Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'amd'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. 2 წლის ნამუშევარი წყალზე undervolt-ზე. იდეალურ მდგომარეობაში. ფასი 500 ლარი, ლოკაცია სოფელ დიღომი 593343418
  2. კარტაზე აღარ დგება დრაივერი დაშლის გაწმენდისას შემთხვევით ვნახე რომ კერამიკული კონდენსატორი დამწვარი ყოფილა ხელოსანმა ამის ბრალი არარიო ნუ მოკლედ გამოიცვალა ჩიპი რაზეც კონდენსატორი იყო პასუხის მგებელი არდგება მაინც ბიოსი დაფლეშილია სხვადახვა ვერსიებზე და სათითაოდ შემოწმებული ვინმეს ხომარ გქონიათ ანალოგიური შემთხვევა თუიცით გამოსავალი აან კარგი ხელოსანი GPU amd r9 280/HD 7950
  3. მოკლედ მეგობრებო, სულ ცოტა ხნის წინ ვიყიდე AMD Ryzen 1400, AsRock AB350 Pro4-თან და Corsair Vengaince DDR4 LPX 2666-თან ერთად. სისტემა მუშაობს იდეალურად, მაგრამ 1 ასეთ პრობლემას გადავაწყდი, რომ თურმე ეს ოპერატიულები არაა მაზერის თავსებადობის სიაში და ამის გამო 2133 Mhz-ზე ზემოთ ვერ ამყავს, 2400-ზე ვაყენებ და ყველა ტესტს გადის მაგრამ Far Cry Primal იქრაშება 15 წუთში, 2133-ზე მუშაობს სრულიად სტაბილურად. გადავხედე გუგლში და იტოგში რაიზენებს აქვს ზოგადად რამების თავსებადობის პრობლემები და ზოგი რას წერს ზოგი რას. მოკლედ ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება. პლზ შეარ
  4. მემგონი აჯობებს, რომ ვეგასთვის ცალკე თემა გვქონდეს. ვინც არ იცით რა არის Vega, მოკლედ ეს არის AMD-ს ახალი GPU არქიტექტურა, რომელიც ასევე მოიცავს HBM2-ს და არა GDDR5 ან GDDR5X-ს. იქნება ბევრად ჩქარი მის წინამორბედებზე, ასევე მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას და იქნება უფრო გრილი. თავიდან ამბობდნენ, რომ 1080-ს გაუწევდა კონკურენციას, მაგრამ ახალ ჭორებში ამბობენ, რომ 1080Ti-ს და Titan XP-ს არ ჩამოუვარდებაო. რილიზს რაც შეეხება, მომდევნო 1-2 თვეში ელოდებიან მის ბაზარზე გამოჩენას, ამ კვარტალში.
  5. ჰაი გაიზ, ინფორმაციები დაიდო და გამიკვირდა თემა ვერ ვნახე საიტზე მსგავსი რომ ნიუსი დამედო და ამიტომ გავხსენი ახალი ტემა სპეციალურად AMD-ს ახალი ტაობის შესახებ: http://videocardz.com/58308/amds-baffin-weston-and-banks-gpus-spotted-on-zauba http://wccftech.com/amd-1416nm-arctic-islands-launching-summer-2016/ http://wccftech.com/amd-greenland-gpu-hbm2-14nm-2016/ https://en.wikipedia.org/wiki/AMD_Radeon_Rx_400_Series http://www.guru3d.com/articles-pages/radeon-technologies-group-january-2016-amd-polaris-architecture,1.html
  6. გამარჯობა, დამეხმარეთ FX-6300-ის დაოვერქლოქებაში. ამიხსენით რას როგორ უნდა მოვუმატო და რამდენზე. ამჟამად სტოკ ქულერზე ვარ, მაგრამ მინდა 3.5-დან 4-მდე მაინც ავწიო და დამეხმარეთ. მადლობა წინასწარ ესაა ბიოსის მთავარი მენიუ http://i.imgur.com/B5uQgYx.jpg და პირველივეში რო შევდივარ ესაა შიგ http://i.imgur.com/PdI12RS.jpg
  7. გამარჯობათ დღეს დავაყენე win 10 მაგრამ პროცესორის სიხშირე 1,7 Ghz-ზე დგას დაუტვირთავზეც და დატვირთულზეც. ბიოსიდან მითითებული მაქ 3,7 Ghz, ტურბო გათიშული მაქვს. ვოლტაჟსაც მოუმატე 0,9-დან 1,2-მდე თუმცა სიხშირე არ ადის. ვინდოუსის პოვერ მენეჯმენტში Control Panel\All Control Panel Items\Power Options - high პერფორმანსზე გადავიყვანე, თუმცა მაინც არაფერი გამოდის... AMD Overdrive-დან როცა ვცვლი ვოლტაჟს და სიხშირეს, არანაირი რეაგირება არააქ პროცესორს. რა უნდა მოსვლოდა?
  8. მოგესალმებით მეგობრებო! სულ რაღაც 2 კვირის წინ ავაწყვე ახალი კომპიუტერი და ავირჩიე დუალ Sapphire R9 390 NITRO Backplate TRI-X OC 8GB და შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთე ქროსი. ზედმეტი ჩალიჩი არ დამიწყია და Catalyst-დანვე მივუთითე Overdrive ორივე კარტაზე, ხოლო ქვემოთ ავტომატურად უკვე იყო მითითებული High Performance Memory Clock - 1500MHz (მაქსიმუმ 2000). გაგრილებაც ავტომატურ რეჟიმში როგორ იყო ისე დარჩა 75%. ტემპერატურა სტაბილურია 100% დატვირთვაზე MSI Kombustor-ში და FurMark-ში რომელიც შემოიფარგლება ~70 გრადუსით... პრობლემა რაში მდგომარეობს ახლავე აგიხსნით. მოკლედ ხშირად თამაშის დროს 20-30 წუთის შემდეგ კომპიუტერი უბრალოდ ქვავდება. ხმა ისმის, ყველაფერი დანარჩენი გაქვავებულია და არცერთ კლავიშზე არ რეაგირებს. მხოლოდ ღილაკით კომპის გადატვირთვა. პროცესორის ვოლტაჟი ბაიოსიდან გასწორებული მაქვს და მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. სხვადასხვა ფორუმებს გადავხედე და უმეტეს წილად მსგავსი პრობლემა ვიდეოკარტის ოვერქლოქის პრობლემით არის გამოწვეული როგორც იქ უმეტესობამ აღნიშნა. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ან იცით მაინც როგორ უნდა ვუშველო? ერთადერთი რაც მომდის თავში ეს არის უბრალოდ გამოვრთო ოვერდრაივი მაგრამ მაინც უარს არ ვიტყოდი გამეგო თუ რა პარამეტრებით უნდა ოვერქლოქი ზუსტად და რა პროგრამით მირჩევდით? კონკრეტულად ჰერცების და მეგავოლტების არ გამეგება წესიერად და არ ვარ მაგ სფეროში სერიოზული მცოდნე.. შესაძლოა პრობლემა კვების არასტაბილურობაში მდგომარეობს როდესაც მაღალ ჰერცზე არასაკმარისი ვოლტაჟი მიეწოედება ვიდეოკარტებს და შედეგად რაღაც დროის შემდეგ ვიდეოკარტები "ფარ-ხმალს ყრიან" და შედეგად ქვავდება კომპიუტერიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. წინასწარ გმადლობთ Cheers!
  9. რამდენიმე კვირაში კომპანია AMD გამოუშვებს ახალ ვიდეო ბარათებს R9 სერიიდან კონკრეტულად კი R9 285 და R9 285X-ს. Radeon R9 285 დაფუძნებული იქნება Tonga Pro გრაფიკულ პროცესორზე ხოლო R9 285X კი Tonga XT-ზე. ჯერ-ჯერობით ახალი მოდელის სრული სპეციფიკაცია დაუზუსტებელია მაგრამ ცნობილია რომ ექნება 918MHz ბირთვის და 1375 (5500)MHz მეხსიერების სიხშირე, მეხსიერების სალტე 256bit რომელსაც შეუძლია გაატაროს 176Gb წამში, სტანდარტულ ვერსია აღჭურვილი იქნება 2Gb VRAM მეხსიერებით, ასევე განსხვავება R9 280/280X-თან შედარებით არის ის რომ ახალ ბარათს ექნება 6pin+6pin კვების PCI-E Power პინი რაც შემცირებულ ენერგომოხმარებაზე მიუთითებს(ზემოთხსენებულ მოდელებს აქვთ 8პინიანი კვების კონექტორი). CrossFireX კონფიგურაციის მუშაობას PCI-E ინტერფეისით იქნება შესაძლებელი. Sapphire, XFX და HIS-მა უკვე შეიმუშავა R9 285-ის ვარიანტები Sapphire Radeon R9 285 Dual-X XFX Radeon R9 285 HIS Radeon R9 285 IceQX2 Mini რაც შეეხება 285X-ის Tonga XT-ზე დაფუძნებულს მას სექტემბერში ვიხილავთ მისი ფასი კი სავარაუდოდ $300-ს არ აცდება.
