Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'PC'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. გამარჯობა სანამ აღვწერ რა ტვინის ღნასთან მაქვს საქმე ვიტყვი რო ვეძებე ბევრი გუგლში ფორუმებზეც მაგრამ პასუხი ზუსტი ვერ გავიგე და აქ ამიტომ ვხსნი ტოპიკს. ანუ ეხლა რა ხდება მინდა რო ჩავრთო პც შევაერთებ დენში და დავაჭერ ქეისზე ჩართვის ღილაკს. თავიდან ისტარტება მაგრამ 2 წამში ითიშება. მერე გამოვაძრობ დენიდან ისევ შევაერთებ, ვაცდი 10-15 წამი შემდეგ კი ვრთავ ისევ ქეისიდან და ირთვება მოკლედ მივაღწიეთ Windows ამდე. შემდეგ როგორც ჩვეულებრივ ქრომს ვხსნი ეგრევ და სტიმს ყველაფერი ნორმალურადარის მაგრამ რენდომ მომენტში კომპი გადაწყვეტს რო კარგი დროა გასაფრიზად და იფრიზება. არც მაუსი მოძრაობს არც კლავიატურა მუშაობს და ეკრანზეც ბოლო სქრინი ჩანს რასაც ვხედავდი. თუ ვაცდი ცოტას 30წამიდან 1 წუთამდე თავისით გაითიშება თუარადა ქეისიდან მიწევს გათიშვა. (რესტარტის ღილაკი ეგრევე არ არესტარტებს პროსტა თიშავს) თავიდან ვიფიქრე კვების ბლოკი იქნებოდა ამიტო გადავწყვიტე რაც შეიძლება მეტად დამეტვირთა ამიტო ყველანაირი სტრეს/ბარნ ტესტი ვცადე რო დამეგრუზა კვება მაგრამ არაფერი არმოხდა. შემდეგ ვიფიქრე ოპერატიულები იქნებოდა და ეგენი დავტესტე პროგრამებით როგორიცაა aida64, windows memory diagnostic, memtest86 მაგრამ აქაც არაფერი ოპერები მუშაობენ ჩვეულებრივად. შემდეგზე ცპუ ვიფიქრე ამიტო კარგახანს ვაწვალე სტრეს ტესტებზე და თამაშებზე მაგრამ აქაც არაფერი არანაირი ქრაში, ფრიზი, ბლუ სქრინი. ქულერი მოვხსენი გავწმინდე და ახალი თერმოპასტაც წავუსვი პროცზე. ამის მერე მეგონა SATA კაბელებს ან თვითონ მყარ დისკებს ქონდა დარხეული. სატა კაბელები შევცვალე და მერე დისკებს დავუწყე შემოწმება. ორივე იდეალურია 100% სიცოცხლის დონეზე არანაირი ცუდი სექტორები და ა.შ. ტემპერატურაც მინდოდა გამომერიცხა მაგრამ როგორც აღვნიშნე არანაირი ეფექტი არ ჰქონია სისტემის სტაბილურობაზე სტრეს ტესტების დროს. ამის შემდეგ შევამოწმე ყველა კვების კაბელი რო მყარად და საიმედოდ ყოფილიყო შეერთებული სადაც საჭიროა მაგრამა მითაც არაფერი. ვიფიქრე მაზერი ამოკლებდა ქეისზე და კვება თიშავდა პცს თავდაცვის მიზნით მაგისგამო გამოვჭერი ქაღალდის რგოლები და მაზერის შურუფებს ქვეშ ჩავსვი და მერე დავუჭირე. ამითაც არაფერი არმოხდა. ყველაფერი ამოვიღე ქეისიდან დავაწყე მაგიდაზე გამოვაძრე ვიდეოკარტა, მყარი დისკები, ყველანაირი პერიფერია, ინტერნეტის პორტები და ვცადე მაგრამ როგორც თავში დავწერე იგივე გაიმეორა (ჩართვიდან 2 წამში გაითიშა) მოკლედ მაგარ ტვინის დღნაშივარ ყოველდღე ამის ჩართვაზე 50ჯერ მაინც უნდა ვცადო და 1ხელ წაიღებს და ჩაირთვება და ისაც მერე თუარ გაფრიზა იღბალავარ იმდღეს ხოდა იქნებ იცოდეთ რამე . მადლობა ყურადღებისთვის.
