Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'google application service'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. კომპანია გუგლი სწრაფად გაცდა საძიებო სისტემას და გახდა ერთ-ერთი გიგანტი კომპანია, მისი პროდუქცია გარდა ვებ-სერვისისა არის ასევე სმარტფონებში,პლანშეტებში,“ჭკვიან საათებში“ და ტელევიზორებშიც კი, არც ის არის უცნობი ფაქტი რომ გუგლი აგროვებს ყველანაერ ინფორმაციას დაწყებული საძიებო ფრაზების ლოგებიდან პაროლებითა და მეილებით დამთავრებული რომლებიც მათ ბაზაში წლობით ინახება რათქმაუნდა ბევრისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რადგანაც ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ აქვს ვებ-რესურსში რომ ინკოგნიტო გახადოს მაგრამ არის კატეგორია რომელიც პრივატულობას წინა პლანზე აყენებს ან თუნდაც პრინციპულად არ სურს მის პირადში ვინმემ „იძრომიალოს“ თუკი თქვენ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით და გაქვთ Adnroid დევაისი მაშინ ეს პატარა guide სწორედ თქვენთვისაა თუკი პირველად ნახსენებს განეკუთვნებით იმედია ახალს გაიგებთ(თუნდაც GAPPS,ინტეგრირებული app-ების წაშლაზე და სხვა) შესავალი ყველასთვის ცნობილია რომ Android-ზე დაფუძნებული მოწყობილობა შედგება არამხოლოდ AOSP-სგან შემდგარი კომპონენტებისგან ასევე გუგლის სხვა მნიშვნელოვანი app-ებისგან როგორებიც არის Hangouts,Maps,Gmail და სხვა(dialer,კიტკეტში დამატებული კამერის app-ები...). ამ ყველა აპლიკაციის არათუ კოდი არამედ არც ახსნა/პრინციპი არ არის თუ როგორ მუშაობს ისინი, ბევრი მათგანი იმისთვის არის რომ მოგროვებული ინფორმაცია გადააგზავნოს გუგლის სერვერზე მაგალითად აპლიკაცია GoogleBackupTranstport განკუთვნილია ჩაწერილი app-ების,პაროლების და სხვა ინფორმაციის სინქრონიზაციის პასუხზე, GoogleContactsSynchAdapter სინქრონიზაციას ახდენს კონტაქტების,ChromebookmarksSynchAdapter ეს კი ბუქმარკებისა და ძიების ისტორიის სინქრონიზაცია ევალება. ზოგადად სინქრონიზაციაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით ძალიან კარგი მექანიზმია რომლითაც ახალ დაყენებულ სისტემას წუთებში დატვიკავთ და ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას დააბრუნებთ რაც ადრე გქონდათ(ან factor reset-ის გაკეთების შემდეგ დაკარგულის) უბრალოდ პრობლემა იმაშია რომ ეს აკნინებს ჩვენს კონფიდენციალურობას(რომელიც როგორც ჩანს არც ისე მაღალ დონეზეა[რაც სნოუდენმაც გვიჩვენა]) როგორც სხვა დანარჩენი კომპანიები რომლებიც ამოფარებულები არიან და ამბობენ „ჩვენ არ ვართ ბოროტები, ფუმფულა მეცენატები ვართ“[dafuq] ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ არ გვინდა ჩვენ გუგლი და თავისი app-ები? ავიღოთ უბრალოდ Android რომელიც არ იქნები მიჯაჭვული google-ს!