Activision-მა დააანონსა Transformers-ის ახალი ნაწილი - Transformers: Rise of the Dark Spark. თამაში გამოვა 24 ივნისს. ტრანსფორმერების ახალი ნაწილი გამოვა ერთდროულად ყველა პლათფორმაზე.
თამაშში იქნება კოოპერატიული რეჟიმი ოთხი მოთამაშისთვის რეჟიმ Escalation-ში. შემქმნელებმა Transformers: Rise of the Dark Spark-ში დაამატეს დაცვის ახალი სისტემა და პერსონაჟების განვითარება, ასევე 40 სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმერები კიბერტრონიდან და მაიკლ ბეის ფილმიდან.