  2. გამარჯობათ ვისაც ჯოისტიკი გაქვთ შეგიძლიათ 5 იანვრამდე გადმოწეროთ და ცადოთ ადრეული Lite ვერსია. ბმული: BMX Streets physics demo
  3. Overwatch არის მომავლის პირველი პირის შუთერი Blizzard Entertainment-სგან. მის შესახებ ცნობილი გახდა BlizzCon 2014-ზე. თამაში წარმოადგენს კოოპერატივს სხვადასხვა „გმირების“ მონაწილეობით. თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობა და ფუნქცია აქვს რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია თამაშის პროცესში. თამაშის პროცესში გვხდება ორი ექსვი მოთამაშისგან შემდგარი დაპირისპირებული გუნდი. თითოეული მოთამაშე ირჩევს არსებული რამდენიმე გმირიდან ერთერთს (რომლის გადაცვლა თამაშის პროცესსშიც შესაძლებელია) მათი როლის და შესაძლებლობის გათვალისწინებით. არსებობს პერსონაჟების ოთხი კლასი Offense -მაღალი შეტევითი პოტენციალით და სისწრაფით. ბალანსისთვის ასეთი ტიპის გმირებს აქვთ მცირე ე.წ hit point-ები. Defense - მისი ფუნქციაა დაიცვას თამაშში არსებული სპეციალური ადგილები და შექმნას თავდაცვითი წერტილები. Tank - პერსონაჟს შეუძლია ყველა სხვა პერსონაჟზე მეტი დაზიანების მიყენება. გამოირჩევიან მაღალი სიცოცხლისუნარიანობით. მათ შეუძლიათ მტრის გუნდს მიაყენონ მაღალი დაზიანება და გამოიწვიონ არეულობა მათ შორის. Support - პერსონაჟების მიზანია გაუძლიერონ შესაძლებლობები (სიცოცხლე, დაზიანების ძალა და ა.შ) თავისი გუნდის წევრებს და პირიქით შეუსუსტონ ეს ფუნქციები მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს. მათ არ შეუძლიათ თვითონ მიაყენონ ფატალური დაზიანება მოწინააღმდეგეს მაგრამ ამის გაკეთებაში თანაგუნდელებს დიდი დახმარებას უწევენ. არსებობს სულ ოთხი თამაშის რეჟიმი (Game modes) Assault- გუნდები თავს ესხმიან მოწინააღმდეგის განსაზღვრულ პოზიციებს რუკაზე. მოწინააღმდეგე გუნდი კი იცავს პოზიციებს. ამ რეჟიმში ორი რაუნდია ერთი შეტევის და ერთი დაცვის. Escort- ამ რეჟიმში თავმდამსხმელ გუნდს ევალება მიიყვანოს ტრანსპორტი გარკვეულ ადგილამდე მოწინააღმდეგე კი ხელს უშლის ამაში. გადაასადგილებელი ტრანსპორტი მოძრაობს წინასწარ განსაღვრული მარშრუტით. ამასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემტევი გუნდის რომელიმე წევრი მაინც მასთან ახლოს იმყოფება. განკუთვნილი შეტევისთვის გარკვეული დრო და ამ დროში უნდა მოასწროს შემტევმა გუნდმა გარკვეულ ადგილამდე ტრანსპორტის მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში წაგებით მთავრდება. Assault/Escort - ეს რეჟიმი მსგავსია წინა რეჟიმისა განსხვავება არის ის რომ დამცველმა გუნდა უნდა შეასუსტოს შეტევა და ამასთან უკან დააბრუნოს ტრანსპორტი. Control- თითოეული გუნდი ცდილობს ხელში ჩაიგდოს და შეინარჩუნოს საკონტროლო პონქტები. თამაში გრძელდება მანამ სანამ რომელიმე გუნდის დაცვის პროცენტული რაოდენობა 100%-ს არ გაუტოლდება. სისტემური მოთხოვნები თამაშის რეალიზი დაგეგმილია 2016 წლის 24 მაისს. პ.ს. მოცემულ მომენტში მიმდინარეობს open beta ტესტირება და შეგიძლიათ სცადოთ.
