Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'root'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 13 results

  1. ამ თემაში მოხდა "პატარა" ცვლილება. თემაში კიდევ მოხდა ცვლილებები, დავამატე მცირეოდენი თეორია რუთთან დაკავშირებით, გიგას(ანუბისას) oneclick რუთიც დასპოილერდა ხშირ შემთხვევაში დევაისებთან შეუთავსებლობის გამო დაემატა ახალი უტილიტები. Oneclick Root #1about root[shopen] #2Root[ANuB1S] ასევე ნახეთ> (მადლობა მიშოს) დამატებითი root utility-ები Vroot MTK Droid Tools Kingo Android Root ROOT Wizard(საჭიროა რეგისტრაცია გამდოსაწერად[4pda]) RootGenius SRSRoot(იხ. მოდელები რომლებზეც დატესტილია Link) სანამ დარუთვას დაიწყებდეთ დარწმუნდით რომ დაინსტალირებული გაქვთ adb driver(სჭირდება ზოგიერთ რუთ უტილიტს), ასევე ტელეფონში ჩართული გაქვთ Debugging mode(Setting > developers options > debugging mode ON) ასევე ზოგ მოდელს ესაჭიროება Bootloader-ის გახსნა: HTC Unlock bootloader Motorola Unlock bootloader Sony Unlock bootloader
  2. ამ თემაში მინდა რაც შეიძლება მარტივი ენით განვიხილო Android OS-ის სტრუქტურა- თუ რისგან შედგება ის და როგორ მუშაობს, რაც გაგიადვილებთ თქვენი სისტემის უკეთ გაგებას სურათზე ნაჩვენებია Android-ის არქიტექტურული სქემა: Android OS შეიძლება განვიხილოთ როგორც სოფტის ნაკრებთა შრეები (Layers), სადაც, თვითოეული შრე წარმოადგენს პროგრამული კომპონენტების ჯგუფს, ერთიანობაში ისინი ქმნიან ოპერაციულ სისტემას, შუამავალ (Middleware) და მნიშვნელოვან აპლიკაციებს. არქიტექტურის ყოველი შრე აწვდის სხვადასხვა სერვისებს მის მომდევნო შრეს. განვიხილოთ მოკლედ ეს შრეები: Linux Kernel საბაზისო შრე არის ე.წ Linux Kernel ანუ Linux-ის ბირთვი,მთელი Android OS დაშენებულია ლინუქსის ბითვზე Linux Kernel version 2.6, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი და დამოუკიდებელი დეველოპერი 3rd party developers იყენებენ Linux Kernel-ის 3.0.XX ვერსიებსაც. სწორედ Linux უკავშირდება ჰარდს და შეიცავს ყველა საჭირო აპარატურულ დრაივერს (როგორიცაა მაგლითად ბლუთუსის, კამერის, wifi ანტენის დრაივერები და ა.შ) Android OS იყენებს Linux-ს ყველა ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად: მეხიერების მენეჯმენტი, პროცესების მართვა, უსაფრთხოების პარამეტრები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კერნელი დაფუძვნებულია Linux-ზე, ყველა მწარმოებელი ყველა მოდელისთვის უკეთებს მას მოდიფიცირებას, ამატებს სხვადასხვა დრაივერებს და სკრიპტებს კონკრეტული მოწყობილობისთვის, უფრო მეტიც, ხშირად სხვადასხვა ვერსიის Android OS-ის კერნელები თუნდაც ერთი და იგივე აპარატისთვის არათავსებადია, ანუ მაგალითად Gingerbread კერნელი ვერ ჩატვირთავს Ice Cream Sandwich ან Jelly Bone-სდა პირიქით. კერნელებს ასევე აწარმოებენ დამოუკიდებელი დეველოპერები, უმატებენ მასში სხვადასხვა ფუნქციებს და სკრიპტებს, როგორიცაა მაგალითად root, ოვერქლოქინგი, ანდერვოლტინგი, დრაივერების ოპტიმიზაცია და ა.შ. იშვიათად არის ისეთი კერნელები, რომელიც თავსებადია სხვადასხვა ვერსიის Android OS-ისთვის, მაგალითად შეუძლია ჩატვირთოს როგორც ISC, ისე JB (ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსია) Libraries შემდგომი შრეა Libraries ანუ ბიბლიოთეკები, ისინი არის Android-ის ნატივური ბიბლიოთეკები, ეს ლეიერი საშუალებას აძლევს დევაისს იმუშაოს სხვადასხვა ტიპის მონაცემებმთან. ეს ბიბლიოთეკები იწერება C ან C++ პროგრამირების ენების გამოყენებით და განსხვავებულია თითოეული აპარატისთვის. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა: Surface Manager: უზრუნველყოფს ე.წ off-screen ბუფერირების ფუნქციას, ანუ თაჩსკრინის გამოყენებას, მაგალითად, როდესაც ვხატავთ ეკრანზე, არა მის ზედაპირზე ვხატავთ, არამედ ჯერ ფიქსირდება ჩვენს მიერ შესრულებული ნახაზი და შემდეგ სხვა სურათებთან ერთად (მაგ პროგრამის ფანჯარა) გამოისახება ეკრანზე. Media framework: ეს არის სხვადასხვა აუდიო და ვიდეო კოდეკების ნაკრები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის მედია ფაილებთან მუშაობას, მათ ჩვენებასა და ჩაწერას აპარატის მიერ. SQLite: ის წარმოადგენს მონაცემთა ბაზის ძრავას და Android-ის მიერ გამოიყენება მონაცეთა შენახვის მიზნით. WebKit: არის ბრაუზერის ძრავი, რომელიც იძლევა საშუალებას ნაჩვენები იქნას HTML კონტენტი. OpenGL: 2D და 3D ბიბლიოთეკების ნაკრები დევაისის ეკრანზე გამოსახულებების რენდერისათვის