ალბათ უმრავლესობას ემახსოვრება ტკბილი,ბედნიერი 90-ანი წლები თუ როგორც არის და მასთან ერთად Sega-ს სათამაშო კონსოლები რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებშიც. ეხლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია რო კომპანია უშვებს ნოუთბუქების ხაზს ტკბილი წარსულის გასახსენებლად() და ნოსტალიების აღმოსაფრქვევად(), ისინი გაფორმებული იქნებიან Sega Mega Drive, Saturn, Dreamcast, 16-bit და სხვა ლოგოტიპებით.
ნოუთბუქები მიიღებენ 15,6 დიუმიან Full HD გაფართოების დისპლეის, ინტელის პროცესორს Intel Ivy Bridge ოჯახის (Pentium 2020M, Core i3-3210M, Core i7-3630QM), HDD-ს ან SSD-ს მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 4GB-დან 8GB-მდე მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებას,DVD ან Blu-ray დისკწამყვანი, მოწყობილობა იქნება Windows 8 ოპერაციულ სისტემაზე. აშშ-ს ბაზარზე მისი ფასი იქნება 1076-დან 2094 ამერიკულ დოლარამდე.
ლეპტოპის გარდა კომპანია Sega ასევე ფანატებს სთავაზობს Dreamcast-ის ჩანთას("ჩემოდანს"), 16-bit-ის ქამარს და Saturn-ის ბეჭედს.
ოფიციალური წყარო http://chinese.vr-zone.com/51865/sega-dont-sell-console-anymore-but-they-do-notebook-this-time-02152013/