Search the Community
Showing results for tags 'iPhone 6 Plus'.
-
დიდი ლოდინის შემდეგ კომპანია Apple იმ ოფიციალურად წარმოადგინა iPhone სმარტფონების მორიგი 2 ახალი მოდელი როგორც ეს მოსალოდნელი იყო. შეგახსენებთ რომ პირველი iPhone კომპანია Apple მ 2007 წელს წარადგინა და მისი ეკრანის ზომა 3.5 ინჩი იყო , მიმდინარე წელს კი როგორც მომხმარებელთა დიდი ნაწილი ელოდა კომპანიამ 2 სხვადასხვა ზომის ეკრანის მქონე iPhone წარადგინა , პირველი 4.7 ინჩიანი iPhone 6 და 5.5 ინჩიანი iPhone 6 Plus , უახლეს IOS 8 ოპერაციულ სისტემასთან ერთად. მსგავსად წინა iPhone 5S ისა აღნიშნული ორი მოდელიც გაყიდვაში გამოვა 3 ფერში: Space Grey , Gold და Silver. ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლდათ ის რომ კომპანია Apple ამ ეტაპზე აღარ გამოუშვა ტრადციულად 32GB იანი ვერსია და მის ნაცვლად 16GB იანი ვერსიის შემდეგ იქნება პირდაპირ 64GB იანი iPhone ები , ამასთანავე დაემატა 128GB იანი ვერსიებიც ბიზნეს კლასის მომხმარებლებისთვის. ახალი აიფონების მთავარი სიახლე მისი დახვეწილი დიზაინია , iPhone 6 ის სისქე სულ რაღაც 6.9 , ხოლო iPhone 6 Plus ის 7.1 მილიმეტრია. გარდა ლამაი დიზაინის და თხელი კორპუსისას ორივე მოდელს უამრავი ღირსება გააჩნია , ერთ-ერთი უმთვარესი კი კვლავ Apple ის Retina ეკრანია. როგორც ხედავთ ახალ აიფონებს სხვადასხვა რეზოლუცია გააჩნიათ. მოდით დავიწყოთ iPhone 6 ის მონაცემების განხილვა , რომელიც ასე გამოიყურება: 4.7 ინჩიანი Retina IPS-LCD ეკრანი რეზოლუციით 1334x750. Apple A8 ჩიპსეტი , რომელიც აერთიანებს 1.4GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიან პროცესორს M8 Co პროცესორს , 4 ბირთვიან PowerVR GX6450 გრაფიკულ ჩიპს და 1GB ოპერატიულ მეხსიერება , ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ასევე ბევრი ელოდა კამერის მკვეთ გაუმჯობესებას , თუმცა iPhone 6 ს კვლავ 8MP კამერა აქვს ამჯერად გაუმჯობესებული ლინზით F/2.2 1080P@30FPS ვიდეო გადაღების ფუნქციით და 720P@120 და უკვე 240FPS გადაღების ფუნქციით , 1.2MP F/2.2 წინა კამერა BSI სენსორით და HDR ით. 16/64/128 GB შიდა მეხსიერება Touch ID სენსორი და 1810mah ბატარეა , რომელსაც არც ისე ცუდი შედეგები აქვს > რაც შეეხება iPhone 6 ის უფროს ძმას iPhone 6 Plus ს , მისი ტექნიკური მახასიათებლები გარდა ეკრანისა დიდად არ განსხვავდება უმცროსი მოდელისგან , მისი მონაცემები ასეთია: 5.5 ინჩიანი Retina IPS-LCD ეკრანი Full HD 1920x1080 გაფართოებით ისევე როგორც iPhone 6 ს მასაც აქვს Apple A8 ჩიპსეტი იგივე მახასიათებლებით > 1.4GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიან პროცესორი M8 Co პროცესორთან ერთად , 4 ბირთვიანი PowerVR GX6450 გრაფიკულ ჩიპი და 1GB ოპერატიული მეხსიერება. ასევე იგივეა წინა და უკანა კამერის მახსიათებლებიც 8 და 1.2MP F/2.2 უკანა კამერის 720P@30,120 და 240FPS ვიდეო გადაღების ფუნქციით. 16/64/128GB შიდა მეხსიერება Touch ID სენსორი რაც შეეხება ბატარეას , ბუნებრივი დიდი ზომის გამო ამ მაჩვენებლით წინ დგას iPhone 6 Plus და მას აქვს 2915 mah ბატარეა > დიდი ზომის გამო კი 6 ისგან განსხვავებით 6 Plus ს აქვს Landscape Mode iPhone 6 სა და 6 Plus ს საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ , უმთავრესი კი Apple ს უახლესი 20ნმ ტექნოლოგიით დამზადებული 64-ბიტიანი A8 ჩიპსეტია. CPU Performance GPU Performance როგორც ვხედავთ A8 ს არც ისე ცუდი მაჩვენებლები აქვს. რაც შეეხება კამერას , ამ მხრივ ახალი აიფონები საკმაოდ კარგ პოზიციებს იკავებენ და არაერთი ექსპერტის აზრით ამ სმარტფონებს საუკეთესო კამერები აქვთ. შედარება სხავდასხვა ფლაგმანებთამ iPhone 6 iPhone 6 Plus ახლა კი ცოტა რამ iOS 8 ზე , რომლის ინტერფეისიც წინა iOS 7 ისგან პრაქტიკულად არ შეცვლილა ,თუმცა მას ბევრი რამ დაემატა, 6 Plus Lanscape Mode ესეც სისტემის ვიდეო მიმოხილვა კომპანია Apple ს უახლესი 4.7 ინჩიანი iPhone 6 და 5.5 ინჩიანი iPhone 6 Plus უკვე გაყიდვაშია მსოფლიო მასშტაბით , არის თუ არა ეს მსოოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სწორი ნაბიჯი ამას დრო გვიჩვენებს...
- 21 replies
-
- 12
-