Android Runtime Android Runtime შედგება Dalvik Virtual Machine და Java Core Libraries-ებიდან Dalvik Virtual Machine არის Java Virtual Machine-ს ტიპი, რომელიც ოპტიმიზირებულია მცირე სიმძლავრის და ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებზე სამუშაოდ. JVM-იდან განსხვავებით Dalvik Virtual Machine უშვებს არა სტანდარტულ JAVA-ს *.class გაფართოების ფაილებს, არამედ *.dex გაფართოების ფაილებს (გაგახსენდათ odex და deodx?). .dex ფაილები შექმნილია .class ფაილების ბაზაზე, მაგრამ ეფექტურად იყენებენ მცირე აპარატურულ რესურსებს. შესაძლოა გაეშვასDalvik VM-ის მრავალი პროცესი (ინსტანცია) რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, იზოლაციას, მეხსიერების მენჯმენტს და ა.შ. DVM შექმნილია გუგლის თანამშრომლის დენ ბორნშტეინის მიერ (Dan Bornstein) Java Core Libraries სახელწოდებიდანგამომდინარე JAVA ბიბლიოთეკებია, თუმცა რამდენამდე განსხვავებული Java SE და Java ME ბიბლიოთეკებისაგან, თუმცა მასში გვხვდება Java SE-ს ფუნქციების უმრავლესობა Application Framework ესენია ის ბლოკები, რომლებთანაც უშუალოდ ურთიერთქმედებს ჩვენი აპლიკაციები. ეს პროგრამები მართავენ ჩვენი დევაისის ძირითად ფუნქციებს: რესურსების მართვა, ხმისა და ზარების მართვა და ა.შ. მნიშვნელოვანი Application Framework-ებია (ქართულად ვერ ვთარგმნე გასაგებად ): Activity Manager: აპლოკაციათა აქტიურობის ციკლის მენეჯერი. Content Providers: მართავენ აპლიკაციათა შორის მონაცემთა მიმოცვლის პროცესს. Telephony Manager: მართავს ხმოვან ზარებს. Location Manager: ლოკაციების (ადგილმდებარეობის) მენეჯერი, GPS-ის ან GSM ანტენების გამოყენებით. Resource Manager: მართავს აპლიკაციების მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ტიპის რესურსებს. Applications ყველაზე ზედა შრეა აპლიკაციების შრე, ანუ ის რასაც ჩვენ ვხედავთ და ვუწოდებთ Android-ს, აქ თავსდება ყველა ჩვენს მიერ დაყენებული, ან აპარატზე მოყოლილი აპლიკაცია. ზოგიერთი აპლიკაცია ყველა აპარატს მოყვება Default-ად: SMS client app Dialer Web browser Contact manager ეს ყველაფერი ერთად აღებული ერთი კონკრეტული მოდელისთვის ქმნის ROM-ს ანუ Firmware-ს. ყველა მწარმოებელი აკეთებს კონკრეტულ მოდელზე მორგებულ ROM-ს, ამიტომაცაა, რომ მიუხედავად Android-ის ერთი და იგივე ვერსიებისა, სხვადასხვა მწარმოებლის აპარატები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზოგჯერ ერთი და იგივე პროგრამა ერთ მოდელზე მუშაობს, მეორეზე კი არა, განსაკუთრებით ეს ეხება საფირმო მოდელისთვის სპეციფიურ პროგრამებს, განსაკუთრებით თუკი ეს პროგრამები რომელიმე სპეციფიურ სენსორს მოითხოვენ. (მაგ Galaxy S3-ის Dialer არ მუშაობს Galaxy S2-სა და Note-ზე პირდაპირ, თუმცა მცირე მოდიფიკაციის შემდეგ უკვე მშვენივრად ერგება S2-საც და Note-საც, ხოლო აპლიკაცია SmartStay, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის ნათებას სანამ მას პატრონი უყურებს, არ მუშაობს არც S2-ზე და არც Note-ზე იმის გამო, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სენსორი) ანდროიდის ჩატვირთვა და დარუთვა ფორუმზე ბევრი ხსნის თემას და ითხოვს დახმარებას ანდროიდის დარუთვაში, აქ ვცდი ავხსნა დარუთვის ზოგადი პრინციპი რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მოხდეს ის მართალია არსებობს მეტ-ნაკლებად უნოვერსალური გზები დარუთვის, თუმცა ჯობს მაინც საკუთარ მოდელზე მორგებული დარუთვის მეთოდი გამოიყენოთ. სანამ დარუთვაზე გადავალთ, გადავხედოთ თუ რა ხდება ანდროიდის ჩართვისას: ანდროიდის ჩატვირთვის სქემა: 1. კვების ჩართვა და Boot ROM კოდის შესრულება ჩართვისას CPU (პროცესორი) არაინიციალიზებულ მდგომარეობაშია: არაა დაყენებული შიგა სიხშირეები და მისაწვდომია მხოლოდ შიგა RAM (ოპერატიული). თუკი კვება სტაბილურია, ეშვება სპეციალური კოდი ე.