კომპანია AMD ს პარტნიორმა კომპანია PowerColor მა დღეს წარმოგვიდგინა AMD ს მორიგი ბიუჯეტური R7 სერიის ვიდეო ბარათი 250X მოდელი ( წინა თაობის HD 7770 ის ახალი ვერსია ) , რომელიც უკვე არსებული 240 და 250 მოდელებს ცოტათი სჯობს.
როგორც სურათზე ვხედავთ ეს ვიდეო ბარათი აღჭურვილია ერთი ცალი ქულერით , ის დაფუძნებულია AMD ს უახლეს GCN
არქიტეტურაზე , რომელსაც აქვს 512 Stream პროცესორი 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება 128 ბიტიანი ინტერფეისით , Direct X11.2 ტექნოლოგია და ამასთანავე AMD ს უახლესი ტექნნოლოგიის მხარდაჭერა.
ვიდეო ბარათის პროცესორის სისხშირეა 1000 MHz , მეხსიერების 1125 MHz ( გამტარობა 4.5 GB/S ) .
ვიდეო ბარათს გააჩნია DVI , VGA და HDMI პორტები.
მიუხედავად არც ისე კარგი მოანცემებისა ეს ვიდეო ბარათი თამაშებშიც გამოდგება , Mantle ტექნოლოგიასთან ერთად.
როგორც ვხედავთ ეს ვიდეო ბარათი იქნება Nvidia GeForce GTX 650 ის კონკურენტი , მისი ფასი 99 ამერიკული დოლარი იქნება.