ხალხნო მინდა ვიდეოკარტის ენერგომოხმარება დავწიო კვების გამო, ვერ ერევა მგონი კვება და დროებით რო დავიცვა Undervoltage მინდა გავუკეთო და მის შესაბამისად Underclock-იც.
ხოდა, ვის რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ, რა პრინციპით და რამდენი პროცენტით შევამცირო ეს ყველაფერი მირჩიეთ რა.
EVGA Precision X 4.1-ით 20%-ით დავაგდე GPU clock და Memory clock (სურათზე ნახეთ) და ვოლტაჟი მაქსიმალურად დავადაბლე 0.825-მდე.
ერთი სიტყვით კარგად მაქვს გაკეთებული ყველაფერი?
რაიმე ზიანს ხო ვერ მიაყენებს ეს ვიდეოკარტას (მაქსიმუმ არასტაბილურობა შეიძლება გამოიწვიოსო უცხოურ ფორუმებზე მოვკარი თვალი).
ხო კიდე როგორ გავაკეთო რო სტაბილური და უსაფრთხო მონაცემები სამუდამოდ დავუტოვო, ანუ პრესიჟენის გამოყენების გარეშე რომ ჰქონდეს ეს სიხშირეები და ვოლტაჟი