წ Boot ROM Code რომელიც აპარატურულადაა ჩაშენებული CPU-ში (ანუ მისი მოდიფიცირება შეუძლებელია), ის ეძებს ჩამტვირთავ პროგრამას სისტემური რეგისტრის საშუალებით და მისი აღმოჩენის შემთხვევაში ჩატვირთავს პირველი საფეხურის BootLoader-ს 2. The Boot Loader - ეს კერნელისგან დამოუკიდებელი პროგრამული კოდია, რომელიც ინიციალიზაციას უკეთებს მეხსიერებას და ათავსებს კერნელს RAM-ში. დესკტოპთან რომ გავაკეთოთ ანალოგია, ბუთლოადერი არის GRUB-ის მსგავსი პროგრამა 3. Linux Kernel - ლინუქსის ბირთვი ეშვება იგივენაირად როგორც სხვა სისტემებზე, ის ინიციალიზაციას უკეთებს ყველა აპარატურას და უშვებს საბაზისო პროცესებს, ანუ ყველაფერ იმას, რაც საჭიროა Android-ის სამუშაოდ 4.The init process - ეს პროცესები ინიციალიზაციას უკეთებენ ყველა სჭირო Framework-ებს 5. Zygote and Dalvik- Zygote ეშვება ინიციალიზაციის პროცესების დროს, მისი დანიშნულებაა Dalvik VM-ის ჩატვირთვა 6. The system server - ეს პირველი ჯავა კომპონენტია, რომელიც ეშვება და რთავს ანდროიდ სისტემისთვის სასიცოცხლო პროცესებს, მაგალითად Telephony Manager და Bluetooth. ახლა განვიხილოთ რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მისი გაკეთება დარუთვას ხშირად ადარებენ Windows-ში ადმინისტრატორის უფლებებს, თუმცა ეს არც ისე ზუსტია, რადგანაც უფრო ზუსტი იქნება, თუკი შევადარებთ System-ის უფლებებს (მაგ Administrator-ის უფლებებით არ შეგიძლია სისტემური ფაილების წაშლა და ა.შ) Root უფლებები იგივეა, როგორც ყველა სხვა Linux-ში, თუმცა დესკტოპურ Linux-ებში ძალზე მარტივია Root უფლებების მოპოვება, თუკი იცი ექაუნთის პაროლი და ტერმინალში გამოიყენებ sudo ბრძანებას, დაახლოებით ასევეა Android-ზეც, თუმცა sudo ბრძანებას პირდაპირ ვერ გამოიყენებ, საჭიროა Kernel-ში იყოს ნებადართული. მწარმოებლებს როგორც წესი ეს უფლება დაბლოკილი აქვთ, ამიტომ დღის წესრიგში დგება მისი ჩამატება კერნელში. პირველი პრობლემა, რომელსაც აქ შეიძლება წავაწყდეთ, ეს არის Boot Loader, ზოგიეთ მწარმოებელს (ან ზოგიერთ ქსელის ოპერატორს) ის აქვს დაბლოკილი-დაშიფრული და Kerrnel-ამდე მისაღწევად საჭიროა მისი განბლოკვა (ისე უბრალოდ არ მოგვცემს კერნელის შეცვლის უფლებას, ან არ ჩატვირთავს მოდიფიცირებულ კერნელს). ზოგმა მწარმოებელმა (მაგალითად HTC-მ) საშუალება მისცა მსურველებს ოფიციალურად განბლოკონ თავიანთი ტელეფონის ბუთლოადერი, ზოგზე კი ჯერ კიდევ სხვადასხვა შემოვლითი მეთოდებია მისი განბლოკვის, იშვიათად, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც არ იბლოკება ასე რომ დაემშვიდობოთ უნდა Root-ს ამ შემთხვევაში. ბევრ Developer-Friendly მწარმოებელს (მაგ. Samsung-ს) ღია აქვთ ბუთლოადერი, ასე რომ კერნელამდე გზა ხსნილია, თუმცა რჩება კიდევ კარიერები (ანუ მობილური ოპერატორები) რომლებიც მსხვილი პარტიებით უკვეთავენ მოდიფიცირებულ მოდელებს მხოლოდ თავიანთ ქსელში ჩასართავად მწარმოებლებს, ამიტომ ისინი ხშირად ღია BootLoader-საც შიფრავენ, (მაგრამ მაგასაც ეშველება ) გავიარეთ BootLoader და მივადექით Kernel-ს, საჭიროა კერნელს გავაგებინოთ, რომ Root-ის უფლებები ანუ "s" პარამეტრით გაშვებული კოდი არ დაბლოკოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა მასში ინტეგრირება გავუკეთოთ მეთვალყურე აპლიკაციას, რომელიც გვატყობინებს, რომ ამა თუ იმ პროგრამას სურს Root უფლებებით სარგებლობა, ეს შექმნილია მომხმარებელთა დაცვისთვის, რათა ყველა პროგრამამ ჩვენდა დაუკითხავად არ ისარგებლოს Root უფლებებით, ამისთვის გამოიყენება Busybox და SuperSU (ადრე გამოიყენებოდა Superuser, მაგრამ შემდეგ დეველოპერმა chainfire შეცვალა ის ახალი აპლიკაციით, ზოგადად სახელი Superuser ქვია Linux სისტემაში Root მომხმარელს). Busybox და Superuser-ის ინტეგრაცია კერნელში სხვადასხვა გზით შეიძლება: ორიგინალურ კერნელში ამ ორი კომპონენტის ინჯექტირებით მოდიფიცირებული კერნელის დაფლეშვით (რომელშიც უკვე ინტეგრირებულია ეს ორი კომპონენტი) მთლიანი ROM-ის დაფეშვით, რომელშიც ინტეგრირებულია დარუთული კერნელი პირველი მეთოდის შედარებით უნივერსალური ხერხი მოცემულია ამ თემებში: ROOT MANY Android ICS/JB [17 Sep 2012][iCS]Universal Rooting for most ICS phones, Any ROM, now with CWM6 ასევე, თითქმის ყველა მოდელითვის მოიძებნება თავისი დარუთვის მეთოდები და ხერხები ანდროიდის სხვადასხვა ვერსიებისთვის. დარუთვის დადებითი და უარყოფითი მხარეები დავიწყოთ იმით, რომ დარუთვით, ან არაოფიციალური ე.წ Custom ROM-ის, ან Kernel-ის დაყენებით წყდება საგარანტიო მომსახურეობა (რადგან ვარღვევთ საგარანტიო პირობებს, სადაც წერია, რომ დევაისზე უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მწარმოებლის Firmware), თუმცა თუკი მძიმე დაზიანებაა არაა და ტელეფონი ფუნქციონირებს, შესაძლოა დარუთვის მოხსნა - unroot რაც ძალზე მარტივად ხდება ოფიციალური ROM-ის დაყენებით, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა: ყოველი Custom ROM-ის ან კერნელის დაყენებისას იზრდება ე.