვს ნივთი ნაყიდი, სადაც მივუთითე usa2georgia-ს მისამართი. ჩინეთიდან უნდა ჩავიდეს ამანათი ამერიკის მისამართზე. მაინტერესებს დეკლარირება როდის უნდა გავაკეთო ან რა ვადაში ? როდესაც ნივთი ჩავა ამერიკის მისამართზე მაშინ უნდა დავადეკლარირო თუ წინასწარ დეკლარირებაცაა შესაძლებელი ?
გამოწერილი მაქვს ველოსიპედის საჭე და რომელ კატეგორიაში უნდა გავატარო ? ველოსიპედის ნაწილები საერთოდ არაა ჩამონათვალში... ღირებულება დამრგვალებით უნდა ჩავწერო თუ ზუსტად შიპინგიანად რამდენიც დაჯდა ? მაგ: 38.16$
თანხის გადახდა როგორ შეიძლება ყველაზე მარტივად ? როდესაც ნივთი ადგილზე ჩამოვა მაშინ ვიხდი თანხას თუ როდესაც ამერიკის მისამრთზე ჩავა ?