Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'r9'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 5 results

  1. მოგესალმებით მეგობრებო! სულ რაღაც 2 კვირის წინ ავაწყვე ახალი კომპიუტერი და ავირჩიე დუალ Sapphire R9 390 NITRO Backplate TRI-X OC 8GB და შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთე ქროსი. ზედმეტი ჩალიჩი არ დამიწყია და Catalyst-დანვე მივუთითე Overdrive ორივე კარტაზე, ხოლო ქვემოთ ავტომატურად უკვე იყო მითითებული High Performance Memory Clock - 1500MHz (მაქსიმუმ 2000). გაგრილებაც ავტომატურ რეჟიმში როგორ იყო ისე დარჩა 75%. ტემპერატურა სტაბილურია 100% დატვირთვაზე MSI Kombustor-ში და FurMark-ში რომელიც შემოიფარგლება ~70 გრადუსით... პრობლემა რაში მდგომარეობს ახლავე აგიხსნით. მოკლედ ხშირად თამაშის დროს 20-30 წუთის შემდეგ კომპიუტერი უბრალოდ ქვავდება. ხმა ისმის, ყველაფერი დანარჩენი გაქვავებულია და არცერთ კლავიშზე არ რეაგირებს. მხოლოდ ღილაკით კომპის გადატვირთვა. პროცესორის ვოლტაჟი ბაიოსიდან გასწორებული მაქვს და მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. სხვადასხვა ფორუმებს გადავხედე და უმეტეს წილად მსგავსი პრობლემა ვიდეოკარტის ოვერქლოქის პრობლემით არის გამოწვეული როგორც იქ უმეტესობამ აღნიშნა. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ან იცით მაინც როგორ უნდა ვუშველო? ერთადერთი რაც მომდის თავში ეს არის უბრალოდ გამოვრთო ოვერდრაივი მაგრამ მაინც უარს არ ვიტყოდი გამეგო თუ რა პარამეტრებით უნდა ოვერქლოქი ზუსტად და რა პროგრამით მირჩევდით? კონკრეტულად ჰერცების და მეგავოლტების არ გამეგება წესიერად და არ ვარ მაგ სფეროში სერიოზული მცოდნე.. შესაძლოა პრობლემა კვების არასტაბილურობაში მდგომარეობს როდესაც მაღალ ჰერცზე არასაკმარისი ვოლტაჟი მიეწოედება ვიდეოკარტებს და შედეგად რაღაც დროის შემდეგ ვიდეოკარტები "ფარ-ხმალს ყრიან" და შედეგად ქვავდება კომპიუტერიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. წინასწარ გმადლობთ Cheers!
  2. რამდენიმე კვირაში კომპანია AMD გამოუშვებს ახალ ვიდეო ბარათებს R9 სერიიდან კონკრეტულად კი R9 285 და R9 285X-ს. Radeon R9 285 დაფუძნებული იქნება Tonga Pro გრაფიკულ პროცესორზე ხოლო R9 285X კი Tonga XT-ზე. ჯერ-ჯერობით ახალი მოდელის სრული სპეციფიკაცია დაუზუსტებელია მაგრამ ცნობილია რომ ექნება 918MHz ბირთვის და 1375 (5500)MHz მეხსიერების სიხშირე, მეხსიერების სალტე 256bit რომელსაც შეუძლია გაატაროს 176Gb წამში, სტანდარტულ ვერსია აღჭურვილი იქნება 2Gb VRAM მეხსიერებით, ასევე განსხვავება R9 280/280X-თან შედარებით არის ის რომ ახალ ბარათს ექნება 6pin+6pin კვების PCI-E Power პინი რაც შემცირებულ ენერგომოხმარებაზე მიუთითებს(ზემოთხსენებულ მოდელებს აქვთ 8პინიანი კვების კონექტორი). CrossFireX კონფიგურაციის მუშაობას PCI-E ინტერფეისით იქნება შესაძლებელი. Sapphire, XFX და HIS-მა უკვე შეიმუშავა R9 285-ის ვარიანტები Sapphire Radeon R9 285 Dual-X XFX Radeon R9 285 HIS Radeon R9 285 IceQX2 Mini რაც შეეხება 285X-ის Tonga XT-ზე დაფუძნებულს მას სექტემბერში ვიხილავთ მისი ფასი კი სავარაუდოდ $300-ს არ აცდება.