  4. გამარჯობა სასტავს,,,,after effect-მა გამოიწვია ქრაში....მაღალ დატვირთვაზე ვამუშავე,,,და გადაიტვირთა პისი,,,რა ჯანდაბა სჭირს ვერ მეტყვით....მარტო აფტერ ეფექტზე შვება after effects cs 6 2015 ram---4 gb crucial(კარგი) i3 3240 3.4 ghz mb----p8h61 mlx3 r.2(კარგი) hdd------wd 500 gb (არა აქვს არავიტარი პრობლემა)
  5. Fallout 4 officially announced გუშინ Bethesda Softworks_მა ოფიციალურად დაანონსა ყველა დროის უძლიერესი Open Word RPG: Fallout_ის შემდეგი ნაწილი Fallout 4. თამაში გამოვა: PC, PS4, XBOX One; 2015_ში ან 2016_ის დასაწყისში. სხვა დეტალური ინფო ჯერჯერობით უცნობია. Official Trailer Screen
  6. Avalanche Studios-მა ოფიციალურად დაანონსა Just Cause 3, თამაშის მთავარი გმირი ისევ აგენტი რიკო როდრიგესი იქნება რომელსაც აგზავნიან სახელწიფო მედიჩიში რომელსაც სათავეში უდგას დიქტატორი გენერალ დი რაველო და რიკოს მისი ლიკვიდირება მოუწევს, თამაშს არ ექნება მულტიპლეერის მხარდაჭერა, თამაში 2015 წელს გამოვა ზუსტი თარიღი უცნობია თამაში გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და PC-ზე,ასევე არ არის ვიდეო თუმცა სტუდიამ განაცხადა რომ ის მალე გამოჩნდება ინტერნეტში გაჟონილი სქრინები
  7. მოგესალმებით ჩემი პირველი სიახლეა. მინდა გაგახაროთ "რესლინგის" მოყვარულებო და PC გეიმერებო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაშის შესაძლებლობა 10 წლის შემდეგ კიდევ მომეცა. კომპიუტერზე. ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი ბევრისათვის საყვარელი დუეინ ჯონსონი იგივე THE ROCK. 2000 წელს გამოშვებული თამაშს ინტრო და http://upload.wikimedia.org/wikipedia/en/0/07/WWFSmackDownPlaystation.jpgპოსტერი ახლა კი ახალი თამაშს შესახებ შემქმნელი Yuke's (ამ სერიის ყველა თამაშის დეველოპერი 2000 წლიდან) Visual Concepts (NBA 2K დეველოპერი) გამომცემელი 2k Sports თამაშს სერია WWE2K პლატფორმები PC, PS4, PS3, XBOX1, XBOX360. გამოშვების თარიღი PS3, XBOX360. 31 ოქტომბერი PC, PS4, XBOX1 21 ნოემბერი ჟანრი პროფესიონალური ჭიდაობა სათამაშო რეჟიმები ერთმომხმარებლიანი და მრავალმომხმარებლიანი http://imageslgmr.lazygamer.netdna-cdn.com/2014/07/JawhnCenah1.jpg ინფორმაციი წყარო ვიკიპედია.
