Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'PS4'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. Overwatch არის მომავლის პირველი პირის შუთერი Blizzard Entertainment-სგან. მის შესახებ ცნობილი გახდა BlizzCon 2014-ზე. თამაში წარმოადგენს კოოპერატივს სხვადასხვა „გმირების“ მონაწილეობით. თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობა და ფუნქცია აქვს რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია თამაშის პროცესში. თამაშის პროცესში გვხდება ორი ექსვი მოთამაშისგან შემდგარი დაპირისპირებული გუნდი. თითოეული მოთამაშე ირჩევს არსებული რამდენიმე გმირიდან ერთერთს (რომლის გადაცვლა თამაშის პროცესსშიც შესაძლებელია) მათი როლის და შესაძლებლობის გათვალისწინებით. არსებობს პერსონაჟების ოთხი კლასი Offense -მაღალი შეტევითი პოტენციალით და სისწრაფით. ბალანსისთვის ასეთი ტიპის გმირებს აქვთ მცირე ე.წ hit point-ები. Defense - მისი ფუნქციაა დაიცვას თამაშში არსებული სპეციალური ადგილები და შექმნას თავდაცვითი წერტილები. Tank - პერსონაჟს შეუძლია ყველა სხვა პერსონაჟზე მეტი დაზიანების მიყენება. გამოირჩევიან მაღალი სიცოცხლისუნარიანობით. მათ შეუძლიათ მტრის გუნდს მიაყენონ მაღალი დაზიანება და გამოიწვიონ არეულობა მათ შორის. Support - პერსონაჟების მიზანია გაუძლიერონ შესაძლებლობები (სიცოცხლე, დაზიანების ძალა და ა.შ) თავისი გუნდის წევრებს და პირიქით შეუსუსტონ ეს ფუნქციები მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს. მათ არ შეუძლიათ თვითონ მიაყენონ ფატალური დაზიანება მოწინააღმდეგეს მაგრამ ამის გაკეთებაში თანაგუნდელებს დიდი დახმარებას უწევენ. არსებობს სულ ოთხი თამაშის რეჟიმი (Game modes) Assault- გუნდები თავს ესხმიან მოწინააღმდეგის განსაზღვრულ პოზიციებს რუკაზე. მოწინააღმდეგე გუნდი კი იცავს პოზიციებს. ამ რეჟიმში ორი რაუნდია ერთი შეტევის და ერთი დაცვის. Escort- ამ რეჟიმში თავმდამსხმელ გუნდს ევალება მიიყვანოს ტრანსპორტი გარკვეულ ადგილამდე მოწინააღმდეგე კი ხელს უშლის ამაში. გადაასადგილებელი ტრანსპორტი მოძრაობს წინასწარ განსაღვრული მარშრუტით. ამასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემტევი გუნდის რომელიმე წევრი მაინც მასთან ახლოს იმყოფება. განკუთვნილი შეტევისთვის გარკვეული დრო და ამ დროში უნდა მოასწროს შემტევმა გუნდმა გარკვეულ ადგილამდე ტრანსპორტის მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში წაგებით მთავრდება. Assault/Escort - ეს რეჟიმი მსგავსია წინა რეჟიმისა განსხვავება არის ის რომ დამცველმა გუნდა უნდა შეასუსტოს შეტევა და ამასთან უკან დააბრუნოს ტრანსპორტი. Control- თითოეული გუნდი ცდილობს ხელში ჩაიგდოს და შეინარჩუნოს საკონტროლო პონქტები. თამაში გრძელდება მანამ სანამ რომელიმე გუნდის დაცვის პროცენტული რაოდენობა 100%-ს არ გაუტოლდება. სისტემური მოთხოვნები თამაშის რეალიზი დაგეგმილია 2016 წლის 24 მაისს. პ.ს. მოცემულ მომენტში მიმდინარეობს open beta ტესტირება და შეგიძლიათ სცადოთ.
