Search the Community
Showing results for tags 'running'.
-
ეხლახანს დავაყენე ვინდოუს 8 და პრიველი პრობლემა რასაც წავაწყდი იყო ის, რომ პროგრამები, რომლებსაც ადმინისტრატორის პრივილეგიები ჭირდებათ, სისტემის ჩატვირთვისას არ ეშვებიან. ამ ეტაპზე, გამოსავალი არის ამ პროგრამის Task Scheduler_ში დამატება, აქ შეიძლება მითითება, რომ პროცესი უმაღლესი პრივილეგიებით გაეშვას, შესაბამისად არც სტარტაპის პრობლემა გვექნება: 1) WIN+R>taskschd.msc - ამოაგდებს Task Scheduler_ის მთავარ ფანჯარას; 2) ვაჭერთ Create Task და ვარქმევთ ამ ტასკს რაიმე სახელს: აუცილებლად ვნიშნავთ სურათზე მითითებულ თოლიას >Run with highest privileges! 3) გადავდივართ Triggers ტაბზე, ვაჭერთ New და სიიდან ვირჩევთ > At log on 4) ბოლოს უკვე გადავდივართ Actions ტაბზე, ვაჭერთ New, აქ ვუთითებთ, თუ რა პროგრამა უნდა გაეშვას. Action - Start a Program Program/Script - C:\Windows\System32\cmd.exe Add arguments (optional) - სწორედ აქ უთითებთ იმ პროგრამას, რომელიც გვინდა, რომ გაეშვას, შემდეგი ფორმატით: /c start "saxeli" "C:\xxx\xxx\xxx.exe" მაგალითად: /c start "speedfan" "C:\Program Files (x86)\SpeedFan\speedfan.exe" 5) ვაჭერთ OK, მთავარ ფანჯარაშიც ვაჭერთ OK და ვთიშავთ Task Scheduler_ს შეგიძლიათ დაარესტარტოთ და დატესტოთ =)