ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, გავრცელდა ჭორი, რომ ჰოლივუდის მეორე ვარსკვლავი, რომელიც Quantic Dream-ის ახალი თამაშის, Beyond: Two Souls-ის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას, უილიამ დეფო (Willem Dafoe) გახლავთ.
თუმცა, მხოლოდ დღეს, კომპანია Sony-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დეფომ მართლაც შეასრულა ფისქოლოგიური თრეილერის ერთ-ერთი გმირის როლი. აქვე შეგახსენებთ, რომ მთავარი პერსონაჟი ჰოლივუდის კიდევ ერთმა მსახიობმა, ელენ პეიჯმა განასახიერა.
[media=]
თამაში გოგონას ცხოვრების 15 წელს მოიცავს და გვიჩვენებს თუ როგორ ცხოვრობს ის თავის არა ადამიანურ შესაძლებლობებთან ერთად და ანვითარებს მას. ჯოდის ჰყავს მრჩეველი - მეცნიერი ნეიტან დოკინზი, სწორედ მისი როლი მოირგო ბატონმა დეფომ. მოთამაშეს მოუწევს უამრავი დავალების შესრულება და იდუმალ სულთან, ეიდენთან კავშირის ახსნა.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც თამაშის წინასწარ შეკვეთას გააფორმებს, საჩუქრად Beyond: Two Souls Special Edition-ს მიიღებს.
პროექტის რელიზი 2013 წლის 8 ოქტომბერს შედგება, პლატფორმა - PS 3.