Search the Community
Showing results for tags 'Linux'.
-
Unknown Display და ეკრანის გაფართოების ( რეზოლუციის ) პრობლემა ლინუქსის დისტრიბუტივებზე არახალია და ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხიცაა. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩემთვის, რადგან ლინუქსთან პირველი შეხება მქონდა დაახლოებით 2011-2012 წლებში და მას შემდეგ რამდენი დისტროს რამდენი ვერსია გამოვიცვალე ( Ubuntu, fedora, Opensuse, Manjaro, Linux Mint, Sparky linux, Debian ) , მაგრამ ხანგრძლივად ვერცერთი ვერ ვიგუე, რადგან თითოეულ მათგანზე გამოსახულება უჩვეულოდ დიდი და მეტად უსიამოვნო შესახედაობის იყო, რაც დიდი ხნის განმავლობაში მონიტორის ტექნიკური პრობლემა მეგონა ( გარკვეულწილად ასეცაა ). პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: როგორც ახლად დაყენებულ, ასევე ბოლომდე და უახლესი დრაივერებით განახლებულ სისტემაზე მონიტორის ძირითადი გაფართოება იყო 1024 x 768 ( 4:3 ) და კიდევ ორიოდ სხვა რეზოლუცია, რომლებიც ერთმანეთზე უარეს გამოსახულებას იძლეოდა. ეს მაშინ, როცა მონიტორის ( ჩემ შემთხვევაში LG FLATRON W2243S ) ნორმალური რეზოლუციაა 1920 x 1080 ( 16:9 ) უფრო თვალსაჩინო რომ იყოს შედარებისთვის არასწორი და ნორმალური რეზოლუციის სქრინები ასე გამოიყურება: აღნიშნული პრობლემა უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანებული ან ზოგადად ჩვეულებრივი მუშა VGA კაბელი, მონიტორის ტექნიკური პრობლემა, არასწორი დრაივერი და ა.შ. ხშირად გრაფიკის უახლესი დრაივერის დაყენება მარტივად აგვარებს საკითხს და პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ არის შემთხვევები ( როგორც ჩემ შემთხვევაში ) , როდესაც VGA კაბელის გამოცვლა არ შველის. DVI ან HDMI პორტები კი ძველ მონიტორებს ( მათ შორის არც ჩემ W2243S-ს ) არ აქვს. დრაივერის განახლებაც არ შველის, Custom Resolution-ის დამატების არცერთი მეთოდი არ მუშაობს, ხოლო ახალი მონიტორის შეძენა კი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ერთ-ერთ საშუალებად ესეც შეიძლება განვიხილოთ . მეც სწორედ ეს რჩევა მომცეს, როცა არაფერმა შედეგედი არ გამოიღო... მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს თუ გამოსვლა გინდაო და თურმე საკმაოდ მარტივიც ყოფილა. ამ თემას ვხსნი იმ მიზნით და იმედით, რომ ჩემნაირი პრობლემით ლინუქსის დამწყები ქართველი მომხმარებლებიდან სხვებიც იქნებიან ( ერთი ვიცი ახალი მონიტორი უყიდია ამ მიზეზით) და იქნებ ტეგების საშუალებით მოაგნონ... ეს მეთოდი დატესტილი მაქვს შემდეგ ნაწილებსა და დისტრიბუტივებზე: GPU: Nvidia GTS-450 Monitor: LG FLATRON W2246S OS: Fedora, Ubuntu, Debian, Linux Mint პირველ რიგში აუცილებელია გვეყენოს ჩვენი ვიდეო კარტისთვის განკუთვნილი უახლესი დრაივერი. უბუნტუს და მინიტის შემთხვევაში nouveau დრაივერის ნაცვლად Nvidia-ს დრაივერის დაყენება უმარტივესია Software & Updates -დან Additional Drivers-ის საშუალებით. ფედორას შემთხვევაში გრაფიკის დრაივერის დასაინსტალირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ [ ეს მეთოდი ] ან სხვა თქვენთვის უფრო მარტივი და მისაღები მეთოდი. მე პირადად ზემოთ აღნიშნული მეთოდი რამდენჯერმე დავტესტე და უპრობლემოდ დაყენდა. 