  3. კომპანია AMD-მ დღეს ოფიციალურად წარადგინა ორბირთვიანი გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon R9 295X2 კოდური სახელწოდებით Vesuvius. როგორც იუწყებიან ეს არის ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი დღესდღეობით არსებულ ვიდეოამაჩქარბლებს შორის რაც კი ბაზარზე არის. ახალ მოდელში არის ორი Hawaii 28 ნანომეტრიული ჩიპი Graphics Core Next (GCN) არქიტექტურაზე დაფუძნებული, თითოეულს აქვს 2816 ნაკადიანი პროცესორი, 176 ტექსტურული მოდული(TMU) და 64 ROP ბლოკი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბოლოო ჯამში მას აქვს 5632 ნაკადიანი პროცესორი 352 და 128 TMU/ROP ბლოკები ხოლო საერთო რაოდენობა ტრანზისტორების 12,4მლრდ. თითოეულ გრაფიკულ ჩიპს აქვს GDDR5 ტიპის 4Gb მეხსიერება 512 ბიტიანი ინტერფეისით(8Gb საერთო ჯამში), ბირთვის სიხშირე 1018MHz ხოლო მეხსიერების 5000MHz. ბარათს დასჭირდება ორი 8 პინიანი კაბელი ხოლო მაქსიმალური ენერგომოხმარება იქნება 500ვტ. როგორც AMD აცხადებს Radeon R9 295X2-ის წარმადობა 11,5ტერაფლოპს აღწევს ანუ ტრილიონი floating point ოპერაცია წამში. შესადარებლად Radeon R9 290X-ის წარმადობა 5,6ტერაფლოპსზე მერყეობს. ვიდეო ბარათის გასაგრილებლად შემუშავებულია ჰიბრიდული სისტემა კომპანია Asetek-ის მიერ შექმნილი. თითოეულ გრაფიკულ ჩიპს აქვს საკუთარი წ ყ ლის ბლოკი, დამატებით გაგრილებისთვის ბართის შუაში არის ერთი ვენტილიატორი, როგორც კომპანია აცხადებს ასეთი გაგრილება დაბალი ტემპერატურის გარანტიას, არც ისე ხმაურიან და სტაბილურ პერფორმანსს იძლევა. სისტემა ყუთიდანვე მზადაა და არ საჭიროებს საკუთარი ხელით აწყობას. Radeon R9 295X2 შეუძლია გაუშვას თამაშები 4K გაფართოებაზე, აქვს ოთხი mini-Display Port და ერთი Dual-Link DVI,შესაძლებელია 5 მონიტორზე გამოსახულების გამოტანა Eyefinity-ს მეშვეობით დამატებითი ადაპტერის გარეშე. მხარდაჭერა აქვს AMD Mantle, AMD TrueAudio, PCI Express 3.0 x16 და DirectX 11.2-ის. მისი გაყიდვა დაიწყება აპრილის ბოლოს საორიენტაციო ფასი აშშ-ში კი იქნება $1500 ეს კი ორჯერ იაფია ახლახან დააანონსებული NVIDIA GeForce GTX TITAN Z-ზე რომელსაც ბორტზე აქვს 12Gb მეხსიერება და თეორიული გამოთვლებით მისი წარმადობა 8ტერაფლოპსს შეადგენს. (Good job AMD!)
  4. ეს დღეებია ინტერნეტში გავრცელდა ახალი ვიდეო ბარათის სურათები კერძოდ კი AMD Radeon R9 290X-ის რომელიც წარმოადგენს Radeon სერიის ახალ ხაზს Volcanic Islands (28-ნმ) , მისი ანონსი შედგება ოქტომბერში. დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ რო hawaii მიიღებს 512 ბიტიან ინტერეფეისს 4Gb GDDR5 მეხსიერებით. ეტალონური დიზაინის მქონდე ბარათი აღჭურვილი იქნება ორსლოტიანი ქულერით, დამატებითი კვებისთვის ექნება PCI-E Power 6 და 8 პინიანი კონექტორები ასევე DVI-D (2), HDMI და DisplayPort. უხოური რესურსები ერთხმად აცხადებენ რომ Radeon R9 290X-ს ექნება 2816 ნაკადიანი პროცესორი, 176 ტექსტურული ბლოკი(TMU),44 Units ბლოკი (TOP) და GDDR5 გრაფიკული მეხსიერება ეფექტური სიხშირით- 4,5-დან 5Ghz-მდე. ნომინალურ/ჩვეულებრივ რეჟიმში ბირთვის სიხშირე იქნება 800Mhz ხოლო ტურბორეჟიმში 1000MHz. სხვდასხვა ჭორის მიხედვით R9 290X-ის რეფერენსული პლატა აღჭურვილი იქნება (5+1+1) არხიანი კვების სისტემით, ხოლო TPD-ს დონე კი დაახლოებით 300ვატი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გამოჩნდეს 6Gb მეხსიერებით. ახალი GPU Hawaii-ს ჩიპზე დაფუძნებული გაყიდვაში ჩაეშვება ოქტომბრის შუა რიცხვებში, ფასი კი დაახლოებით $600 იქნება.
  5. ერთ-ერთმა დიდმა ვიდეო ბარათების ინფორმერმა საიტმა VideoCardz.com-მა გაავრცელა სურათები კომპანია XFX-ს AMD-ს ახალი არარეფერნსული ვიდეო ბარათის Radeon R9 280X-ის, რომელიც აღჭრუვილია საფირმო ორსლოტიანი აქტიური ჰაერის გაგრილების ქულერით Double Dissipation-ითა და სპილენძის სითბური მილაკებით, ასევე ალუმინის რადიატორით და ორი ჩუმი 100მმ ვენტილიატორით. ახალი ვიდეო ბარათი დამზადებულია შავ ბეჭდურ პლატაზე - PCI Express 3.0 x16 მაღალხარისხისანი კომპონენტებით, დაფუძნებულია 28 ნანომეტრიუ ჩიპზე Graphics Core Next (GCN) არქიტექტურით რომელსაც აქვს 2048 ნაკადიანი პროცესორი, 128 ტექსტურული მოდულით(TMU) და 32 units ბლოკი (ROP). ბარათის მეხსიერება შეადგენს 3072Mb-ს, GDDR5 ტიპის 384-ბიტიანი ინტერფეისით. ვიდეო ბარათს მხარდაჭერა აქვს DirectX 11.2, OpenGL 4.2 და OpenCL 1.2-ის, "მეგობრობს" AMD HD3D, AMD Eyefinity, AMD PowerPlay, AMD CrossFire ტექნოლოგიებთან () და შეუძლია 4K (3840 x 2160 პიქსელი)ხარისხის გამოსახულების გამოტანა, უკანა პანელზე აქვს DVI, ორი Mini DisplayPort და HDMI პორტები. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის ჩაეშვება გაყიდვაში და რა ეღირება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.