Search the Community
Showing results for tags 'Crytek'.
-
Crytek-მა CryEngine-ის უახლესი ვერსიის ტექ-ტრეილერი აჩვენა Gamescom-ზე, რომელსაც უბრალოდ CRYENGINE-ს უწოდებს. დეველოპერი განმარტავს მას, როგორც სრულყოფილ მოგვარების გზას თამაშების დეველოპინგისთვის - იგი თავსებადია შემდეგ პლათფორმებთან: PC, PlayStation 4, Xbox One, PlayStation 3, Xbox 360 და Wii U. დემოში ნაჩვენებია ძრავის უნიკალური და შთამბეჭდავი შესაძლებლობლები. ასევე იხილავთ Crytek-ის უკანასკნელი პროექტის, Ryse: Son of Rome-ის მომენტებსაც. @Crytek
- 30 replies
-
- 10
-
დღეს ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში. როგორც მოგეხსენებათ, THQ-ს გაკოტრების შემდეგ, Homefront-ზე უფლებები Deep Silver-მა მოიპოვა. თამაშს ქმნის Crytek UK, გამოვა PC, PS4, Xbox One, Mac და Linux პლათფორმებზე 2015 წელს. მოქმედება ვითარდება ფილადელფიაში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ა.შ.შ.-ს დაპყრობიდან ოთხი წლის შემდეგ. თამაშის მთავარი მახასიათებლებია: გამოიკვლიეთ თამაშის ცოცხალი და ღია სამყარო - განიცადეთ ნამდვილი ღია სამყაროს თამაშის პროცესი პირველი პირში, გაცოცხლებული CRYENGINE-ის შთამბეჭდავი ვიზუალით;პარტიზანული ომი - შეისწავლეთ პარტიზანული ომის ხელოვნება, მოაწყვეთ თავდასხმები, ინფილტრაცია, შეტევისა და გაქცევის ტაქტიკები მოწინააღმდეგებზე;შექმენით წინააღმდეგობა - შეკრიბეთ რევოლუციონერები, შექმენით ბაზები, თავშესაფრები, შეცვალეთ არსენალი და ა.შ.;მოაწყვეთ რევოლუცია - დათრგუნული მოქალაქიდან, რევოლუციურ ლიდერამდე, ეპიკური ერთპირიანი კამპანია მოგვითხრობს ა.შ.შ.-ს მეორე ომს დამოუკიდებლობისათვის. დინამიური სამყარო ვითარდება თქვენი მოქმედებების მიხედვით;ონლაინ-კოოპერატივი - ითამაშეთ მეგობრებთან ერთად ქსელში და მოიპოვეთ რევოლუციის გმირის რეპუტაცია;სურათები: @VG247
-
კომპანია Crytek-მა კიდევ ერთი ახალი თამაში დაანონსა სახელად Hunt: Horrors of the Gilded Age. ახალი პროექტი წარმოადგენს კო-ოპერატიულ ექშენს მესამე პირიდან, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტები გახდება ბრძოლა ბოსებთან. მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 4 კაციან გუნდში და გაემგზავრონ ბნელ სამყაროში, რომელიც სავსეა მითებით და ზღაპრებით. მოთამაშეები შიეტყობენ, თუ რამდენად მართალია ლეგენდები და შეეჩეხებიან საშინელ ბოროტებას. "Hunt: Horrors of the Gilded Age-ში მოთამაშეებს მოუწევთ დათვალონ ყოველი ტყვია და გამოიყონენ ყოველი დახმარება ღრმა ბნელ სამყაროში, რომელიც ჩვენ შევქმენით. თავდაპირველად ჩვენ $#^#(|ადეთ მთელი ჩვენი ფანტაზია წარმოგვეჩინა, რომ გვესიამოვნებინა Hunt-ის ყოველი მოთამაშე გეიმპლეის ახალი, საინტერესო და მდიდარი შესაძლებლობებით", - განაცხადა დევიდ ადამსმა, Crytek USA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. მოქმედება მიმდინარეობს 19-ე საუკუნეში, სადაც ყოველი ზღაპარი და ლეგენდა ეფუძნება რეალურ ფაქტს. მოთამაშეებს მოუწევთ მოირგონ შეიარაღებული მონადირის როლი, რომ გაემგზავრონ სასიკვდილო ტერიტორიაზე და შეხვდნენ იდუმალ არსებებს. შემქმნელები შეგვპირდნენ, რომ დაამატებენ კონტენტის გენერაციის სპეციალურ სისტემას, რაც თამაშში შეიტანს წარმუდგენელ მრავალფეროვნებას. Hunt: Horrors of the Gilded Age-ში ყოველი მონსტრი და ყოველი ლოკაცია იქნება უნიკალური. Hunt: Horrors of the Gilded Age-ის რელიზი იგეგმება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე. შემქმნელები გეგმავენ დაიწყონ დახურული ბეტა-ტესტირება უკვე მიმდინარე წელს და სთავაზობენ მსურველებს, რომ დატოვონ განცხადება ოფიციალურ საიტზე. კომპანია ასევე აპირებს, რომ თამაში მიიტანოს E3-ის გამოფენაზე.
-
შემქნელი Crytek გამომშვები:Microsoft Studios გამოშვების წელი/დრო TBA ჟანრი: first person hack and slash პლატფორმა: Xbox360 მოკლედ,კრაიტეკმა გადაწყვიტა გამოუშვას სერიოზული თამაში კინექტზე.E3 2010ზეც იყო წარდგენილი ეს თამაში,ოღონდ მაშინ ერქვა Codename: Kingdoms. E3 2011-ზე კი,სახელწოდებით Ryse. მოქმედი პერსონაჟია რომაელი გლადიატორი, რომის იმპერიის დაცემის დროს. ეს კიდე ახალი კონსოლებში უნდა გამეხსნა : |