  10. CPU - A10-7850K CPU Cooler - CM Hyper 212 EVO MoBo - Asus A88XM-Plus/CSM RAM - G.Skill Sniper 2x4GB 2133 11-11-11-30 PSU - Antec VP450 450W პროცესორი დავარაზგონე 4.4GHz - მდე, ოპერატიულები 2400MHz - მდე, კას რომ გადავიყვანე 11-13-13-31 ზე სტაბლირად დაიწყო მუშაობა დარაზგონებულმა ინტეგრირებულმა ვიდეომ 960MHz-ზე, Prime95 Torture Test-ის დროს სტაბილურად იმუშავა ნახევარი საათი და აღარ გამიგრძელებია. პროცესორი ტემპერატურა არის 56-58 გრადუსი ტესტისას და ქულერები PWM მაქვს Fan Xpert 2 ით ვაკონტროლებ, 50-60 გრადუსის პერიოდში CPU ქულერს 1500 რპმ ზე ვამუშავე და წინა/უკანა ქულერებს 1000+ რპმ ზე , მე მგონი ნორმალურია ხომ? ვცადე ვიდეოს დარაზგონება 1028 მჰც -მდე კას 11-13-13-31 დროს მაქს 5 წუთი უძლებს ტესტ და კრაშავს VDDNB ვოლტაჟი არის 1.28750 , კას 12 13 13 34 დროს 10-15 წუთი, VDDNB ვოლტაჟი რომ გავზარდე 1.28750 + 0.0625 საერთოდ ოპერაციული სისტემა არ დაისტარტა , რას მირჩევთ როგორ მოვიქცე რომ ვიდეო 1028მჰზ ე უპრობლემოდ ვამუშავო? უკეთესი ოპერატიულები უნდა დავაყენო? თუ კი რომელს მირჩევდით და პროცესორი ალბათ 4.5 ზე უპრობლემოდ იმუშავებს. მადლობა ყურადღებისთვის
  11. როგორც ცნობილია WHQL დრაივერი კომპანია AMD-ს არ გამოუშვია უკვე 4 თვეზე მეტია და აი გუშინ საღამოს გამოაქვეყნეს RC-ვერსია(Release Candidate) დრაივერის Catalyst 14.4. ერთ-ერთი მთავარი ცვლილებაა დაემატა ორბირთვიანი Radeon 295x2 ვიდეო ბარათის support, ასევე API OpenGL 4.4-ის სრული მხარდაჭერა. დრაივერი თავსებადია HD 5000 სერიიდან მოყოლებული R9 200 სერიის ვიდეო ბარათებამდე. ოპერაციული სისტემა Windows 7 SP1 და8/8.1 (32- და64-ბიტი). Feature Highlights of The AMD Catalyst™ 14.4 Release Candidate Driver for Windows Support for the AMD Radeon™ R9 295X CrossFire™ fixes enhancements: Crysis 3 – frame pacing improvements Far Cry 3 – 3 and 4 GPU performance improvements at high quality settings, high resolution settings Anno 2070 – Improved CrossFire scaling up to 34% Titanfall – Resolved in game flickering with CrossFire enabled Metro Last Light – Improved Crossfire scaling up to 10% Eyefinity 3x1 (with three 4K panels) no longer cuts off portions of the application Stuttering has been improved in certain applications when selecting mid-Eyefinity resolutions with V-sync Enabled Full support for OpenGL 4.4 OpenGL 4.4 supports the following extensions: ARB_buffer_storage ARB_enhanced_layouts ARB_query_buffer_object ARB_clear_texture ARB_texture_mirror_clamp_to_edge ARB_texture_stencil8 ARB_vertex_type_10f_11f_11f_rev ARB_multi_bind ARB_bindless_texture ARB_spare_texture ARB_seamless_cubemap_per_texture ARB_indirect_parameters ARB_compute_variable_group_size ARB_shader_draw_parameters ARB_shader_group_vote Mantle beta driver improvements: BattleField 4: Performance slowdown is no longer seen when performing a task switch/Alt-tab BattleField 4: Fuzzy images when playing in rotated SLS resolution with an A10 Kaveri system Known Issues System will TDR or BSOD when encoding with Power Director 11 Driver installation might result in a black screen when installing on a Dual AMD Radeon R9 295X configuration under Windows 8.1 on specific platforms (see below). The issue can be overcome by rebooting the PC; upon reboot the display driver will be installed. The remaining Catalyst components can then be installed. ASUS Crosshair V Formula-Z (990FX) ASUS Maximus VI Extreme (Z87 ASUS Rampage IV Extreme (X79) Download Link http://www2.ati.com/drivers/amd-catalyst-14.4-rc-v1.0-windows-apr17.exe AMD Support http://support.amd.com/en-us/kb-articles/Pages/latest-catalyst-windows-beta.aspx#
  12. კომპანია AMD-მ დღეს ოფიციალურად წარადგინა ორბირთვიანი გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon R9 295X2 კოდური სახელწოდებით Vesuvius. როგორც იუწყებიან ეს არის ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი დღესდღეობით არსებულ ვიდეოამაჩქარბლებს შორის რაც კი ბაზარზე არის. ახალ მოდელში არის ორი Hawaii 28 ნანომეტრიული ჩიპი Graphics Core Next (GCN) არქიტექტურაზე დაფუძნებული, თითოეულს აქვს 2816 ნაკადიანი პროცესორი, 176 ტექსტურული მოდული(TMU) და 64 ROP ბლოკი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბოლოო ჯამში მას აქვს 5632 ნაკადიანი პროცესორი 352 და 128 TMU/ROP ბლოკები ხოლო საერთო რაოდენობა ტრანზისტორების 12,4მლრდ. თითოეულ გრაფიკულ ჩიპს აქვს GDDR5 ტიპის 4Gb მეხსიერება 512 ბიტიანი ინტერფეისით(8Gb საერთო ჯამში), ბირთვის სიხშირე 1018MHz ხოლო მეხსიერების 5000MHz. ბარათს დასჭირდება ორი 8 პინიანი კაბელი ხოლო მაქსიმალური ენერგომოხმარება იქნება 500ვტ. როგორც AMD აცხადებს Radeon R9 295X2-ის წარმადობა 11,5ტერაფლოპს აღწევს ანუ ტრილიონი floating point ოპერაცია წამში. შესადარებლად Radeon R9 290X-ის წარმადობა 5,6ტერაფლოპსზე მერყეობს. ვიდეო ბარათის გასაგრილებლად შემუშავებულია ჰიბრიდული სისტემა კომპანია Asetek-ის მიერ შექმნილი. თითოეულ გრაფიკულ ჩიპს აქვს საკუთარი წ ყ ლის ბლოკი, დამატებით გაგრილებისთვის ბართის შუაში არის ერთი ვენტილიატორი, როგორც კომპანია აცხადებს ასეთი გაგრილება დაბალი ტემპერატურის გარანტიას, არც ისე ხმაურიან და სტაბილურ პერფორმანსს იძლევა. სისტემა ყუთიდანვე მზადაა და არ საჭიროებს საკუთარი ხელით აწყობას. Radeon R9 295X2 შეუძლია გაუშვას თამაშები 4K გაფართოებაზე, აქვს ოთხი mini-Display Port და ერთი Dual-Link DVI,შესაძლებელია 5 მონიტორზე გამოსახულების გამოტანა Eyefinity-ს მეშვეობით დამატებითი ადაპტერის გარეშე. მხარდაჭერა აქვს AMD Mantle, AMD TrueAudio, PCI Express 3.0 x16 და DirectX 11.2-ის. მისი გაყიდვა დაიწყება აპრილის ბოლოს საორიენტაციო ფასი აშშ-ში კი იქნება $1500 ეს კი ორჯერ იაფია ახლახან დააანონსებული NVIDIA GeForce GTX TITAN Z-ზე რომელსაც ბორტზე აქვს 12Gb მეხსიერება და თეორიული გამოთვლებით მისი წარმადობა 8ტერაფლოპსს შეადგენს. (Good job AMD!)