წ Binary Count ანუ არალიცენზირებული Firmware-ს დაყენების რიცხვი, მისი ნახვა შეიძლება ტელეფონის Download Mode-ში გადაყვანით, ესეც შეიძლება გახდეს მიზეზი საგარანტიო მომსახურეობაზე უარის თქმის. არსებობს დარუთვის ისეთი ხერხებიც, რომლებიც არ ზრდის Binary Count-ს, ასევე მისი განულების მეთოდებიცაა. თვითონ დარუთვაც და არაოფიციალური ROM-ის დაყენებაც პოტენციურად საშიში პროცესია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დევაისის დაზიანება, ყველაზე მარტივი შემთხვევაა ე.წ Soft Break ანუ პროგრამული დაზიანება: ტელეფონი ვერ იტვირთება, ან ვერ მუშაობს გამართულად, მისი გამოსწორება შეიძლება ROM-ის ან Kernel-ის თავიდან დაყენებით ზედმიწევნით ინსტრუქციის შესაბამისად უფრო რთულია Hard Break, როდესაც ზიანდება სისტემური პარტიშენი, ამის გამოსწორება ხდება Repartitioning-ით, თუმცა მისი გასწორება შეიძლება ვერც კი მოხერხდეს და საჭირო იქნება საგარანტიო (ან ფასიანი) შეკეთების სერვისი მწრამოებლის/გამყიდველის მხრიდან. კიდევ უფრო რთული შემთხვევაა ე.წ Super Brick, ამ დროს ფიზიკურად ზიანდება (იწვება) ჩიპი, რომელზეც სისტემური პარტიშენია მოთავსებული და მისი აღდგენა შეუძლებელია დედაპლატის გამოცვლის გარეშე. სხვათა შორის Superbrick გავრცელებულია Samsung Galaxy Note GT N7000 მოდელზე ანდროიდის ISC ვერსიაზე, მის ოფიციალურ კერნელში არის ბრძანება MMC_CAP_ERASE რომელიც დაფლეშვის (თუნდაც ოფიციალური ROM-ით), ან Factory Reset-ის დროს იწვევს ზუსტად სისტემური პარტიშენის გადაწვას.(მართალია 5%-მდე შემთხვევებში, თუმცა ეს არც თუ ისე მცირე რიცხვია) დღეისათვის SGN-ისთვის ბევრი custom ROM ან კერნელია, სადაც ეს ბრძანება საერთოდ ამოღებულია, ამიტომ დაფლეშვის ოპერაციის ჩატარება უსაფრთხოა. დარუთვა ასევე პოტენციურად მეტად დაუცველს ხდის სისტემას, თუმცა ამავდროულად ანტივირუსულ პროგრამებს ანიჭებს დამატებით ფუნქციებს (მაგ Firewall-ის გამოყენება, Device Admin-ის გამოყენება და ა.შ) ამდენი უარყოფითის შემდეგ გადავიდეთ დადებითზე, რომ არ იფიქროთ რა ჯანდაბად გვინდა საერთოდ ეს დარუთვაო root უფლებების მოპოვება გვაძლევს ჩენი დევაისის პროგრამული და აპარატურული მხარის სრული კონტროლის საშუალებას, შეგვიძლია შევცვალოთ სისტემური აპლიკაციები,შევცვალოთ სიხშირეები CPU-სა და GPU-ზე (overclocking და undervolting-ის შესაძლებლობა) დავაყენოთ განსხვავებული თემები და ლანჩერები სრული ფუნქციონალით,დავაყენოთ სასურველი ფონტები (რომელიც აქტუალურია Android 2.3 ვერსიამდე, რადგან ამ ანდროიდზე მომუშავე დევაისების უმეტესობა (Samsung-ის დევაისების გარდა) ვერ აღიქვამენ ქართულ უნიკოდ ფონტებს) გამოვიყენოთ სრულიად ისეთი საჭირო პროგრამები როგორიცაა მაგალითად Titanium Backup (ანდროიდზე პროგრამების და პარამეტრების რეზერვირება/აღდგენის საუკეთესო საშუალება), ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ გუგლის მარკეტში ჩაუწერეთ root და ნახეთ რამდენ საინტერესო აპლიკაციას ამოგიგდებთ გაითვალისწინეთ, რომ დარუთვა არ ხსნის ოპერატორის შეზღუდვას (ანუ SIM Lock-ს), რადგან იგი არაა დაკავშირებული უშუალოდ kernel-თან, თუმცა SIM Unlock-ისთვის ხშირად საჭიროა, რომ ტელეფონი იყოს დარუთული! ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო ველოდები შენიშვნებს და წინადადებებს
  3. გამარჯობა. არ ვაპირებდეი ამ საკითხზე თემის გახსნას, მაგრამ არ მინდა რამე შემეშალოს, + შეიძლება ვინმემ გამოიყენოს თემის შინაარსი და ჩემს მიერ დასმული კითხვები. მაქვს Google nexus s 4g. ანდროიდის ვერსია არის 4.0.3 და მინდა გადავიყვანო 4.4 ზე. თუ არ დაგეზარებათ ვინც ჩახედულია ამ საკითხში მასწავლეთ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გადავაყენო სისტემა. P.S Shopen შენი იმედი მაქვს
  4. კომპანია გუგლი სწრაფად გაცდა საძიებო სისტემას და გახდა ერთ-ერთი გიგანტი კომპანია, მისი პროდუქცია გარდა ვებ-სერვისისა არის ასევე სმარტფონებში,პლანშეტებში,“ჭკვიან საათებში“ და ტელევიზორებშიც კი, არც ის არის უცნობი ფაქტი რომ გუგლი აგროვებს ყველანაერ ინფორმაციას დაწყებული საძიებო ფრაზების ლოგებიდან პაროლებითა და მეილებით დამთავრებული რომლებიც მათ ბაზაში წლობით ინახება რათქმაუნდა ბევრისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რადგანაც ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ აქვს ვებ-რესურსში რომ ინკოგნიტო გახადოს მაგრამ არის კატეგორია რომელიც პრივატულობას წინა პლანზე აყენებს ან თუნდაც პრინციპულად არ სურს მის პირადში ვინმემ „იძრომიალოს“ თუკი თქვენ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით და გაქვთ Adnroid დევაისი მაშინ ეს პატარა guide სწორედ თქვენთვისაა თუკი პირველად