  2. Fallout 4 officially announced გუშინ Bethesda Softworks_მა ოფიციალურად დაანონსა ყველა დროის უძლიერესი Open Word RPG: Fallout_ის შემდეგი ნაწილი Fallout 4. თამაში გამოვა: PC, PS4, XBOX One; 2015_ში ან 2016_ის დასაწყისში. სხვა დეტალური ინფო ჯერჯერობით უცნობია. Official Trailer Screen
  3. Avalanche Studios-მა ოფიციალურად დაანონსა Just Cause 3, თამაშის მთავარი გმირი ისევ აგენტი რიკო როდრიგესი იქნება რომელსაც აგზავნიან სახელწიფო მედიჩიში რომელსაც სათავეში უდგას დიქტატორი გენერალ დი რაველო და რიკოს მისი ლიკვიდირება მოუწევს, თამაშს არ ექნება მულტიპლეერის მხარდაჭერა, თამაში 2015 წელს გამოვა ზუსტი თარიღი უცნობია თამაში გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და PC-ზე,ასევე არ არის ვიდეო თუმცა სტუდიამ განაცხადა რომ ის მალე გამოჩნდება ინტერნეტში გაჟონილი სქრინები
  4. ვიდეო გადაღებულია სონი ჯორჯიას ერთერთი ადმინის მიერ. https://www.facebook.com/pages/Sony-Georgia/726467130721436
  5. მოგესალმებით ჩემი პირველი სიახლეა. მინდა გაგახაროთ "რესლინგის" მოყვარულებო და PC გეიმერებო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაშის შესაძლებლობა 10 წლის შემდეგ კიდევ მომეცა. კომპიუტერზე. ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი ბევრისათვის საყვარელი დუეინ ჯონსონი იგივე THE ROCK. 2000 წელს გამოშვებული თამაშს ინტრო და http://upload.wikimedia.org/wikipedia/en/0/07/WWFSmackDownPlaystation.jpgპოსტერი ახლა კი ახალი თამაშს შესახებ შემქმნელი Yuke's (ამ სერიის ყველა თამაშის დეველოპერი 2000 წლიდან) Visual Concepts (NBA 2K დეველოპერი) გამომცემელი 2k Sports თამაშს სერია WWE2K პლატფორმები PC, PS4, PS3, XBOX1, XBOX360. გამოშვების თარიღი PS3, XBOX360. 31 ოქტომბერი PC, PS4, XBOX1 21 ნოემბერი ჟანრი პროფესიონალური ჭიდაობა სათამაშო რეჟიმები ერთმომხმარებლიანი და მრავალმომხმარებლიანი http://imageslgmr.lazygamer.netdna-cdn.com/2014/07/JawhnCenah1.jpg ინფორმაციი წყარო ვიკიპედია.
  6. ახაი ნექსთჯენ Dungeon crawl ტიპის RPG ქაფქომისგან (Capcom Online Games SCE Japan Studios). თამაში ექსკლუზიურად PS4-ისთვის იქნება და სავარაუდოდ 2015 წელს გამოვა, ამჟამად რელიზის ზუსტი თარიღი უცნობია. სიუჟეტი 2094 წელს ნიუ იორკში იწყება სადაც მთავარი გმირი მაგიურ არტეფაქტს პოულობს და მასთან შეხების შემდეგ ტელეპორტირდება შორს წარსულში სადაც ციხესიმაგრეთა გამოკვლევა და მონსტრებთან გამკლავება უწევს, რაც დიაბლოს ტიპის სისტემას წააგავს. მოთამაშეს უწევს სხვადასხვა არტეფაქტების შეგროვება, შეუძლია სხვადასხვა იარაღის, მაგიის გამოყენება. თამაში Single-player-ის გარადა ექნება Multiplayer რეჟიმიც, რომელიც Dark soul-ის ანალოგი იქნება. ოფიციალური გვერდი: http://www.d-down.jp/pc/ ინტერვიუ & გეიმფლეი
  7. Sony-მ დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Hollowpoint. მოთამაშეებს სთავაზობენ კო-ოპერატიულ ექშენს შესაძლებლობით, რომ უთავოთ, აიყვანოთ და გაწრთვნათ პოლიციელები. შემქმნელების სიტყვების მიხედვით თამაშში იქნება ბევრი ტაქტიკური შესაძლებლობა და გეიმფლეი ორგანზომილებიანი პლათფორმერის ელემენტებით და სამგანზომილებიანი შუთერით. გეიმერები მთავარი მიზანი იქნება შექმნან ყველაზე სახიფათო და საპატივცემულო ორგანიზაცია 22-ე საუკუნეში. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მისიების მთელი ჩამონათვალი, სქილების სისტემა, იარაღების დიდი არსენალი და მოწყობილობები. ყველა მისია გენერირდება შემთხვევით, რაც საშუალებას იძლევა გეიმფლეის გამრავალფეროვნებისა როგორც სხვადასხვა ლოკაციებით, ასევე დავალებების კომბინაციებით. შექმნით დაკავებულია სტუდია Ruffian Games, რომელმაც ადრე შექმნა Crackdown 2. გამომცემელი იქნება კომპანია Paradox Interactive, რომელიც თამაშს გამოუშვებს ჯერ PS4-ზე და მერე სხვა პლათფორმებზე.
