Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Haswell'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 4 results

  1. მოგესალმებით , დადგა დრო წარმოგიდგინოთ კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის 22ნმ. Haswell არქიტეტურაზე აგებული უახლესი და უძლიერესი 4 ბირთვიანი Core I7 სერიის პროცესორი i7-4770K , რომელიც Haswell არქიტექტურაზე აგებულ პროცესორებს შორის ყველაზე ძლიერია. მოდით თავდაპირველად თვალი გადავავლოთ Haswell არქიტეტურის ყველა მოდელს და მათ ზოგად მონაცემებს. როგორც ხედავთ ჩვენს მიერ განსახილველი მოდელი მართლაც ყველაზე ძლიერია , მაშინ როდესაც მუშაობს პირველი და მეორე ბირთვი პროცესორის სიხშირეა 3.9 GHz , სამი ბირთვის მუშაობის დროს 3.8 და ოთხივეს 3.7 GHz , თუმცა პროცესორის სტოკ სიხშირე ტურბო რეჟიმის გარეშე 3.5 GHz .მას აქვს L3 დონის ქეშ მეხსიეება 8MB მოცულობით , მისი ენერგო მოხმარებაა 84W , პროცესორი აღჭურვილია ინტეგრირებული გრაფიკით HD 4600 ით რომლის მაქსიმალური სიხშირე 1.25 GHz ია ( მიმოხილვაში ასევე შემოთავაზებული იქნება HD 4600 ის ტესტები ) . რაც შეეხება Haswell სერიის პროცესორების დაბოლოებას: K მოდელები და მათ შორის ჩვენი 4770K საც აქვს გახსნილი მამრავლი , რაც Overclocking ის საშუალებას იძლევა , ასეთ მოდელებს სტადარტული 84W ენერგო მოხმარება აქვთ , ისევე როგორც სტადარტულ მოდელებს აღნიშვნის გარეშე. სტანდარტულ მოდელებთან ერთად S სერიის პროცესორები არ იძლევ Overclocking ის საშუალებას და იყენებს მხოლოდ 65W ენერგიას . რაც შეეხება T სერიის მოდელებს , ეს გახლავთ ყველაზე მეტად შეზღუდლი და დაბალი ენერგო მოხმარების მოდელები ,რომელებიც სულ რაღაც 35-45 W ენერგიას მოიხმარენ. ყველა ეს პროცესორი მიეკუთვნება Intel ის ახალ სოკეტ 1150 ს ,რომელის მოთავსებაც შესაძლებელია B85, H87, Q85, Q87 და Z87 ჩიპსეტის მქონე დედა დაფებზე. Haswell არქიტექტურა : მაინც რით გამოირჩევა 22 ნანომეტრზე აგებული Intel Haswell ? ამ არქიტეტურაში გამუჯიბესებულია პროცესორის Turbo Boost რეჟიმი , რევიზიით 2.0 , უფრო ზუსტად კი ეს ტექნოლოგია მომხარებელს აძლებს საშუალებას განახორციოელოს ცალკეული ბირთვის ტურბო რეჟიმში გაშვება დამოუკიდებლად ,რაც განსაკუთრებით დააინტერესებს Overclocker ებს , თუმცა აღნიშნული პროცესის წარმართვა არაა შესაძლებელი ყველა ჩიპსეტის მქონე დედა დაფით , საჭიროა Z87 Express ჩიპსეტი ! პროცესორის ინტეგრირებული ვიდეო ჩიპი HD 4600 საშუალებას იძლება გავუშვათ ჩვენს სიტემაში 1080P Blu-ray 3D ხარისხის მასალა , ამ ყველაფერში მონაწილებობას იღებს ისეთი ტექნოლოგიები როგორიცაა: Intel Quick Sync Video Technology , Intel InTru3D , Intel Clear Video HD Technology. გარდა HD 4600 ისა Haswell არქიტეტურაში გამოყენებული იქნება HD 4400 და 4200 შედარებით სუსტ პროცესორებში.