ნახსენებს განეკუთვნებით იმედია ახალს გაიგებთ(თუნდაც GAPPS,ინტეგრირებული app-ების წაშლაზე და სხვა) შესავალი ყველასთვის ცნობილია რომ Android-ზე დაფუძნებული მოწყობილობა შედგება არამხოლოდ AOSP-სგან შემდგარი კომპონენტებისგან ასევე გუგლის სხვა მნიშვნელოვანი app-ებისგან როგორებიც არის Hangouts,Maps,Gmail და სხვა(dialer,კიტკეტში დამატებული კამერის app-ები...). ამ ყველა აპლიკაციის არათუ კოდი არამედ არც ახსნა/პრინციპი არ არის თუ როგორ მუშაობს ისინი, ბევრი მათგანი იმისთვის არის რომ მოგროვებული ინფორმაცია გადააგზავნოს გუგლის სერვერზე მაგალითად აპლიკაცია GoogleBackupTranstport განკუთვნილია ჩაწერილი app-ების,პაროლების და სხვა ინფორმაციის სინქრონიზაციის პასუხზე, GoogleContactsSynchAdapter სინქრონიზაციას ახდენს კონტაქტების,ChromebookmarksSynchAdapter ეს კი ბუქმარკებისა და ძიების ისტორიის სინქრონიზაცია ევალება. ზოგადად სინქრონიზაციაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით ძალიან კარგი მექანიზმია რომლითაც ახალ დაყენებულ სისტემას წუთებში დატვიკავთ და ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას დააბრუნებთ რაც ადრე გქონდათ(ან factor reset-ის გაკეთების შემდეგ დაკარგულის) უბრალოდ პრობლემა იმაშია რომ ეს აკნინებს ჩვენს კონფიდენციალურობას(რომელიც როგორც ჩანს არც ისე მაღალ დონეზეა[რაც სნოუდენმაც გვიჩვენა]) როგორც სხვა დანარჩენი კომპანიები რომლებიც ამოფარებულები არიან და ამბობენ „ჩვენ არ ვართ ბოროტები, ფუმფულა მეცენატები ვართ“[dafuq] ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ არ გვინდა ჩვენ გუგლი და თავისი app-ები? ავიღოთ უბრალოდ Android რომელიც არ იქნები მიჯაჭვული google-ს!(ამისთვის კი მადლობა open source-ს და ნუ გუგლს რა ;დ). რა არის Google APPS(GAPPS) ბოლო ვერსიაში KitKat-ში ქასთომ რომი საშუალოდ 200Mb-ს იწონის ამასთან ერთად თუკი დაგიყენებიათ Custom rom ასევე მოგიწევდათ დამატებითი არქივის დაფლეშვა GAPPS სახელით რომელიც დაახლოებით 150-170Mb არის სწორედ ამის დაყენების შემდეგ მივიღებთ სრულფასოვან სისტემას როგორიც Nexus დევაისებზე არის, მასში იქნება ინტეგრირებული Google Now რომლის წაშლაც არ ხდება,Google Play, Google Books და სხვა მრავალი აპლიკაცია. სწორედ ეს არის GAPPS(გუგლის აპლიკაციები) რომლებიც როგორც ზევით ავღნიშნე დახურული სოფტებია და მისი შეცვლა არ შეიძლება(ამიტომაც არის ამოღებული ის CyanogenMod-ის რომებში), როგორც წესი Android-ზე რომ გამოუშვა დევაისი რომელსაც ექნება ბორტზე gapps საჭიროა მწარმოებელმა გააგზავნოს სერთიფიცირებაზე გუგლში რომელიც შეაფასებს ხარისხს და წარმადობას რის შემდეგადაც მოხდება მოწყობილობის წარმოება(ნუ ეს ჩინურ non-brand მოწყობილობებს არ ეხება მათ საერთოდ არ აქვთ კავშირი Google-სთან) სწორედ ასე ხდება google apps სმარტფონში რომელიც ან უკვე ხვდება მომხმარებელს ან თვითონ აყენებს, შემდეგ წერს პაროლს, მეილს და იწყება სინქრონიზაცია. რომ გავარკვიოთ როგორ ხდება ეს ყველაფერი ამოვაარქივოთ ჩვენი gapps არქივი და ვნახოთ /system/app და /system/priv-app ჩაწერისას ეს ფაილები ზუსტად იმავე დირექტორიაში გადადის სმარტფონში, მეორე კატალოგი არის KitKat-ისთვის მათი ნახვა კი მხოლოდ მფლობელს(ადმინისტრატორს) შეუძლია ხოლო სხვა იუზერებისთვის კი დამალულია(გაეცანით ) /system/app დირექტორიაში იპოვით ბევრ გუგლის აპლიკაციას სხვადასხვა სახელით Chrome.apk,Gmail2.apk და სხვა. ყველა მათგანი სხვადასხვა გზით იღებს ინფორმაციას რაც სრულიად ნორმალურია(დიახ, გუგლმა უნდა იცოდეს რომ შენ კითხულობ პაულო კოელიოს მატი აპლიკაციის მეშვეობით!), შედარებით უფრო საფრთხეს წარმოადგენს GoogleContactsSynchAdapter.apk რომლის მისიაა გააგზავნოს სერვერზე კონტაქტების სია, ვიწერთ ამ app-ის სახელს ბლოკნოტში და ვაგრძელებთ. /system/priv-app/ კატალოგის უმეტესი აპლიკაციების ნაწილი არის ფრეიმვორკები და სერვისები რომლებიც უზრონველყოს ამ ყველა მექანიზმის და სინქრონიზაციის ჩართვა: • GoogleBackupTransport.apk - ევალება დაინსტალირებული აპლიკაციების შესახებ ინფორმაციის,Wi-Fi პაროლებისა და სხვა ტვიკების სინქრონიზაცია. • GoogleLoginService.apk - დევაისს აკავშირებს გუგლის ექაუნთთან. • GooglePartnerSetup.apk – 3dr party აპლიკაციებს საშუალებას აძლევს მიიღოს წვდომა გუგლის სერვისებთან. • GoogleServiceFramework.apk - ფრეიმვორკი სხვადასხვა ფუნქციონალურობით. • Phonesky.apk – Play Store(რაც არ უნდა გასაკვირი იყოს). • PrebuiltGmsCore.apk – Google Services, როგორც