Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'NVidia'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. ოქტომბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა ამაჩქარებელი Tesla K20-ის რომელსაც აქვს 2496 ნაკადიანი პროცესორი, როგორც WCCFtech იუწყება "მწვანე ბანაკში" ამზადებენ უფრო ძLიერ ამაჩქარებელს Tesla K20X-ს იმავე ბირთვზე GK110-ზე. მასში გააქტიურებელი იქნება 14 მულტიპროცესორული კლასეტი(cluster), ექნება 2688 შეიდირეული ბლოკი, ასევე 6GB GDDR5 მეხსიერება. Nvidia Tesla K20X გამოყენებული იქნება HPC-გამოთვლებში, ძლიერ სერვერებში,სუპერკომპიუტერებში(როგორც და ) და არა სათამაშოდ და სურათების დამუშავებისთვის. მას სჭირდება 225 ვატი. Tesla K20X წარმადობა შეადგენს 3.95 teraflops ერთხერადი სიზუსტით. მას სჭირდება ორსლოტიანი რადიატორი ეფექტური გაგრილებისთვის სერვერის ქეისში. დანარჩენი ინფორმაცია მის შესახებ უცნობია ჯერ-ჯერობით.
  2. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად დაანონსა პლატფორმა Tegra Note რომელზეც Android პლანშეტები იმუშავებენ და მათი ღირებულება დაიწყება $200-დან. დიდი ხანია უკვე ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია რომ თითქოს Nvidia მუშაობს პლანშეტზე სახელწოდებით Tegra Tab რომელიც დაფუძნებული იქნება Tegra 4 პროცესორზე, ექნება 7 დიუმიანი დისპლეი, ძირითადი 5 მეგაპიქსელიანი კამერა და დამატებითი წინა კამერა, Wi-Fi და Bluetooth, ასევე HDMI, 3.5m jack, USB და MicroSD სლოტები. ეხლა კი Nvidia-მ ოფიციალურად გაამხილა გეგმები და ინფორმაცია მოწყობილობაზე რომლის სახელწოდებაც იქნება Tegra Note. მაშ ასე Tegra Note დაფუძნებული იქნება - Tegra 4 ჩიპზე, 4 ძირითადი ბირთვით Cortex-A15-ით, ასევე დამატებითი დაბალვატიანი ბირთვითა და GeForce-ს ვიდეოაჩქარებელით. 7" IPS დისპლეი 1280x800 რეზოლუციით, წინა კამერა ექნება 0.3 მეგაპიქსელიანი ხოლო უკანა 5MP, 16Gb შიდა მეხსიერება(ექენბა ასევე MicroSD ბარათის მხარდაჭერა) ამასთან ერთად microHDMI-ს და Bluetooth/Wi-fi-ს მხარდაჭერა. Tegra Note-ში გამოყენებული იქნება NVIDIA DirectStylus ტექნოლოგიაც რაც საშუალებას იძლევა სტილუსით წერას და მართვას მოწყობილობის. აპლიკაცია Nvidia TegraZone-ს მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება ოპტიმიზაცია Tegra-ს პროცესორებისთვის, რომელიც სხვა პლანშეტებს არ ექნებათ, ამასთან ერთად ექნება მხარდაჭერა ბევრი კონტროლერის რომლითაც უფრო მოსახერხებელი გახდება თამაში. პლანშეტის გაყიდვა დაიწყება შემდეგი თვიდან.
  3. როგორც ერთ-ერთი უცხოური გამოშვება იუწყება Nvidia გეგმავს გამოუშვას ახალი ვიდეო ბარათი AMD-სთვის აბაროტის ასაღებად რომლის სახელწოდება იქნება GeForce GTX 770 Ti (სხვა წყაორს მიხედვით შეიძება იყოს — GTX 780i). ის მიიღებს 1920 ნაკადიან პროცესორს, 160 ტექსტურული ბლოკით(TMU), 48 units ბლოკით (ROP) და 384 ბიტიან ინტერფეისს. იმის შესახებ თუ რომელ გრაფიკულ ბირთვს ჩადებს Nvidia ინფორმაცია არ არის, შესაძლებელია ეს იყოს Nvidia GK110-ის შემცირებული ვერსია ან გამოიყენებს სრუალიად ახალ 28ნმ ჩიპს. როგორც GPU-Z სქრინზე ჩანს რომელიც სავარაუდოდ GTX 770Ti-ს უნდა იყოს მას ექნება GDDR5 3Gb მეხისერება და საკმაოდ ეფექტური სიხშირე 6008MHz, ბირთვი კი იმუშავებს 1033MHz-ზე ხოლო ტურბორეჟიმში 1150MHz-ზე. ასევე კიდევ ერთი ძლიერი კარტა 1920 შეიდერული ბლოკით უნდა იყოს GTX 760 Ti რომელიც როგორც ირკვევა მხოლოდ OEM დისტრიბუციისთვის იქნება ანუ მხოლოდ მზა/აწყობილ კონფიგებში. ეს მოდელი მოხსენიებულია Nvidia-ს GeForce 331.40 დრაივერის სიაში: "NVIDIA_DEV.1193 = "NVIDIA GeForce GTX 760 Ti OEM"
  4. მოკლედ ვიყიდი ვიდეოკარტას max70GEL ნვიიდის მინდა თუ ვინმე ყიდის დაწერეთ
