Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'TBA'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. 2K Games ოფიციალურად რამოდენიმე დღის წინ ტვიტერის საშუალებით დაანონსა მაფია 3 ჯერ ინფორმაცია არავითარი ინფორმაცია არ არის როდის გამოვა და რა პლატფორმებზე ასევე თამაშის სიუჟეტიც (იტალიური მაფია აღარ იქნება თამაში როგორც სურათის მიხედვით ივარაუდენ ) არაა ცნობილი ყველაფერი ეს და თამაშის ტრეილერი 5 აგვისტოს 4 საათზე გახდება ცნობილი ასე რომ დაველოდოთ ოფიციალური საიტი: https://mafiagame.com/
  2. Avalanche Studios-მა ოფიციალურად დაანონსა Just Cause 3, თამაშის მთავარი გმირი ისევ აგენტი რიკო როდრიგესი იქნება რომელსაც აგზავნიან სახელწიფო მედიჩიში რომელსაც სათავეში უდგას დიქტატორი გენერალ დი რაველო და რიკოს მისი ლიკვიდირება მოუწევს, თამაშს არ ექნება მულტიპლეერის მხარდაჭერა, თამაში 2015 წელს გამოვა ზუსტი თარიღი უცნობია თამაში გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და PC-ზე,ასევე არ არის ვიდეო თუმცა სტუდიამ განაცხადა რომ ის მალე გამოჩნდება ინტერნეტში გაჟონილი სქრინები
  3. free to play თამაში APB დაანონსდა ახალი თაობის კონსოლებზე PS4 სა და XBOX ONE ზე. კონსოლებზე APB -ს პორტირება დაიწყება 2015 წლის მეორე ნახევრიდან და ის შეინარჩუნებს PC ვერსიის პლიუსებს. XBOX ის მომახრებლებს დაგჭირდებათ Xbox Live Gold ის გამოწერა ხოლო PS4 ის მომხარებლებს უბრალოდ ტამაშის დატესტვა. ახალი თაობის კონსოლებზე პორტირებაზე მუშაობს Workshop Entertainment -ი რომელსაც მხოლოდ ეს პროექტი არ აქვს გეგმაში ისინი ქმნიან The Evil Within და Borderlands 2 expansion -ს APB: All Points Bulletin ორიგინალური ვესია PC ზე იქნა გაშვებული 2010 წელს და ან არც თუ ცუდი პოპულარობა მოიპოვა პერსონალური კომპიუტერის მომხარებლებში. შემქნელებს სწორედ ეს აიმედებთ, რომ მათი ახალი თაობის კონსოლური ვერსიაც წარმატებული იქნება. APB ს მოვლენები ვიტარდება არცთუშორ მომავალში ქალაქ San Paro ში სადაც ქუჩის ბანდები ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლების მოპოვებაში. თამაშში შესაძლებელია 50 კაციანი ბანდა 50 კაციანი ბანდას დაუპირისპირდეს და სრული საგიჟეთი გამართონ ქალაქის გუჩებში (ეს ყველაფერი კი ონლაინში ხდება რაც თამასს ორმაგ ხიბლს ძენს) გთავაზობთ თამაშის თრეილერს
  4. კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა Resident Evil: Revelations 2-ის პირველი თრეილერი გეიმფლეის ეპიზოდებით. რგოლში შემქმნელებმა გვაჩვენეს სიუჟეტური ხაზის კვანძი. თამაში მოვლენები განვითარდება Revelations-ის და რაქუნ სითის მოვლენების შემდეგ. მოთამაშეები აღმოჩნდებიან იდუმალ კუნძულზე მიტოვებულ იზოლატორში, რომელიც სავსეა მონსტრებით. კლერ რედფილდმა რომელიც არის თამაშის მთავარი გმირი და მორია ბერტონმა უნდა იმუშაონ ერთად, რომ გამოაღწიონ იზოლატორიდან ცოცხლებმა და გაარკვიონ თუ ვინ მოიტაცა ისინი. Resident Evil: Revelations 2 გამოვა ეპიზოდებათ. თამაშს ექნება 4 ეპიზოდი, რომელთაგან თითოეულს ექნება დამაინტრიგებელი კვანძი და სიუჟეტური ხაზის მოულოდნელი გადახვევები. რელიზი დაგეგმილია 2015 წლის დასაწყისში.