  13. Display Driver Uninstaller is a driver removal utility that can help you completely uninstall AMD/NVIDIA graphics card drivers and packages from your system, without leaving leftovers behind (including registry keys, folders and files, driver store). The AMD/NVIDIA video drivers can normally be uninstalled from the Windows Control panel, this driver uninstaller program was designed to be used in cases where the standard driver uninstall fails, or anyway when you need to thoroughly delete NVIDIA and ATI video card drivers. The current effect after you use this driver removal tool will be similar as if its the first time you install a new driver just like a fresh, clean install of Windows. As with any tool of this kind, we recommend creating a new system restore point before using it, so that you can revert your system at any time if you run into problems. This tool act similar to what Driver sweeper do + the extra mentioned above. -Requirements: -NetFramework 2.0 + -Support WindowsXP up to Windows 8.1 -32/64 bits support -Nvidia / AMD (Enduro not completly supported yet), Display Driver Uninstaller 12.2 (02-09-2014) Changelog: -Do not remove the amdkmpfd (amd PCI bus lower filter) it can cause trouble... -Amd cleanup order reorganisation (Nvidia will follow later.) -Some amd cleanup addition to remove some leftover for some users. გადმოწერა: Display Driver Uninstaller v12.2 პროგრამის ოფიციალური საიტი: http://www.wagnardmobile.com/DDU/
  14. კომპანია AMD განაგრძობს ახალი სერიის ვიდეო ბარათების წარდგენას და ამჯერად მათ წარმოადგინეს კიდევ ერთი საშუალო სეგმენტის R7 სერიის ვიდეო დაფა მოდელი 265 , რომელიც თავისი ძალით და ღირებულებით R7 260X სა და R9 270 ს შორის დგას. გარდა ამისა იგი მონაცემებით საკმაოდ ახლოსაა წინა თაობის HD 7850 თან. R7 265 დაფუძნებულია 28 ნმ. Pitcairn გრაფიკულ ჩიპზე , მას აქვს 256 - bit ინტრფეისის მქონე 2GB GDDR5 მეხსიერება სიხშირით 1400 MHz ( 5600 MHz GDDR5 ) , გრაფიკული პროცესორის სიხშირეა 925 MHz . მას ასევე გააჩნია ისეთი თანამდროვე ტექნოლოგიებინ როგორიცაა : DirectX 11.2, OpenGL 4.3 და რაც შეეხება პორტებს : ქარხნული ვერსია აღჭურვილია თითო-თითო HDMI , DVI და VGA პორტებით , ხოლო სხვა ბრენდების არასტანდარტული მოდელები 2 ცალი DVI პორტით ნაცვლად VGA სა. AMD ს თქმით ეს ვიდეო ბარათი გაუწევს კონკურენციას Nvidia ს GTX 650 Ti Boost ს და შესაძლოა მომავალ GTX 750 საც , R7 265 ის ფასი 149 ამერიკული დოლარი იქნება.
  15. გამარჯობა, დღეს ჩვენ შევადარებთ ორ სოკეტზე არსებულ ინტეგრირებულ ვიდეოკარტებს. ეს ორი სოკეტი იქნება FM2 ( AMD ) და LGA 1150 ( Intel ). ამ ტესტში წარმოდგენილი იქნება AMD - ს მხრიდან Radeon HD 8670D, HD 8670D, HD 8570D, HD 8570D და HD 8470D ვიდეოკარტები A10, A8 და A6 პროცესორებიდან ( Richland ) , ხოლო Intel - ის მხრიდან წარმოდგენილი იქნება HD 4600 , intel Core i5 - დან ( Haswell ) . ორმა ლიდერმა კომპანიამ წარმოადგინა ახალი თაობის პროდუქტი : AMD Richland და Intel Haswell. ჩვენ უკვე გამოვცადეთ ეს ორივე სერია , შთაბეჭდილებები კი არ არის პოზიტიური. ჩვენ ველოდით რომ ახალი თაობის პროცესორები ყოველდღიურ აპლიკაციებს უფრო სწრაფად ამუშავებდა ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ დამუშავების სიჩქარე წინამორბედებისგან რამდენიმე პროცენტით განსხვავდება. AMD - მაც და Intel - მაც ყურადღება გაამახვილა სითბოს გაფრქვევის შემცირებაზე. მათ სურთ პროცესორი დაბალი TDP - ით (Thermal design power ან Thermal design point) ეს TDP კი ალბათ გაინტერესებთ რა არის. ეს არის პროცესორის მიერ გამოყოფილი მაქსიმალური სითბოს რაოდენობა მისი მუშაობის დროს. გაგრილების პრობლემა აქამდე არც გვქონია, მაგრამ მწარმოებლებს სულ სხვა გეგმები აქვთ. მათ სურთ X86 მიკროარქიტექტურა გამოყენებული იყოს მობილურ მოწყობილებეში. კომპაქტური სისტემები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მათ არ ჭირდებათ დამატებითი ვიდეოკარტა და შესაძლებელია ჩავტიოთ პატარა კეისში ან თუნდაც მონიტორშიც. ასევე შეგვიძლია ფულის დაზოგვაც. თუ ჩვენ არ გვჭირდება მაღალი დონის ვიდეოკარტა, შეგვიძია ვიყიდოთ პროცესორი ინტეგრირებული ვიდეოკარტით, რომელიც მშვენივრად გაართმევს თავს თავის მოვალეობას, მთავარია ზედმეტი არ მოვთხოვოთ . AMD HD Media გვთავაზობს პოპულარული UVD3 და H264 ფორმატის დეკოდირებას , მაგრამ წარმადობა და ფუნქციალურობა დღევანდელ სტანდარტებზე დაბლაა. დიდი მინუსი არის ის რომ მას არ შეუძლია 4K რეზოლუციის დეკოდირება. Intel - ის Quick Sync ტექნოლოგია კი საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ მაღალ რეზოლუციებთან, მაგალითად როგორიცაა 4K რეზოლუცია. Intel - ის ინჟინრებმა იზრუნეს მულტიმედიური შესაძლებლობების განვითარებაზე. მათ მიერ შექმნილი ინტეგრირეფული კარტა უფრო ოპტიმიზირებულია მულტიმედიაზე , მედია ცენტრზე. Richland არქიტექტურა : Haswell არქიტექტურა : ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე. ტესტებში დამატებულია დაბალი დონის ვიდეოკარტები ( გრაფიკული ადაპტერები ) რათა შევადაროთ ინტეგრირებულს. სატესტო სისტემა : პროცესორები AMD A10-6800K (Richland, 4 cores, 4.1-4.4 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8670D); AMD A8-6600K (Richland, 4 cores, 3.9-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8570D); AMD A6-6400K (Richland, 2 cores, 3.9-4.1 GHz, 1 MB L2, Radeon HD 8470D); AMD A10-5800K (Trinity, 4 cores, 3.8-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7660D); AMD A8-5600K (Trinity, 4 cores, 3.6-3.9 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7560D); AMD A6-5400K (Trinity, 2 cores, 3.6-3.8 GHz, 1 MB L2, Radeon HD 7540D); Intel Core i5-4430 (Haswell, 4 cores, 3.0-3.2 GHz, 6 MB L3, HD Graphics 4600); Intel Core i3-3240 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.4 GHz, 3 MB L3, HD Graphics 2500); Intel Core i3-3225 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.3 GHz, 3 MB L3, HD Graphics 4000). პროცესორის გაგრილება NZXT Havik 140. დედაპლატები ASUS Crosshair V Formula (Socket AM3+, AMD 990FX + SB950); ASUS F2A85-V Pro (Socket FM2, AMD A85); ASUS P8Z77-V LX (LGA1155, Intel Z77 Express); Gigabyte Z87X-UD3H (LGA 1150, Intel Z87 Express). ვიდეო კარტები : Gigabyte GeForce GT 640 (GV-N640D3-2GI, 2 GB/128-bit DDR3, 900/1800 MHz); Sapphire Radeon HD 7750 (11202-13, 2 GB/128-bit DDR3, 800/1600 MHz). ოპერატიული მეხსიერება 2 x 8 GB DDR3 SDRAM (G.Skill [TridentX] F3-2133C9D-16GTX). SSD : Crucial m4 256 GB კვების ბლოკი : Corsair AX760i (80 Plus Platinum, 760 W). ოპ. სისტემა Windows 8 Enterprise x64 დრაივერები : AMD Catalyst 13.6 Beta Driver; AMD Chipset Driver 13.4; Intel Chipset Driver 9.4.0.1017; Intel HD Graphics Driver 15.31.3.64.3165; Intel Management Engine Driver 9.5.0.1345; Intel Rapid Storage Technology 12.5.0.1066; NVIDIA GeForce 320.49 Driver. ახლა ტესტებს გადავავლოთ თვალი 3D წარმადობა : AMD Dual Graphics Performance ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ინტეგრირებულ ვიდეოკარტას + დისკრეტული ვიდეოკარტა. ( დისკრეტული ვიდეოკარტის ფასი სადღაც 70$ არის ) ამის ფუნქციის გამოყენება შეგვიძლია მხოლოდ DirectX 10 და DirectX 11 თამაშის ძრავებძე! შედეგი ძალიან კარგია, FPS მატება თითქმის 40-50% - ს უტოლდება. ახლა კი გადავიდეთ მულტიმედიის ტესტებზე. ამ ტესტში ნაჩვენებია პროცესორის დატვირთვა 4K - სთან მუშაბის დროს. ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ენერგომოხმარება : უსაქმურ მდგომარეობაში ( ნაკლები უკეთესია ) 100% დატვირთვისას ( ნაკლები უკეთესია ) ტესტები ნახეთ, ახლა უკვე თქვენი გადასაწყვეტია რომელს იყიდით. Intel - მა კარგი შედეგები აჩვენა მულტიმედიის ტესტებში, AMD - მ კი 3D Performance - ში . ფასის მხრივ AMD უფრო იაფია ვიდრე Intel . © lomsa - ლევან ლომსაძე
  16. კომპანია AMD ს პარტნიორმა კომპანია PowerColor მა დღეს წარმოგვიდგინა AMD ს მორიგი ბიუჯეტური R7 სერიის ვიდეო ბარათი 250X მოდელი ( წინა თაობის HD 7770 ის ახალი ვერსია ) , რომელიც უკვე არსებული 240 და 250 მოდელებს ცოტათი სჯობს. როგორც სურათზე ვხედავთ ეს ვიდეო ბარათი აღჭურვილია ერთი ცალი ქულერით , ის დაფუძნებულია AMD ს უახლეს GCN არქიტეტურაზე , რომელსაც აქვს 512 Stream პროცესორი 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება 128 ბიტიანი ინტერფეისით , Direct X11.2 ტექნოლოგია და ამასთანავე AMD ს უახლესი ტექნნოლოგიის მხარდაჭერა. ვიდეო ბარათის პროცესორის სისხშირეა 1000 MHz , მეხსიერების 1125 MHz ( გამტარობა 4.5 GB/S ) . ვიდეო ბარათს გააჩნია DVI , VGA და HDMI პორტები. მიუხედავად არც ისე კარგი მოანცემებისა ეს ვიდეო ბარათი თამაშებშიც გამოდგება , Mantle ტექნოლოგიასთან ერთად. როგორც ვხედავთ ეს ვიდეო ბარათი იქნება Nvidia GeForce GTX 650 ის კონკურენტი , მისი ფასი 99 ამერიკული დოლარი იქნება.