  8. Campo Santo-მ გამოაქვეყნა თავისი ახალი თამაშის - Firewatch-ის 9 წუთიანი გეიმფლეი. თამაში წარმოადგენს სათავგადასავლო თავსატეხ თამაშს, რომლის მთავარი გმირიც არის მეხანძრე ჰენრი. მოვლენები განვითარდება ვაიომინის ტყეებში 1989 წლის ზაფხულში. შემქმნელებს სურთ მოუყვნენ გეიმერებს "დეტექტიური ისტორია" ღია მსოფლიოს და მოვლენების ბევრი სხვადასხვანაირი ვარიანტების განვითარების საშუალებით. გუნდის სიტყვების მიხედვით, მოთამაშეების მოქმედებებს მოყვებათ შედეგები და თითოეული ნივთი შეიძლება გახდეს ინფორმაციის მთავარი წყარო. ჰენრის ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან წარმოადგენს რაცია და მისი უფროსი დელაილა. როგორც შემქმნელებმა აღნიშნეს, ინფორმაციების დიდ ნაწილს გეიმერები მიიღებენ მათი საუბრისას. ამავდროულად მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობები, რომ ესაუბრონ თავიანთ უფროსს. Firewatch-ის რელიზი დაგეგმილია PC-ზე, Mac-ზე და Linux-ზე. თამაში 2015 წელს გამოვა.
  9. Codemasters-მა გამოაქვეყნა F1 2014-ის ახალი თრეილერი, რომელშიც ასახულია გეიმფლეის სოჭში. შემქმნელებმა აჩვენეს დანილა კვიატას რბოლა Toro Rosso STR9-ზე. შემქმნელებმა გაავრცელეს სისტემური მოთხოვნებიც. მინიმალური სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა: Windows Vista / 7 / 8 ►პროცესორი: Intel Core 2 Duo, 2.4 GHz ან AMD Athlon X2 5400+ ►ვიდეო კარტა: AMD HD2600 და მაღლა NVIDIA Geforce 8600 და მაღლა ►ადგილი მყარ დისკზე: 15GB რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა:Windows Vista / 7 / 8 (მხოლოდ 64-ბიტიანი) ►პროცესორი: Intel Core i7 ან AMD FX-ის სერიები ►ოპერატიული მეხსიერება: მინიმუმ 1GB ►ვიდეო კარტა: AMD HD6000 სერიის და Nvidia GTX500-ის სერიის ►ადგილი მყარ დისკზე: 20GB F1 2014-ის რელიზი დაგეგმილია 17 ოქტომბერს. თამაში გამოვა PC, Xbox 360 და PlayStation 3.
  10. კომპანია Atari-მ გამოაქვეყნა Alone in the Dark: Illumination-ის პირველი თრეილერი. თამაში წარმოადგენს ჰორორის კლასიკური სერიის გადატვირთვას. Alone in the Dark: Illumination იქმნება Unreal Engine 4-ის ძრავაზე. თამაშს ექნება კო-ოპერატიული რეჟიმი 4 სხვადასხვა კლასის პერსონაჟებით: მონადირე, კუდიანი, ინჟინერი და მღვდელი. ცხადია, რომ მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 4 კაცად და გაემგზავრონ ქალაქში, სადაც მეფობს ზებუნებრივი ძალა, ცნობილი როგორც "ბნელეთი". თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია Pure, ახალი სტუდია, რომლის თანამშრომლების რიცხვში შედიან Dead Island 2-ის, Bioshock: Infinite-ის და Battlefield 2-ის შემქმნელები. Alone in the Dark: Illumination-ის რელიზი დაგეგმილია 2014 წლისთვის.