  5. Campo Santo-მ გამოაქვეყნა თავისი ახალი თამაშის - Firewatch-ის 9 წუთიანი გეიმფლეი. თამაში წარმოადგენს სათავგადასავლო თავსატეხ თამაშს, რომლის მთავარი გმირიც არის მეხანძრე ჰენრი. მოვლენები განვითარდება ვაიომინის ტყეებში 1989 წლის ზაფხულში. შემქმნელებს სურთ მოუყვნენ გეიმერებს "დეტექტიური ისტორია" ღია მსოფლიოს და მოვლენების ბევრი სხვადასხვანაირი ვარიანტების განვითარების საშუალებით. გუნდის სიტყვების მიხედვით, მოთამაშეების მოქმედებებს მოყვებათ შედეგები და თითოეული ნივთი შეიძლება გახდეს ინფორმაციის მთავარი წყარო. ჰენრის ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან წარმოადგენს რაცია და მისი უფროსი დელაილა. როგორც შემქმნელებმა აღნიშნეს, ინფორმაციების დიდ ნაწილს გეიმერები მიიღებენ მათი საუბრისას. ამავდროულად მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობები, რომ ესაუბრონ თავიანთ უფროსს. Firewatch-ის რელიზი დაგეგმილია PC-ზე, Mac-ზე და Linux-ზე. თამაში 2015 წელს გამოვა.
  6. კომპანია Atari-მ გამოაქვეყნა Alone in the Dark: Illumination-ის პირველი თრეილერი. თამაში წარმოადგენს ჰორორის კლასიკური სერიის გადატვირთვას. Alone in the Dark: Illumination იქმნება Unreal Engine 4-ის ძრავაზე. თამაშს ექნება კო-ოპერატიული რეჟიმი 4 სხვადასხვა კლასის პერსონაჟებით: მონადირე, კუდიანი, ინჟინერი და მღვდელი. ცხადია, რომ მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 4 კაცად და გაემგზავრონ ქალაქში, სადაც მეფობს ზებუნებრივი ძალა, ცნობილი როგორც "ბნელეთი". თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია Pure, ახალი სტუდია, რომლის თანამშრომლების რიცხვში შედიან Dead Island 2-ის, Bioshock: Infinite-ის და Battlefield 2-ის შემქმნელები. Alone in the Dark: Illumination-ის რელიზი დაგეგმილია 2014 წლისთვის.
  7. ახაი ნექსთჯენ Dungeon crawl ტიპის RPG ქაფქომისგან (Capcom Online Games SCE Japan Studios). თამაში ექსკლუზიურად PS4-ისთვის იქნება და სავარაუდოდ 2015 წელს გამოვა, ამჟამად რელიზის ზუსტი თარიღი უცნობია. სიუჟეტი 2094 წელს ნიუ იორკში იწყება სადაც მთავარი გმირი მაგიურ არტეფაქტს პოულობს და მასთან შეხების შემდეგ ტელეპორტირდება შორს წარსულში სადაც ციხესიმაგრეთა გამოკვლევა და მონსტრებთან გამკლავება უწევს, რაც დიაბლოს ტიპის სისტემას წააგავს. მოთამაშეს უწევს სხვადასხვა არტეფაქტების შეგროვება, შეუძლია სხვადასხვა იარაღის, მაგიის გამოყენება. თამაში Single-player-ის გარადა ექნება Multiplayer რეჟიმიც, რომელიც Dark soul-ის ანალოგი იქნება. ოფიციალური გვერდი: http://www.d-down.jp/pc/ ინტერვიუ & გეიმფლეი
  8. Sony-მ დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Hollowpoint. მოთამაშეებს სთავაზობენ კო-ოპერატიულ ექშენს შესაძლებლობით, რომ უთავოთ, აიყვანოთ და გაწრთვნათ პოლიციელები. შემქმნელების სიტყვების მიხედვით თამაშში იქნება ბევრი ტაქტიკური შესაძლებლობა და გეიმფლეი ორგანზომილებიანი პლათფორმერის ელემენტებით და სამგანზომილებიანი შუთერით. გეიმერები მთავარი მიზანი იქნება შექმნან ყველაზე სახიფათო და საპატივცემულო ორგანიზაცია 22-ე საუკუნეში. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მისიების მთელი ჩამონათვალი, სქილების სისტემა, იარაღების დიდი არსენალი და მოწყობილობები. ყველა მისია გენერირდება შემთხვევით, რაც საშუალებას იძლევა გეიმფლეის გამრავალფეროვნებისა როგორც სხვადასხვა ლოკაციებით, ასევე დავალებების კომბინაციებით. შექმნით დაკავებულია სტუდია Ruffian Games, რომელმაც ადრე შექმნა Crackdown 2. გამომცემელი იქნება კომპანია Paradox Interactive, რომელიც თამაშს გამოუშვებს ჯერ PS4-ზე და მერე სხვა პლათფორმებზე.
