Viber კარგად ცნობილი აპლიკაციაა თანამედროვე სმარტფონების მფლობელებისთვის, მისი საშუალებით ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია
დავურეკოთ, გავუგზავნოთ ტექსტური თუ მულტიმედია შეტყობინება Viber-ს სხვა მომხმარებლებს სრულიად უფასოდ
რეგიტრაციას ფაქტიურად არ საჭიროებს, ტელეფონზე დაყენების შემდეგ ინტეგრირდება კონტაქტების წიგნში და თუკი ვინმე თქვენი კონტაქტებიდან Viber-ის მომხმარებელია, ავტომატურად დაემატება თქვენს Viber-ის კონტაქტებს,
ცოტა ხნის წინ გამოვიდა ვერსია დესკტოპური ოპერაციული სისტემებისთვის (Windows, Mac), აქაც საჭიროა მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითება და შემდეგ მითითებულ ნომერზე მოსული დასტურის კოდის შეყვანა, თქვენი Viber კონტაქტები უკვე კომპშიც იქნება და მათთან კავშირის დამყარებას კომპიუტერიდანაც შეძლებთ, დესკტოპ ვერსიას აქვს ვიდეოზარის ფუნქციაც (ჯერ ბეტა).
პროგრამა აბსოლუტურად უფასოა, მისი გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან
VIBER.COM
(Windows ვერსიამ რომ იმუშაოს, საჭიროა თქვენს ტელეფონზე გეყენოთ Viber)