1) გრაფიკის დრაივერის წარმატებით დაყენების შემდეგ უნდა გავუშვათ შემდეგი ბრძანება root ( root-დან და არა sudo-ს გამოყენებით ) უფლებით nvidia-xconfig რის შედეგადაც შეიქმნება xorg.conf ფაილი /etc/X11 დირექტორიაში ანუ /etc/X11/xorg.conf 2) რომელიმე ტექსტური რედაქტორით ისევ root-დან ვარედაქტირებთ /etc/X11/xorg.conf ფაილს შემდეგი ბრძანებით: gedit /etc/X11/xorg.conf ან nano /etc/X11/xorg.conf. ან ნებისმიერი სხვა ტექსტური რედაქტორით. მე პირადად nano-ს gedit მირჩევნია, რადგან უფრო მეიოლება. გაიხსნება ტექსტური ფაილი, რომელშიც უნდა დავარედაქტიროთ Section "Monitor" -ში HorizSync და VertRefresh 21 დიუმიანი მონიტორის შემთხვევაში, რომლის ნორმალური გაფართოებაც 1920X1080 -ია ( თუმცა სხვებზეც უნდა იმუშაოს ან სხვა რიცხვებს ცდით ) HorizSync და VertRefresh -ის გასწვრინ უნდა ჩავანაცვლოთ შემდეგი მონაცემებით: HorizSync 30.0 - 82.0 VertRefresh 56.0 - 76.0 3) აღნიშნულ ცვლილებას ვინახავთ და ვარესტარტებთ X server-ს Ubuntu Unity-ის შემთხვევაში შემდეგი ბრძანებით: sudo systemctl restart lightdm.service 4) ვამატებთ სასუველ გაფართოებას. ამ შემთხვევაში 1920X1080 ტერმინალში ვწერთ: cvt 1920 1080 60 მივიღებთ ასეთ შედეგს: 1920x1080 59.96 Hz (CVT 2.07M9) hsync: 67.16 kHz; pclk: 173.00 MHz Modeline "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync ამის შემდეგ ტერმინალში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: xrandr --newmode "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync 5) სანამ ბოლო ბრძანებას გავუშვებთ ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენი მონიტორის ID ამიტომ ტერმინალში ვწერთ ამ ბრძანებას xrandr და მიღებულ შედეგში ვამოწმებთ როემლზე გვიწერს, რომ დაკავშირებულია. ჩემ შემთხვევაში არის DVI-I-0 disconnected და VGA-0 connected, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს. ანუ ჩემი მონიტორის ID არის VGA-0 , მაგრამ სხვის შემთხვევაში შეიძლება იყოს DVI-I-0 შესაბამისად ჩემ შემთხვევაში ფინალური ბრძანება, რომელიც ტერმინალით უნდა გავუშვათ ასეთია: xrandr --addmode VGA-0 "1920x1080_60.00" მაგრამ DVI-I-0 -ის შემთხვევაში იქნება ასეთი: xrandr --addmode DVI-I-0 "1920x1080_60.00" ამის შემდეგ უკვე NVIDIA X SERVER Settings -ის აპლიკაციაში ან თუნდაც Display-ში სხვა რამდენიმე რეზოლუცია, მათ შორის ჩვენი მონიტორის ნორმალური რეზოლუციაც გამოჩნდება და შევძლებთ ავარჩიოთ. თუმცა ყოველ ჯერზე ხელახლა რომ არ შევიდეთ Display -ში ნორმალური გაფართოების ასარჩევად საჭიროა, რომ ეს ცვლილებები შევინახოთ. შენახვის მეთოდი სხვადასხვა დისტროზე განსხვავებულია.