  9. Overkill Software-მა რომელიც არის Payday 2-ის შემქმნელი დაანონსა თავისი ახალი პროექტი სახელწოდებით Overkill’s The Walking Dead. გუნდმა გამოაქვეყნა პატარა ტიზერი, რომ მოეხდინა თავისი ახალი თამაშის ატმოსფეროს დემონსტრირება. გუნდი თანამშრომლობს "მოსიარულე მკვდრების" სერიის შემქმნელთან რობერტ კირკმანთან და მის სტუდიასთან - Skybound. თამაში უნდა გახდეს კო-ოპერატიული შუთერი, ჰორორით და სურვაივალით, რომლის მოვლენების განვითარდება უახლოეს მომავალში. "თამაშში აქცენტი გაკეთებული იქნება გეიმფლეიზე, მძვინვარე გეიმფლეი, რომელიც უარყოფს თამაშების ინდუსტრიის ტრადიციულ მოდელს ქაოსში. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პირდაპირ თქვენთან გამოიგზავნება და ამჯერად თამაში იქნება დიდი - არ ღირს მარტო სიარული", - აღნიშნა ბო ანდერსონმა, რომელიც არის სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. შემქმნელები თამაშს გააკეთებენ კომიქსების მოვლენების მიხედვით და არა ტელესერიალის მიხედვით. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წელს. Overkill's the Walking Dead გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და შეიქმნება Diesel Engine-ზე, რომელზეც გამოვიდა Payday 2.
  10. GAMESCOM 2014: KOJIMA WANTS SILENT HILLS TO 'MAKE YOU S**T YOUR PANTS' Genre: Adventure Publishers: Sony Computer Entertainment, Konami Developers: 7780s Studio,Kojima Productions ჰიდეო კოჯიმამ შემოგვთავაზა სიურპრიზი, რომელსაც პირადად მე ძალიან მაგრად ველოდები ცოტათი ადრე PSN-ში გავრცელდა დემო, Playable Teaser- P.T. რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ახალი Silent Hill თამაში იქნება Fox Engine-ზე ესეც ტიზერი http://www.ign.com/videos/2014/08/13/ign-plays-silent-hills-the-playable-teaser ესეც თვითონ Playable Teaser- P.T.
  11. Capcom-მა დაანონსა ორიგინალი სრულიად გადამუშავებული ახალი პლათფორმებისთვის Resident Evil-ის რელიზი. Resident Evil Remastered წარუდგენს ფანებს კლასიუკურ გეიმფლეის HD ხარისხის გრაფიკით. შემქმნელები პირდებიან გეიმერებს წარუდგინონ 1920 x 1080 გაფართოვების გრაფიკა და 5.1. ხმის მხარდაჭერა. მოთამაშეებს შეეძლებათ აირჩიონ სურათის ფორმატი - 4:3 თუ 16:9 და კიდევ უამრავი ინოვაცია. Screenshots ლეგენდარული ჰორორის პირველი ნაწილის რელიზი შედგა 1996 წელს Sony PlayStation-ზე. შემდეგ თამაში სხვა პლათფორმებზეც გამოუშვეს. სურათებიდან გამომდინარე, შემქმნელებმა აირჩიეს Resident Evil-ის ვერსია Gamecube-სთვის, რომლის მიხედვითაც გამოვა Remastered ვერსია. ახალი გამოცემა კლასიკური თამაშისა შედგება PC-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. თამაში გამოვა ციფრული სახით 2015 წელს.
