Search the Community
Showing results for tags 'DICE'.
-
ბევრი ლოდინისა და სპეკულაციების შემდეგ ახალი თაობის Mirror's Edge დღეს დაანონსდა, Electronic Arts-ის E3 2013 პრეს-კონფერენციაზე; თამაშის პროდიუსერმა სარა ჯენსონმა (Sara Jansson) განაცხადა რომ თამაში, პირველი პირის სათავგადასვლო-მოქმედებითია, რომლის მთავარი გმირიც Faith არის და შეინარჩუნებს იმ გეიმფლეის, რომელიც ორიგინალ თამაშს ჰქონდა; Mirror's Edge გამოვა PC, Xbox One და PS4 პლათფორმაზე; "თამაში ჯერ კიდევ შექმნის ადრეულ სტადიაშია და არ გვსურს ვიჩქაროთ," დაამატა მან. "ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ რომ თამაში მოლოდინს გაამართლებს და გამოიყენებს ახალი თაობის სისტემების სრულ შესაძლებლობებს"; DICE იკვლევს "საუკეთესო გზას რომ Faith-ის დაბრუნება ისეთივე დასახსომებელი იყოს, როგორც ორიგინალი თამაში," თქვა ჯენსონმა; ორიგინალი Mirror's Edge გამოვიდა 2009 წელს PlayStation 3, Xbox 360 და PC პლათოფრმაზე. თამაშის სცენარი, Tomb Raider-ის სცენარისტმა, რიანა პრაჩეტმა (Rhianna Prachett) დაწერა. წინა წელს, EA Labels-ის პრეზიდენტმა ფრანკ ჟიბიომ (Frank Gibeau) განაცხადა რომ Mirror's Edge-ის გაგრძლება იმ პროექტების "სიაში" იყო, რომლის შექმნაც სტუდიას სურდა. Mirror's Edge 2-ის დახმარების გვერდი წინა თვეს გამოჩნდა ოფიციალურ EA-ს საიტზე, რომელიც მოგვიანებით წაშლილი იქნა. Mirror's Edge 2 გამოვა "როცა მზად იქნება." @Polygon
-
EA-მ დაამოწმა რომ Battlefield 4-ზე მუშაობს. რელიზი შემდეგი წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. MoH: Warfighter-ს ვინც შეუკვეთავს ბეტაზე წვდომას მიიღებას. დეტალები მალე გახმაურდება