- 13 replies
-
- 6
-
- screen resolution problem
- linux
-
(and 3 more)
Tagged with:
-
გაუმარჯოს ბიჭებო. მაინერზე აყენია Linux 3.8.13 #22 SMP სისტემის საინსალაციო ფაილი არის tar.gz არქივის ფორმატით. ამ არქივში არის ერთ ერთი ფაილი რომელის ფორმატია .bin.sd და ამ ფაილში შესვლა მინდა... cgminerკონფიგი მინდა შევცვალო მე პირადად არ მაქ საერთოდ შეხება ლინუქსთან 3 დღეა ვწვალობ ვერაფერი გავაკეთე და ვერ დამეხმარებით? https://mega.nz/#!ylJX0LCQ!8JWryI0jDhgMvPdH2mrOvybkXCtrpYtQpxu0akdxU1s აჰა ლინკიც რა ფაილზეც მაქვს საუბარი. და ეს ყველაფერი იმიტომ დამჭირდა , რომ ეს არის შეცვლილი სისტემა რომელიც ყოველ 2 საათსი ერთხელ ავტომატურად რთავს დეველოპერის პულზე მაინერს 2 წუთით და დღეში ერთი საათი რეალურად სხვისთვის მუშაობს მაინერი... ის პული დავბლოკე სადაც რთავდა მაგრამ 2 წუთიანი წყვეტა ხომ მაინც მაქვს მაინერი ცდილობს პულთანდაკავშირებას.... აი ეგ მინდა რომ ამოვიღო ამ პრაშივკიდან....
- 2 replies
-
- linux
- andminer d3
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მოგესალმებით! როგორც ვიცი მათე კარგად ერკვევა და იმედია ამ კითხვაზე ეცოდინება პასუხი ან იქნებ ვინმემ იცით თუ არის შესაძლებელი amdgpu-pro დრაივერის fedora-26 ზე დაინსტალება? ოფიციალურად მხოლოდ Redhat enterprise, CentOs, Ubunti14 მხარდაჭერა აქვს/
-
მოგესალმებით, დღეს წარმოგიდგენთ linux-ს კიდევ ერთ დისტრიბუტივს kali linux. ბევრ თქვენგანს გაუგია ალბათ backtrack, kali linux არის მისი შთამომავალი. ისიც როგორც მისი წინამორბედი განკუთვნილია pentesting-ს Security auditing-ს, reverse engineering-სა და security task-ებისთვისა. kali linux შეიცავს რამოდენიმე ასულ პროგრამას ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებისთვის. ის შექმნილია Offensice Security-ს მიერ 2013 წლის 13 მარტს. 600-ზე მეტი testing tool backtrack-ში არსებული tool-ების გადახედვის შემდეგ მოხდა მათი შერჩევა, წაიშალა ისეთები რომლებიც უბრალოდ არ მუშაობდნენ ან იმეორებდნენ სხვა პროგრამის ფუნქციონალს. ინფორმაცია kali linux-ს tool-ებზე http://tools.kali.org kali linux არის უფასო და ყოველთვის ასე იქნება ის როგორც მისი წინამორბედი backtrack არის და იქნება სრულიად უფასო. თქვენ არასდეს მოგიწევთ მისთვის თანხის გადახდა. Open source Git tree მთელი source code რომელიც ხვდება kali linux-ში არის ხელმისაწვდომი git-ში ნებისმიერი მსურველისთვის. მათ შეუძლიათ საკუთარი სურვილის შემთხვევაში დატვიკონ და ხელახლა ააგონ package-ბი. იხილეთ აქ: http://git.kali.org/gitweb/ ფართო wireless მოწყობილობების მხარდაჭერა მას გააჩია რაც შეიძლება მეტი wireless მოწყობილობის მხარდაჭერა. იქნება ეს USB თუ სხვა wireless მოწყობილობები. Kernel მას აქვს Custom kernel სპეციალურად დაპაჩული ინექციებისთვის. ეს საჭიროა რადგან penetration test-რები და დეველოპერები ხშირად აკეთებენ wireless assessments-ს. Developing environment kali linux-ს ჯგუფი შედგება რამდენიმე ადამიანისგან. მხოლოდ მათ აქვთ წვდომა და უფლება ქონდეთ კავშირი repositor-ებთან და package-ბთან. ეს კავშირი კი დაცულია რამდენიმე სპეციალური პროტოკოლით. kali linux-ს აქვს GPG signed package-ბი და repositor-ები. თითოეული package არის შემოწმებული ამ ჯგუფის წევრების მიერ. Completely Customizable მას აქვს ფაქტობრივად