  12. 2007 წლის თამაშის Unreal Tournament 3-ის გაგრძელება ოფიციალურად დაანონსდა წინა თვეში, როგორც წინა მორბედებიც, ეს თამაშიც სრულიად უფასო იქნება. შექმნა ადრეულ სტადიაშია. @UnrealTournament
  13. ეს კოსმოსური კომბატის სიმულატორი ალბათ ყველაზე ამბიციური პროექტია უახლოეს წლებში. 2012 წელს წარმატებულად დაფინანსდა Kickstarter-ზე 2.1$ მლნ.-ით, მაგრამ თამაშის დაფინანსება დღესაც გრძელდება და 46$ მლნ.-ს არის გადაცილებული საერთო ბიუჯეტი. თამაშის დირექტორი კრის რობერტსი ცნობილია Wing Commander-ის შექმნით, რომელიც 90-იანების კოსმოსური სიმულატორია, იგი უძღვებოდა ასევე Freelancer (2003)-ის შექმნას, რომლის სულიერი გამგრძელებელიც სწორედ Star Citizen იქნება. თამაში იქმნება ძლიერად მოდიფიცირებულ CryEngine-ზე. იქნება ერთი დიდი სამყარო, რომელიც მუდმივად განვითარდება დეველოპერის მიერ. მოთამაშეები არ იქნებიან გაყოფილები სხვადასხვა სერვერებით, მატჩების ორგანიზატორი ავტომატურად დააკავშირებს მათ. გარდა კოსმოსური კომბატისა და ვაჭრობისა, თამაშში შედის კიდევ რამდენიმე ქვე-თამაში: იქნება პლანეტების გამოკვლევის შესაძლებლობები, ერთპირიანი სროლის მექანიკა, ერთპირიანი მისიები Squadron 42-ის შესახებ. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წლისთვის, მაგრამ პროექტის მხარდაჭერებისთვის დეველოპერი უშვებს სხვადასხვა მოდულებს, რომელთაგანაც უკანასკნელი Arena Commander-ია სადაც მოთამაშეებს პირველად შეუძლიათ გამოსცადონ ხომალდები: თამაშს მხოლოდ ერთხელ იყიდით და სამუდამოთ ითამაშებთ, ანუ არც უფასო მიკროტრანზრაქციებით და არც გამოწერადი არ იქნება. ექნება Oculus Rift-ის მხარდაჭერა, გამოვა Linux-ზეც და არასდროს არ გამოვა კონსოლებზე, კრის რობერტსის თქმით, რადგან თამაშის პროცესს არ გაამარტივებენ კონტროლერებისთვის და ასევე ამჟამინდელი კონსოლების აპარატურაც ვერ აკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებებს. @RobertsSpaceIndustries
  14. რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა ეს თამაში: უფასო იქნება (Free-to-play), თამაშის პროცესით Team Fortress 2-ს ემგვანება. @VG247
  15. ეს თამაში რამდენიმე თვის წინ დაანონსდა: პოლონელი დეველოპერი The Farm 51 (ცნობილი Painkiller: Hell & Damnation-ითა და NecroVisioN-ით), გვპირდება რევოლუციურ შუთერს. თამაში იყენებს 3D სკანირების ახალ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც თამაშში შემავალი თითოეული დონე ნამდვილი ერთეულიდან იქნება სკანირებული. თამაშის სიუჟეტი კი ორი პიროვნების დაპირისპირებაზე იქნება. დეველოპერი ოფიციალურ გვერდზე საუბრობს ერთიან თამაშზე, ბარიერის გარეშე ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმებს შორის (რაც უკვე ვიხილეთ Watch Dogs-ში და Need for Speed Rivals-ში). თქვენ არ გეცოდინებათ ნამდვილ პიროვნებას ებრძვით თუ ხელოვნურ ინტელექტს. თამაშს ექნება Oculus VR-ის მხარდაჭერა და შეძლებთ სხვადასხვა ვირტუალური რეალობის გამოკვლევას მისი დახმარებით. @TheFarm51