  11. Counter-Strike-ის სერია შეივსება ცალკეული გადახვევით ზომბებთან ერთად. Nexon Europe-ის გუნდმა დაანონსა შუთერი სახელწოდებით Counter-Strike Nexon: Zombies. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, ზომბები თამაშში იქნებიან სწრაფები, აგრესიულები და ძალიან სახიფათოები. ამგვარად, შემქმნელები იმედოვნებენ შექმნან უცნაური ახალი გეიმფლეი პოპულარული სერიის შიგნით. თამაშში ამის გარდა იქნება ახალი იარაღების მთელი ჩამონათვალი. "ჩვენ მოხარულები ვართ წარვადგინოთ პოპულარული შუთერის უფასო ონლაინ ვერსია Steam-ის ქსელში. Counter-Strike Nexon: Zombies წარმოადგენს საინტერესო და ყველა მოთამაშისთვის ხელმისაწვდომ შუთერს პირველი პირიდან. თამაში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალწვეულებისთვის Counter-Strike-ში, ასევე შესთავაზებს კლასიკური გეიმფლეის ვეტერანებს ექშენის უახლეს მექანიკას", - აღნიშნა კენი ჩანგმა, რომელიც არის Nexon Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი. ადრე კომპანია Nexon-მა გამოუშვა მოდიფიკაცია Counter-Strike Online-ისთვის სახელწოდებით Zombie Darkness, რომელმაც მოიპოვა პოპულარობა კორეაში. ცხადია, რომ ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა გამოეშვა ზომბები დამოუკიდებელი თამაშის სახით. ახალი თამაშის რელიზი შედგება 2014 წლის მესამე კვარტალში Steam-ზე.
  12. Crytek გეგმავს გამოუშვას თამაში Ryse: Son of Rome РС-ზე. ადრე Xbox One-ის ექსკლუზიური ექშენი გამოვა ახალ პლათფორმაზე უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე. "ჩვენ გამოვუშვებთ Ryse-ს PC-ზე 4K გაფართოვების მხარდაჭერით. ეს გაფართოვება გახდება ახალი ბიძგი PC თამაშების გრაფიკისა და Ryse გახდება კარგი დემონსტრაცია თანამედროვე კომპიუტერების შესაძლებლობისა. ჩვენ უფლება მივეცით ჩვენს გუნდს ეჩვენებინა რა შეუძლია CryEngine-ს, კომპრომისების გარეშე, რაც გახდა შესაძლებელი მოწყობილობის წყალობით, რომელიც PC გეიმერბისთვისაა ხელმისაწვდომი", - აღნიშნა კარლ ჯონსმა, Crytek-ის დირექტორმა. "Ryse გახდება საჩვენებელი თამაში პერსონალური კომპიუტერებისთვის მიმდინარე წელს და, შეიძლება დიდიხნით მომავალშიც. ჩვენი საზოგადოება ითხოვდა თამაშის PC ვერსიის გამოშვებას და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ტექნოლოგები, რომ ეს სურვილი ავუხდინოთ ხარისხის უმაღლეს დონეზე". PC ვერსიის გამომცემელი როგორც ცნობილია გახდება კომპანია Deep Silver.
  13. Capcom-მა დაანონსა ორიგინალი სრულიად გადამუშავებული ახალი პლათფორმებისთვის Resident Evil-ის რელიზი. Resident Evil Remastered წარუდგენს ფანებს კლასიუკურ გეიმფლეის HD ხარისხის გრაფიკით. შემქმნელები პირდებიან გეიმერებს წარუდგინონ 1920 x 1080 გაფართოვების გრაფიკა და 5.1. ხმის მხარდაჭერა. მოთამაშეებს შეეძლებათ აირჩიონ სურათის ფორმატი - 4:3 თუ 16:9 და კიდევ უამრავი ინოვაცია. Screenshots ლეგენდარული ჰორორის პირველი ნაწილის რელიზი შედგა 1996 წელს Sony PlayStation-ზე. შემდეგ თამაში სხვა პლათფორმებზეც გამოუშვეს. სურათებიდან გამომდინარე, შემქმნელებმა აირჩიეს Resident Evil-ის ვერსია Gamecube-სთვის, რომლის მიხედვითაც გამოვა Remastered ვერსია. ახალი გამოცემა კლასიკური თამაშისა შედგება PC-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. თამაში გამოვა ციფრული სახით 2015 წელს.