უსაზღვრო კოსტუმიზაციის საშუალება kernel-ს ჩათვლით. მომხმარებელს პირდაპირი მნიშვნელობით აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ასევე მას აქვს მრავალი ენის მხარდაჭერაც, მიუხედავად იმისა რომ ძირითადად tool-ები იგლისურ ენაზეა დაწერილი მათი გამოყენება შეუძლიათ საკუთარ მშობლიურ ენაზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც. ARMEL და ARMHF მხარდაჭერა რადგან ARM-based მოწყობილობები მომრავლდა ისეთები როგორებიცაა raspberry pi და beaglebone black ასევე ისინი საკმაოდ ხელმისაწვდომებია და მათი ფასი განაგრძობს ვარდნას, ამიტომ შეიქმნა kali linux-ს ვერსია სპეციალურად ARMEL და ARMHF სისტემებისთვის http://docs.kali.org/category/kali-on-arm. ARM repositor-ები ჩაშენებულია mainline დისტროებში ამიტომ მათი განახლება ძირითად ვერსიებთან ერთად ხდება. უფრო მეტი დეტალებისთვის გადადით ამ ლინკზე: http://docs.kali.org/introduction/should-i-use-kali-linux ოფიციალური საიტი: https://www.kali.org სისტემური მოთხოვნები მინიმუმ 10 GB თავისუფალი ადგილი i386 ან amd64 არქიტექტურა მინიმუმ 512MB RAM. CD-DVD Drive / USB boot support ინსტალაციისთვის მომზადება Download Kali linux. ჩაწერეთ kali linux iso DVD-ზე Image Kali Linux Live to USB. დააყენეთ თქვენი კომპიუტერი რათა დაიბუთოს CD / USB-დან. Kali Linux-ს ინსტალაციის პროცედურა დაბუთეთ კომპიუტერი და აირჩიეთ ინსტალაციის ტიპი: ტექსტური, გრაფიკული. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ გრაფიკულს აირჩიეთ ენა და რეგიონი, ასევე კლავიატურის ენები ადგილმდებარეობის მითითება ინსტალერი გადაიტანს kali-ს image-ს დისკზე, შეამოწმებს network ინტერფეისებს და მოგთხოვთ hostname-ს არჩევას. ჩვენ შეგვყავს "kali" hostname-ად შეგიძლიათ მიუთითოთ default domain სახელი სისტემისთვის შემდეგ მიუთითეთ სახელი non-root მომხმარებლისთვის. ავტომატურად დაგენერირდება user ID სახელზე დაყრდნობით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის. დააყენეთ time zone. ინსტალერი შემოგთავაზებთ ოთხ არჩევანს მყარ დისკთან დაკავშირებით. ჩვენ ვირჩევთ მთელს დისკს და არ ვაკონფიგურირებთ LVM (logical volume manager). უფრო მცოდნე მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ “Manual” და იქიდან დააყენონ საკუთარი გემოვნებით. აირჩიეთ დისკი შეგიძლიათ იქონიოთ ცალკე partition თქვენი ფაილებისთვის, თუ არ იცით ეს რას ნიშნავს მაშინ აირჩიეთ “All files in one partition”. ბოლო ნაბიჯი რამის შესაცვლელად ამის შემდეგ ინსტალერი გააკეთებს ცვლილებებს, რომლებსაც ვეღარ აღადგენთ. Continue-ზე დაჭერის მერე ინსტალერი შეუდგება სამუშაოს. დააკონფიგურირეთ network mirror-ები. Kali იყენებს central repository-ს პროგრამების გასავრცელებლად. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისმიერი მუშა proxy ინფორმაცია. NOTE! If you select “NO” in this screen, you will NOT be able to install packages from Kali repositories. დააყენეთ GRUB. დააჭირეთ Continue-ს რათა ჩართოთ ახლახანს დაყენებული kali linux. ინსტალაციის შემდგომ ახლა თქვენ გაქვთ დაყენებული Kali Linux, დროა შეუდგეთ მის მორჯულებას. როგორც ზემოთ ავღნიშნე თქვენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. ამისათვის შეგიძლიათ kali linux-ს ფორუმები და google გამოიყენოთ. გისურვებთ წარმატებებს!