  5. ინტერნეტ რესურსმა VideoCardz.com-მა გამოაქვეყნა როგორც თავად იუწყებიან ფინალური/სრული მახასიათებლები GeForce 700 სერიის ორი ახალი ვიდეო ბარათის 780-სა და 770-ის. GeForce 770 და 780 დაფუძნებულნი არიან Kepler არქიტექურაზე ხოლო მონაცემები ასე გამოიყურება: 770 დაფუძნებულია 28-ნანომეტრიულ ჩიპზე GK104-425-ზე, 1536 CUDA ბირთვით, 128 ტექსტური მოდულით(TMU) და 32 ROP ბლოკით. ის ხელმისაწვდომი იქნება GDDR5 2Gb და 4Gb მეხსიერების მოცულობით, 256-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 7008 MHz-ს, ბირტვის ქარხნული სიხშირეა 1046MHz, მისი გაზრდა შესაძლებელი იქნება 1085MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0 ტექნოლოგიის წყალობით. TPD-ს დონე შეადგენს 230ვატს. 780 დაფუძნებულია 28-ნანომეტრიულ ჩიპზე GK110-300-ზე, 2304 CUDA ბირთვით, 192 ტექსტური მოდულით(TMU) და 48 ROP ბლოკით. ის ხელმისაწვდომი იქნება GDDR5 3Gb მეხსიერების მოცულობით, 384-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 6008 MHz-ს, ბირტვის ქარხნული სიხშირეა 863MHz, მისი გაზრდა შესაძლებელი იქნება 902MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0 ტექნოლოგიის წყალობით. TPD-ს დონე შეადგენს 250ვატს ორივე მოდელს ექნება კომპანიის საფირმო ტექნოლოგიების მხარდაჭერა: GPU Boost 2.0, PhysX, CUDA, SLI და 3D Vision Surround ასევე DirectX 11.1-ის. 780-ის საშუალო ფასი იქნება $599 ხოლო 770-ის $449
  6. QUADRO 2000D ________ NVIDIA _____________________________________ იყიდება სასწრაფოდ 1 თვის ნახმარი ვიდეო კარტა სათამაშო კარტა არარის ეგ ვინც ერკვევა იცის .. ნაღდ მყიდველს ფასს დავუკლებ მობ/ნომ: 597 07 05 94 500 GEL amazon.com ( 420$ ) http://www.amazon.com/PNY-Express-Profesional-Graphics-VCQ2000D-PB/dp/B004LNOMHO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1374950920&sr=8-1&keywords=QUADRO+2000D
  7. რამდენიმე კვირის წინ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმაზე რომ კომპანია Asus ამზადებს GeForce GTX 670 (GK104)-ის მინიატურულ ვერსიას. ახალი მოდელი GeForce GTX 670 Direct CU Mini ძირითადად განკუთვნილი იქნება Mini-Tower და Mini-ITX კორპუსებისთვის, მისი სიგრძე იქნება 17სმ. ახალი მოდელი აღჭურვილი იქნება 8-პინიანი კონექტორით PCI-E Power,შესაძლებელი იქნება 2-way SLI ტექნოლოგიიის გამოყენება, მოდელს ექნება DVI-I, DVI-D, DisplayPort და HDMI პორტები. მის გაგრილებაზე ზრუნავს ერთიერთი არცთუ ისე იდიდ ქულერი და სითბური მილაკები. მის დიზაინში გამოიყენება Super Alloy Power-ის ელემენტები GPU-ს სტაბილური კვებისთვის. ახალი მოდელს არსენალში აქვს 1344 ნაკადიანი პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი GDDR5 2Gb მეხსიერების მოცულობით. გრაფიკული ბირთვის სიხშირე GeForce GTX 670 DirectCU Mini-ისტურბო რეჟიმში აღწევს 1006Mhz-ს, მეხსერება მუშაობს "ეფექტურად" 6008Mhz-ზე. ვიდეო ბარათის ოფიციალური ანონსი Asus-ისგან შედგება აპრილის ბოლოს.
  8. იყიდება Gigabyte GTX 460 (GV-N460OC-1GI) , ბოლო ფასი 170 ლარი ვიდეოკარტა არის გრილი, ჩუმი. დაგიტესტავთ და ისე გაგატანთ. http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3530#ov
  9. 9 მაისამდე აქ მინდა რომ ვიყიდო ვიდეო 300ლარიადან - 350 ლარამდე აბა ვის რა გაქვთ
  10. ძვირფასო თანაფორუმელებო, მსგავსი სტატია უკვე არსებობს, აი აქ. არანაირად არ ვცდილობ არსებული ინფორმაციის ან დაკნინებას, ან არსებულის უარყოფას და ჩემის შემოტენვას... მაშ ასე, ძრწოდეთ ATI-ს ფანებო (ჩემი ჩათვლით), Nvidia მოდის! ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 1. კომპანიის ისტორია Nvidia ინტერნაციონალური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს გრაფიკის გადამამუშავებელ ჩიპებს (GPU) პერსონალური კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის და სუპერკომპიუტერებისთვის (workstation-ს სხვა სახელი ვერ მოვუძებნე). გარდა GPU-ებისა კომპანია აწარმიებს ინტეგრირებულ სქემებს, ჩიპსეტებს, სათამაშო კონსოლების ვიდეოდაფებს და პერსონალური კომპიუტერების დედაპლატებს. კომპანიის სათაო ოფისი სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს (ჩაულაღლაღა ATI-ს შტაბ-ბინის არქიტექტურას?) თავად კომპანია საკმაოდ ახალი გამოდგა - იგი 1993 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლებმა - კერტის პრიმმა, კრის მალაჩოვსკიმ და ჯენ-სუნ ჰუანგმა კომპანიისთვის საჭირო ფული "Sequoia Capital"-ს დასცინცლეს. სხვათაშორის ამ უკანასკნელმა თავის დროზე დააფინანსა ისეთი ფირმები, როგორიცაა Apple, Atari, Electronic Arts, Google, PayPal, Yahoo, Youtube და სხვ. 2000 წელს, უკვე საკმაოდ მოძლავრებულმა Nvidia-მ შეისყიდა მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი 3Dfx, 2005-ში - ULI Electronics, ATI-ს ნორთბრიჯების მთავარი მწარმოებელი და გადაიქცა გიგანტად, რომელთან შერკინებაც უწევს საბრალო (ან არც ისე საბრალო) AMD-ATI-ს, რომელსაც დღესდღეობით ბაზრის მხოლოდ 27% უჭირავს. 2. ვიდეოდაფები ჩავთვალოთ, რომ თქვენთვის ყველაზე მეტად ცნობილი ნაწარმი ვიდეოდაფები გახლავთ და თხრობაც სწორედ აქედან დავიწყოთ. რადგან ჩვენს ნიუსჰანტერს - Chibo-ს უკვე დაწერილი აქვს სტატია Nvidia-ს პირველ დაფებზე, პირდაპირ ჩავსვამ ჩემს სტატიაში მის ნაწერს. იმედია არ გამინაწყენდება, საავტორო უფლებები ხომ დაცულია . თავად სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ Nvidia GeForce. ჯიფორსი ალბათ Nvidia-ს ყველაზე ცნობილი ბრენდია. იგი ვიდეოდაფებს მოიცავს, რომელთაგან პირველი 1999 წლის აგვისტოში გამოვიდა. ეს იყო GeForce 256. სურათზე მის GPU-ს ხედავთ. თავის დროისთვის GeForce 256, იგივე NV10, რევოლუციური გახლდათ. მას შეეძლო წამში 10 მილიონი მრავალკუთხედის (თქვენებურად "პოლიგონის") აგება და გადამუშავება. გარდა ამისა 220nm-იან GPU-ში ინტეგრირებული იყო განათების გამომთვლელ-გადამამუშავებელი, რამაც ვიდეოდაფაზე დამატებითი ჩიპის არსებობის აუცილებლობა გააქრო, Nvidia-ს პროდუქცია კი გაიაფდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მის კონკურენტ დაფებთან შედარებით Geforcec 256-ს 50%-ით მაღალი FPS ჰქონდა თამაშებში, ხოლო Direct3D 7-ის სრულმა მხარდაჭერამ დაფას ხანგრძლივი სიცოცხლე მისცა - Geforce 256-ის მხარდაჭერის მქონე ბოლო თამაში 2006 წელს გამოვიდა. ეს იყო "Star Wars: Empire at War". GeForce 2 სერიის მეორე წარმოადგენელია. მან მისი წინამორბედისგან მიიღო მრავალი ფუნქცია, მაგრამ გამოირჩეოდა 180nm-იანი არქიტექტურით, ჰქონდა texture mapping-ის მეორე ერთეული, რამაც fill rate გააორმაგა. სხვათაშორის სახელწოდება GeForce2 სწორედ ამ გაორმაგებული fill rate-დან წარმოსდგება. გარდა ზემოაღნიშნული სიახლეებისა GPU-მ HDPV ფუნქციაც მიიღო, რომლის წყალობითაც მადლიერმა მომხმარებლებმა გამოსახულების HDTV გაფართოებით ჩვენების საშუალება მივიღეთ. სურათზე: GeForce2 MX GPU მახასიათებლები: GPU/Memory - 142/166MHz მეხსიერება - max. 32MB SDR/DDR სალტე - 32-bit ინტერფეისი - AGP 4x GeForce 3. ეს სერია Nvidia-მ 3Dfx-ის შეძენიდან 3 თვეში წაროადგინა - 2001 წლის მარტში. ამ სერიის GPU-ებს დაემატათ პროგრამირებადი პიქსელის და ვერტექსის შეიდერი, multi-sampling ფუნქცია, anti-aliasing ფუნქცია და საერთო ჯამშო გაიზარდა რენდერინგის ხარიხსი. GeForce3, ოღონდ NV2A სახელით, გამოიყენებოდა Xbox-ზე. მახასიათებლები: ტექნოლოგია - 180nm-150nm GPU/Memory - 200-240/460-500MHz მეხსიერება - 64/128MB DDR სალტე - 128-bit ინტერფეისი - AGP 4x GeForce 4. ამ სერიის დაფები ნამდვილი მისწრება იყო გეიმერებისთვის. მართალია ამ დაფებს ხშირად ჯობნიდნენ GeForce3 დაფები (ზუსტად ისე, როგორც ახლა 8800GT არ უდებს ტოლს 9800GT-ს) , მაგრამ GeForce4-ს VLC, MPEG-2 და VPE დეკოდერები ჰქონდა. გარდა ამისა "დაჯილოდებული" იყო 1.1 ვერსიის ვერტექს შეიდერითა და 1.3 ვერსიის პიქსელ შეიდერით, ასე რომ არ გასჭირვებია ბაზარზე გაყიდვების ლიდერად