  14. ინტერნეტში გავრცელდა Assassin's Creed: Rogue-ს პირველი თრეილერი. რგოლში ნაჩვენებია ახალი ასასინი, რომელიც გახდება ახალი თამაშის ახალი მთავარი გმირი. ჭორების მიხედვით მოვლენები კვლავ ვითარდება ამერიკაში. სერიის ისტორიაში პირველად პროტაგონისტი იქნება ტამპლიერი, რომელიც გადავიდა ასასინების მხარეს, მან უღალატა თავის კაპიტანს, გადაცურა ატლანტის ოკეანე უკეთესი ცხოვრების საძებნელად. მოვლენები განვითარდება Assassin’s Creed III-სა და Assassin’s Creed: Freedom Cry-ს მოვლენებს შორის, ამიტომაც მოთამაშეები შეიძლება შეხვდნენ ნაცნობ პერსონაჟებს. თრეილერიდან გამომდინარე თამაშის რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 11 ნოემბერს ძველი თაობის კონსოლებზე.
  15. გავრცელდა ინფორმაცია ახალ NBA2K15-ზე ის გამოვა PS4,PS3,XBOX ONE,XBOX 360,PC პლატფორმებზე ახალ NBA 2K15 – ში იქნება განხლებული ბევრი რამ(გრაფიკა,GAMEPLAY,მოძრაობები,ხმები,სახეები, ფორმები, კალათბურთელის ატრიბუტები ანუ სლივები,ბოტასები ..., ასევე ამ ვერსიაში შეცვლილია ტრეინინგ მოედანი და სავარჯიშო ფორმა რაც სულ უფრო რეალურს ხდის თამაშს) ასევე ამ ვერსიაში დამეტებულია ევრო ლიგის სხვა გუნდებიც მისი შეძენა უკვე შეგიძლიათ ინტერნეტ სივრცეში რის შედეგადაც როდესაც თამაში გამოვა თქვენ მიიღებთ სხვადასხვა ბონუსებს. NBA2K15 –ის სახე არის კევინ დურანტი, წინა ვერსიის სახე იყო ლებრონ ჯეიმსი NBA 2K- Allen Iverson NBA 2K1-Allen Iverson NBA 2K2-Allen Iverson ESPN NBA Basketball-Allen Iverson ESPN NBA 2K5-Ben Wallace NBA 2K6-Shaquille O'Neal NBA 2K8-Chris Paul NBA 2K9-Kevin Garnett NBA 2K10-Kobe Bryant NBA 2K11-Michael Jordan NBA 2K12-Michael Jordan/Larry Bird/Magic Johnson NBA 2K13-Derrick Rose, Kevin Durant, Blake Griffin NBA 2K14-LeBron James NBA 2K15-Kevin Duran ესეც ვიდეოები პ.ს ეს ჩემი პირველი თემაა და თუ რამე შემეშალა მე მაპატიეთ
  16. City Interactive-მა დაანონსა Lords of the Fallen-ის რელიზის ზუსტი თარიღი. თამაში გამოვა ერთდროულად Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე ოქტომბრის ბოლოს. გეიმერებს მოუწევთ მოირგონ ჰარკინის როლი, რომელიც არის კაცობრიობის ერთ-ერთი სახიფათო ბოროტი პერსონაჟი. დამნაშავემ მიიღო შანსი, რომ გამოისყიდოს ცოდვები და მიემგზავრება მოგზაურობაში, რომ აღმოფხვრას ადამიანების ყველაფერი ცუდი და შეებრძოლოს დაცემული ღმერთების არმიას. სურათები ARTWORK მთავარ გმირს მოუწევს იპოვოს საიმედო მოკავშირეები, შეხვდეს უძლიერეს მტერს და გაიგოს ღმერთების არმიის მეთაურის - ლორდ რჰოგარის ჭეშმარიტი ძლიერება. Lords of the Fallen-ის რელიზი შედგება 28 ოქტომბერს.