-
მოგეხსენებათ 2 წელი გავიდა რაც canonical-მა ბოლო LTS ვერსიის ubuntu გამოუშვა და დღეს მოგახსენებთ ახალი LTS ვერსიის შესახებ 16.04 კოდური სახელით Xenial Xerus რა არის მასში ახალი: Linux 4.4 ის ბევრად გაუმჯობესებულია წინა ვერსიასთან შედარებით. სისტემა უფრო სტაბილურია, უფრო დაცული, გაუმჯობესებულია ენერგოდაზოგვის მექანიზმები, ასევე გაუმჯობესებულია ფაილური სისტემა და გააჩნია ახალი თაობის Intel-სა და AMD-ს hardware-ს მხარდაჭერა. 1 გაუმჯობესებული Intel Skylake processor-ების მხარდაჭერა 2 3D -ს მხარდაჭერა virtual GPU driver-ში 3 Corsair Vengeance K90-ს ახალი დრაივერი 4 TPM 2.0 chips-ს მხარდაჭერა 5 Journaled RAID 5-ს მხარდაჭერა 6 მას ასევე გააჩნია Logitech G29 racing wheel-ს დრაივერები და აქვს toshiba-ს ლეპტოპების hardware features-ს მხარდაჭერაც ZFS-ს მხარდაჭერა ეს არის უბუნტუს პირველი ვერსია რომელსაც აქვს Zfs filesystem-ს native მხარდაჭერა. ZFS არის კომბინაცია volume manager-სა (როგორც LVM) და filesystem-ს (როგორც ext4, რომელიც რჩება default-ად უბუნტუს ინსტალაციისას). Python 3.5 Python 3.5 არის დეფოლტი 16.04-სთვის. თუმცა პროგრამები რომლებიც დაფუძნებულია Python 2-ზე კვლავ რჩება ხელმისაწვდომი და განაგრძობენ ფუნქციონალობას. დეველოპერები კი დააფგრეიდებენ თავიანთ სოფტს Python 3-ზე. ნახვამდის fglrx ეს დრაივერი ამოღებულია სისტემიდან და თუ AMD-ს ბარათი გაქვთ უნდა დააყენით ან open source ალტერნატივები ან amdgpu driver-ები. Unity 7.4 უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ლანჩერი დაბლითა მხარეს ასევე online search-ები დეფოლტად გათიშულია Dash-ში. session შროთქათები (logout, restart, shutdown) ხელმისაწვდომია Dash-დან. ასევე დაიფიქსა უამრავი bug და არის სხვა ცვლილებებიც 1 Removable devices-ს აქვთ launcher-ზე shortcut-ები 2 ‘Format’ არჩევანი დაემატა device quicklist-ს 3 გაუმჯობესებულია პროგრამების სახე რომლებიც მოიხმარენ CSD-ს 4 ახალი შორთქათ პორგრამების გასადიდებლად: Super + Ctrl + W 5 Window management დაიფიქსა Trash-სთვის 6 ახალი HUD shortcut: Alt + Space (ადრე იყო მხოლოდ ‘Alt’) 7 არჩევანი ‘Always Show Menus’ System Settings-ში 8 Dash: ახალი scrollbar-ები 9 გაუმჯობესებულია HiDPI მხარდაჭერა 10 პროგრამები ანახებენ launcher icon-ებს როცა იწყებენ ჩატვირთვას 11 ხმის მენიუში იქნება მიკროფონის სლაიდერი იმ მოწყობილობებისთვის რომლებიც შეიცავენ მიკოროფონს. წინასწარ დაყენებული პროგრამები: ახალი store app Ubuntu 16.04 აქვს ახალი store app ასევე ახალი კალენდარი რომელსაც აქვს reminder-ები და appointment-ები დღის ინდიკატორში. პროგრამები რომლებიც დარჩნენ და განახლდნენ: Firefox 45 Thunderbird 38 Chromium 48 LibreOffice 5.1 Nautilus (aka ‘Files’) 3.14.2 Totem (aka ‘Videos’) 3.18 Rhythmbox 3.3 GNOME Terminal 3.18 Eye of GNOME 3.18 Shotwell 0.22 წაიშალა ეს პროგრამები: Brasero disc burner and Empathy the instant-messaging client. გადმოწერეთ ის უფასოა როგორც ყოველთვის http://www.ubuntu.com/download/desktop ეს კი უბუნტუს სხავდასხვა ვერსიები Xubuntu The modern Ubuntu GNOME Kubuntu Ubuntu Mate დაბალი მონაცემებისთვის Lubuntu
-
მაქვს KALI LINUX 2.0 და Wi-Fi ვერ ვსარგებლობ არ ჩანს არსად საერთოდ ნეთვორქში. გამორთული არ არის უფრო სწორად რეაგირება არ აქვს როდესაც ჩემი ლეპტოპის შემთხვევაში (FN+F2) ვაჭერ თუ ვინმეს გაქვთ შეხება ლინუქსთან და მსგავსი პრობლემა გქონიათ რა უშველეთ?