ქცევა. მახასიათებლები: ტექნოლოგია - 150nm GPU/Memory - 250-300/166-650MHz მეხსიერება - 64/128MB სალტე - 128-bit ინტერფეისი - AGP 4x გამოდიოდა GPU-ს სამი ძირითადი მოდელი - MX420 (ლოუ-ენდ), MX440 (მიდ-ენდ) და MX460 (ჰაი-ენდ). GeforceFX, ანუ იგივე Geforce5 გაყიდვაში 2003 წელს გამოვიდა. წინამორბედთან შედარებით FX სიახლეებით იყო გატენილი. მთავარი მათ შორის სრულიად ახალი არქიტექტურის მქონე, Shader Model 2-ისთვის გათვლილი GPU გახლდათ (NV30). ყველა სიკეთესთან ერთად მას DirectX 9-ს სრული მხარდაჭერა ჰქონდა. გარდა ამისა სერიის ორი დაფა - FX 5700 Ultra GDDR3 და GeForce PCX 5750 იმ დროისთვის (2004) ახალ, GDDR3 ტიპის ვიდეომეხსიერებას იყენებდა. მახასიათებლები: ტექნოლოგია - 130nm GPU/Memory - 250-475/333-1000MHz მეხსიერება - 128/256MB DDR2/GDDR3 სალტე - 64/128/256-bit ინტერფეისი - AGP 4x, AGP 8x, PCIe რათქმაუნდა ტექნოლოგიები წინ მიიწევდა და 2004 წლის აპრილში Nvidia-მ დაფების კიდევ ერთი სერიის - Geforce 6-ის გამოშვება დაიწყო. მათი მთავარი განსხვავება და ღირსება Shader Model 3.0-ის მხარდაჭერა, SLI (GeForce 6500 და უკეთესი)-სა და PureVideo (DVD დეკოდერის) არსებობა გახლდათ. სურათზე: PNY Geforce 6600 მახასიათებლები: ტექნოლოგია - 110/130nm GPU/Memory - 400-500/400-1200MHz მეხსიერება - 128/256/512MB DDR/DDR2/GDDR3 სალტე - 64/128/256-bit ინტერფეისი - AGP 8x, PCIe 2005 წელს კი მაღაზიების თაროებზე GeForce 7 ვიდეოდაფები გამოჩნდა. კომპანიამ აქაც არ უღალატა თავის პრინციპებს (რომ ეღალატა Nvidia არც იქნებოდა) და დაფების სერია არამხოლოდ ახალი, 90nm-იანი ჩიპით აღჭურვა, არამედ "გაუჩინა" Transparency Supersampling და Transparency multisampling ანტი-ალიასინგი (TSAA და TMAA) ფუნქციები. რადგან ეს უფრო დიდი, უფრო "ახალი" და "საცნობი" სერიაა, დაფების სიას და მახასიათებლებს სრულად მოვიყვან (ამოჭრილია ვიკიპედიიდან, ხარისხისთვის ბოდიში ). თავის "მამიკოს" სიახლეებში არ ჩამოუვარდა GeForce 8 სერიაც, რომლის GPU G80 პირველი იყო DirectX 10-ის მხარდაჭერით. გარდა ამისა 80nm-იანმა ჩიპმა უნიფიცირებული შეიდერი მიიღო (იხ. სტატია "ვიდეოდაფა"). სურათზე ხედავთ Geforce 8800GS-ს - დაფას, რომლიდანაც წამოვიდა 65nm-იანი ჩიპი G92. და ლეგენდარული ფირმის გამოშვებული ლეგენდარული დაფა (ბლასტერ აბა რა ფირმაა?) 8800 GS-ს მალევე მოჰყვა GT, GTS და GTX. არცერთი მათგანი ტოლს არ უდებს შემდგომი, მეცხრე სერიის დაფებს. მერვე სერიის დაფების მახასიათებლებია: 2008 წლის თებერვლის ბოლოს გამოვიდა GeForce 9 სერიაც. შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვთვლი, რომ აქ ბევრი არაფრის დაწერა შემოძლია და მხოლოდ მახასიათებლებს დაგიდებთ. 2009 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nvidia-მ ყველასგან მალულად (ჰოი ვერაგო შეთქმულნო!) გამოუშვა GeForce 100 სერია. Nvidia-სავე საიტის ინფორმაციით, ამ "ზესაიდუმლო" დაფებზე ჩვეულებრივ მომხმარებლებს ხელი არ მიუწვდებათ და ისინი მხოლოდ OEM იქნება. ასე რომ მოკვდავნო, ნუ დაიღლით თავს GeForce 100-ზე ფიქრით. მით უმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეასე სერიის დაფები სხვა არაფერია, თუარა ოდნავ მოდერნიზებული მეცხრე სერია... ბევრად მნიშვნელოვანი თქვენს ცხორებაში GeForce 200 გახლავთ. სერიის გამოშვება 2008 წელს დაიწყო პირდაპირ ჰაი-ენდ დაფებით, კონკრეტულად კი GTX260-ით. მას მალევე მოჰყვა 275,280,285 და 295, რომელიც თავდაპირველად 275-ებისგან გაკეთებული "სენდვიჩი" იყო, შემდეგ კი "დიეტაზე დასვეს" და მხოლოდ ერთ PCB-ზე დაატიეს. 