ყველა მათგანი კი აღჭურვილი იქნება ისეთი თანადროვე ტექნოლოგიებით როგორიცაა: DirectX 11.1, OpenGL 4.1 და OpenCL 1.2 ახლა კი დროა გადავიდეთ უშუალოდ პროცესორის განხილვაზე , ეს გახლავთ მისი არქიტეტურა , რომელშიც გამოყენებულია Hyper-Threading ტექნოლოგია , რის საშუალებითაც პროცესორის თითო ბირთვი დამატებით ამუშავებს კიდევ ერთ ცალკეულ პროცეოსორის ნაკადს რაც ჯამში გვაძლებს 8 ვირტუალურ და 4 რეალურ ბირთვის. მოდით ვნახოთ თუ რას ვიღებთ Intel ისგან პროცესორის შეძენისას : პროცესორი ორივე მხრიდან : როგორც ყოველთვის Intel არ ღალატობს ტრადიციას და პროცესორს აყოლებს ტავის სტადარტულ ქულერს. დავიწყოთ ტესტები..... ჩვენს მიერ განსახილველი პროცესორი > სატესტო სისტემა : Overclocking როგორც ვიცით წინა თაობის Ivy Bridge არიქტეტურაში BCLK სიხშირე 106-107 MHz იყო ,ხოლო Haswell ში იქნება 130 Mhz მდე , ჩვენს შემთევვაში სიხშირე აწეული იქნა 120 MHz მდე ძაბვით 1.2 V და მივიღეთ შედეგი > ახლა კი სხვა ტესტები პროცესორის სხვადასხვა სიხშირით > ორივე ტესტში 4770K იღებს პრაქტიკულად იგივე შედეგს რასაც 3770K . აქ 25% ით უკეთესია 4770K წინა თაობის 3770K ზე გამოთვლები 3D Mark ტეტსები თამაშის ტეტსები : ტემპერატურები დაუტვირთავ და დატვირთულ რეჟიმებში : როგორც ვხედავთ წინა თაობის პროცესორებთან შედარებით 4770K უფრო გრილია ! ახლა კი გადავიდეთ ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპის HD 4600 ის ტესტებზე , ამისთვის დაგვჭირდება რამდენიმე სხვადასხვა სატესტო სისტემა: დავიწყოთ თამაშების ტესტები : HD 4600 ის ეფექტურობა ყველა რეზოლუციაზე : HD 4600 დაახლოებით 25% ით სჯობს წინა თობის HD 4000 ს Overclocking DDR3 Memory Clock როგორც ზემოთ აღვნიშნეთ HD 4600 ს გააჩნია ისეთი ტექნოლოგიებინ როგორიცაა : DirectX 11 , Open GL/CL , ტურბო რეჟიმი GPU სთვის , თუმცა 4770K ს ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი რა თქმა უნდა არ გამოდგება გეიმინგისთვის , ასევე ამ მხრივ იგი ჩამორჩება AMD ს პროცესორებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით HD 4600 ის საბოლოო შეფასება იქნება 8.6 - 10 დან . რაც შეეხება მთლიოანობაში I7-4770K ს , მისი ერთადერთი მინუსი არის ის რომ Ivy Bridge პროცესორებტან შედარებთან შედარებით ნაკლებადაა მისი Overclocking შესაძლებელი , ამის გათვალისწინებით პროცესორის საბოლოო შეფასება იქნება 9.5 - 10 დან . ამ პროცესორის ფასი > 342 ამრიკული დოლარია ! ესეც ვიდეო რევიუ >
  2. გაუმარჯოს ბიჭებს მაიტერესებს i3 G3220 - 1150 რამდენად კაი CPU ა და მაგის დათრევას სხვა რამეს ხომ არ მირჩევდით მსგავსიფინასებით დაახლოებით
  3. გამარჯობა, დღეს ჩვენ შევადარებთ ორ სოკეტზე არსებულ ინტეგრირებულ ვიდეოკარტებს. ეს ორი სოკეტი იქნება FM2 ( AMD ) და LGA 1150 ( Intel ). ამ ტესტში წარმოდგენილი იქნება AMD - ს მხრიდან Radeon HD 8670D, HD 8670D, HD 8570D, HD 8570D და HD 8470D ვიდეოკარტები A10, A8 და A6 პროცესორებიდან ( Richland ) , ხოლო Intel - ის მხრიდან წარმოდგენილი იქნება HD 4600 , intel Core i5 - დან ( Haswell ) . ორმა ლიდერმა კომპანიამ წარმოადგინა ახალი თაობის პროდუქტი : AMD Richland და Intel Haswell. ჩვენ უკვე გამოვცადეთ ეს ორივე სერია , შთაბეჭდილებები კი არ არის პოზიტიური. ჩვენ ველოდით რომ ახალი თაობის პროცესორები