ჩანს ეს არის gapps-ის კერნელი. • Velvet.apk – Google-ს საძიებო სისტემა რომელიც შედგება Google Now-ისგან და ჰოუმ სქრინზე მყოფი ვიჯეტისგან. ეს არის ის აპლიკაციები რომლებიც იღებს ინფორმაციას, ეხლა კი გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. • #მეთოდი N1-> ვრთავთ პარამეტრებიდან(Setting-ებიდან) ყველაზე უბრალო და მარტივი გზაა, ეს მეთოდი გამოადგებათ მათ ვისაც არ აქვთ დარუთული სმარტფონი/პლანშეტი, არ აქვთ ჩაწერილი ქასთომ რომი და ქასთომ რექავერი. ამის გაკეთება ყველა სტოკ რომზეა შესაძლებელი ექაუნთთან წვდომის გარეშე მაგრამ ეს მეთოდი ეფექტურობით ვერ გამოირჩევა რადგანაც სრულიად ვერ გამორთავს gapps ეს. ძირითადი ლოკაცია სადაც სინქრონიზაციის პარამეტრებია: Setting ->Accaunt ->Google -> [email protected] აქ შეიძლება გამორთოთ კონტაქტების სინქრონიზაცია,Gmail,Play Music, App cache, Google Keep და სხვა. ამ ყველაფრის გაკეთება მარტივია >საჭიროა უბრალოდ მოაშოროთ „თოლია“ შემდეგ გადავდივართ Backup&Restore კატეგორიაში(privacy>backup & restore შეიძლება ასე იყოს) აქ კი ვაშორებთ თოლიას Automatic Restore-ს და Back up my data-ს. ამის გარდა სხვა ბევრი აპლიკაცია არის gapps-ში უმრავლესობა ამ გზით რაც შეიძლება გამოირთოს არის Google-ს ექაუნთის პარამეტრებში, სასურველია გამორთოთ GPS მიმღებზე ადგილმდებარეობის ისტორიის შენახვა ასევე გამორთოთ Google Now. თუკი თქვენ საერთოდ არ იყენებთ გუგლის ექაუნთს(არამგონია იყვნენ ამ კატეგორიის ადამიანები[ან ძალიან ცოტა თუ იქნება]) და უბრალოდ გაქვთ გავლილი ავტორიზაცია უმჯობესია წაშალოთ Setting -> Accaunt -> Google -> [email protected] -> „Menu“ ღილაკი -> Delete Accaunt. • #მეთოდი N2-> ოფიციალური ROM-ის გასუფთავება იმ შემთხვევაში როდესაც სტოკ რომი(ოფიციალური/“ქარხნული“ სისტემა) გიყენიათ და ამასთან ერთად დევაისი დარუთული გაქვთ შეიძლება Google Apps-ის მოშორება მარტივად - წაშლა მისი მოწყობილობიდან. როგორც ზევით დავწერეთ ისინი ინახება /system/app და /system/priv-app დირექტორიებში. მაგალითად კიტკეტში Google-აპლიკაციები ასე გამოიყურება: • Books.apk – Google-ს წიგნები; • CalendarGoogle.apk – Google კალენდარი; • Chrome.apk – Google Chrome; • CloudPrint.apk - ღრუბლობანი ბეჭდვის სისტემა; • Drive.apk – Google Drive; • GenieWidget.apk - სიახლეების და ამინდის ვიჯეტი; • Gmail2.apk – Gmail; • GoogleContactSynchAdapter.apk - კონტაქტების სინქრონიზაცია; • GoogleEars.apk – Google Ears(Shazam-ის ანალოგი); • GoogleHome.apk – home screen ინტეგრირებული Google Now-ით; • GoogleTTS.apk - მეტყველების სინთეზის სისტემა; • Hangouts.apk – Google Hangouts; • Keep.apk – Google Keep; • LatinImeGoogle.apk - კლავიატურა ჟესტური წერის მხარდაჭერით; • Magazines.apk – Google ჟურნალები; • Maps.apk – Google-ს რუკები; • Music2.apk – Google მუსიკა; • PlayGames.apk – Google Play Games; • PlusOne.apk – Google+; • QuickOffice.apk – Quick Office; • Street.apk – Google Street; • Videos.apk – Google-ს ფილმები; • Youtube.apk – Youtube /System/priv-app-ში ასევე ასევე ინახება ისეთი ფაილები როგორებიცაა: • CalendarProvider.apk - ინახავს კალენდარის ინფორმაციას; • GoogleFeedback.apk - აგზავნის ანგარიშს Google Play-ს გამოყენების შესახებ; • SetupWizard.apk - პირველი ჩართვისას პარამეტრების დაყენების უტილიტი თუ შეიძლება ასე ვუწოდით; • Wallet.apk – Google საფულე; ესეც არ არის სრული ჩამონათვალი ამასთან ერთად Google Apps დამოკიდებულია რამდენიმე ფრეიმვორკზე რომლებიც მდებარეობს /system/framework-ში ეს ფაილებია com.google.android.maps.jar , com.google.android.media.effects.jar და com.google.widevine.software.drm.jar. კიდევ არის ბიბლიოთეკები /system/lib კატალოგში რომელსაც იხილავთ სურათზე მათი წაშლა არ არის აუცილებელი უბრალოდ შეგიძლიათ როგორც ზედმეტი ნაგავი თავიდან მოიშოროთ. თუკი პრობლემა შეგექმნებათ გაუკეთეთ დევაის factor reset გადმოიწერეთ თქვენი მოდელისთვის და ანდორიდის ვერსიისთვის შესაბამისი gapps( www.goo.im საიტიდან) და დაფლეშეთ რექავერიდან. • #მეთოდი N3-> Custom rom Gapps-ის გარეშე ამ მეთოდის განხორციელება შეიძლება მაშინ როდესაც დევაისი დარუთულია და გაქვთ დაყენებული ქასთომ რექავერი(CWM ან TWRP), ამ შემთხვევაში სმარტფონში/პლანშეტში იქნება სუფთა გუგლის გარეშე Android OS, მას არ ექნება Google Play და სხვა გუგლის სერვისები(გიღირთ თუ არა ეგ სხვა საკითხია კონფიდენციალობისთვის