2009 წლის მარტში გამოვიდა 250GTS, საშუალო მომხმარებელზე გათვლილი დაფა, რომელიც 9800GTX+-ის ოდნავ გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. დაბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ Nvidia-მ გადადგა ნაბიჯი უკან (ჩემი აზრით) - გამოუშვა GeForce 200 სერიის ლოუ-ენდ დაფები GT210,220 და 240. პირადად მე მაგათ სამივეს ჩემი მტვერიანი 8600GT მირჩევნია და არავის ვურჩევ ამ "სასწაულებში" ფულის ყრას. ესეც დაფების მონაცემები წვრილად: ახლა კი ყველანი დაყვლეპილი თვალებით, ან განრისხებულები, ან კიდევ უბრალოდ გადაღლილები ველოდებით Nvidia-ს ახალ სერიას, Nvidia GF, იგივე "ფერმის". კომპანია კი არ ჩქარობს დაფების გამოშვებას და ხან ათასი პიარ-ვიდეორგოლით, ხან კი დაფის სუროგატი მაკეტით ერთობა (ან გვაბოლებს). დავიღალეთ რა, შობეთ რაღა! ვახ! 3. სპეცვიდეოდაფები ეს რაც შეეხებოდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არსებულ ვიდეოდაფებს. ახლა მივხედოთ სპეცვიდეოდაფებს, კონკრეტულად კი Nvidia Quadro-ს. ეს არის ვიდეოდაფების სპეციალური სერია, რომელსაც კომპიუტერულ გრაფიკასთან მომუშავე "ძიები" იყენებენ CAD და DCC პროგრამებში. Quadro NVS - ვიდეოდაფები გათვლილია ბიზნეს-პროგრამებისთვის და მრავალმონიტორიანი ჩვენებისთვის. NVS 2xx სერიას ერთად 2 მონიტორზე ჩვენება შეუძლია, ხოლო NVS 4xx-ს - ოთხზე. დაფების სხვადასხვა კომბინაციით შესაძლებელია Windows Vista-სა და Windows 7-ზე ერთად 10, Windows XP-ზე 12, ხოლო OS Linux-ზე კიდევ მეტი მონიტორის შეერთება (მგონი რაოდენობა შეზღუდული არ არის). სურათზე - NVS440 მახასიათებლები: Quadro FX გამიზნულია CAD, DCC და სავიზუალიზაციო პროგრამებისთვის. ყველა დაფას აქვს 2xDVI-I კონექტორი, ხოლო ოთხი DVI-I-ს მქონე Quadro FX4700 X2-ზე 4 მონიტორის შეერთება შეიძლება. სურათზე სწორედ მას ხედავთ მახასიათებლები: PCIe დაფები: AGP დაფები: Quadro SDI. ეს Quadro FX-ის მოდიფიცირებული ვერსიებიამათთვის, ვისაც რეალურ დროში სჭირდება რეალური გამოსახულებისა და ვირტუალური ფონის ერთდროულად ჩვენება, ან გადაცემაც კი. მახასიათებლები იხილეთ Quadro FX-თან. Quadro G-Sync, მოდერნიზებული Quadro FX (კონკრეტულად FX 4600, FX 5600, FX 4800 და FX5800) აღჭურვილია Genlock და Frame Lock ფუნქციებით. გამოიყენება პროექტორების სინქრონიზაციისთვის, აგრეთვე ტელევიზიაში. სურათზე - Quadro FX 5800 დაფა Quadro Plex VCS (Visual Computing System), რომელიც სპეციალურად ფოტორეალისტური ინტერაქტიული დიზაინის და გამოსახულების შესაქმნელად გამოიყენება. Quadro CX სპეციალურად Adobe Creative Suite-სთან სამუშაოდ, მისი წარმადობის გასაზრდელად გამოიყენება. ამ ნაწილის ბოლოში, იმის უკეთესად გასააზრებლად, თუ რა წარმადობა აქვს Quadro-ს, მომყავს გრაფიკები. პირველი გრაფიკი ჩვეულებრივი ვიდეოდაფისაა, კონკრეტულად - GeForce 8800GTS-ის, ხოლო მეორე გრაფიკი, თავადვე ხედავთ რისიც (აწერია ქვევით, წაკითხვა ნუ გეზარებათ!) 4. სპეცდაფები - 2 ეს განყოფილება სპეციალურად Nvidia Tesla-სთვის გამოვყავი. მერწმუნეთ, ის ამას იმსახურებს . ტესლა, რომელიც ერთი შეხედვით ვიდეოდაფას წააგავს (ჩემდა სამარცხვინოდ ორიოდ კვირის წინ ჯერ კიდევ ვიდეოდაფა მეგონა), სინამდვილეში GPGPU (General Purpose GPU) გახლავთ - GPU, რომელიც მთავარ გამოთვლით ოპერაციებს ასრულებს. ანუ იმას, რისი შესრულებაც საერთოდ CPU-ს მოვალეობაა. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ ორბირთვიან პროცესორს აქვს 2 სტრიმ პროცესორი (HT-ს მქონეს - 4), ოთხბირთვიანს - 4 (HT - 8). აი ვიდეოდაფის GPU-ს კი, მაგალითად ჩემს ჯღან-ენდ 8600GT-ს 32 აქვს. აღარაფერს ვამბობ ჰაი-ენდ დაფებზე. რაც მეტია სტრიმ პროცესორი, მით მეტი პარალელური გამოთვლის შესრულება შეუძლია პროეცსორს. მეტი თვალსაჩინოებისთვის დაგვჭირდება ახალი ერთეული - FLOPS ანუ floating point operations per second (მოლივლივე წერტილის გამოთვლა წამში ეს ისე, ხუმრობით). იგი პროცესორების გამოთვლითი სიმძლავრის ერთეულია. 