  17. შესავალი როგორც იქნა დადგა ნანატრი მომენტი როდესაც კომპანია AMD-მ წარადგინა ახალი თაობის პროცესორები კოდური სახელწოდებით Kaveri. ეს ნამდვილად ახალი წინგადადგმული ნაბიჯია AMD-ს მხრიდან, დადგა ის დრო როდესაც კლასიკური პროცესორების ბირთვი სხვა პრინციპით მუშაობს გრაფიკასთან ხოლო ჰიბრიდული cpu სხვა უფრო მაღალ ევოლუციის ეტაპზე გადადის. რა არის Kaveri? რათქმაუნდა ეს არის პირველ რიგში APU. მათი სიტყვებით ეს არ არის მხოლოდ პროცესორი და ჰიბრიდული გამომთვლელი სისტემა. როგორც მოგეხსენებათ პირველი APU იყო LIano რომელმაც არც თუ ისე დიდი განცვიფრება გამოიწვია,მის შედმეგ იყო Trinity რომლის გამოჩენის შემდეგ რომლის შემდეგადაც გამოჩნდა ძალიან დიდი ასორტიმენტი მოწყობილობების, ამის შედმეგ დაიწყეს ასევე შეცდომების გამოსწორება და გაჩნდა ახალი თაობა Richland რომელშიც ასე თუ ისე დაძლიეს ენერგომოხმარების პრობლემა და წარმატებით გამოიყენეს ნოუთბუქების სეგმენტში. APU Kaveri-შიც ასევე მრავალი გაუმჯობესება მოხდა მათ შორის ენერგოეფექტურობაც გაუმჯობესდა, ჩაისახა სრულიად ახალი ტექნოლოგიები როგორებიც არის HSA,hUMA, True Audio. ყოველივე ამის შემდეგ ალბათ ადვილი მისახვედრია თუ რატომ არქმევს საკუთარ პროდუქტს AMD ევოლუციურს და არა რევოლუციურს). პირველი გაცნობა თუკი სტატისტიკას გადავხედავთ ვნახავთ რომ საგრძნობლად გაიზარდა APU-ს წილი ბაზარზე და დღესდღეობით ფაქტიურად პროცესორს ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე ვერ შევხვდებით განსაკუთრებით კი მობილურ სეგმენტში(ნოუთბუქებში თუნდაც). მართლაც რო დააკვირდეთ ნახავთ რომ კლასიკური პროცესორი წარმოუდგენელია უკვე ინტეგრირებული ვიდეო ბარათის გარეშე რომლის ბოლო მოდელები და თაობა არც თუ ისე ცუდია და ხშირად სრულიად საკმარისიც არის საოფისე პროგრამებისთვის, ვიდეოს ინტეგრაცია პროცესორში თავისთავად წევს მის თვითღირებულებას შედეგად ჩვენ ვიღებთ პროცესორს რომელსაც ასე ვთქვათ საჩუქრად მოყვება ჩაშენებული ვიდეო ამაჩქარებელი ანუ ჩვენ ვზოგავთ ფულს ვიდეო ბარათში(თუკი რათქმაუნდა არ გინდათ გეიმინგისთვის კომპიუტერი). როგორც მოსალოდნელი იყო APU-მ თავისი საქმე გააკეთა და AMD-ს შეუძლია დაკვეხნოს კიდეც გაყიდვებით A10 სერიის პროცესორების. ეს წარმატება მარტივად აიხსნება იმითი რომ ამ ხაზში წარდგენილი იყო სამი სხვადასხვა APU მოდელი სხვადასხვა სითბური პაკეტებით: 45ვტ(A10-6700T), 65ვტ (A10-6700) და 100ვტ (A10-6800K). ამასთან ერთად ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი თაობაც რომელმაც უფრო კარგი წარმადობა აჩვენა, უფრო კარგი ინტეგრირებული ბირთვი მიიღო. რათქმაუნდა აქ მთავარ როლს GCN(Graphics Core Next) გრაფიკული არქიტექტურა თამაშობს რომელსაც მხარდაჭერა აქვს C++ AMP და OpenCL პროგრამირების ენების. სწორედ ამ ორი ელემენტის დაყრდნობით AMD-მ გაამართლა ჰეტეროგენურ გამოთვლებში. ბევრ მკითხველს ალბათ ყურადღება გამახვილებული ექნება მის დიდ ციფრებზე კერძოდ 865 GFLOPS-ზე და 12-გამომთვლელ ბირთვზე. საქმე იმაშია რომ აქ არ არის რაიმე თაღლითობა უბრალოდ პატარა ხრიკი. მითითებული შედეგი მიღწეულია ოთხი CPU ბირთვისა და რვა GPU ბლოკით, ამიტომაც არის მაჩვენებელში 12 ბირთვი. შემდეგ სურათზე სქემატურად ნაჩვენებია პროცესორის ბირთვი Steamroller და ერთ-ერთი GCN-ის რვა ბლოკი. აქ კარგად ჩანს რომ პროცესორის მხარე დიდად არ არის შეცვლილი, აქ ჯერ კიდევ იყენებს ორ ორბირთვიან ბლოკს, სამაგიეროდ ეხლა თითო ბლოკში არის ორი დეკოდერი ერთის ნაცვლად რაც საშუალებას იძლევა შეასრულოს ოთხი x86 ინსტრუქცია ტაქტში. გარდა ამისა გაიზარდა პირველი დონის ქეშ მეხსიერება 64კილობაიტიდან 96კილობაიტამდე,დანარჩენი გაუმჯობესებები ფურო კოსმეტიკურია მაგრამ მიუხედავად ამისა პერფორმანსში სხვაობა აქაც არის. კარდინალური ცვლილებები მოხდა გრაფიკულ ნაწილში რომელიც საბოლოოდ გადავიდა GCN არქიტექტურაზე რომელსაც ჯერ კიდევ Trinity-ში ელოდნენ. ეს ლოგიკური ნაბიჯიც არის რადგან AMD-ს ყველა გრაფიკული პროცესორი მას შედმეგ მასზეა დაფუძნებული, ცოტაც დავუმატოთ HSA(Heterogeneous System Architecture) ტექნოლოგიის შესახებ თუ რას წარმოადგენს ის. როგორც ჩანს ეს არის ინსტუმენტი რომელიც ირჩევს გადაწყვეტილებას დავალებების შესახებ თუ რომელი უფრო კარგად ერგება ამა თუ იმ აპლიკაციას. ახდენს გავლენას წარმადობაზე? სისტემის ჰეტეროგენული არქიტექტურა(HSA) - ინტელექტუალური კომპიუტერული არქიტექტურა რომლის მეშვეობით ცენტრალური,გრაფიკული და სხვა პროცესორები ერთად ჰარმონიულად მუშაობს ერთ სილიკონის მიკროსქემაზე, უპრობლემოდ ამისამართებს ელემენტებს იმასთან ვისაც უფრო კარგად შეეფერება ის. HSA არქიტექტურა სოფტვეარ დეველოპერებს საშუალებას აძლევეს ადვილად დანერგონ ახალი ინოვაციები, გახსნან ახალი დონე პერფორმანსში და ფუნქციონალურობაში ყველა თანამედროვე მოწყობილობაში ხოლო მომხმარებელი მიიღებს ისეთ უპირატესობას როგორიც არის უნაკლო გრაფიკა და ინტუიციური ინტერაქტივობა. -აჰა გასაგებია რა არის მაგრამ როგორ მუშაობს? - ადრე რომელიღაც სოფტის დავალების შესრულებაში გამოიყენებოდა როგორც CPU ასევე GPU შედმეგი სახით მარტივად რო ვთქვათ ჯერ აპლიკაცია მუშავდებოდა CPU-ში და გრძელი ჯაჭვის შემდეგ გადაეცემოდა ინსტრუქცია ვიდეოჩიპს ეხლა კი სურათი კარდინალურად შეიცვალა CPU და GPU ერთდროუალდ ამუშავებს ინფორმაციას და ეხმარებიან ერთმანეთს. თვითნ არქიტექტურა HSA დაფუძნებულია ორ ტექნოლოგიაზე ეს არის hUMA და hQ hUMA (Heterogeneous Uniform Memory Access) შეუძლია გააერთიანოს ყველა ხელმისაწვდომი სისტემური მეხსიერება როგორც პროცესორისთვის ასევე ვიდეობირთვისთვის. ეს იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ 12 