ყოველდღიურ აპლიკაციებს უფრო სწრაფად ამუშავებდა ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ დამუშავების სიჩქარე წინამორბედებისგან რამდენიმე პროცენტით განსხვავდება. AMD - მაც და Intel - მაც ყურადღება გაამახვილა სითბოს გაფრქვევის შემცირებაზე. მათ სურთ პროცესორი დაბალი TDP - ით (Thermal design power ან Thermal design point) ეს TDP კი ალბათ გაინტერესებთ რა არის. ეს არის პროცესორის მიერ გამოყოფილი მაქსიმალური სითბოს რაოდენობა მისი მუშაობის დროს. გაგრილების პრობლემა აქამდე არც გვქონია, მაგრამ მწარმოებლებს სულ სხვა გეგმები აქვთ. მათ სურთ X86 მიკროარქიტექტურა გამოყენებული იყოს მობილურ მოწყობილებეში. კომპაქტური სისტემები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მათ არ ჭირდებათ დამატებითი ვიდეოკარტა და შესაძლებელია ჩავტიოთ პატარა კეისში ან თუნდაც მონიტორშიც. ასევე შეგვიძლია ფულის დაზოგვაც. თუ ჩვენ არ გვჭირდება მაღალი დონის ვიდეოკარტა, შეგვიძია ვიყიდოთ პროცესორი ინტეგრირებული ვიდეოკარტით, რომელიც მშვენივრად გაართმევს თავს თავის მოვალეობას, მთავარია ზედმეტი არ მოვთხოვოთ . AMD HD Media გვთავაზობს პოპულარული UVD3 და H264 ფორმატის დეკოდირებას , მაგრამ წარმადობა და ფუნქციალურობა დღევანდელ სტანდარტებზე დაბლაა. დიდი მინუსი არის ის რომ მას არ შეუძლია 4K რეზოლუციის დეკოდირება. Intel - ის Quick Sync ტექნოლოგია კი საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ მაღალ რეზოლუციებთან, მაგალითად როგორიცაა 4K რეზოლუცია. Intel - ის ინჟინრებმა იზრუნეს მულტიმედიური შესაძლებლობების განვითარებაზე. მათ მიერ შექმნილი ინტეგრირეფული კარტა უფრო ოპტიმიზირებულია მულტიმედიაზე , მედია ცენტრზე. Richland არქიტექტურა : Haswell არქიტექტურა : ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე. ტესტებში დამატებულია დაბალი დონის ვიდეოკარტები ( გრაფიკული ადაპტერები ) რათა შევადაროთ ინტეგრირებულს. სატესტო სისტემა : პროცესორები AMD A10-6800K (Richland, 4 cores, 4.1-4.4 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8670D); AMD A8-6600K (Richland, 4 cores, 3.9-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8570D); AMD A6-6400K (Richland, 2 cores, 3.9-4.1 GHz, 1 MB L2, Radeon HD 8470D); AMD A10-5800K (Trinity, 4 cores, 3.8-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7660D); AMD A8-5600K (Trinity, 4 cores, 3.6-3.9 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7560D); AMD A6-5400K (Trinity, 2 cores, 3.6-3.8 GHz, 1 MB L2, Radeon HD 7540D); Intel Core i5-4430 (Haswell, 4 cores, 3.0-3.2 GHz, 6 MB L3, HD Graphics 4600); Intel Core i3-3240 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.4 GHz, 3 MB L3, HD Graphics 2500); Intel Core i3-3225 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.3 GHz, 3 MB L3, HD Graphics 4000). პროცესორის გაგრილება NZXT Havik 140. დედაპლატები ASUS Crosshair V Formula (Socket AM3+, AMD 990FX + SB950); ASUS F2A85-V Pro (Socket