  8. კომპანია Square Enix გეგმავს გამოუშვას სტუდია United Front Games-ის ექშენი Sleeping Dogs HD ხარისხში. Amazon-ის ლისტინგში გაჩნდა გამოცემა Sleeping Dogs: Definitive Edition, რომლის რელიზიც გათვლილია PlayStation 4-სთვის და Xbox One-ისთვის. გამოცემაში იქნება თამაში და ყველა დამატება, რაც კი რელიზის შემდეგ გამოვიდა. ლისტინგში ნათქვმაი, რომ ახალი გამოცემის წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში ბონუსის სახით მოთამაშეებს გადაეცემათ 28 გვერდიანი წიგნი თამაშის კონცეფტ-არტებით. Definitive Editions-ის ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ Amazon-ზე მითითებულია რელიზის თარიღი - 2014 წლის 14 ოქტომბერი. თამაშის აღწერაში ნათქვმია, რომ თამაში "სპეციალურად გადააკეთეს ახალი თაობის კონსოლებისთვის".
  9. Capcom-მა დაანონსა ორიგინალი სრულიად გადამუშავებული ახალი პლათფორმებისთვის Resident Evil-ის რელიზი. Resident Evil Remastered წარუდგენს ფანებს კლასიუკურ გეიმფლეის HD ხარისხის გრაფიკით. შემქმნელები პირდებიან გეიმერებს წარუდგინონ 1920 x 1080 გაფართოვების გრაფიკა და 5.1. ხმის მხარდაჭერა. მოთამაშეებს შეეძლებათ აირჩიონ სურათის ფორმატი - 4:3 თუ 16:9 და კიდევ უამრავი ინოვაცია. Screenshots ლეგენდარული ჰორორის პირველი ნაწილის რელიზი შედგა 1996 წელს Sony PlayStation-ზე. შემდეგ თამაში სხვა პლათფორმებზეც გამოუშვეს. სურათებიდან გამომდინარე, შემქმნელებმა აირჩიეს Resident Evil-ის ვერსია Gamecube-სთვის, რომლის მიხედვითაც გამოვა Remastered ვერსია. ახალი გამოცემა კლასიკური თამაშისა შედგება PC-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. თამაში გამოვა ციფრული სახით 2015 წელს.