გამომთვლელ მოდულს აქვს პირდაპირი კავშირი მეხსიერებასთან. ასევე დიდ როლს თამაშობს hQ(Heterogeneous Queuing) ტექნოლოგია სწორედ მისი წყალობით პროგრამას შეუძლია GPU-სთან პირდაპირი კავშირი ცენტრალურ პროცესორზე გვერდის ავლით, ეს კი იმას ნიშნავს რომ APU გახდა ნამდვილად ჰეტეროგენური! სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ასეთ სოფტის დეველოპმენტი მიმდინარეობს და მალევე შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მათი წყალობით კი წარმადობაც გაიზრდება. ძირითადად ეს ეხება ისეთ პროგრამებს რომლებიც იყენებს OpenCL-ს. არ ღირს იმის დავიწყებაც რომ ახალ APU-ს ექნება უფრო ძლიერი გრაფიკული ნაწილი, მისი დამხმარე მოდულებზე მიმდინარეობს მუშაობა, კერძოდ იცვლება მულტიმედიური ამაჩქარებელი VCE... და UDF... მათი ფუნქციონალურობა კიდევ გაიზრდება მათ დანამატში ამჟამად არის ტექნოლოგია True Audio პროცესორში უკვე უკვე არის ჩადგმული სპეციალური ბლოკი რომელიც დაკავებული იქნება აუდიონაკადის კოდირებაში და სხვადასხვა ხმის ეფექტების დამუშავებაში. აი ასე გამოიყურება True Audio-ს სქემა აი ჩვენც ვნახეთ ძირითადი ინოვაციები, ეხლა კი უშუალოდ AMD-ს ახალ მოდელებზე გადავიდეთ და ვნახოთ როგორ მუშაობს ისინი, ესეც ახალი 3 მოდელი სატესტო სტენდი სიტემა AMD FM2+ ბაზაზე დედა პლატა: ASUS A88XM-PLUS, BIOS 1002 ვერსია; პროცესორები: AMD A10-6800K (4100 МГц); AMD A10-7850K (3700 МГц); ქულერი: Zalman CNPS7X; თერმოპასტა: Gelid GC-Extreme; მეხსიერება: 2 x 8Gb DDR3 2400, G.Skill F3-2400C10Q-32GTX; SSD: Corsair Performance PRO 256Gb; საინფორმაციო პანელი: Zalman ZM-MFC3; კვების ბლოკი: OCZ OCZZX1000, 1000Wt. სისტემა Intel LGA 1150-ის ბაზაზე დედა პლატა: ASUS Z87-Plus, BIOS 1602 ვერსია; პროცესორი: Intel Core i7-4770K (3500MHz); ქულერი: Noctua NH-D14; თერმოპასტა: Gelid GC-Extreme; მეხსიერება: 2 x 8Gb DDR3 1333, Samsung M378B1G73BH0-CH9; SSD: Plextor M5 PRO 256 Гбайт; საინფორმაციო პანელი: Zalman ZM-MFC3; კვების ბლოკი: OCZ OCZZX1000, 1000Wt. პროცესორი მუშაობაში,TDP, ენერგომოთხოვნილება და ოვერქლოქინგი მოდით ვნახოთ ჯერ თუ როგორ გამოიყურება თვითონ კრისტალი კარგია თუ ცუდი მისი ფორმა ფაქტიურად კვადრატულია. როგორც წესი სითბოს გამბნევი ხუფი დაკეტილია. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა მისი დემონტაჟი რის შედეგადაც უფრო სწრაფი გახდება(Intel-ის შემთხვევაშიც თერმოპასტიც ნაცვლად მგონი სარეცხ სითხეს უსვამენ). გასატესტად როგორც მოგეხსენებათ ემზადება 7850K, სხვაობის სადემონსტრაციოდ ავიღოთ A8-6600K ეხლა კი ვნახოთ სურათი სადაც ვნახავთ ევოლუციას LIano-დან Kaveri-მდე დასაწყისისთვის ვნახოთ სტანდარტულ რეჟიმში მუშაობა APU AMD A10-7850K-ის. როგორც სხვა APU-ებშ აქაც AMD-მ შემოგვთავაზა სხვადასხვა მუშაობის რეჟიმი. ამ მოდელის სტანდარტული სიხშირე გახლავთ როგორც უწერია მას 3,7GHz ხოლო დატვირთვაზე კი 4.0GHz. შემდეგ როდესაც კონკრეტული დავალება შესრულდება ტაქტიკური სიხშირე 1.7GHz-მდე ეცემა ეს არც არის გასაკვირი თითქმის ყველა თანამედროვე პროცესორი ასე მუშაობს, ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე რაზგონზე. სადაც ჯერ-ჯერობით არც თუ ისე კარგ შედეგს აჩვენებს, აქვს ბაგები ცოტა რაც პროცესორის ბრალი ნამდვილად არ არის უბრალოდ არ არის გამოსული ახალი BIOS-ის ვერსიები ჯერ-ჯერობით, მან შეძლო 4.4GHz-მდე ასვლა ხოლო GPU-მ 900MHz-მდე. ეხლა კი შევხედოთ ტემპერატურას რა თქმა უნდა აქ წარდგენილია მთლიანი სისტემის სიძლიერის მოთხოვნა, რომელშიც პროცესორის გარდა შედის SSD-ს ვენტილიატორი,დედა დაფა. აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც ტემპერატურა 60Co-ს მიაღწევს ირთვება თერმოდამცავისმაგვარი სისტემა და სისტემა თავისით ითიშება. ტესტირების შედეგები სატესტო კონფიგი იყო Corsair Graphite 600T ქეისში, ოთახის ტემპერატურაზე 25Co. მონაწილეები: • AMD A10-6800K (4100MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Radeon HD 8670D, დრაივერის ვერსია Catalyst 13.2; • AMD A10-6800K @ 4900 MHz, მეხსიერება 2400 MHz, ტაიმინგი 10-12-12-31-2Т, Radeon HD 8670D @ 1086 МГц, დრაივერის ვერსია Catalyst 13.2; • AMD A10-7850K (3700 MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Radeon R7, დრაივერის ვერსია Catalyst 13.30 Beta; • AMD A10-7850K @ 4400 MHz, მეხსიერება 2400 MHz, ტაიმინგი 10-12-12-31-2Т, Radeon HD 8670D @ 900 МГц, დრაივერის ვერსია Catalyst 13.30 Beta; • Intel Core i7 4770K (3500 MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Intel 4600; ოპერაციული სისტემა - Windows 7 x64 SP1, ტესტები გატარდა 5-ჯერ და ამოირასაშუალო შედეგი აქ აკლია თამაშების ტესტები დრაივერის გამო რადგან ჯერ-ჯერობით არ არის გამოსული ახალი დრაივერი(უკვე შეიძება გამოვიდა) რომელსაც Dual Graphic-ის მხარდაჭერა ექნება რომ R7 250-თან ერთად გაიტესტოს. დასკვნა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით რთულია წინასწარი დასკვენბის გამოტანა როდესაც პროდუქტი ორიენტირებულია განვითარების პერსპექტივაზე, მისი მთავარი გასარები არის პროგრამული მხარე მაინც რადგან კარგად რომ იმუშავებს HSA-მ, True Audio-მ და Mantle-მ სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა სოფტის მხრივ რო 100% გამართული იყოს. ჩვენ გვპირდებიან ძირეულ და დამატებით განვითარებას არსებული ტექნოლოგიების. არის სრულფასოვანი ინსტრუმენტები SDK-ში და ახსნილია PI Mantle-ს მუშაობის მექანიზმი. ჯერ-ჯერობით ცოტა რთული დასაჯერებელია რომ ყველა დავალების სრულფასოვანი რეალიზება მოხდება, ერთადერთი რაზეც შეიძლება არ ინერვიულო ეს არის გრაფიკული ნაწილი და პორტატული კონსოლის თამაშები. ეს იმით აიხსნება რომ მეორე უდიდესი მოთამაშე ბაზარზე კონსოლიც იყენებს GCN არქიტექტურას თავის ბოლო კონსოლებში, ჰიბრიდულ პროცესორებს კი მხოლოდ AMD აწვდის მათ რაც ნდობის საფუძველს აჩენს რომ გაიზრდება OpenCL-ზე დაწერილი აპლიკაციების რიცხვი სადაც ახალ პროცესორებს შეეძლებათ მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი პოტენციალი და აჩვენონ მაქსიმალური პერფორმანსი წარმადობასა და გრაფიკაში. სულ ეს იყო პატივისცემით Shopen ჩვენში დარჩეს და მაგარი დამღლელი და შრომატევადია რევიუების წერა