FM2, AMD A85); ASUS P8Z77-V LX (LGA1155, Intel Z77 Express); Gigabyte Z87X-UD3H (LGA 1150, Intel Z87 Express). ვიდეო კარტები : Gigabyte GeForce GT 640 (GV-N640D3-2GI, 2 GB/128-bit DDR3, 900/1800 MHz); Sapphire Radeon HD 7750 (11202-13, 2 GB/128-bit DDR3, 800/1600 MHz). ოპერატიული მეხსიერება 2 x 8 GB DDR3 SDRAM (G.Skill [TridentX] F3-2133C9D-16GTX). SSD : Crucial m4 256 GB კვების ბლოკი : Corsair AX760i (80 Plus Platinum, 760 W). ოპ. სისტემა Windows 8 Enterprise x64 დრაივერები : AMD Catalyst 13.6 Beta Driver; AMD Chipset Driver 13.4; Intel Chipset Driver 9.4.0.1017; Intel HD Graphics Driver 15.31.3.64.3165; Intel Management Engine Driver 9.5.0.1345; Intel Rapid Storage Technology 12.5.0.1066; NVIDIA GeForce 320.49 Driver. ახლა ტესტებს გადავავლოთ თვალი 3D წარმადობა : AMD Dual Graphics Performance ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ინტეგრირებულ ვიდეოკარტას + დისკრეტული ვიდეოკარტა. ( დისკრეტული ვიდეოკარტის ფასი სადღაც 70$ არის ) ამის ფუნქციის გამოყენება შეგვიძლია მხოლოდ DirectX 10 და DirectX 11 თამაშის ძრავებძე! შედეგი ძალიან კარგია, FPS მატება თითქმის 40-50% - ს უტოლდება. ახლა კი გადავიდეთ მულტიმედიის ტესტებზე. ამ ტესტში ნაჩვენებია პროცესორის დატვირთვა 4K - სთან მუშაბის დროს. ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ენერგომოხმარება : უსაქმურ მდგომარეობაში ( ნაკლები უკეთესია ) 100% დატვირთვისას ( ნაკლები უკეთესია ) ტესტები ნახეთ, ახლა უკვე თქვენი გადასაწყვეტია რომელს იყიდით. Intel - მა კარგი შედეგები აჩვენა მულტიმედიის ტესტებში, AMD - მ კი 3D Performance - ში . ფასის მხრივ AMD უფრო იაფია ვიდრე Intel . © lomsa - ლევან ლომსაძე
  4. 2014 წლის მეორე კვარტალში ( აპრილი - ივნისი ) კომპანია Intel გეგმავს გაანახლოს 22 ნმ. Haswell ტექნოლოგიით დამზადებული დესკტოპ სეგმენტის პროცესორების სერია 20 ახალი მოდელით. გარდა ამისა დაგეგმილია ახალი Z97 Express და H97 Express ჩიპსეტის გამოშვებაც. ამ განახლებაში წარმოდგენილი იქნება Core i7, Core i5, Core i3 და ამასთანავე Pentium და Celeron სერიის პროცესორები : Core i7-4790, Core i5-4690, Core i5-4590, Core i3-4360 წარმოდგენილი იქნება ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის. Core i7-4790S, Core i5-4590S, და Core i3-4150T ს ექნება ძალიან დაბალი ენერგო მოხმარება . Overclocker ებისთვის წარმოდგენილი იქნება Core i7-4790K და Core i5-4690K სერიის პროცსორები . რაც შეეხება იაფიან სეგმენტს , აქ ვიხილავთ Pentium G3450 და ბიუჯეტურ Celeron G1840 ს. თითოეული ეს პროცესორი თავსებადი იქნება Intel ის LGA 1150 სოკეტთან , ამ სოკეტზე არსებული დედა დაფები შეძლებენ ამ სერიის პროცესორების მუშაობას BIOS ის შესაბამისი განახლების დაყენების შემდეგ. რაც შეეხება მობილურ სეგმენტს აქ Intel მა წარადგინა 10 ახალი მოდელი , რომლის დეტალური მოანცემები და ფასები მოცემულია ქვემოთ >
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.