  17. Gearbox Software-მა დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Battleborn. Borderlands-ის შემქმნელებმა წარუდგინეს გეიმერებს ახალი მრავალმომხმარებლური არენა-შუთერი, რომელიც გამოვა ახალი თაობის კონსოლებისთვის და PC-სთვის. Battleborn უნდა გახდეს სხვადასხვა ჟანრების ნაზავი. შუთერის მოქმედებები მიმდინარეობს შორეულ მომავალში სამეცნიერო-ფანტასტიკურ სამყაროში სხვადასხვა გმირების მთელი ჩამონათვალით, რომლებითაც მოგიწევთ სიუჟეტური კო-ოპერატიული კამპანიის გავლა და შეჯიბრებით მატჩებში მონაწილეობა. "თუკი Borderlands 2 - ეს შუთერია, მაშინ Battleborn - ეს გმირული შუთერია. ჟანრების ნაზავი, კო-ოპერატიული და შეჯიბრებითი შუთერი პირველი პირიდან, Battleborn ითვლება ყველაზე ამბიციურ თამაშად, რომელიც ოდესმე შეუქმნია Gearbox-ის გუნდს", - აღნიშნა სტუდიის უფროსმა რენდი პიტჩფორდმა. Battleborn-ის რელიზი დაგეგმილია კომპანია Take-Two Interactive-ის 2016 წლის ფინანსურ წელს, რომელიც სრულდება 2016 წლის 31 მარტს. რელიზი შედგება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე.
  18. Focus Home Interactive-მა გამოაქვეყნა თავისი ახალი პროექტის - Styx: Master of Shadows-ის პირველი ვიდეორგოლი. რგოლში შემქმნელებმა გაგვიზიარეს გეიმპლეის სხვადასხვა სისტემები, რომლებიც იქნება თამაშში. ახალი თამაში გახდება Of Orcs and Men-ის სერიის გადახვევა. მთავარი გმირი იქნება სტიქსი, რომელიც არის მოხერხებული გობლინი და რომელსაც შეუძლია შეუმჩნევლად შეაღწიოს ყველაზე დაცულ დარბაზებში. Cyanide Studios უმზადებს გეიმერებს სტელს-ექშენს, სადაც მოთამაშეებს მოუწევთ მოპარონ ადამიანებს წმინდა ტოპაზი. Styx: Master of Shadows-ის რელიზი დაგეგმილია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე და РС-ზე. თამაში გამოვა 2014 წელს. სურათები:
  19. PopCap Games და Electronic Arts შეგვპირდენენ, რომ გამოუშვებენ Plants vs. Zombies: Garden Warfare-ს PlayStation 3-ზე და PlayStation 4-ზე აგვისტოში. 18 აგვისტოს შემქმნელები გამოუშვებენ თამაშს ახალი პლათფორმებისთვის. კომპანიის წარმომადგენლების სიტყვების მიხედვით მილიონზე მეტი მოთამაშე ერთობა ზომბებისა და მცენარეების ბრძოლებით РС-ზე და Xbox-ის კონსოლებზე და ახლა EA სთავაზობს იმათ ვინც წინასწარ შეუკვეთავს თამაშს PlayStation-ისთვის ექსკლუზიურ ბონუსებს. "ჩვენმა მოთამაშეები მიწასთან გაასწორეს 400 მილიონი მცენარე და ზომბი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომენტს, როდესაც PlayStation-ის მფლობელები ჩაებმებიან თამაშში. თქვენ დაინახავთ რამდენად ხელმისაწვდომი და ღრმა გამოვიდა გეიმპლეი. თქვენ გელოდებათ გართობის დაუსრულებელი საათები", - აღნიშნა ბრაიან ლინდლიმ - პროექტის პროდიუსერმა.