  18. მაშ ასე დადგა დრო წარმოგიდგინოთ კომპანია AMD ს უკანასკნელი და უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა AMD Catalyst™ 14.1 დრაივერის ვერსიის სახით > AMD Mantle , რომელმაც მართლაც რომ ძალიან კარგი შედეგი გვაჩვენა , თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით , ჯერ უფრო ფართოდ გავეცნოთ ამ ტექნოლოგიას და მის უპურატესობებს კონკურენტ Nvidia GeForce GTX სერიის ვიდეო ბარათებთან და Direct X11.1 თან შედარებით. რას წარმოადგნეს Mantle ? როგორც ზემოთ აღინიშნა ესაა უნიკალური ტექნოლოგია , რომელიც გამოყენებული იქნება კომპანია AMD ს ახალ Graphics Core Next არქიტექტურით დამზადებულ ვიდეო ბარათებსა და მათ დრაივერში. გაუწევს თუ არა Mantle კონკურენციას DirectX ს ? შეიძლება თამამად ითქვას , რომ ეს ასეც იქნება , საქმე ისაა რომ Mantle უფრო ფართოდ იყენებს ვიდეო ბარათების და ზოგადად სისტემის სიმძლავრეს გრაფიკულ სამუშაოზე და განსაკუთრებით თამაშებში. ვიხილავთ თუ არა ამ ტექნოლოგიას ახალ კონსოლებში ან სხვა სისტემებში როგორიცაა Linux ან Steam OS ? ამაზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა რადგან ეს ტექნოლოგია დღეს გაუშვა AMD მ ახალი 14.1 დრაივერის ვერსიის სახით , თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია. რა არის საჭირო იმისთვის რომ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია ? მხოლდო AMD ს ახალი დრაივერი და მასთან ტავსებადი ვიდეო ბარათი გეტყვით იმასაც რომ ეს დრაივერი საშუალებას გაძლევთ ამუშაოთ სისტემა მსგავსი ძალით ერთდროულად 2 ან 3 მონიტორზეც კი , Mantle API იმუშავებს CrossFire რეჟიმშიც , სადაც კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა Mantle სა და Direct X ს შორის. Mantle API სთან თავსებადია შემდეგი სერიის ვიდეო ბარათები : AMD Radeon™ R9 AMD Radeon™ R7 AMD Radeon™ HD 7000 AMD Radeon™ HD 8000 2014 AMD A-Series APUs (“Kaveri”) ( ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი ) ამ წუთოსათვის AMD Catalyst 14.1 იგივე Mantle მუშაობს მხოლოდ თამაშ Battlefield 4 ში , მოდით ვნახოთ რა შეუძლია მას > დრაივერის ინტერფეისი : გატესტილი იქნება საშუალო კლასის AMD A10-7850K პროცესორი Mantle და Direct X11 ზე , ასევე მაღალი კლასის 6 ბირთვიანი Intel Core i7 3860x პროცესორი , სატესტოდ ასევე გამოყენებული იქნება 8GB ოპერატიული მეხსიერება და SSD + R9-290X ვიდეო ბარათი . პირველი ტესტი A10-7850K ინტეგრირებული ვიდეო დაფით თამაშ Battlefield 4 ში იგივე ტესტი R9-290X ის გამოყენებით ახლა კი Intel ის პროცესორ i7 3960X + R9-290X საშუალო გრაფიკით Ultra გრაფიკით იგივე სისტემა სტატია საკმაოდ მოკლე გამოვიდა რადგან ჯერ-ჯერობით AMD Mantle Battlefiled 4 ზე მუშაობს , თუმცა ამ ტესტში კარგად გამოჩნდა ამ ტექნოლოგიის უპირატესობა Direct X11.1 თან მიმართებაში და უნდა ვივარაუდოდ რომ AMD Mantle საკმაოდ წარმატებული პროექტი/ტექნოლგია იქნება.
  19. კომპანია AMD მ გაანახლო სასერვერო Opteron 6300 სერიის პროცესორების ( კოდური სახელით "Warsaw" ) სია 2 ახალი 12 და 16 ბირთვიანი მოდელით , ესენია 12 ბირთვიანი 6338P და 16 ბირთვიანი 6370P. აღნიშნული სერიის პროცესორები ( ეს 2 და წინა მოდელებიც ) აგებულია AMD ს მოდულარ არქიტექტურაზე , კოდური სახელწოდებით "Piledriver" ზე , რომელიც საშუალებას იძლევა სერვერზე მოთავსდეს DDR3-1600/1866 სასერვერო ოპერატიული მეხსიერება 4 არხიან რეჟიმში რა დროსაც ასევე შესაძლებელია პროცერსორის L1 ქეშ მეხსიერება გადანაწილდეს 16 ნაკდად 16 ბირთვიანი მოდელის მუშაობის შემთხვევაში , L2/L3 დონის ქეშ მეხსიერება კი იმუშავებს 16MB ტევადობით ერთ მთლიან სოკეტზე. AMD Turbo CORE ტექნოლოგია ამ სერიის პროცერსორების მომხმარებელს აძლევს საშუალებას რომ პროცესორი ამუშაონ 300 MHz ით უფრო სწრაფად , ტექნოლოგია AMD-P 2.0 იძლევა საშუალებას მარტივად აკონტროლოთ ენერგო მოხმარება და გაგრილების სისტემა თქვენი სერვერისთვის , ტექნოლოგია Direct Connect Architecture 2.0 ით უფრო მარტივია გააუმჯობესოთ სისტემის მუშაობა და გახადოთ ის უფრო სტაბილური. AMD ს ახალი 12 ბირთვიანი 6338P სიხშრით 2.3 - 2.8 GHz და 16 ბირთვიანი 6370P სიხშირით 2.0 - 2.5 GHz თავსებადია სასერვერო G34 სოკეტთან , მათი ქეშ მეხსიერების სიდიდე ისევე როგორც ყველა 6300 სერიის პროცესორისა არის 16MB. პირველი მოდელის ფასია 377 ხოლო მეორის 598 დოლარი. ეს კი გახლავთ AMD Opteron 6300 სერიის პროცესორების სია , ახლა უკვე 12 მოდელისგან შემდგარი >
  20. გარკვეული მიზეზებიდნა გამომდინარე ნაწილობრივ მოვწყდი თანამედროვე hardware სიახლეებს და მეგობარი აპირებს სისტემის განახლებას. ნუ ამ ეტაპზე i5 750, EVGA P55 SLI, 2x2 Dominator 1600Mhz, Radeon HD 5870 აქვს. ეს ვიყიდეთ სადღაც 3-4 წლის წინ და გაყიდვას ლამობს, თუ რომელიმე დაინტერესდებით შემეხმიანეთ. ამ ეტაპზე გვჭირდება ორი სისტემის კონფიგი: დედაპლატა CPU ვიდეო რამ 2011 და 1155 სოკეტზე. რომელს გვირჩევდით და რატომ? პ.ს. ქართული ბაზრით ნუ შემოიფარგლებით.
