Search the Community
Showing results for tags 'problem; ram; upgrade; ოპერატიული; პრობლემა;'.
-
გამარჯობათ! გუშინ ჩამომივიდა Corsair XMS3 6GB (3x2GB) DDR3 1600 MHz (PC3 12800) (ამაზონის ლინკი) ჩავაყენე უკვე არსებულ კიტთან ერთად OCZ OCZ3G1600LV6GK DDR3 PC3-12800 1600 MHz Gold XTC 6GB Triple Channel Kit (ამაზონის ლინკი) რომ ჩავრთე ვინდოუსი მიწერდა რომ მქონდა 12GB მაგრამ გამოყენებადი 6GB იყო. დავარისეთე ბიოსი მაგრამ მაინც იგივეს წერდა. შემდეგ შევუცვალე ადგილები ძველებს და ახლებს და რომ ჩავრთე გასწორდა ეს პრობლემა. შემდეგ დაეწყო სხვა პრობლემები... თამაში გავუშვი საცდელად და BSOD ამომიგდო. შემდეგ დავიწყე ტესტირება ვინდოუსის მეთოდით და წამიერად "სტრანნი" ელექტროობის ხმა გამოსცა (ბზზზ ) მემეგონა კვება არ იყო კარგად შეერტებული და კაბელი "გავასწორე" ხმა აღარ ყოფილა ტესტირების დროს მაგრამ გაიჭედა მგონი 24%-ზე (შეიძლება 26%-ზე აღარ მახსოვს) დავარისეთე კეისიდან და ჩავწერე დისკზე Memtest გავუშვი ეს მემტესტი და დაიწყო ნორმალურად ტესტირება დაახლოებით 15 წუთის შემდეგ (პროცენტების საყურებლად აღარ მეცალა) აქტიურად დაიწყო იმ "სტრანნი" ხმების გამოცემა და გამოირთო. შემდეგ გავრისკე და მაინც ჩავრთე ცვლილებების გარეშე ვინდოუსი დაიბუთა და გამოვრთე (მეტი დრო აღარ მქონდა იმის მერე რამე შემემოწმებინა) რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან რა შეიძლება საცდელად გავაკეთო რო პრობლემა დავადგინო? მაზერი და პსუ მიწერია რაც მაქვს. სახლში რო მივალ ვაპირებ ძველები ამოვიღო და მარტო ახლებზე გავატარო ტესტი (შეიძლება კვება არ ყოფნიდეს? რაზგონზე არ მაქვს და ტესტირების დროს ბუსტიც გათიშული მქონდა) ამაზონის ფიდბექებს თუ დავუჯერებთ ყველას კარგი გამოადგა. გუგლშიც ვერაფერი ვნახე ისეთი რო დამხმარებოდა. ორივეს კიტს 1.65V უწერია აღწერაში. ეს ელექტროობის (ბზზზ) ხმა შეიძლება ოპერატიულების თავსებადობის პრობლემის ბრალი იყოს? სხვადასხვა კიტი როა... პ.ს. იმ "ბზზზ" ხმის დროს კვების ნათურა ციმციმებდა