Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Dropbox'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 2 results

  1. ახლა როდესაც ბევრ ჩვენგანს აქვს ტაბლეტები, სმარტფონები და ერთდროულად რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი, უკვე დასაფიქრებელია, რისი მეშვეობით მოვახდენთ მათ ერთმანეთთან სინქრონიზაციას და რომელ ღრუბელოვან მეხსიერებას გამოვიყენებთ ამის განსახორციელებლად. ბაზარზე ჯერჯერობით არის სამი დიდი მოთამაშე – Apple, Google და Microsoft, რომელთაც საკუთარი ღრუბელოვანი მეხსიერება შექმნეს და ხსენებულში ახორციელებენ მათივე პროდუქტების ურთიერთსინქრონიზაციას, მაშინ, როდესაც DropBox დიდი ხანია პოპულარული გადაწყვეტაა და თითქმის ყველა მათგანთან შეუფერხებლად მუშაობს. განვიხილავთ თითოეულ მათგანს და წარმოგიდგენთ თუ რას სთავაზობს ხსენებული ღრუბელოვანი სერვისები მომხმარებლებს. რასაკვირველია მათ უამრავი მსგავსი სერვისი და მახასიათებელი აერთიანებს თუმცა მაინც აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რათა მკითხველმა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და მასზე დამოკიდებულებით გადაწყვიტოს რომელს მიანიჭოს უპირატესობა. DropBox: თავისუფალი სივრცე: 2GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 99$ ფაილების ზომის ლიმიტი: ულიმიტო პლატფორმა: Windows, Mac, Linux, iOS, Android, BlackBerry საუკეთესოა: უწყვეტი სინქრონიზაციისთვის Google Drive: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 59.88$ ფაილების ზომის ლიმიტი: 10GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android საუკეთესოა: ვებ აპლიკაციებისთვის Apple iCloud: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 50GB ერთ წლით – 100$ ფაილების ზომის ლიმიტი: 25MB უფასო/250MB ფასიანი პლატფორმა: Windows, Mac, iOS საუკეთესოა: iTunes/Mac-ის უწყვეტი მომხმარებელთათვის Microsoft SkyDrive: თავისუფალი სივრცე: 7GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 50$ ფაილების ზომის ლიმიტი: 2GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android, Windows Phone საუკეთესოა: Windows/Office ინტეგრაციისთვის ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ღრუბელოვან მეხსიერებას პრემიუმ სივრცეზე სხვადასხვა ფასები აქვს შემოთავაზებული სხვადასხვა მოცულობასა თუ სერვისებზე, უბრალოდ მაგალითად თანაბარი ტიპის სერვისის ფასები მოვიყვანეთ. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება თავისუფალი მეხსიერების მოცულობაში: ზემოთხსენებული ღრუბელოვანი სერვისები თქვენს მოწყობილობებს შორის არა მხოლოდ მონაცემთა სინქრონიზაციას ახორციელებენ, არამედ ისინი ასევე შეგიძლიათ მოწყობილობის მარქაფისთვის გამოიყენოთ (ე.წ Backup). SkyDrive გთავაზობთ 7GB თავისუფალ სივრცეს, ღრუბელოვან მეხსიერებაში, Google Drive და iCloud – 5GB თავისუფალ სივრცეს, მაშინ როდესაც DropBox-ზე ეს სივრცე მხოლოდ 2GB-ით შემოიფარგლება, თუმცა ამ უკანასკნელზე სივრცის გაზრდა მეტნაკლებად შესაძლებელია მეგობრების მოწვევით, ბეტა ტესტირების გამოყენებითა და სხვა ხრიკებით. არსებობს ფასიანი, პრემიუმ მოცულობის დამატების შესაძლებლობა, თუკი არ გყოფნით უფასო მეხსიერება, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი წლით დამატებითი 100GB SkyDrive-ზე დაგიჯდებათ 50$, Google Drive-ზე 59.88$, ხოლო DropBox -ზე 99$. რაც შეეხება iCloud-ს აქ უკვე განახევრებული მეხსიერება, 50GB ღირს 100$ წლიურად. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება სინქრონიზაციის საკითხში: DropBox, SkyDrive და Google Drive გვაწვდის დესკტოპ კლიენტებს Windows-ისა და Mac-ისთვის (მათ შორის, DropBox გვთავაზობს ოფიციალურ linux-ის კლიენტსაც). თითოეული აპლიკაცია წარმოადგენს მყარი მეხსიერების საქაღალდეს, და ყველაფერი რაც თავსდება ამ საქაღალდეში ავტომატურად სინქრონიზირდება ღრუბლებში და სხვა მოწყობილობებში, რომელიც გაქვთ დაკავშირებული თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების ანგარიშთან. სინქრონიზაციის საკითხში მნიშვნელოვანი განსხვავება თითქოს არ არის, თუმცა DropBox უფრო სტაბილური და გლუვია მუშაობის პროცესში, შესაძლოა სწორედ ამან გამოაჩენინა Steve Jobs-ს მისი შეძენისადმი ინტერესი თავის დროზე. რაც შეეხება iCloud-ს, ეს სერვისი თავიდან ბოლომდე ინტეგრირებულია Mac OS ოპერაციულ სისტემაში და iOS აპლიკაციებში, და ფოკუსირებას ახდენს რომ იყოს შესანიშნავი სინქრონიზააციისა და მარქაფის გადაწყვეტა, ვიდრე ციფრული ჩამკეტი და დესკტოპზე მოთავსდეს საქაღალდის სახით. რაც შეეხება მობილურ მხარეს, SkyDrive ამჯერად ერთადერთი ღრუბელოვანი სისტემაა, რომელიც ოფიციალურად ხელმისაწვდომია Windows Phone მოწყობილობებზე. SkyDrive, Google Drive და DropBox, სამივე არის წარმოდგენილი iOS-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე, ხოლო iCloud მხოლოდ iOS ოპერაციულ სისტემაზე არის მიბმული და არ არის ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებზე, თუმცა Windows-ისთვის საბაზისო ხელსაწყო გამოშვებულია და სინქრონიზაციის რამდენიმე ფუნქციას ესადაგება. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება ონლაინ აპლიკაციებსა და წვდომის საკითხში Google Drive-ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ონლაინ აპლიკაციების მომცველობა, ბოლო ბოლო ამ პლატფორმის იდეა ხომ Google Docs-იდან წარმოიშვა. Google Drive-ს გააჩნია სპეციალური ინტერნეტ გვერდთან ინტეგრირებული ხელსაწყოები დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და სხვა ოფისის ფაილებისთვის, რომელთა სინქრონიზაციაზე და ღრუბელოვან მეხსიერებაში მოთავსებაზე არ გეხარჯებათ უფასო GB-ები. რაც შეეხება SkyDrive-ს, იგი შეიცავს Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ლიმიტირებულ ვერსიას, რომელიც ეშვება თავად ბრაუზერში. ეს არის მისი საბაზისო ხელსაწყოები, თუმცა ადექვატურია სხვა ჩვეულებრივი მომხმარბლებისთვისაც, რომლებიც მიჩვეულნი არიან სტანდარტულ ოფისთან მუშაობას. DropBox არ გვთავაზობს ბრაუზერის ბაზაზე რაიმე აპლიკაციას, თუმცა მას აქვს მორგებადი ვებ ინტერფეისი, რომელზეც საქაღალდეები და ფაილები მთლიანად არის წარმოდგენილი სიის სახით. ხსენებული ღრუბელოვანი სისტემა მთლიანად ფარავს უამრავი ტიპის ფაილს: PDF-ებს, დოკუმენტურ ფაილებს, ვიდეო, ფოტო და მუსიკალურ ფაილებს და ყველა მათგანის დათვალიერება შესაძლებელია პირდაპირ ბრაუზერში, მაშინაც კი, როდესაც რედაქტირების საშუალებას არ იძლევა თავად ფაილი. iCloud შეიცავს საბაზისო ჩანაწერებს, კონტაქტებს და კალენდრის ხელსაწყოებს, თუმცა არ გააჩნია ვებ ინტერფეისის ოფისის მსგავსი აპლიკაცია, და არანაირი ონლაინ ფაილების დათვალიერების შესაძლებლობა. DropBox-ის შემთხვევაში ფაილებისა და საქაღალდეების ინტერნეტში გაზიარების ფუნქცია არის სრულყოფილად შემუშავებული და ისეთივე მარტივია, როგორც URL-ის მიწოდება, იმისგან დამოუკიდებლად, ესა თუ ის მომხმარებელი თავად არის რეგისტრირებული DropBox-ში თუ არა. ამ მხრივ SkyDrive და Google Drive იძლევა ფაილების ნებისმიერი ადამიანის მისამართით გაზიარების საშუალებას, შეგიძლიათ იმუშაოთ დოკუმენტებზე, პრეზენტაციებზე სხვა მომხმარებლებთან ერთად ღრუბელში და სხვა, რაც საკმაო კომფორტს წარმოადგენს, როდესაც არ არის შესაძლებელი იმ მომენტში ფიზიკურად იმ ადამიანთან ერთად მუშაობა. რაც შეეხება iCloud-ს, იგი ისევ და ისევ არ გვთავაზობს ვებ წვდომას, ფაილების გაზიარების სიმარტივეს, თუმცა მეტად არის ფოკუსირებული კონკრეტულად მომხმარებელზე. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება: DropBox vs SkyDrive vs Google Drive vs iCloud: საბოლოო ვერდიქტი ძალიან ძნელია მოვახდინოთ ამ პროდუქტების ერთმანეთისთვის შედარება მჯობნის გამოვლენის მიზნით, ამასთან ნუ დაგავიწყდებათ, რომ iCloud-ს გააჩნია წვდომა თქვენს ყველა iTunes შესყიდულ მუსიკალურ თუ სხვა ფაილებთან და მათ მოცულობას არ თვლის თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების კლიენტის მოცულობაში, ხოლო Google-ს აქვს საკუთარი მუსიკალური სერვისი, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი MP3 ფაილები ღრუბელოვან მეხსიერებაში უფასოდ მოათავსოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არის რამდენიმე დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ. iCloud შესანიშნავია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელი i-მოწყობილობების მომხმარებელია, თუმცა ჯერჯერობით სხვა პლატფორმების მხარდაჭერა და ვებ-წვდომა საკმაოდ სუსტად აქვს განვითარებული. SkyDrive-ის ძირითადი ინტერესი უფრო Microsoft-ის პროდუქტებზე ვრცელდება, შესანიშნავი ინტეგრაცია აქვს Windows 8 და Windows Phone პლატფორმასთან, ასევე ონლაინ ინტერნეტ ვერსიის ოფისის დოკუმენტების საკმაოდ გამოსადეგია თქვენი საქმიანობისთვის. მაშინ, როდესაც Google ცხოვრობს და იკვებება ინტერნეტით, არაა გასაკვირი, რომ Google Drive სწრაფი და ბრაუზერებთან მუშაობისას მეგობრულია, თუმცა მისი დესკტოპ და მობილური კლიენტები არ არის საკმარისად სრულყოფილი მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად მუშაობს. გამოდის, რომ ისევ DropBox რჩება იმ ღრუბელოვან მეხსიერებად, რომელიც ერთნაირად ესადაგება ყველა ოპერაციულ სისტემას და ახორციელებს ყველგან ყველაფრის სინქრონიზაციას. საბოლოოდ, რთულია გამოვარკვიოთ რომელი რომელს ჯობია, ალბათ ყოველივე ზემოთხსენებულიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს იქიდან გამომდინარე თუ რა მოწყობილობებთან უფრო ხშირად უწევს მუშაობა და რა ფუნქციები არის მისთვის მნიშვნელოვანი. ზემოთხსენებული ნათარგმნია მე - ნიკკის მიერ, იმედია გამოგადგებათ, მადლობთ ყურადღებისთვის
  2. სალამი ფორუმელებს! დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება რომელზედაც ვინახავთ საჭირო ინფორმაციას, ამასთან დაკავშირებით ბევრს აღარა გავაგრძელებ რადგან მგონი აქ ყველამ იცის მის შესახებ, გადავიდეთ უშუალოდ თემაზე. როგორც იცით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღრუბლოვანი სისტემა dropbox გაძლევთ უფასოდ 2Gb სივრცეს(მგონი 2 არის არ მახსოვს) თუკი გსურთ უფრო დიდი მეხსიერება მოგიწევთ ფულის გადახდა ამაში ან კიდევ სხვადასხვა გზით მომატება(თვითერზე ავტორიზაცია, დროპბოქსის შესახებ თვითერზე დაპოსტვა და სხვა ერთ-ერთია ასევე მეგობრებისთვის გაგზავნა რეფერალ ბმულის ამითი იმატებთ 500Mb ერთ დარეგისტრირებულზე მთლიანობაში მეგობრებით შეგიძლიათ თქვენი სივრცე გაზარდოთ 16Gb-მდე). მაგრამ თუკი თქვენი მეგობრები უკვე არიან დარეგისტრირებულები ან თუნდაც არ რეგისტრირდებიან(ეზარებათ ;დ) ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ თავს გაუწიოთ მეგობრობა და თქვენ თვითონ გაზარდოთ, ამისათვის გადავდივართ Dropbox>referrals განყოფილებაში და ვაკოპირებთ ჩვენ სარეფერალო ლინკს შემდეგ ვხსნით მეორე ბრაუზერს და ამ ლინკით ვრეგისტრირდებით(Dropbox არ მოითხოვს პირველ ეტაპზე იმეილის ვერიფიკაციას ამიტომაც შეგიძლიათ აიღოთ თუნდაც ძველი იმეილი თქვენი) შემდეგ ვიწერთ პროგრამას რომლის გადმოწერაც ავოტმატურად იწყება ვაყენბთ და გავდივართ ავტორიზაციას ახალი ექაუნთით ესეც +500Mb თქვენს ექაუნთზე ამის შემდეგ ვასუფთავებთ შენახულ პაროლებს და ქეშს ბრაუზერში და თავიდან ვრეგისტრირდებით(აევე დეინსტალაციას ვუკეთებთ Dropbox აპლიაკციას და თავიდან ვწერთ) თავიდან გავივლით ისევ ახალი ექაუნთით ავტორიზაციას და ა.შ. ამ გზით გაზრდით თქვენს ექაუნთს თუკი ძალიან გჭირდებათ 16Gb-მდე. მეთოდი დატესტილია(ეხლა დავტესტე) და ამართლებს(ორჯერ დავრეგისტრირდი და მომემატა 1Gb). გმადლობთ ყურადღებისთვის. Shopen OverClockers.GE
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.