  10. Sony Computer Entertainment მა გვამცნო რომ PlayStation ხაზის/სახელის მქონე სათამაშო კონსოლების გაყიდვებმა უკვე გადააჭარბა 100 მილიონ ერთეულს , საუბარია კომპანია Sony ის ბოლო 3 ოფიციალურ კონსოლზე , PlayStation 3 , PlayStation Vita და უახლეს PlayStation 4 ზე. 100 მილიონიდან გაყიდვების ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა ,ხვდა PlayStation 3 ს რომელიც ამ ეტაპზე გამოშვების დღიდან ( 2006 წლის ნოემბერი) გაიყიდა 80 მილიონი ერთეული , შემდეგ უახლესი PlayStation 4 (გაყიდვაში გაშვების თარიღი - 2013 წლის ნოემბერი) კონსოლი რომელიც ამ ეტაპზე გაიყიდა 11.5 მილიონი ერთეული , ბოლო ადგილს 8.5 მილიონი ერთეულით იკავებს Sony ის უახლესი მინი სათამაშო კონსოლი PlayStation Vita (გაშვების თარიღი - 2011 წლის დეკემბერი). PlayStation® Official Licensed Product
  11. City Interactive-მა დაანონსა Lords of the Fallen-ის რელიზის ზუსტი თარიღი. თამაში გამოვა ერთდროულად Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე ოქტომბრის ბოლოს. გეიმერებს მოუწევთ მოირგონ ჰარკინის როლი, რომელიც არის კაცობრიობის ერთ-ერთი სახიფათო ბოროტი პერსონაჟი. დამნაშავემ მიიღო შანსი, რომ გამოისყიდოს ცოდვები და მიემგზავრება მოგზაურობაში, რომ აღმოფხვრას ადამიანების ყველაფერი ცუდი და შეებრძოლოს დაცემული ღმერთების არმიას. სურათები ARTWORK მთავარ გმირს მოუწევს იპოვოს საიმედო მოკავშირეები, შეხვდეს უძლიერეს მტერს და გაიგოს ღმერთების არმიის მეთაურის - ლორდ რჰოგარის ჭეშმარიტი ძლიერება. Lords of the Fallen-ის რელიზი შედგება 28 ოქტომბერს.
  12. Gearbox Software-მა დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Battleborn. Borderlands-ის შემქმნელებმა წარუდგინეს გეიმერებს ახალი მრავალმომხმარებლური არენა-შუთერი, რომელიც გამოვა ახალი თაობის კონსოლებისთვის და PC-სთვის. Battleborn უნდა გახდეს სხვადასხვა ჟანრების ნაზავი. შუთერის მოქმედებები მიმდინარეობს შორეულ მომავალში სამეცნიერო-ფანტასტიკურ სამყაროში სხვადასხვა გმირების მთელი ჩამონათვალით, რომლებითაც მოგიწევთ სიუჟეტური კო-ოპერატიული კამპანიის გავლა და შეჯიბრებით მატჩებში მონაწილეობა. "თუკი Borderlands 2 - ეს შუთერია, მაშინ Battleborn - ეს გმირული შუთერია. ჟანრების ნაზავი, კო-ოპერატიული და შეჯიბრებითი შუთერი პირველი პირიდან, Battleborn ითვლება ყველაზე ამბიციურ თამაშად, რომელიც ოდესმე შეუქმნია Gearbox-ის გუნდს", - აღნიშნა სტუდიის უფროსმა რენდი პიტჩფორდმა. Battleborn-ის რელიზი დაგეგმილია კომპანია Take-Two Interactive-ის 2016 წლის ფინანსურ წელს, რომელიც სრულდება 2016 წლის 31 მარტს. რელიზი შედგება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე.
  13. Focus Home Interactive-მა გამოაქვეყნა თავისი ახალი პროექტის - Styx: Master of Shadows-ის პირველი ვიდეორგოლი. რგოლში შემქმნელებმა გაგვიზიარეს გეიმპლეის სხვადასხვა სისტემები, რომლებიც იქნება თამაშში. ახალი თამაში გახდება Of Orcs and Men-ის სერიის გადახვევა. მთავარი გმირი იქნება სტიქსი, რომელიც არის მოხერხებული გობლინი და რომელსაც შეუძლია შეუმჩნევლად შეაღწიოს ყველაზე დაცულ დარბაზებში. Cyanide Studios უმზადებს გეიმერებს სტელს-ექშენს, სადაც მოთამაშეებს მოუწევთ მოპარონ ადამიანებს წმინდა ტოპაზი. Styx: Master of Shadows-ის რელიზი დაგეგმილია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე და РС-ზე. თამაში გამოვა 2014 წელს. სურათები:
  14. PopCap Games და Electronic Arts შეგვპირდენენ, რომ გამოუშვებენ Plants vs. Zombies: Garden Warfare-ს PlayStation 3-ზე და PlayStation 4-ზე აგვისტოში. 18 აგვისტოს შემქმნელები გამოუშვებენ თამაშს ახალი პლათფორმებისთვის. კომპანიის წარმომადგენლების სიტყვების მიხედვით მილიონზე მეტი მოთამაშე ერთობა ზომბებისა და მცენარეების ბრძოლებით РС-ზე და Xbox-ის კონსოლებზე და ახლა EA სთავაზობს იმათ ვინც წინასწარ შეუკვეთავს თამაშს PlayStation-ისთვის ექსკლუზიურ ბონუსებს. "ჩვენმა მოთამაშეები მიწასთან გაასწორეს 400 მილიონი მცენარე და ზომბი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომენტს, როდესაც PlayStation-ის მფლობელები ჩაებმებიან თამაშში. თქვენ დაინახავთ რამდენად ხელმისაწვდომი და ღრმა გამოვიდა გეიმპლეი. თქვენ გელოდებათ გართობის დაუსრულებელი საათები", - აღნიშნა ბრაიან ლინდლიმ - პროექტის პროდიუსერმა.
  15. ეს თამაში რამდენიმე თვის წინ დაანონსდა: პოლონელი დეველოპერი The Farm 51 (ცნობილი Painkiller: Hell & Damnation-ითა და NecroVisioN-ით), გვპირდება რევოლუციურ შუთერს. თამაში იყენებს 3D სკანირების ახალ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც თამაშში შემავალი თითოეული დონე ნამდვილი ერთეულიდან იქნება სკანირებული. თამაშის სიუჟეტი კი ორი პიროვნების დაპირისპირებაზე იქნება. დეველოპერი ოფიციალურ გვერდზე საუბრობს ერთიან თამაშზე, ბარიერის გარეშე ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმებს შორის (რაც უკვე ვიხილეთ Watch Dogs-ში და Need for Speed Rivals-ში). თქვენ არ გეცოდინებათ ნამდვილ პიროვნებას ებრძვით თუ ხელოვნურ ინტელექტს. თამაშს ექნება Oculus VR-ის მხარდაჭერა და შეძლებთ სხვადასხვა ვირტუალური რეალობის გამოკვლევას მისი დახმარებით. @TheFarm51
  16. ეს თამაში E3 2014-ზე დაანონსდა და ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ Rainbow 6: Patriots გაუქმდა, რადგან Ubisoft-ის თქმით, იგი ახალი თაობის კონსოლების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. @GameSpot Siege კი ორიენტირებულია 5v5 რეჟიმზე, სადაც სპეცრაზმმა უნდა გაათავისუფლოს მძევალი ბანდიტებისგან. თამაში გამოირჩევა ნგრევადი გარემოთი. თამაშს ექნება ერთპირიანი კამპანია, მაგრამ უცნობია თუ როგორ იქნება იგი იმპლიმენტირებული. @Ubisoft
  17. ეს თამაში წინა წელს VGX 2013-ზე დაანონსდა: იგი იქმნება Hello Games-ის მიერ, რომელიც შედგება ოთხი პერსონალისგან (მაგრამ ამ პროექტისთვის კიდევ რამდენიმე დეველოპერი დაიქირავეს). თამაშის სამყარო გენერირდება პროცედურულად, ანუ იგი თავისით იქმნება და არა დეველოპერის მიერ. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ სამყაროები, პლანეტები, ქმნილებები და გაუზიარონ სხვებს. თამაში პირველად PS4-ზე გამოვა და მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზეც, დეველოპერის თქმით. E3 2014-ის ვიდეო: @HelloGames
  18. ამ თამაშის მოქმედებები ვითარდება Metal Gear Solid V: Ground Zeroes (1974/1975)-ის მოვლენების შემდეგ და ორიგინალ Metal Gear (1995)-მდე. მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს დიდი ბოსი (Big Boss). კოჯიმას თქმით, კონტენტის მოცულობა 200 ჯერ დიდი იქნება Ground Zeroes-თან შედარებით, რომელიც ამ თამაშის პროლოგი იყო. თამაში იქმნება Fox Engine-ზე. ტექნოლოგიურად იგი შთამბეჭდავი იქნება, ღია სამყარო, დღე-ღამის მონაცვლეობა, ჭკვიანი A.I., რეალისტური პერსონაჟები, დახვეწილი ანიმაციები და ა.შ. E3 2014-ის ოფიციალური ტრეილერი: 30 წუთიანი ოფიციალური დემო E3-დან: @Wikipedia
  19. Killer is Dead, No More Heroes და Lollipop Chainsaw-ის შემქმნელებმა E3-ზე დაანონსეს ახალი პროექტი. სტუდია Grasshopper Manufacture-ის ახალი პროექტი იქნება საკმაოდ საინტერესო ექშენი Let It Die. მოთამაშეებს მოუწევთ მოკლან ერთმანეთი სხვადასხვა იარაღების მთელი ჩამონათვალით, დაწყებული ბეისბოლის ბიტებით დამთავრებული ცეცხლსატყორცნებით. ახალი თამაში იქნება სრულიად ონლაინში და გამოვა უფასოდ. რელიზი დაგეგმილია ექსკლუზიურად PlayStation 4-ზე.