2.4GHz-ს მქონე Core 2 Duo პროცესორისთვის სიმძლავრე 19.2 GigaFLOPS უდრის, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ჭკვიანი ძიები დასხდნენ და თქვეს - "მოდით ისეთი GPU გავაკეთოთ, რომელიც CPU-ს ფუნქციებს შეასრულებს, თანაც ბევრად უკეთესად" და გაჩნდა ტესლა... შეხედეთ სხვა მხრიდანაც, რათა დარწმუნდეთ, რომ მონიტორის კონექტორი ნამდვილად არ აქვს იგი უზარმაზარი გამოთვლითი პოტენციალით გამოირჩევა: ყველაზე "ცუდი" ტესლას გამოთვლითი სიმძლავრე 519 GigaFLOPS გახლავთ, ანუ ზემოთ ნახსენებ ინტელის პროცესორზე 27-ჯერ მეტი... და ეს სულაც არ გახლავთ ზღვრული სიდიდე. შეხედეთ Tesla-ს დაფების მახასიათებლებს: ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ერთ სუპერკომპიუტერში შეგიძლიათ ჩადგათ არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი ტესლა... აი მერე დაიწყება ტერაფლოპების რეკორდების ხსნა. 5. მინი GPU-ები მე შეგნებულად ავუარე გვერდი GeForce-ს სერიაში შემავალ მობილურ პროცესორებს, რადგან მათში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ამ მინი-GPU-ებს, რომლებიც PDA-სა და მობილურ ტელეფონებში გამოიყენება, ნამდვილად ვერსად გავექცევი. სერიას GoForce ჰქვია და რამდენიმე მოდელისგან შედგება: GoForce 2150 აქვს 1.3mp კამერის, JPEG სურათისა და 2D აქსელერაციის მხარდაჭერა. შეუძლია 3mp გაფართოების სურათების ჩვენება. GoForce 3000/GoForce 4000 4000-ს აქვს 3mp კამერის, MPEG-4/H.263 კოდეკის მხარდაჭერა. 3000 მისი იაფფასიანი ვერსიაა. GoForce 4500 აქვს 3D გამოსახულების ჩვენების საშუალება, გეომეტრიის პროცესორი და პიქსელ შეიდერიც კი. გამოიყენება მინი-კონსოლ Gizmondo-ში: GoForce 4800 აქვს 3mp კამერის და 3D აქსელერაციის მხარდაჭერა. GoForce 5500 ეს მულტიმედია-პროცესორია, შეუძლია WMV, WMA, MP3, MP4, MPEG, JPEG ფორმატების დეკოდირება. გააჩნია 10mp კამერის მხარდაჭერა. GoForce 5300 ამ 65nm ტექნოლოგიით დამზადებულ ჩიპს აქვს 2.25MB შიდა მეხსიერება (eDRAM), მაგრამ 3D გამოსახულების მხარდაჭერა არ გააჩნია. GoForce 6100 ეს ყველაზე ახალი, 130nm-იანი ჩიპია. აქვს 10mp კამერისა და 802.11b/g უკაბელო ქსელის მხარდაჭერა. ჩიპის სიხშირე 250MHz-ია. 6. დედაპლატის ჩიპსეტები Nvidia-მ გადაწყვიტა დედაპლატებშიც მოესინჯა ძალა. შედეგად მივიღეთ nForce - დედაპლატების ჩიპსეტები. nForce სერიის პირველი წარმომადგენელია. მისი მხოლოდ 3 ვერსია გამოვიდა - 220, 415 და 420. გათვლილი იყო AMD Athlon და Duron პროცესორებისთვის. მახასიათებლები შეგიძლიათ ცხრილში იხილოთ: nForce 2 სერიის გამგრძელებელია. იგი 2002 წელს გამოვიდა და ისიც მხოლოდ ერთ ვერსიად - nForce2 Ultra 400. ამ ჩიპსეტს აქვს AMD Athlon XP, Sempron, Athlon და Duron პროცესორების მხარდაჭერა. nForce 3 ჩიპსეტი სპეციალურად AMD Athlon 64-ისთვის შეიქმნა, მაგრამ მისმა მთავარმა ნაკლმა - ავადსახსენებელ Vista-სთან შეუთავსებლობამ მალე გამოუყვანა წირვა ჩიპსეტს. როგორც იქნა, nForce 4-იდან მოყოლებული, ჩიპსეტები Intel-ის პლატფორმისთვისაც გამოდის. ჩიპსეტის ფუნქციებია: 20 PCIe ხაზის მხარდაჭერა (მაგ. 1 ცალი PCIe x16 და 4 ცალი PCIe x1); 10 USB 2.0 პორტის მხარდაჭერა; 4 SATA და 4 PATA დრაივის მხარდაჭერა RAID 0, 1, ან 0+1 რეჟიმში; Nvidia nTune - ოვერქლოქინგის პროგრამა; სრული სიჩქარის გამოყენების საშუალება HyperTransport-ზე (8GB/s); რვაარხიანი AC97 აუდიოსისტემა; Gigabit ინტერნეტი; SLI-ს მხარდაჭერა გარკვეულ შემთხვევებში. მახასიათებლები AMD პლატფორმისთვის: მახასიათებლები Intel პლატფორმისთვის: nForce 5 გამოდიოდა მხოლოდ AMD-ს პლატფორმისთვის. მან მიიღო წინამორბედის ყველა ღირსება და კიდევ: Quad SLI და SLI LinkBoost მხარდაჭერა; ექვსი SATA 3Gb/s HDD მხარდაჭერა; Dual RAID 5 მხარდაჭერა. მახასიათებლები: მოგვიანებით nForce 5 nForce 6-მა შეცვალა, რომელმაც LGA 775 და AMD-ს Quad FX პლატფორმის მხარდაჭერა მიიღო. მახასიათებლები AMD-სთვის: მახასიათებლები Intel-ისთვის: ბოლო, ყველაზე დახვეწილი ჩიპსეტია nForce 7 (თუმცა მივაგენი მწირ ინფორმაციას nForce 9-ზეც). გამოგიტყდებით, ამდენის დაწერა მეზარება და თავადვე ნახეთ მახასიათებლები როგორც AMD-ს: ასევე Intel-ის პლატფორმისთვის: 7. SLI SLI გახლავთ Nvidia-ს სპეციალური პროგრამა, რომელიც ორი ან მეტი (ჯერ-ჯერობით მაქს. 4) ვიდეოდაფის ერთ სისტემაში გაერთიანების საშუალებას გვაძლევს. იგი პირველად კომპანია 3Dfx-მა შეიმუშავა 1998 წელს სახელწოდებით Scan-Line Interleave. 