ამის გაკეთება) მაგრამ ესეც არ წარმაოდგენს პრობლემას და ამასთან დაკავშირებით ქვემოთ წაიკითხავთ. • #მეთოდი N4-> Google Play და სხვა არაფერი ვინც აქტიურად იყენებს გუგლის აპლიკაციების მარკეტს მაშინ ცოტა შემაფერხებელი იქნება მესამე მეთოდი სადაც გუგლ ფლეი ამოღებული არის ამ მეთოდით კი შეგვიძლია ჩავწეროთ ეს უკანასკნელი სხვა გუგლის app-ები კი მოვიშოროთ რაც ბუნებირვია დაზოგავს ჩვენს ოპერატიულ მეხსიერებასაც. მარტივია ვაყენებთ თქვენს მიერ არჩეულ Custom ROM-ს შემდეგ კი gapps-ის მოდიფიცირებულ პაკეტს სადაც იქნება მხოლოდ Google Play ერთ-ერთია BaNkS Gapps( www.goo.gl/7wLv5 )სადაც ფაილის სახელზე არის „თვე-რიცხვი_Gapps_core_4.4.2_signed.zip“ ეს მუშაობს ყველა სმარტფონზე აქვს ART რანთაიმის საფორთი და მასში მოთავსებულია მხოლოდ ძირითადი ფაილები გუგლის აპლიკაციების. დამატებითი ინფორმაცია • 3dr-party მარკეტები მეორე და მესამე მეთოდებში ვემშვიდობებით გუგლის აპლიკაციებს მათ შორის Google Play-საც ამიტომაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვა გზა აპლიკაციების გადმოსაწერად რომ არ ვიყოთ მიჯაჭვული კომპიუტერს და USB კაბელს. ამ მომენტში არის სამი ძირითადი შემცვლელი/ალტერნატიული Google Play ესენია: Amazon AppStore, Yandex.Store და 1Mobile market რომლებსაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფით მხარეები: • Amazon AppStore - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარკეტი ფლეი სთორის შემდეგ სადაც 75 000-მდე აპლიკაციაა (შესადარებლად GP-ში დაახლოებით 800 000 არის) რომლებიც როგორც IOS ოპერაციულ სისტემაში კერძოდ iTunes-ში ხელით მოწმდება თითოეული app. აპლიკაციის ყიდვა შესაძლებელია როგორცპლასტიკური ბარათით ასევე ამაზონის მონეტებით(Amazon Coins). ერთ-ერთი საინტერესო მხარე ამ მარკეტის არის ის რომ ყოველ დღე ერთი რომელიღაც ფასიანი აპლიკაცია უფასოდ არის. • Yandex.Store - მაღაზია ცნობილი რუსული ვებ-კომპანიისა სადაც განთავსებულაი 85 000 -მდე აპლიკაცია რომლებიც მოწმდება Kaspersky-ს ანტივირუსით. • 1Mobile Market - ერთ-ერთი უმსხვილესი Android მარკეტი სადაც დაახლოებით 500 000-მდე აპლიკაციაა განთავსებული, არ საჭიროებს რეგისტრაციას და ანონიმურობა დაცულია. აპლიკაციები სამივე მარკეტში განთავსებულია თვითონ დეველოპერების მიერ ამიტომაც არანერ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს სამი მარკეტი ერთმანეთში კონფლიქტში არ შედის, შეიძლება ერთი მარკეტიდან დაინსტალირებული აპლიკაციის განახლება მაგალითად მეორე მარკეტის მეშვეობით. • ვცვლით საძიებო სისტემას სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგადაც კი ჰოუმ სქრინზე რჩება ჩაშენებული გუგლის საძიებო გრაფა. ზოგიერთი მწარმოებლის(Samsung-ზე მაგალითად) სტოკ რომზე ეს უბრალო ვიჯეტია და მისი წაშლაც მარტივია ხოლო „სუფთა“ ანდროიდში ის ინტეგრირებულია მისი გამორთვა შეიძლება > Setting > Applications > all > Google Search > Disable ან უნდა დააყენოთ launcher,გამორთვის შემდეგ შეგიძლიათ მარკეტიდან გადმოწიეროთ აპლიკაცია DuckDuckGo და მისი ვიჯეტი დაამატოთ home Screen-ზე. • Open Source მარკეტი სტატიაში აღწერილი მეთოდებისა და მარკეტების გარდა ქსელში შეიძლება იპოვოთ კიდევ ერთი კარგი მარკეტი რომელიც ჩამოთვლილებს სჯობს ეს არის F-Droid (www.f-droid.org) ის სრულიად ანონიმურია და მასში არის მხოლოდ თავისუფალი სოფტები ლიცენზიებიტ გავრცელებული FSF ფონდის მიერ. აპლიკაციების რაოდენობა f-droid-ში შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ ათასს მაგრამ სამაგიეროდ არცერთერთი მათგანი არ შეიცავს ბექდორს და სხვა მავნე „არსებას“ დასკვნა კომპანია Google-სთვის Android თავისი აპლიკაციების ნაკრების გარეშე ფაქტიურად გამოუსადეგარია ამიტომაც არაა გასაკვირი თუ რატომ მალავს ასე და ტოვებს ჩაკეტილს ამ აპლიკაციებს მაგრამ ამ სტატიით ნაჩვენებიარომ gapps-ის გარეშეც შესაძლებელია android ისე რომ იყოს მოსახერხებელი სინრქონიზაციისა და სხვა მექანიზმების გარეშეც. არჩევანი თქვენზეა. Thread: “Хакер” 03/182/2014[64x-mobile] Translated By Shopen OverClocekrs.Ge
  5. ბიჭებო დამეხმარეთ Samsung Galaxy Trend GT-S7390 Android Version 4.1.2 Jelly Bean ვერანაირად ვერ დავრუთე იქნებ თქვენ დმეხმაროთ გთხოვთ!!!
  6. აუ ვიგაცამ დამირუთეთ რა.. რამდენ ნაირად არ ვცადე და ვერ ვქენი... იქნებ რუთი არც დასჭირდეს, ქართული ასოების გახსნა მინდა კუბიკებს მიჩვენებს და ასევე კლავიატურის. დამეხმარეთ ვინმე. გმადლობთ წინასწარ!
