Search the Community
Showing results for tags 'Turtle Rock Studios'.
-
კომპანია 2K Games-მა დაანონსა კო-ოპერატიული შუთერის Evolve-ის რელიზის ზუსტი თარიღი. როგორც ცნობილი გახდა თამაში გამოვა 21 ოქტომბერს. "კო-ოპერატიული და შეჯიბრებითი მულტიპლეიერის ნაზავი, გუნდი ოთხი მონადირისგან და მოთამაშის მიერ მართვადი მონსტრ სხვა პლანეტაზე შორეულ მომავალში - ეს ახალი თამაშია Evolve, Turtle Rock Studios-სგან, Left 4 Dead-ის შემქმნელებისგან. თამაშში იქნება რამდენიმე სახის მონსტრი, მონადირე, სათამაშო რეჟიმი და ათ რუკაზე მეტი", - ნათქვამია თამაშის ოფიციალურ აღწერაში. "ითამაშეთ მონსტრით, გამოიყენეთ გარეული ცხოველების შესაძლებლობები და ინსტინქტები, მოკალით ადამიანები, ან ამჯობინეთ მონსტრს ოთხიდან ერთი მონადირე: მონადირე, მხარდაჭერა, თავდამსხმელი ან მედიკოსი. გაერთიანდით, რომ გაანადგუროთ მონსტრი პლანეტა შეარზე, სადაც ფლორა და ფაუნა ისევე სახიფათოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე მონსტრისთვისაც. მიიღეთ ლეველები და გახსენით ახალი მონადირეები და მონსტრები, ასევე აფგრეიდები, პერკები და სკინები. გამოიმუშავეთ თქვენთვის საუკეთესო მონადირის ან მონსტრის დიდება". Evolve-ს რელიზი შედგება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე. სურათები ვიდეოები ოფიციალური საიტი : http://evolvegame.com/