Search the Community
Showing results for tags 'tba'.
-
3D2 Entertainment-ის გუნდმა გამოაქვეყნა თავისი ახალი პროექტის The Crow's Eye-ის ტიზერ-თრეილერი. შემქმნელები მოთამაშეებს უმზადებენ საშინელებათა ჟანრის თამაშს Bioshock-ის და Amnesia: The Dark Descent-ის სიუჟეტური ხაზით. გავიდა უკვე ორი დღე, ხოლო მე კი ჯერ არ დამიტოვებია ეს ოთახები. იწყება პარანოია. მე სათვალავი ამერია თუ რამდენი ჩემი ამხანაგი დაიკარგა - ისინი ყველანი გაქრნენ. მუდამ მესმის უცნაური ხმები. გავიდა თითქმის კვირა მას შემდეგ, ხოლო მე კი ჯერაც ვერაფერი ვერ გამიგია. ვმაგრდები მესამე სართულზე, სადაც ახლა ვიმყოფები, რომ თავი დავიცვა. პრობლემა იმაშია, რომ მე არ ვიცი რისგან დავიცვა თავი. უნდა მოვიკრიბო სიმამაცე და გავიდე, რომ გავარკვიო, რა ხდება", - წერს თამაშის მთავარი გმირი - სი ჯეი თავის ერთ-ერთ ჩანაწერში. The Crow’s Eye წარმოადგენს თავისებურ ჰორორს პირველი პირიდან. მოქმედება მიმდინარეობს 1947 წელს უნივერსიტეტ კროუსვუდში, რომელშიც დაიწყო იდუმალებით მოცული მოვლენები. The Crow’s Eye-ს რელიზი დაგეგმილია PC-ზე, ხოლო თარიღი უცნობია.
-
ჯერ მხოლოდ ჭორებია ამ თამაშზე, მაგრამ იყოს მაინც თემა. ახალი Xbox ის ანონსზე ამის ინფორმაციაც იქნება ალბათ, 21 მაისს. შესაძლოა წლის ბოლოს გამოვიდეს. Xbox Contest Hints at Next-Gen EA, Forza Reveals Why else would you tweet at EA and Turn 10? http://www.ign.com/articles/2013/05/11/xbox-contest-hints-at-next-gen-ea-forza-reveals
- 81 replies
-
როგორც MCV იუწყება, შექმნის პროცესშია ახალი სათავგადასავლო მოქმედებითი თამაში Rambo, რომელსაც Reef Entertainment გამოუშვებს. ამ უკანასკნელმა, კომპანია StuidoCanal-ისგან მოიპოვა უფლებები მთლიანი სერიის თამაშების შექმნაზე. დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, უცნობია თამაშის ზუსტი დასახელება და იქმნება ის ფილმის მიხედვით, თუ აქვს საკუთარი, ორიგინალი სცენარი, ასევე არ ვიცით პროექტში ღებულობს მონაწილეობას თუ - არა სილვესტერ სტალონეს (Sylvester Stallone). გამომშვებმა მხოლოდ გაგვანდო, რომ თამაში გამოვა მომავალ წელს, PC, PS3 და X360 პლათფორმაზე. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ჯონ რემბოს ფილმის ტრილოგიამ მსოფლიო კინოგაქირავებაში 600 მლნ. $ მოგება მოიტანა. GAMETECH
-
ჯერ კიდევ 2009 წელს გავიგეთ, რომ Counter-Strike–ის ერთ–ერთი შემქმნელი, მინ ლი (Minh «Gooseman» Le) ახალ ონლაინ–შუთერზე, Tactical Intervention–ზე მუშაობს, რომლის შექმნის პროცესი ანონსამდე საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. უფრო ზუსტად, თამაში უკვე შვიდი წელია, რაც დამუშავების სტადიაში იმყოფება და ძალიან მალე, 14–დან 28 მარტის ჩათვლით, გულშემატკივრები მისი ბეტა–ვერსიის დაგემოვნებას შესძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალური ინფორმაცია დღემდე არ ხმაურდება, გაირკვა: პროექტი free-to-play–ს პრინციპით გავრცელდება, ხოლო დეველოპერები შემოსავალს მიკროტრანზაქციების საშუალებით მიიღებენ, მოთამაშეები ფულს საკუთარი გმირის აღჭურვილობაში და იარაღებში გადაიხდიან. [media=] სრული ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.