  7. ვერ დავრუთე ვერც one clickroot და ვერც კონსოლებით... იუთუბზე ბევრი ვუყურე ვიდეო და ყველაფერი ზუსტად გავაკეთე მაგრამ იმათი ჩვეულებრივად დაირუთა პრობლემების გარეშე ჩემი რატომ არ შვება არ ვიცი... კონსოლით დარუთვისას daemoon not running ს წერს ვერ გავარკვიე რა არის ეს ... ქართული რომ გახსნას მაგისთვის მჭირდება + კლავიატურაც კუბიკებად ჩანს რუთის გარეშე და ფონტების პროგრამაც ითხოვს.ბოლოს ტელე სტოკზე დავიყვანე ჩიპიანა გავწმინდე და ისე ვცადე მაგრამ უშედეგოდ.ხოლო ერთ მცოდნეს ვკითხე და ასე მითხრა მაგ მოდელები ქართულს არც კითხულობენო და რუთის შემთხვევაში 50/50 ზეა შანსი რამე დაუზიანდესო, რახან გავრისკე და მანამდე ვაკეთებდი ვიდრე ვიკითხე .... კაროჩე რა ვქნა ვერაფერს მიშველით? პროსტა სხვები იგივე ტელეფონზე მილიოონაირად აკეთებენ რუთს და ეს რატო არ შვება ეგ მიკვირს
  8. გამარჯობათ samsung galaxy s4 მინი 9192 და მჭირდება რამოდენიმე რევა ნუ უპირველესი პრობლემა ისაა რომ შიდა მეხსიერება არის 8 და აქიდან დაახლოებით 4 არის თავისუფალი როდესაც რამე თამაშს ვაყენებ მაგალითად ვიძახი 1,5გბ იანს და sd ზე უკეთებ მუვს 1,3გბ ტელეფონში რჩება ყველა ვარიანტში და ძალიან ცოტა გადადის ასე რომ 2-3 ნორმალურ თამაშზე ტელეფონი სავსეა,რამე გამასავალი ხო არ იცით პირდაპირ სდ ზე რო ჩაიწეროს ან ის ანდროიდ პაპკა რო სდ ზე შეიქმნას თუ ამას როთის გარეშე არ ეშველება?..... და საერთოდ რუთზე რას მირევთ მე იოსი მქონდა სულ და ანდროიდის არაფერი მესმის იქნება რამე რჩევები დამიწეროთ და კიდევ ანდროიდის პაპკაში კომპიდან გადმოწერილ თამაშის პაპკებს არ აკოპირებს ბევრი ვცადე ბოლოში სტოპ ვორკინგო და ერრორს აგდებს და არ გადააქ მოკლედ რამტანჯა ამ ტელეფონმა და თქვენი დახმარების იმედი მაქვს თან ანდროიდზე სულ 2 თემაა და ამ საიტის მომხმარებელს ცოტა მეტი რამ უთხრათ ანდროიდის შესახებ.... ფლეშ პლეერიც კი ვერ დავაყენე რამედენი დავაყენე არცერთი არ მუშაობს დაწერეთ რჩევები .........
  9. გამრჯობათ ფორუმელებო, ესეიგი რაშია საქმე ზემოთ ხსენებული ტელეფონის დარუთვა მინდა მაგრამ არფერი არ ვიცი რა როგორ, კიდევ ვერ ვხდები რო დარუთავ რომი რა არი ან რატო აყნებ თუ რუთავ ტელფონს? 32 გბიანი ეს ტელფონი მაგრამ მიკრო სდ მინდა ახლო მომავალში დავითრიო 10 კლასის სავრაუდოდ 16გბ გამიგია ანდროიდებს უყვართ სდ ქრდები, მოკლეთ ბევრი ჩაინიკური კითხვა დავსი მაგრამ მთლად უცოდინარიც არ ვარ და არ მეზარება ინფორმაციის მოდზიებაც შემიდზლია გაკეთებაც მაგრამ ეხლა პირველად უნდა გავკეთო ეს ყველფერი და დზალიან გთხოვთ დამეხმრეთ ამ ყველაფრის გაკეთებაში ოღონც კარგად დამეხმარეთ არმცთუ ისე რო ლინკი დამიდოთ მხოლოდ, ნუ გამატანინებთ ვაგზალზე რაგაც დებილობას გამიკეთებნ ხო ვიცი აბა ბიჭებო თქვენი იმედი მაქვს ესეც xda developer ების ლინკი http://forum.xda-developers.com/forumdisplay.php?f=2297 ან კიდე თუ ვინმეს გექნებათ დრო რომ მომეხმროთ თან ეგრევე ვისწავლი პატივის ცემა არ მეშლება და პატარა გლაპი არ ვარ რო თვინი ვბურგო უზრო თემებზე
  10. Motorola-მ, წარმოადგინა სმარტფონი Droid 3! კომპანია Motorola-მ დააანონსა სმარტფონი Droid 3, რომელიც შესრულებულია «გვერდული სლაიდერის» ფორმფაქტორზე. სიახლე აღჭურვილია, გამოსაწევი QWERTY-კლავიატურით და 4-დიუმიანი სენსორული დისპლეით (გარჩევადობა — 540×960 წერტილი). მოწყობილობა — ორბირთვიან პროცესორზე 1 გჰც ტაქტური სიხშირით. Droid 3-ს აქვს ორი კამერა: წინა კამერა განკუთვნილია ვიდეოზარებისთვის, ხოლო მთავარ კამერას გააჩნია, 8-მეგაპიქსელიანი მატრიცა, შუქდიოდური გაელვება და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 1080р ფორმატში. ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; არის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, HDMI ინტერფეისი და USB. სმარტფონში, დაინსტალირებულია, Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა. მხარდაჭერილია GSM და CDMA EVDO rev. A. ქსელებში მუშაობა. Droid 3-ის გაყიდვებს უზრუნველყოფს ოპერატორი Verizon Wireless; ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხევაში, სიახლის ღირებულება არის $200, კონტრაქტის გარეშე — $460. დასარუთი ფაილების ლინკები : https://motorola-glo.../p/30,6720,8047 და მეორე : http://bin.ge/dl/877...indows.zip.html ეს ორი პროგრამა აუცილებელია,რადგან თქვენ შეძლოთ დარუთოთ(მიანიჭოთ ადმინისტრატორული უფლებები) თქვენი მობილური მადლობთ!
  11. აქ ჩამოვწეროთ ის აპლიკაციები რასაც ვიყენებთ რუტის პრივილიეგიით ჩემთვის ესენია: beats audio ad free es file explorer [root] market unlocker sTweaks titanium backup
  12. gamarjobat eseigi maq zemot xsenebuli teleponi da arasdros ar mqonia androitan shexeba da darutva anu ras shvelis anu ristvisaa sachiro da risgan aris gansxvavebuli opiciluri versiisgan magalitad chem androidze ayenia 2.2.2 versia madloba yuradgebistvis :)
  13. ესეიგი მინდა HTC Aria-ს ყიდვა და იქნებ მირჩიოთ ღირს არ ღირს, რა აქვს სუსტი წერტილი, დარუთვა სად შეიძლება და Cyanogenmod სად ჩავაწერინო იმიტომ რომ მე ვერ გავაკეთებ ეგ ვიცი თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები ესააა რა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.