2 წლის შემდეგ, როცა 3Dfx Nvidia-მ შეისყიდა, Scan-Line Interface იქცა Scalable Link Interface-ად. SLI იყენებს რენდერინგის 2 და ანტი-ალიასინგის 1 ფუნქციას იმისთვის, რომ შესასრულებელი საქმე რამდენიმე დაფაზე გადაანაწილოს. ესენია: Split Frame Rendering (SFR). იგი აანალიზებს დასარენდერებელ გამოსახულებას და თანაბრად ანაწილებს შესასრულებელ საქმეს ვიდეოდაფებზე. საამისოდ გადასამუშავებელი კადრი გეომეტრიულად იყოფა ორ ან მეტ (რამდენი ვიდეოდაფაცაა) ნაწილად. როგორც ხვდებით, ეს მეთოდი არც ისე სრულყოფილია - თუ გამოსახულების ზედა ნაწილი რთული დასარენდერებელია, ხოლო ქვედა - მარტივი, მაშინ დაფებზე დატვირთვა არათანაბარია. Alternate Frame Rendering (AFR). ეს მეთოდი უფრო სრულყოფილია, რადგან ერთი GPU ერთ კადრს ქმნის, ხოლო მეორე - მეორეს. დატვირთვაც თანაბრად ნაწილდება და ყველა კმაყოფილია SLI Antialiasing. ეს ანტი-ალიასინგის განსაკუთრებული მეთოდია. აქ ორივე (ან რამდენიცაა, რავიცი) ვიდეოდაფა ერთსადაიმავე კადრს უკეთებს AA-ს. ხარისხებია: SLI 8X, SLI 16X, SLI 32X და თქვენ წარმოიდგინეთ, SLI 64X-იც კი, Quad SLI რეჟიმისთვის. როგორია ჰაა? 8. Nvidia CUDA CUDA, ანუ Compute Unified Device Architecture Nvidia-ს მიერ სპეციალურად პარალელური გამოთვლების ჩასატარებლად შექმნილი არქიტექტურაა. CUDA არის პროგრამული პაკეტი, რომლის საშუალებითაც ჩვეულებრივ (არც მთლად ჩვეულებრივ, ცოტა პროგრამირება უნდა იცოდე) მომხმარებელს შეუძლია ვიდეოდაფის GPU-ს მისცეს გამოთვლითი ფუნქცია. პაკეტს აქვს Open64 C, OpenCL და DirectCompute-ს მხარდაჭერა. მოქმედების პრინციპი ახსნილია ქვედა სურათზე: დადებითი მხარეები: GeForce 8 და უფრო მაღალი სერიის ნებისმიერი ვიდეოდაფის გამოყენების საშულება; გაბნეული წაკითხვა - პროგრამას შეუძლია მეხსიერების სხვადასხვა ფრაგმენტების წაკითხვა; მარტივი პროგრამირება, რომელიც C/C++-ზეა დამყარებული; ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გაცვლა CPU-სა და GPU-ს შორის. უარყოფითი მხარეები: სალტის გამტარობა და CPU/GPU ლატენტურობა ხშირად "ბოთლის ყელად" იქცევა ხოლმე; CUDA-ს მხოლოდ Nvidia-ს დაფების მხარდაჭერა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ვიმედოვნებ, რომ საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ კომპანიის პროდუქციაზე. ველოდები თქვენს გამოხმაურებებსა და რეკომენდაციებს...
  11. გრაფიკული ადაპტერი Tesla K20 კომპანია NVIDIA-ს ფორმალურად ჯერ კიდევ ამ წლის მაისში დააანონსა. დეველოპმერებმა გაგვაცნეს მისი ტექნიკური მონაცემები. NVIDIA Tesla K20 NVIDIA GK110 Block Diagram NVIDIA GK110 SMX Unit ძირითადი მოდელი შექმნილია 28 ნანომეტრიული ტექნოლოგიით,GK110 ჩიპით Kepler არქტიტექტურაზე,7,1მილიარდი ტრანზისტორის მქონე. ახალ მოდელს აქვს 13ეთერიანი მულტიპროცესორი(SMX) 15-ის ნაცვლად,შესაძლებელია გამოვიყენოთ 2496 ბირთვი CUDA ,2880 შესაძლებელიდან. ამ თვალსაზრისით კალიფორნიელმა ელექტრონულმა გიგანტმა შესაძლოა გამოუშვას მომავალში კიდევ უფრო მძლავრი პროდუქტი GK110 ბაზაზე. ეს ვიდეო ამაჩქარებელი ორსლოტიანი მოხმარებისთვის დამზადებულია ბეჭდურ პლატაზე PCI Express 3.0 x16-ზე. მის ბორტზე არის 5გიგაბაიტიანი მეხსიერება GDDR5 384 ბიტიან ინტერფეისით, მუშაობის სიხშირე გრაფიკული ბირთვის არის 705მეგაჰერცი. მაქსიმალური სიძლიერის მოტხოვნა არ აღემატება 225 ვატს. გაყიდვა დაიწყება დაახლოებით ერთ თვეშI და მისი ფასი იქნება 2950 ევრო. პ.ს