  20. კონფერენციაზე დაანონსდა ახალი თამაში Lara Croft and the Temple of Osiris, რომელსაც ქმნის Crystal Dynamics. ეს არის 4 ადამიანზე გათვლილი კო-ოპერატიული შუთერი, რომელიც გახდება Lara Croft and the Guardian of Light-ის გაგრძელება. გეიმერები მოირგებენ მთავარი გმირის როლს ან მისი მეგობრის - არქეოლოგ კარტერ ბელის, რომ გამოიკვლიონ უძველესი ეგვიპტის საიდუმლოებები. Lara Croft and the Temple of Osiris გამოვა PC, PS4, Xbox One პლათფორმებზე.
  21. სახელწოდება: Bloodborne A.K.A Project Beast გამომცემელი: Sony Computer Entertainment Japan შემქმნელი: From Software (Hidetaka Miyazaki ორიგინალი Demon's Souls და Dark Souls-ის შემქმნელი) პლატფორმები: Playstation 4 exclusive გამოშვების თარიღი: 2015 ინფო: თამაში იქნება (წესით დარიგით) სოულს სერიის შთამომავალი და არა სექუელი როგორც იყო დარქ სოულსი დემონ'ს სოულსის იქნება ალბათ ბევრი პარალელი, მაგრამ საერთო ატმოსფეროს და გეიმფლეის გარდა ალბათ არაფერი Face your fears as you search for answers in the ancient city of Yharnam, now cursed with a strange endemic illness spreading through the streets like wildfire. Danger, death and madness lurk around every corner of this dark and horrific world, and you must discover its darkest secrets in order to survive კიდევ ცოტა ხნის წინ დაილიქა ცოტა გეიმფლეი რაც ძალიან ცუდ ხარისხზეა
  22. წელს PC-ზე ექნება EA SPORTS IGNITE ძრავა რომელიც 14-ში ქონდათ ახალ კონსოლებს თამაში გამოვა 2014 წლის 23 სექტემბერს ყველა პლატფორმაზე მინიმალური სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 7/8/8.1 -64-bit CPU: Intel Q6600 Core2 Quad @ 2.4Ghz RAM: 4GB Hard Drive Space Required: 15.0 GB Minimum Supported Video Cards: ATI Radeon HD 5770, NVIDIA GTX 650 DirectX: 11.0 რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 7/8/8.1 -64-bit CPU: Intel i5-2550K @ 3.4Ghz RAM: 8GB Hard Drive Space Required: 15.0 GB Minimum Supported Video Cards: ATI Radeon HD 6870, NVIDIA GTX 460 DirectX: 11.0
  23. ახალ სერიაში მოქმედება განვითარდება არა კუნძულზე არამედ შტატ კალიფორნიაში,თამაში შექმნილია Unreal Engine 4 ძრავაზე,თამაშს ექნება 8 კაციანი Co-Op თამაში გამოვა PC,PS4,Xbox One-ზე 2015 წლის გაზაფხულზე https://www.youtube.com/watch?v=ST262ZbNcos
  24. გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2015 წლის დასაწყისი მეტ ინფორმაციას შემდეგ დაწერენ პლატფორმებიც არაა ჯერ ოფიციალურად ცნობილი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.