  16. ეს თამაში E3 2014-ზე დაანონსდა და ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ Rainbow 6: Patriots გაუქმდა, რადგან Ubisoft-ის თქმით, იგი ახალი თაობის კონსოლების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. @GameSpot Siege კი ორიენტირებულია 5v5 რეჟიმზე, სადაც სპეცრაზმმა უნდა გაათავისუფლოს მძევალი ბანდიტებისგან. თამაში გამოირჩევა ნგრევადი გარემოთი. თამაშს ექნება ერთპირიანი კამპანია, მაგრამ უცნობია თუ როგორ იქნება იგი იმპლიმენტირებული. @Ubisoft
  17. E3 2014-ზე ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში: https://www.youtube.com/watch?v=teH5Oowj-J8 პროექტს უძღვება Yager Development, რომელიც ასევე ქმნის Dead Island 2-ს და წარსულში ცნობილია Spec Ops: The Line-ით. როგორც ჩანს, 130 პერსონალიანი სტუდია ბერლინში საკმაოდ დაკავებულია. მოთამაშეებს მოუწევთ მასიური ხომალდების გაკონტროლება, იქნება მათი კოსტუმიზაცია, კლასები და ქვე-კლასები. თამაშის პროცესი იქნება დაძაბული, ტაქტიკური გრძნობით, დეველოპერის თქმით. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს, გამოსვლამდე იქნება ღია-ბეტა ტესტირება. თამაში იქნება უფასო სათამაშო (Free-to-play). თამაშის პროცესის ვიდეო E3-დან: @GreyBox
  18. ეს თამაში წინა წელს VGX 2013-ზე დაანონსდა: იგი იქმნება Hello Games-ის მიერ, რომელიც შედგება ოთხი პერსონალისგან (მაგრამ ამ პროექტისთვის კიდევ რამდენიმე დეველოპერი დაიქირავეს). თამაშის სამყარო გენერირდება პროცედურულად, ანუ იგი თავისით იქმნება და არა დეველოპერის მიერ. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ სამყაროები, პლანეტები, ქმნილებები და გაუზიარონ სხვებს. თამაში პირველად PS4-ზე გამოვა და მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზეც, დეველოპერის თქმით. E3 2014-ის ვიდეო: @HelloGames
  19. Inside წარმოადგენს, დამოუკიდებელი დეველოპერის, Playdead-ის ახალ თამაშს, რომელმაც შექმნა ცნობილი შავ-თეთრი 2D პლათფორმერი Limbo. თამაში გამოვა 2015 წლის პირველ კვარტალში, პირველად Xbox One-ზე. მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზე და სხვა პლატფორმებზეც. E3 2014-ის ტრეილერი: @Playdead
  20. ამ თამაშის მოქმედებები ვითარდება Metal Gear Solid V: Ground Zeroes (1974/1975)-ის მოვლენების შემდეგ და ორიგინალ Metal Gear (1995)-მდე. მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს დიდი ბოსი (Big Boss). კოჯიმას თქმით, კონტენტის მოცულობა 200 ჯერ დიდი იქნება Ground Zeroes-თან შედარებით, რომელიც ამ თამაშის პროლოგი იყო. თამაში იქმნება Fox Engine-ზე. ტექნოლოგიურად იგი შთამბეჭდავი იქნება, ღია სამყარო, დღე-ღამის მონაცვლეობა, ჭკვიანი A.I., რეალისტური პერსონაჟები, დახვეწილი ანიმაციები და ა.შ. E3 2014-ის ოფიციალური ტრეილერი: 30 წუთიანი ოფიციალური დემო E3-დან: @Wikipedia
  21. Killer is Dead, No More Heroes და Lollipop Chainsaw-ის შემქმნელებმა E3-ზე დაანონსეს ახალი პროექტი. სტუდია Grasshopper Manufacture-ის ახალი პროექტი იქნება საკმაოდ საინტერესო ექშენი Let It Die. მოთამაშეებს მოუწევთ მოკლან ერთმანეთი სხვადასხვა იარაღების მთელი ჩამონათვალით, დაწყებული ბეისბოლის ბიტებით დამთავრებული ცეცხლსატყორცნებით. ახალი თამაში იქნება სრულიად ონლაინში და გამოვა უფასოდ. რელიზი დაგეგმილია ექსკლუზიურად PlayStation 4-ზე.