  12. ენვიდიამ გვამცნო ახალი ვიდეო ბარათების შესახებ GeForce GTX 680MX, GeForce GTX 675MX და GeForce GTX 670MX. ყველა გრაფიკული ბარათი თავსებადია DirectX 11 და OpenGL 4.1, PCI Express 3.0, აგრეთვე გააჩნიათ FXAA, TXAA, 3D Vision, 3DTV, CUDA, PhysX და 2-Way SLI. მახასიათებლები: GeForce GTX 680MX CUDA ბირთვი: 1536 ოპერაციული სიხშირის GPU: 720mhz ვიდეო მეხსიერება ტიპი: GDDR5 ვიდეო მეხსიერება Interface: 256-bit მეხსიერების სიხშირე: 2500mhz მეხსიერება გამტარუნარიანობა: 160 GB / s. მახასიათებლები GeForce GTX 675MX CUDA ბირთვი: 960 ოპერაციული სიხშირის GPU: 600mhz ვიდეო მეხსიერება ტიპი: GDDR5 ვიდეო მეხსიერება Interface: 256-bit მეხსიერების სიხშირე: 1800mhz მეხსიერება გამტარუნარიანობა: 115,2 GB / s. მახასიათებლები GeForce GTX 670MX CUDA ბირთვი: 960 ოპერაციული სიხშირის GPU: 600mhz ვიდეო მეხსიერება ტიპი: GDDR5 ვიდეო მეხსიერება Interface: 192-bit მეხსიერების სიხშირე: 1400mhz მეხსიერება გამტარუნარიანობა: 67.2 GB / s. სამივე ვიდეო ბარათი დაფუძნებულია Kepler არხიტექტურაზე
  13. ერთი კვირის წინ კომპიუტერს ეკრანზე უჩნდებოდა ტალღები ფანჯრის გამოძრავებისას თამაშისას და ვიდეოების ყურებისას და ეხლა მარტო თამაშებში აკეთებს. გამარკვევიეთ რის გამო ხდება და როგორ გამოვასწორო.(ისეთი ტალღები ქონდა დრაივერი რო არ გაქ დაყენებული მაგრამ, სინამდვილეში მეყენა).
  14. მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს წყნარ დესკტოპის კომპიუტერული სისტემების, კომპანია ELSA ტექნიკა სთავაზობს 2 ახალ ვიდეო ბარათს GeForce GTX 660 და GeForce GTX 650 რომელბიც არიან დაფუძნებულნი Kepler არქიტექტურაზე ისინი აღჭურვილები არიან SAC (Silent Air Cooling). გაგრილებით ორივე ვიდეო ბარათი თავსდება PCI Express 3.0 x16-ში და თავსებადები არიან DirectX 11-ზე და აღჭურვილები არიან 6-pin კონექტორით.მათ მინიჭებული აქვთ სურათის გაძლიერება ტექნიკა და NVIDIA FXAA NVIDIA TXAA აგრეტვე მათ აქვთ NVIDIA CUDA, PhysX NVIDIA და NVIDIA 3D Vision მხარდაჭერა.მოდელი ELSA GeForce GTX 660 S.A.C. არის 28 ნანომეტრიანი ჩიპ GK106 თან ერთად და 960 CUDA ბირთვით. იგი არის GDDR5-ზე და აქვს 192-bit-ი აგრეთვე არის 2GB-იანი. მას ავს 980mhz ხოლო ტურბო ბუსტით შესაძლებელია 1033mhz-ის მიღება. მას უკანა პანელზე აქვს HDMI და DisplayPort, ასევე რამდენიმე პორტები DVI. ELSA GeForce GTX 650 SAC არის 28 ნანომეტრიანი რომელიც დაფუძნებულია GK107 ჩიპზე 384 CUDA ბირთვით ხოლო მის გაგრილებას ხელს უწყობს 1 ცალი 85mm-იანი ქულერი რაც ამცირებს ხმაურის დონეს. კარტა არის 1024მეგაბაიტიანი GDDR5-ზე რომელსაც აქვს 128-bit-ი. კარტა არის 1058mhz-იანი უკანა პანელზე პორტები შედგება ორი DVI და ერთი HDMI Mini პორტებით. მათი ფასებია $328 ELSA GeForce GTX 660 S.A.C. $163 ELSA GeForce GTX 650 S.A.C.
  15. CPU - Intel Pentium Dual Core E2180, 2.0 GHz RAM - 2x1 GB GPU - 9400 GT MB - ASUS P5-LD2X/1333 ფასი 200 ლარი
  16. ჩემი მეგობარი მუშაობს 3D-ზე. აქვს GTX 280. აქვს FX 4800-ის ყიდვის ვარიანტი 250$-დ და ექნება განსხვავება დიდი? და საერთოდ, ჩვეულებრივი GeForce და Quadro ვიდეობარათებს შორის საგრძნობი სხვაობაა წარმადობაში?
  17. რამდენად გაიყიდება ეს ნაწილები: CPU - Intel Pentium Dual Core E 2180 2.0 GHz MB - Asus P5-LD2X/1333 GPU - 9400 GT RAM - 2GB
  18. გამარჯობა ხალხო, ვყიდი Palit NVidia GTX460 2048 MB SONIC მისი საბაზრო ღირებულება ახლა არის 490 ლარი, 7 თვეა რაც ვამუშავებ ჩემს კომპზე, გავყიდი 350 ლარად მოაცემებიდან ხვდებით ალბათ რომ არანაირი რაზგონი და მაგდაგვარი მახინაცია არ დამჭირვებია. ვყიდი იმიტომ რომ მჭირდება ფული, თუ ვინმე მომცემს დაახლოებით GeForce GT 440 1024mb ის მსგავს რამეს ისეთს რომ კომპიც ცოდვა არ დამირჩეს მაშინ მივცემ 250 ლარის დამატებით. რამდენად ნორმალურია თქვენვე შეაფასეთ. არის ზუსტად ასეთი კარტა. http://cart.ge/palit...8-mb-sonic.html ჩემი ნომერია 571 53 75 21 გიორგი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.