(ამისთვის კი მადლობა open source-ს და ნუ გუგლს რა ;დ). რა არის Google APPS(GAPPS) ბოლო ვერსიაში KitKat-ში ქასთომ რომი საშუალოდ 200Mb-ს იწონის ამასთან ერთად თუკი დაგიყენებიათ Custom rom ასევე მოგიწევდათ დამატებითი არქივის დაფლეშვა GAPPS სახელით რომელიც დაახლოებით 150-170Mb არის სწორედ ამის დაყენების შემდეგ მივიღებთ სრულფასოვან სისტემას როგორიც Nexus დევაისებზე არის, მასში იქნება ინტეგრირებული Google Now რომლის წაშლაც არ ხდება,Google Play, Google Books და სხვა მრავალი აპლიკაცია. სწორედ ეს არის GAPPS(გუგლის აპლიკაციები) რომლებიც როგორც ზევით ავღნიშნე დახურული სოფტებია და მისი შეცვლა არ შეიძლება(ამიტომაც არის ამოღებული ის CyanogenMod-ის რომებში), როგორც წესი Android-ზე რომ გამოუშვა დევაისი რომელსაც ექნება ბორტზე gapps საჭიროა მწარმოებელმა გააგზავნოს სერთიფიცირებაზე გუგლში რომელიც შეაფასებს ხარისხს და წარმადობას რის შემდეგადაც მოხდება მოწყობილობის წარმოება(ნუ ეს ჩინურ non-brand მოწყობილობებს არ ეხება მათ საერთოდ არ აქვთ კავშირი Google-სთან) სწორედ ასე ხდება google apps სმარტფონში რომელიც ან უკვე ხვდება მომხმარებელს ან თვითონ აყენებს, შემდეგ წერს პაროლს, მეილს და იწყება სინქრონიზაცია. რომ გავარკვიოთ როგორ ხდება ეს ყველაფერი ამოვაარქივოთ ჩვენი gapps არქივი და ვნახოთ /system/app და /system/priv-app ჩაწერისას ეს ფაილები ზუსტად იმავე დირექტორიაში გადადის სმარტფონში, მეორე კატალოგი არის KitKat-ისთვის მათი ნახვა კი მხოლოდ მფლობელს(ადმინისტრატორს) შეუძლია ხოლო სხვა იუზერებისთვის კი დამალულია(გაეცანით ) /system/app დირექტორიაში იპოვით ბევრ გუგლის აპლიკაციას სხვადასხვა სახელით Chrome.apk,Gmail2.apk და სხვა. ყველა მათგანი სხვადასხვა გზით იღებს ინფორმაციას რაც სრულიად ნორმალურია(დიახ, გუგლმა უნდა იცოდეს რომ შენ კითხულობ პაულო კოელიოს მატი აპლიკაციის მეშვეობით!), შედარებით უფრო საფრთხეს წარმოადგენს GoogleContactsSynchAdapter.apk რომლის მისიაა გააგზავნოს სერვერზე კონტაქტების სია, ვიწერთ ამ app-ის სახელს ბლოკნოტში და ვაგრძელებთ. /system/priv-app/ კატალოგის უმეტესი აპლიკაციების ნაწილი არის ფრეიმვორკები და სერვისები რომლებიც უზრონველყოს ამ ყველა მექანიზმის და სინქრონიზაციის ჩართვა: • GoogleBackupTransport.apk - ევალება დაინსტალირებული აპლიკაციების შესახებ ინფორმაციის,Wi-Fi პაროლებისა და სხვა ტვიკების სინქრონიზაცია. • GoogleLoginService.apk - დევაისს აკავშირებს გუგლის ექაუნთთან. • GooglePartnerSetup.apk – 3dr party აპლიკაციებს საშუალებას აძლევს მიიღოს წვდომა გუგლის სერვისებთან. • GoogleServiceFramework.apk - ფრეიმვორკი სხვადასხვა ფუნქციონალურობით. • Phonesky.apk – Play Store(რაც არ უნდა გასაკვირი იყოს). • PrebuiltGmsCore.apk – Google Services, როგორც ჩანს ეს არის gapps-ის კერნელი. • Velvet.apk – Google-ს საძიებო სისტემა რომელიც შედგება Google Now-ისგან და ჰოუმ სქრინზე მყოფი ვიჯეტისგან. ეს არის ის აპლიკაციები რომლებიც იღებს ინფორმაციას, ეხლა კი გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. • #მეთოდი N1-> ვრთავთ პარამეტრებიდან(Setting-ებიდან) ყველაზე უბრალო და მარტივი გზაა, ეს მეთოდი გამოადგებათ მათ ვისაც არ აქვთ დარუთული სმარტფონი/პლანშეტი, არ აქვთ ჩაწერილი ქასთომ რომი და ქასთომ რექავერი. ამის გაკეთება ყველა სტოკ რომზეა შესაძლებელი ექაუნთთან წვდომის გარეშე მაგრამ ეს მეთოდი ეფექტურობით ვერ გამოირჩევა რადგანაც სრულიად ვერ გამორთავს gapps ეს. ძირითადი ლოკაცია სადაც სინქრონიზაციის პარამეტრებია: Setting ->Accaunt ->Google -> [email protected] აქ შეიძლება გამორთოთ კონტაქტების სინქრონიზაცია,Gmail,Play Music, App cache, Google Keep და სხვა. ამ ყველაფრის გაკეთება მარტივია >საჭიროა უბრალოდ მოაშოროთ „თოლია“ შემდეგ გადავდივართ Backup&Restore კატეგორიაში(privacy>backup & restore შეიძლება ასე იყოს) აქ კი ვაშორებთ თოლიას Automatic Restore-ს და Back up my data-ს. ამის გარდა სხვა ბევრი აპლიკაცია არის gapps-ში უმრავლესობა ამ გზით რაც შეიძლება გამოირთოს არის Google-ს ექაუნთის პარამეტრებში, სასურველია გამორთოთ GPS მიმღებზე ადგილმდებარეობის ისტორიის შენახვა ასევე გამორთოთ Google Now. თუკი თქვენ საერთოდ არ იყენებთ გუგლის ექაუნთს(არამგონია იყვნენ ამ კატეგორიის ადამიანები[ან ძალიან ცოტა თუ იქნება]) და უბრალოდ გაქვთ გავლილი ავტორიზაცია უმჯობესია წაშალოთ Setting -> Accaunt -> Google -> [email protected] -> „Menu“ ღილაკი -> Delete Accaunt. • #მეთოდი N2-> ოფიციალური ROM-ის გასუფთავება იმ შემთხვევაში როდესაც სტოკ რომი(ოფიციალური/“ქარხნული“ სისტემა) გიყენიათ და ამასთან ერთად დევაისი დარუთული გაქვთ შეიძლება Google Apps-ის მოშორება მარტივად - წაშლა მისი მოწყობილობიდან. როგორც ზევით დავწერეთ ისინი ინახება /system/app და /system/priv-app დირექტორიებში. მაგალითად კიტკეტში Google-აპლიკაციები ასე გამოიყურება: • Books.apk – Google-ს წიგნები; • CalendarGoogle.apk – Google კალენდარი; • Chrome.apk – Google Chrome; • CloudPrint.apk - ღრუბლობანი ბეჭდვის სისტემა; • Drive.apk – Google Drive; • GenieWidget.apk - სიახლეების და ამინდის ვიჯეტი; • Gmail2.apk – Gmail; • GoogleContactSynchAdapter.apk - კონტაქტების სინქრონიზაცია; • GoogleEars.apk – Google Ears(Shazam-ის ანალოგი); • GoogleHome.apk – home screen ინტეგრირებული Google Now-ით; • GoogleTTS.apk - მეტყველების სინთეზის სისტემა; • Hangouts.apk – Google Hangouts; • Keep.apk – Google Keep; • LatinImeGoogle.apk - კლავიატურა ჟესტური წერის მხარდაჭერით; • Magazines.apk – Google ჟურნალები; • Maps.apk – Google-ს რუკები; • Music2.apk – Google მუსიკა; • PlayGames.apk – Google Play Games; • PlusOne.apk – Google+; • QuickOffice.apk – Quick Office; • Street.apk – Google Street; • Videos.apk – Google-ს ფილმები; • Youtube.apk – Youtube /System/priv-app-ში ასევე ასევე ინახება ისეთი ფაილები როგორებიცაა: • CalendarProvider.apk - ინახავს კალენდარის ინფორმაციას; • GoogleFeedback.apk - აგზავნის ანგარიშს Google Play-ს გამოყენების შესახებ; • SetupWizard.apk - პირველი ჩართვისას პარამეტრების დაყენების უტილიტი თუ შეიძლება ასე ვუწოდით; • Wallet.apk – Google საფულე; ესეც არ არის სრული ჩამონათვალი ამასთან ერთად Google Apps დამოკიდებულია რამდენიმე ფრეიმვორკზე რომლებიც მდებარეობს /system/framework-ში ეს ფაილებია com.google.android.maps.jar , com.google.android.media.effects.jar და com.google.widevine.software.drm.jar. კიდევ არის ბიბლიოთეკები /system/lib კატალოგში რომელსაც იხილავთ სურათზე მათი წაშლა არ არის აუცილებელი უბრალოდ შეგიძლიათ როგორც ზედმეტი ნაგავი თავიდან მოიშოროთ. თუკი პრობლემა შეგექმნებათ გაუკეთეთ დევაის factor reset გადმოიწერეთ თქვენი მოდელისთვის და ანდორიდის ვერსიისთვის შესაბამისი gapps( www.goo.im საიტიდან) და დაფლეშეთ რექავერიდან. • #მეთოდი N3-> Custom rom Gapps-ის გარეშე ამ მეთოდის განხორციელება შეიძლება მაშინ როდესაც დევაისი დარუთულია და გაქვთ დაყენებული ქასთომ რექავერი(CWM ან TWRP), ამ შემთხვევაში სმარტფონში/პლანშეტში იქნება სუფთა გუგლის გარეშე Android OS, მას არ ექნება Google Play და სხვა გუგლის სერვისები(გიღირთ თუ არა ეგ სხვა საკითხია კონფიდენციალობისთვის ამის გაკეთება) მაგრამ ესეც არ წარმაოდგენს პრობლემას და ამასთან დაკავშირებით ქვემოთ წაიკითხავთ. • #მეთოდი N4-> Google Play და სხვა არაფერი ვინც აქტიურად იყენებს გუგლის აპლიკაციების მარკეტს მაშინ ცოტა შემაფერხებელი იქნება მესამე მეთოდი სადაც გუგლ ფლეი ამოღებული არის ამ მეთოდით კი შეგვიძლია ჩავწეროთ ეს უკანასკნელი სხვა გუგლის app-ები კი მოვიშოროთ რაც ბუნებირვია დაზოგავს ჩვენს ოპერატიულ მეხსიერებასაც. მარტივია ვაყენებთ თქვენს მიერ არჩეულ Custom ROM-ს შემდეგ კი gapps-ის მოდიფიცირებულ პაკეტს სადაც იქნება მხოლოდ Google Play ერთ-ერთია BaNkS Gapps( www.goo.gl/7wLv5 )სადაც ფაილის სახელზე არის „თვე-რიცხვი_Gapps_core_4.4.2_signed.zip“ ეს მუშაობს ყველა სმარტფონზე აქვს ART რანთაიმის საფორთი და მასში მოთავსებულია მხოლოდ ძირითადი ფაილები გუგლის აპლიკაციების. დამატებითი ინფორმაცია • 3dr-party მარკეტები მეორე და მესამე მეთოდებში ვემშვიდობებით გუგლის აპლიკაციებს მათ შორის Google Play-საც ამიტომაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვა გზა აპლიკაციების გადმოსაწერად რომ არ ვიყოთ მიჯაჭვული კომპიუტერს და USB კაბელს. ამ მომენტში არის სამი ძირითადი შემცვლელი/ალტერნატიული Google Play ესენია: Amazon AppStore, Yandex.Store და 1Mobile market რომლებსაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფით მხარეები: • Amazon AppStore - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარკეტი ფლეი სთორის შემდეგ სადაც 75 000-მდე აპლიკაციაა (შესადარებლად GP-ში დაახლოებით 800 000 არის) რომლებიც როგორც IOS ოპერაციულ სისტემაში კერძოდ iTunes-ში ხელით მოწმდება თითოეული app. აპლიკაციის ყიდვა შესაძლებელია როგორცპლასტიკური ბარათით ასევე ამაზონის მონეტებით(Amazon Coins). ერთ-ერთი საინტერესო მხარე ამ მარკეტის არის ის რომ ყოველ დღე ერთი რომელიღაც ფასიანი აპლიკაცია უფასოდ არის. • Yandex.Store - მაღაზია ცნობილი რუსული ვებ-კომპანიისა სადაც განთავსებულაი 85 000 -მდე აპლიკაცია რომლებიც მოწმდება Kaspersky-ს ანტივირუსით. • 1Mobile Market - ერთ-ერთი უმსხვილესი Android მარკეტი სადაც დაახლოებით 500 000-მდე აპლიკაციაა განთავსებული, არ საჭიროებს რეგისტრაციას და ანონიმურობა დაცულია. აპლიკაციები სამივე მარკეტში განთავსებულია თვითონ დეველოპერების მიერ ამიტომაც არანერ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს სამი მარკეტი ერთმანეთში კონფლიქტში არ შედის, შეიძლება ერთი მარკეტიდან დაინსტალირებული აპლიკაციის განახლება მაგალითად მეორე მარკეტის მეშვეობით. • ვცვლით საძიებო სისტემას სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგადაც კი ჰოუმ სქრინზე რჩება ჩაშენებული გუგლის საძიებო გრაფა. ზოგიერთი მწარმოებლის(Samsung-ზე მაგალითად) სტოკ რომზე ეს უბრალო ვიჯეტია და მისი წაშლაც მარტივია ხოლო „სუფთა“ ანდროიდში ის ინტეგრირებულია მისი გამორთვა შეიძლება > Setting > Applications > all > Google Search > Disable ან უნდა დააყენოთ launcher,გამორთვის შემდეგ შეგიძლიათ მარკეტიდან გადმოწიეროთ აპლიკაცია DuckDuckGo და მისი ვიჯეტი დაამატოთ home Screen-ზე. • Open Source მარკეტი სტატიაში აღწერილი მეთოდებისა და მარკეტების გარდა ქსელში შეიძლება იპოვოთ კიდევ ერთი კარგი მარკეტი რომელიც ჩამოთვლილებს სჯობს ეს არის F-Droid (www.f-droid.org) ის სრულიად ანონიმურია და მასში არის მხოლოდ თავისუფალი სოფტები ლიცენზიებიტ გავრცელებული FSF ფონდის მიერ. აპლიკაციების რაოდენობა f-droid-ში შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ ათასს მაგრამ სამაგიეროდ არცერთერთი მათგანი არ შეიცავს ბექდორს და სხვა მავნე „არსებას“ დასკვნა კომპანია Google-სთვის Android თავისი აპლიკაციების ნაკრების გარეშე ფაქტიურად გამოუსადეგარია ამიტომაც არაა გასაკვირი თუ რატომ მალავს ასე და ტოვებს ჩაკეტილს ამ აპლიკაციებს მაგრამ ამ სტატიით ნაჩვენებიარომ gapps-ის გარეშეც შესაძლებელია android ისე რომ იყოს მოსახერხებელი სინრქონიზაციისა და სხვა მექანიზმების გარეშეც. არჩევანი თქვენზეა. Thread: “Хакер” 03/182/2014[64x-mobile] Translated By Shopen OverClocekrs.Ge
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.