  22. კონფერენციაზე დაანონსდა ახალი თამაში Lara Croft and the Temple of Osiris, რომელსაც ქმნის Crystal Dynamics. ეს არის 4 ადამიანზე გათვლილი კო-ოპერატიული შუთერი, რომელიც გახდება Lara Croft and the Guardian of Light-ის გაგრძელება. გეიმერები მოირგებენ მთავარი გმირის როლს ან მისი მეგობრის - არქეოლოგ კარტერ ბელის, რომ გამოიკვლიონ უძველესი ეგვიპტის საიდუმლოებები. Lara Croft and the Temple of Osiris გამოვა PC, PS4, Xbox One პლათფორმებზე.
  23. ახალ სერიაში მოქმედება განვითარდება არა კუნძულზე არამედ შტატ კალიფორნიაში,თამაში შექმნილია Unreal Engine 4 ძრავაზე,თამაშს ექნება 8 კაციანი Co-Op თამაში გამოვა PC,PS4,Xbox One-ზე 2015 წლის გაზაფხულზე https://www.youtube.com/watch?v=ST262ZbNcos
  24. გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2015 წლის დასაწყისი მეტ ინფორმაციას შემდეგ დაწერენ პლატფორმებიც არაა ჯერ ოფიციალურად ცნობილი
  25. კომპანია Crytek-მა კიდევ ერთი ახალი თამაში დაანონსა სახელად Hunt: Horrors of the Gilded Age. ახალი პროექტი წარმოადგენს კო-ოპერატიულ ექშენს მესამე პირიდან, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტები გახდება ბრძოლა ბოსებთან. მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 4 კაციან გუნდში და გაემგზავრონ ბნელ სამყაროში, რომელიც სავსეა მითებით და ზღაპრებით. მოთამაშეები შიეტყობენ, თუ რამდენად მართალია ლეგენდები და შეეჩეხებიან საშინელ ბოროტებას. "Hunt: Horrors of the Gilded Age-ში მოთამაშეებს მოუწევთ დათვალონ ყოველი ტყვია და გამოიყონენ ყოველი დახმარება ღრმა ბნელ სამყაროში, რომელიც ჩვენ შევქმენით. თავდაპირველად ჩვენ $#^#(|ადეთ მთელი ჩვენი ფანტაზია წარმოგვეჩინა, რომ გვესიამოვნებინა Hunt-ის ყოველი მოთამაშე გეიმპლეის ახალი, საინტერესო და მდიდარი შესაძლებლობებით", - განაცხადა დევიდ ადამსმა, Crytek USA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. მოქმედება მიმდინარეობს 19-ე საუკუნეში, სადაც ყოველი ზღაპარი და ლეგენდა ეფუძნება რეალურ ფაქტს. მოთამაშეებს მოუწევთ მოირგონ შეიარაღებული მონადირის როლი, რომ გაემგზავრონ სასიკვდილო ტერიტორიაზე და შეხვდნენ იდუმალ არსებებს. შემქმნელები შეგვპირდნენ, რომ დაამატებენ კონტენტის გენერაციის სპეციალურ სისტემას, რაც თამაშში შეიტანს წარმუდგენელ მრავალფეროვნებას. Hunt: Horrors of the Gilded Age-ში ყოველი მონსტრი და ყოველი ლოკაცია იქნება უნიკალური. Hunt: Horrors of the Gilded Age-ის რელიზი იგეგმება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე. შემქმნელები გეგმავენ დაიწყონ დახურული ბეტა-ტესტირება უკვე მიმდინარე წელს და სთავაზობენ მსურველებს, რომ დატოვონ განცხადება ოფიციალურ საიტზე. კომპანია ასევე აპირებს, რომ თამაში მიიტანოს E3-ის გამოფენაზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.