  21. კომპანია AMD-მ როგორც იქნა საბოლოოდ წარადგინდა მეოთხე თაობის A-სერიის პროცესორები რომელიც ცნობილია Kaveri კოდური სახელწოდებით. მწარმოებლები ახალი ჩიპის შესახებ აცხადებენ რომ ეს არის ყველაზე მოწინავე ჰიბრიდული პროდუქცია. ისინი აერთიანებენ Steamroller თაობის გამომთვლელ ბირთვსა და გრაფიკულ ბლოკს Graphics Core Next 2.0 არქიტექტურაზე ასევე 512 ნაკადიანი პროცესორს. Kaveri-ს აქვს DirectX 11.2 და OpenGL 4.3-ის მხარდაჭერა, ასევე შეუძლია ერთდროულად 4 მონიტორზე გამოსახულების გამოტანა და UHD გაფართოების(3840x2160 პიქსელი) ჩვენება. ის დაფუძნებულია 28 ნანომეტრიულ ტექნოლოგიაზე. ერთ-ერთი მთავარი ღირსება ახალი პროცესირს არის AMD hUMA(Heterogeneous Unified Memory Access) ტექნოლოგია რომელიც ასე ვთქვათ შლის ზღვარს მეხსიერებას შორის ცენტრალური გამომთვლელ ბირთვისა და ვიდეოადაპტერისთვის. Kaveri გათვლილია FM2+ სოკეტისთვის. ჯერ-ჯერობით წარდგენილია 3 სამაგიდო პროცესორი A10-7850K, A10-7700K და A8-7600 სამივე მათგანს აქვს 4 გამომთვლელი ბირთვი და 4Mb მე-2 დონის ქეშ მეხსიერება. ფლაგმანური ჩიპი A10-7850K მუშაობს 3,7GHz ტაქტიუკურ სიხშირეზე(Turbo Core 3.0 რეჟიმში 4.0GHz-მდე), მასში ასევე განთავსებულია ვიდეოადაპტერი 512 ნაკადიანი პროცესორით, 8 ROP ერთეულითა და 32 ტექსტურული ბლოკით(GCN-ის 8 მოდული). A10-7700K მუშაობს 3.4GHz სიხშირეზე(Turbo Core 3.0 რეჟიმში 3.8GHz-მდე) აქვს 384 ნაკადიანი GPU, 6 ROT ერთეული და 24 ტექსტურული ბლოკი(GCN-ს 6 მოდულით). მაქსიმალური ენერგომოხმარება ამ პროდუქტების არის 95W. მოდელი A8-7600 მუშაობს 3.3GHz-დან 3.8GHz სიხშირემდე და მასაც აქვს 384 ნაკადიანი GPU.
  22. ვებ სივრცეში გაჟონა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციამ, AMD ამზადებს ახალ მონსტრს სახელად Vesuvius - რომელიც შეიცავს 2 გრაფიკული ბარათის ჩიპს ესენია AMD Radeon R9-290X ორი ასეთი პროცესორი კარგად მოგეხსენებათ რა შედეგს დადებს. ბარათს ექნება 5632 Stream Processor-ი, 352 TMU და 128 ROP დეტალურად მისი სიხშირეების გამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ დაახლოებით ასეთი შედეგი იკითხება AMD Radeon R9-290X X2 (Vesuvius)-ზე რაც შეეხება ფასს როგორც სხვა დეტალები ესეც უცნობია ბუნებრივია, ანალიტიკოსების ვარაუდით მისი ფასი იქნება +-1000$ რადგან 1 ბირთვიანი R9-290X ის ფასი შეადგენს 550$. სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ესაა ცნობილი, რამე თუ შეიცვლება თემაშიც ჩავამატებ
  23. ვებ სივრცეში გაჟონა პერსპექტიული პლანშეტური კომპიუტერის სურათებმა რომლის კოდური სახელი Project Discovery გახლავთ, ამ "ახალ სიტყვას" პლანშეტურ სამყაროში წარმოგვიდგენს კომპანია AMD, მისი სრულფასოვანი პრეზენტაცია შედგება 2014 წლის 7-10 იანვრამდე CES 2014-ის გამოფენაზე. დეველოპერები აღნიშნავენ რომ ეს პლანშეტი იმუშავებს Windows 8-სისტემაზე და გვპირდებიან რომ პროექტი დაჯილდოვდება ინოვაციური დიზაინისა და გამორჩეული ინჟინერული სამუშაოსათვის. ამ დროისთვის ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია ამ პლანშეტის დეტალების შესახებ, მაგრამ ვიზალური კუთხიდან გამომდინარე Project Discovery იქნება Gaming პლანშეტი რომელსაც გააჩნია დამატებითი პერიფერიული გაჯეტები: ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი კონტროლერი და docking-station-ი. კომპანია AMD-ის წარმომადგენლები არ აკეთებენ სრულფასოვან კომენტარს ამ პროექტზე ისინი უბრალოდ აცხადებენ რომ მათი კომპანიის მიზანია ანახოს მსოფლიოს თუ რა სასწაულების მოხდენა შეუძლიო მათ ახალ პროცესორს APU Mullins-ს რომელსაც გამოიყენებს ზემოთხსენებული პლანშეტი. და მართლაც - Win 8-ს ოპერაციული სისტემის მქონე. აწყობილი პასიურად გამაგრილებელ ჩიპზე AMD Mullins - 86x იანი არქიტექტურით. Project Discovery ნამდვილად იმედისმომცემად გამოიყურება. როგორც აქამდე ვახსენეთ პლანშეტური კომპიუტერი უერთდება dock-stations ფირმული DockPort-ის საშუალებით რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ შეუერთოთ მას USB 3.0 და DisplayPort 1.2 აქედან გამომდინარე AMD-ს პლანშეტი თავისუფლად დაუკავშირდება სხვა და სხვა მონიტორებსა თუ პერიფერიულ ტექნიკას. ამის გარდა DockPort-ი საშუალებას გვაძლევს შევუერთოთ პლანშეტს უნიკალური კონტროლერი, რომელიც გადააქცევს Project Discovery-ს პორტატიულ სათამაშო კონსოლად. შეგახსენებთ, რომ პერსპექტიული პროცესორი Mullins-ი წარმოადგენს ულტრა-თანამედროვე ენერგოეფექტურ სისტემას ჩიპზე ტიპიური 2ვატიანი ენერგომოხმარებით. პროცესორი შედგება 2 ან 4 - PUMA ბირთვისგან, ხოლო მისი გრაფიკული ნაწილი წარმოდგენილია ჩაშენებული ვიდეო ამაჩქარებლით რომელიც აწყობილია GCN არქიტექტურაზე. ასევე, ეს ჩიპი იყენებს უსაფრთხოების ფუნქციებს რომელიც დატვირთულია Cortex A5 ბირთვით. Mullins-ის წარმოება მოხდება 28 ნანომეტრიან ტექ-პროცესორზე, ხოლო ამ მიკროსქემის ანონსი შედგება მომავალი წლის პირველ თვეში. Project Discovery-ზე მეტი დეტალების გასარკვევად ჩვენ მოგვიწევს მომავალი წლის პირველ კვარტლამდე მოცდა. ჩემი აზრით საინტერესო პროექტია. ისე სათამაშოდ არ უნდა იყოს მგონი მოსახერხებელი ამხელა პლანშეტის ხელში დაჭერა პლუს თამაში და კონტროლერის ხმარება ცოტა ძნელია
  24. გრძელდება კომპანია AMD ს უახლესი R7 და R9 სერიის ვიდეო ბარათების მიმოხილვა და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ R9 სერიის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი 290X 4GB GDDR5 მეხსიერების ტიპით,რომელმაც საყოვეთაო ყურადღება მიიპყრო , თუ რატომ ამას მიმოხილვაში ვნახავთ. დღეს ჩვენი განხილვის საგანი იქნება AMD ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის PowerColor ის 290X , რომელიც ქარხნულად მცირედ აჩქარებულია 30 MHz ით სხვა მხრივ კი ის სტანდარტული ქარხნული მოდელის ანალოგია. აღნიშნული ვიდეო ბარათი ზამდებულია 28ნმ ტექნოლოგიით Hawaii არქიტეტურაზე , რომელსაც აქვს : 2816 ერთეული Shader ბლოკი , 6200 მილიონი ტრანზისტორი , 512 - bit ინტერფესის მქონე 4096MB ანუ 4GB მეხსიერება . მისი პროცესორის სიხშირეა 1030 MHz , რაც როგორც გითხარით სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით 30 MHz ით მეტია , მეხსიერების სიხშირე კი 1250 MHz ( 6000 MHz GDDR5 ) . ვიდეო ბარათს გააჩნია ისეთი თანამდროვე ტექნოლოგიები როგორიცაა : Direct X11.2 , 3D , CrossFire და AMD ს ექსკლუზიური Mantle ტექნოლოგია , რომლის შესახებაც სულ მალე მივიღებთ ინფორმაციას... მიმოხილვის დაწყებამდე უფრო ახლოს გავიცნოთ 290X . მისი შეფუთვა , რომელშიც შედის : ვიდეო ბარათი , დოკუმნტაცია + დრაივერების დისკი და PCIe ენერგო მიმღები კაბელი . ვიდეო ბარათის სიგძეა 27.5 , ხოლო სიგანე 11 სმ. მისი თქვენს სისტემაზე მოსათავსსებლად საჭიროა სტანდარტული სლოტი დედა დაფაზე . ვიდეო ბარათს აქვს : 2 ცალი DVI , თითო-თითო HDMI და Displayport მაკავშირებლები. ვიდეო ბარათი ენერგიას იღებს 6 და 8 პინიანი PCI-Express ენერგო მიმღებიდან. მას გააჩნია ორმაგი ბიოსი , რაც საკამოდ მოსახერხებელია Overclocking ისთვის. მის გაგრილებას უზრინვეყოფს ერთი ცალი ფანი. ვიდეო ბარათის PCB ს წინა და უკანა მხარე . ვიდეო ბარათის მთავარი გრაფიკული ჩიპი დამზადებულია ტაივანში. დროა გადავიდეთ ტესტებზე . სატესტო სისტემა : გადავიდეთ სხვა სახის ტესტებზე > ენერგო მოხმარება > ფანის ხმაურიანობა საერთო ეფექტურობა სხვადასხვა რეზოლუციაზე > საერთო ეფეტურობა თითოეულ მოხმარებულ ვატსა და თითოეულ გადახდილ დოალრში > ახლა კი ვნახოთ Overclocking ის შედეგი > ტემპერატურა > ამ ვიდეო ბარათის ფასი > 549 ამერიკული დოლარია ახლა კი ვნახოთ ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფით მხარეები : დადებითი მისაღებია ფასი გამომდინარე შედგებიდან შესაძლებელია ძაბვის კონტროლი პროგრამულად აქვს HDMI და Displayport მაკავშირებლები გაუმჯობესებულია Multi-Monitor რეჟიმში მუშაობა აქვს ორმაგი ბიოსი 4GB ვიდეო მეხსიერება გააჩნია AMD TrueAudio ტექნოლოგია რაც იდეალურ ხმას გვაძლევს აუდიო ფაილების მოსმენისას უაყოფითი არის ხმაურიანი ტემპერატურა საკმაოდ მაღალია დატვირთულ რეჟიმში ენერგო მოხმარება ზოგადად ასევე მაღალია არ აქვს VGA პორტი აქვს მცირედი Overclocking საბოლოო შეჯამება და ვიდეო ბარათის შედარება სხვა მოდელებთან : PowerColor ის R9 290X OC ვიდეო ბარათი პრაქტიკულად ანალოგია AMD ს ქარხნული მოდელისა , რომელიც მხოლოდ 30 MHz ით სწრაფია . ვიდეო ბარათი ჯობნის კონკურენტი კომაპნია Nvidia ს ისეთ პროდუქტს როგორიცაა GTX Titan ,რომლის ფასიც ბევრად აღემატება ამ მოდელისას და 1000 ამერიკულ დოლარს შეადგენს , იგი ჯობნის კონკურენტ GTX 780 საც ,რომლის ფასიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა 500 დოლარი , საერთო ჯამში ვიდეო ბარათი თავის ფასთან მიმართებაში ძალიან კარგი პროდუქტია , მიუხედავად იმისა რომ მას საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ახასიათებს დატვირთულ რეჟიმში. ყოველივე ზემოთ გათვალისწინებულისა ვიდეო ბარათს 10 ბალიანი სისტემიდან შვეფასებთ 9 ბალით. ეს კი ვიდეო ბარათის ვიდეო მიმოხილვა > @ FC BARCELONA - Overclockers.GE
  25. წარმოგიდგენთ წინა დღეებში გამოჩენილი AMD Radeon R9-290X-ის უმცროს ძმას AMD Radeon R9-290-ს, ეს ვულკანური კუნძულების პროცესორის მქონე პატარა მხეცი არის AMD-ს ერთ ერთი მთავარი ბერკეტი NVIDIA-ს დასამხობად, მისი "მოსისხლე მტერი" არის NVIDIA GeForce GTX 780. მის უფროსი ძმასთან შედარებით ეს ვიდეო-ბარათი არის +-100$ ით იაფი ხოლო პერფორმანსით მას ნამდვილად არ ჩამოუვარდება რაც ძალიან გაახარებს ენთუზიასთ გეიმერებს რომლებსაც დიდი სახსრები არ გააჩნიათ high-end სისტემის შესაძენად. R9-290 წარმოგვიდგენს N-რაოდენიბით ახალ ფუნქციას როგორიცაა ინტეგრირებული DSP რომელიც წარმოგვიდგენს TrueAudio ტექნოლოგიას, 6 მილიარდიან ტრანზისტორს 438 მმ2 ზე, ასევე 512-bit, 4GB-5.0 Gbps GDDR5 მახსოვრობას, და რა თქმა უნდა Ultra HD ready. ამ ბარათის მომხმარებლებს ასევე ძალიან გაახარებთ ის რომ AMD თანამშრომლობს EA-სთან და ვიდეო დაფას მოჰყვება Battlefield 4 ის ლიცენზიის Deluxe Edition-ს სამივე დამატებით და ყველა ექსკლუზიური კონტენტით. ესეც AMD-ს შედევრი ვიზუალურად შევუდგეთ R9-290-ის დეტალურ განხილვას: პირველ რიგში რა თქმა უნდა ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: R9-290 (Hawaii Pro) * პროცესორების ნაკადი - 2560 * გრაფიკული ბირთვის სიხშირე - 947Mhz * მეხსიერება 4GB GDDR5 512-bit ინტერფეისით * PCI-E 3.0 * Direct X 11.2/OpenGL 4.3/ Mantle ესეც ძმების ტექნიკური მახასიათებლების თვალსაჩინო შედარება სულ ეს არ არის, ასევე AMD გვთავაზობს საინტერესო ინოვაციას მათ პროდუქტში ეს არის PowerTune (NVIDIA-ს Boost Technology-ს ტყუპისცალი) რომელიც ფაქტობრივად ბოლომდე "წურავს" ვიდეოდაფას და იყენებს ყველა მის რესურსს საუკეთესო შედეგისთვის. ამ ტექნოლოგიის დახმარებით ბარათი თავისით გააკონტროლებს ტემპერატურას ვოლტაჟს და ბარათის სიხშირეებს პერფორმანსის გასაუმჯობესებლად. ცოტა რამ True Audio-ს შესახებაც, უამრავი ენთუზიასთი გეიმერის (რომელთაც უკვე აქვთ Sound ბარათები) კრიტიკის მიუხედავად AMD-მ გარისკა და ჩადო ეს ტექნოლოგია ვიდეობარათებში რამაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ინფორმირებულ საზოგადოებაზე. ცოტა რამ ენერგომოხმარებაზეც - ვიდეობარათის მაქსიმუმი არის 250w. R9-290 სრულ დათვირთვაზეც კი იყენებს 250ვატამდე ენერგიას რაც არის იდეალური მაჩვენებელი , მისი "IDLE" ენერგომოხმარება არის 10 ვატი ხოლო პერსონალური კომპიუტერის "ძილის რეჟიმში" ვიდეოდაფა მოიხმარს მხოლო 3 ვატს. მას აქვს 2 შესაერთებელი კვების ბლოკთან 6 პინიანი და 8 პინიანი. ახლოდან თუ დავაკვირდებით ვიდეო ბარათს აქვს პატარა BIOS-ის გადამრთველი ერთი მხარე წარმოადგენს - *Quiet Mode-ს რომელიც არის განკუთვნილი ოპტიმალური კონფიგურაციისთვის - თუ თქვენ არ ხართ ენთზიასთი მოთამაშე და დიდად არ ინტერესდებით სათამაშო პროცესით და მისი დეტალებით ეს ფუნქცია თქვენთვისაა ხოლო მეორე მხარეს გვაქვს: * Uber Mode- უმაღლესი ხარისხი-პერფორმანსი, გეიმერები სრულ სიამოვნებას მიიღებენ სათამაშო პროცესისგან (განსაკუთრებით რეკომენდებულია რამდენიმე მონიტორიან სისტემაზე) ტემპერატურა: წარმოგიდგენთ ვიდეო ბარათის ტემპერატურას დაუტვირთავ რეჟიმზე მრავალწერტილი... დატვირთულ რეჟიმზე ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ბარათის უარყოფით მხარედ, უსიტყვოდაც გასაგებია რომ ვიდეო ბარათი არის ფეჩი.. ახლა კი გადავიდეთ ამ თემის ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილზე- ესაა Benchmarking-ი და ვიხილოთ ვიდეო ბარათის შესაძლებლობები თამაშებში 1. Hitman Absolution DX11 DirectX 11 High Quality settings 2x MSAA 16x AF ვხედავთ რომ 290 თავისი მოწოდების სიმაღლეზეა, ნამდვილად კარგი შედეგია ამ ბარათისთვის ის არამარტო 780-ს არამედ ტიტანსაც მშვენიერ კონკურენციას უწევს 2. Tomb Raider DX11 ამ ორთაბრძოლაში კი ტიტანი იმარჯვებს ხოლო 780 ისევ აუტსაუდერია. 3. Battlefield 3 DX11 Ultra mode 4x MSAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker 4. Metro: Last Night DX11 5. Crysis 3 DX11 DirectX 11 Very High Quality settings FXAA Enabled Welcome to the Jungle level DX11: 3DMark 11 DX11: 3DMark 2013 და რა თქმა უნდა Ultra HD-ს შედეგები .. + ვიდეო ბარათი არის იაფი, თამაშებში აქვს იდეალური შედეგი, მოიხმარს მცირე რაოდენობით ენერგიას, აქვს უამრავი ინოვაციური ტექნოლოგია, მოჰყვება Battlefield 4 Deluxe Edition-ი. - არის ძალიან ცხელი 100% იან ფანზე აქვს ტრაქტორის ხმა ვიზუალურად არ გამოიყურება კარგად. შეფასება: 8.8
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.