  20. 2007 წლის თამაშის Unreal Tournament 3-ის გაგრძელება ოფიციალურად დაანონსდა წინა თვეში, როგორც წინა მორბედებიც, ეს თამაშიც სრულიად უფასო იქნება. შექმნა ადრეულ სტადიაშია. @UnrealTournament
  21. ეს კოსმოსური კომბატის სიმულატორი ალბათ ყველაზე ამბიციური პროექტია უახლოეს წლებში. 2012 წელს წარმატებულად დაფინანსდა Kickstarter-ზე 2.1$ მლნ.-ით, მაგრამ თამაშის დაფინანსება დღესაც გრძელდება და 46$ მლნ.-ს არის გადაცილებული საერთო ბიუჯეტი. თამაშის დირექტორი კრის რობერტსი ცნობილია Wing Commander-ის შექმნით, რომელიც 90-იანების კოსმოსური სიმულატორია, იგი უძღვებოდა ასევე Freelancer (2003)-ის შექმნას, რომლის სულიერი გამგრძელებელიც სწორედ Star Citizen იქნება. თამაში იქმნება ძლიერად მოდიფიცირებულ CryEngine-ზე. იქნება ერთი დიდი სამყარო, რომელიც მუდმივად განვითარდება დეველოპერის მიერ. მოთამაშეები არ იქნებიან გაყოფილები სხვადასხვა სერვერებით, მატჩების ორგანიზატორი ავტომატურად დააკავშირებს მათ. გარდა კოსმოსური კომბატისა და ვაჭრობისა, თამაშში შედის კიდევ რამდენიმე ქვე-თამაში: იქნება პლანეტების გამოკვლევის შესაძლებლობები, ერთპირიანი სროლის მექანიკა, ერთპირიანი მისიები Squadron 42-ის შესახებ. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წლისთვის, მაგრამ პროექტის მხარდაჭერებისთვის დეველოპერი უშვებს სხვადასხვა მოდულებს, რომელთაგანაც უკანასკნელი Arena Commander-ია სადაც მოთამაშეებს პირველად შეუძლიათ გამოსცადონ ხომალდები: თამაშს მხოლოდ ერთხელ იყიდით და სამუდამოთ ითამაშებთ, ანუ არც უფასო მიკროტრანზრაქციებით და არც გამოწერადი არ იქნება. ექნება Oculus Rift-ის მხარდაჭერა, გამოვა Linux-ზეც და არასდროს არ გამოვა კონსოლებზე, კრის რობერტსის თქმით, რადგან თამაშის პროცესს არ გაამარტივებენ კონტროლერებისთვის და ასევე ამჟამინდელი კონსოლების აპარატურაც ვერ აკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებებს. @RobertsSpaceIndustries
  22. რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა ეს თამაში: უფასო იქნება (Free-to-play), თამაშის პროცესით Team Fortress 2-ს ემგვანება. @VG247
  23. ეს თამაში რამდენიმე თვის წინ დაანონსდა: პოლონელი დეველოპერი The Farm 51 (ცნობილი Painkiller: Hell & Damnation-ითა და NecroVisioN-ით), გვპირდება რევოლუციურ შუთერს. თამაში იყენებს 3D სკანირების ახალ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც თამაშში შემავალი თითოეული დონე ნამდვილი ერთეულიდან იქნება სკანირებული. თამაშის სიუჟეტი კი ორი პიროვნების დაპირისპირებაზე იქნება. დეველოპერი ოფიციალურ გვერდზე საუბრობს ერთიან თამაშზე, ბარიერის გარეშე ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმებს შორის (რაც უკვე ვიხილეთ Watch Dogs-ში და Need for Speed Rivals-ში). თქვენ არ გეცოდინებათ ნამდვილ პიროვნებას ებრძვით თუ ხელოვნურ ინტელექტს. თამაშს ექნება Oculus VR-ის მხარდაჭერა და შეძლებთ სხვადასხვა ვირტუალური რეალობის გამოკვლევას მისი დახმარებით. @TheFarm51
  24. ეს თამაში E3 2014-ზე დაანონსდა და ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ Rainbow 6: Patriots გაუქმდა, რადგან Ubisoft-ის თქმით, იგი ახალი თაობის კონსოლების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. @GameSpot Siege კი ორიენტირებულია 5v5 რეჟიმზე, სადაც სპეცრაზმმა უნდა გაათავისუფლოს მძევალი ბანდიტებისგან. თამაში გამოირჩევა ნგრევადი გარემოთი. თამაშს ექნება ერთპირიანი კამპანია, მაგრამ უცნობია თუ როგორ იქნება იგი იმპლიმენტირებული. @Ubisoft
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.