გამარჯობათ, დღეს ვცადე დამერაზგონებინა ჩემი i5 4670k @ 3.4Ghz, დავიწყე 3,8Ghz-დან და ავედი 4.4Ghz-მდე, 1,175 V-ით, ბევრი ტესტი გამოვცადე, Aide64, Intel Processor Diagnostic Tool, 3DMark, Cinebench, ყველა ამათგანზე, 100% დატვირთვის დროს ტემპერატურა 55-65-ს შორის იყო, სტოკ ქულერი არ მიყენია მაგრამ ბევრად უკეთესი არ არის, მაინტერესებს ეს ტემპერატურები არის თუ არა ნორმალური სანამ ქულერს გამოვცვლი?
პრობლემა მხოლოდ IntelBurnTest-ზე შემექმნა, ლურჯი ეკრანი ამომიგდო და კომპიუტერი დარესტარტდა, როგორც მივხვდი იმიტომ რომ ქულერი არ მივარგა და ტემპერატურა ძალიან გაიზარდა. მაინტერესებს თუ 100% დატვირთვაზე ტემპერატურა 60 გრადუსია დაახლოებით, და თუ მარტო ამ ტესტზე ხდება რესტარტი, დარაზგონებულს თუ დავტოვებ არის იმის შანსი რომ დავაზიანო პროცესორი? სანამ ქულერს გამოვცვლი.