-
Campo Santo-მ გამოაქვეყნა თავისი ახალი თამაშის - Firewatch-ის 9 წუთიანი გეიმფლეი. თამაში წარმოადგენს სათავგადასავლო თავსატეხ თამაშს, რომლის მთავარი გმირიც არის მეხანძრე ჰენრი. მოვლენები განვითარდება ვაიომინის ტყეებში 1989 წლის ზაფხულში. შემქმნელებს სურთ მოუყვნენ გეიმერებს "დეტექტიური ისტორია" ღია მსოფლიოს და მოვლენების ბევრი სხვადასხვანაირი ვარიანტების განვითარების საშუალებით. გუნდის სიტყვების მიხედვით, მოთამაშეების მოქმედებებს მოყვებათ შედეგები და თითოეული ნივთი შეიძლება გახდეს ინფორმაციის მთავარი წყარო. ჰენრის ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან წარმოადგენს რაცია და მისი უფროსი დელაილა. როგორც შემქმნელებმა აღნიშნეს, ინფორმაციების დიდ ნაწილს გეიმერები მიიღებენ მათი საუბრისას. ამავდროულად მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობები, რომ ესაუბრონ თავიანთ უფროსს. Firewatch-ის რელიზი დაგეგმილია PC-ზე, Mac-ზე და Linux-ზე. თამაში 2015 წელს გამოვა.
-
Mac OS & Windows are malware, spyware. (also ubuntu). გუგლი კიდევ ყველაზე დიდი დატამწოველია. Data Monetising. უფასო სერვისები, მიღებული ინფორმაცია, მეტი გაყიდული, მეტი შემოსავალი. Search Filter Bubble მეზარება ახლა ბევრის წერა, უბრალოდ თემა ეხება ჩვენი თავისუფლების თემას. Windows-ის გამოყენებისას შენი ინფორმაცია Microsoft-საა. Mac OS-ის გამოყენებისას Apple-ის. ამ ორივეს და კიდევ მრავალ სხვათ ამერიკის მთავრობა წოვს ინფორმაციას. ამ კომპანიებს "უკანა კარი" აქვთ სისტემაში, რომლის შესახებაც ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. აქედან გამომდინარე თავისუფლება და უსაფრთხოება მხოლოდ Open Source ოპერაციული სისტემების გამოეყენების შემთხვევაშია უფრო მეტად დაცული.
-
მართალია რომ Windows ოპერაციული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ასევე არის ვერსიები რომლებიც შედარებით სუსტი ტექნიკური მონაცემების მქონდე კომპპიუტერებისთვის არის უკვე მაგრამ ასე თუ ისე ძველი პერსონალური კომპიუტერები დაჩაგრულები არიან რადგანაც უკვე აღარ აქვს მხარდაჭერა Microsoft-ს თუნდაც დრაივერების მხრივ. სანამ შევუდგებოდით თითოეულის მოკლედ განხილვას დავწეროთ რათქმაუნდა მათი დადებითი მხარეებიც, პირველ რიგში ვინდოუსთან შედარებით არის ძალიან მსუბუქი არ ტვირთავს კომპიუტერს ამასთან ერთად Linux დისტრიბუტორებს აქვთ ერთი ძალიან კარგი ფუნქცია Live CD/Live USB რაც საშუალებას იძლევა HDD-ზე ინსტალაციის გარეშე გაუშვათ ოპერაციული სისტემა(ამაზე ცალკე ვისაუბროთ კიდევ) ამისი 2 დადებითი მხარე: თუკი გაფუჭებული გაქვთ მყარი დისკი არაუშავს, თქვენ მაინც შეძლებთ გაუშვათ OS(ოპერაციული სისტემა). თუკი გაქვთ ძველი HDD გაცილებით მოსახერხებელია usb ფლეშზე ჩაწერა ის უფრო სწაფადაც იმუშავებს (თანამედროვე USB Flash driver-ებს უფრო სწრაფი წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე აქვს ) Puppy Linux Puppy Linux არის ძალიან მსუბუქი OS, usb ფლეშზე ინსტალაციისას იკავებს მხოლოდ 100Mb მთლიანი Openoffice პაკეტი კი 256Mb-ს. Puppy იტვირთება ოპერატიული მეხსიერებაში რაც განაპირობებს მის სწრაფ მუშაობას რაც დიდი პლიუსი ძველი კომპიუტერებისთვის ასევე პარალელურად შესაძლებელია ფლეშ დრაივზე ინფორმაციის შენახვაც. აქვს ძალიან მცირე სისტემური მოთხოვნილება, კერძოდ კომპიუტერს უნდა ჰქონდეს 128Mb ოპერატიული მეხსიერება(256Mb რეკომენდებული), სისტემას აქვს თავისი ინტეგრირებული ბრაუზერი Dillo ასევე იმეილ კლიენტი, მედია ფლეიერი, ტექსტური რედაქტორი და სურათის რედაქტორი. სისტემა იყენებს Openbox window manager-ს. საინტერესო ინფორმაცია ქართული ფონტის აღქმასთან და წერასთან დაკავშირებით VectorLinux Light VectorLinux Light არის Vector Linux-ის შემცირებული ვერსია. დეველოპერები როგორც ამბობენ ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს 256Mb ოპერატიული მეხსიერების მქონე კომპიუტერზეც, ამასთან ერთად შესაძლებელია ინსტალაცია Barebone ფუნქციის რაც გვაძლევს გრაფიკულ ვებ ბრაუზერს(კარგად მუშაობს Pentium III-ზე მაგალითად 128Mb ოპერატიული მეხსიერების მქონე PC-ზე). VectorLinux Light ოპტიმიზირებულია USB დრაივიდან ჩატვირთვისთვის და ეშვება RAM მეხსიერებაზე როგორც Puppy Linux. თუკი თქვენ გადაწყვეტ მის მყარდ დისკზე ინსტალაციას ესეც არ არის პრობლემა მას მოჰყვება ყველა საჭირო პროგრამა - ვებ ბრაუზერი,იმეილ კლიენტი, ჩათის პროგრამა,ტესქტური და გრაფიკული რედაქტორი. თუკი თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება VLL-სა და PL(puppy linux)-ს შორის აჯობებს მიეხროთ puppy-ს რადგანაც უფრო მარტივად იწერება ფლეშ დრაივზე და ეშვება სხვა მხრივ არჩევანი თქვენზეა. Lubuntu Lubuntu გახლავთ ubuntu-ს მოდიფიცირებული ვერსია რომელიც დაფუძნებულია იმავე პროგრამულ აღჭურვილობაზე რაზეც ubuntu არის უბრალოდ სტოკ ვერსიასთან შედარებით უფრო მსუბუქი და სწრაფია(აქვს LXDE გრაფიკული მაგიდა 'desktop' unity-ს ნაცვლად). პროგრამებს რაც შეეხება ის პროგრამები ყენდება რაც სტანდარტულზე(უბუნტუზე). ეს დისტიბუცია შედარებით უფრო "მძიმეა" ვიდრე puppy მაგრამ მას მოჰყვება ქრომიუმის ძრავზე დაფუძნებული სრული ვებ ბრაუზერი google chrome რაც ერთ-ერთი მაგალითია თუ რატო მოითხოვს შედარეიბთ მეტ ოპერატიულ მეხსიერებას, ყოველდღიური მუშაობისთვის რეკომენდებულია 512Mb RAM. Lubuntu იდეალურია უბუნტუს მომხმარებლებისათვის რომლებსაც დაუძველდათ კომპიუტერები და ხელს არ უწყობს ახალი უბუნტუს ვერსიები. Shopen, OverClockers.GE
- 34 replies
-
- 15
-
მაკი და ლინუქსი ჩვეულებრივ დესკტოპზე იმუშავებს? ჩემ სისტემაზე რო დავაყენო შეიძლება? რამე პარადოქსს ხომ არ გამოიწვევს? საერთოდ ვინდოუსის გარდა სხვა ოპერაციული სისტემის დაყენება შეიძლება ჩვეულებრივ დესკტოპეპზე?