Search the Community
Showing results for tags '2015'.
-
Dead Rising-ის სერიის შემქმნელებმა დაანონსეს პროექტ Dead Rising: WatchTower-ის რელიზის ზუსტი თარიღი. Dead Rising: WatchTower წარმოადგენს სერიის ეკრანიზაციას ცოცხალი მსახიობების მონაწილეობით. სურათი კინოგაქირავებაში ჩაეშვება 2015 წლის 27 მარტს. ტრადიციული ფილმებისგან განსხვავებით Dead Rising: WatchTower-ს აჩვენებენ ნაწილ-ნაწილ. სურათის რეჟისორი არის ზაკ ლიპოვსკი, ხოლო ფილმში როლებს ასრულებენ ჰარლი მორენსტეინი, კიგან კონორ ტრეისი, ალექს პაუნოვიჩი, ჯესი მეთკალფი და სხვები. ფილმის სცენარისტი არის ტიმ კარტერი, რომელმაც დაწერა სცენარი პოპულარული თამაშისთვის Sleeping Dogs.
-
2007 წლის თამაშის Unreal Tournament 3-ის გაგრძელება ოფიციალურად დაანონსდა წინა თვეში, როგორც წინა მორბედებიც, ეს თამაშიც სრულიად უფასო იქნება. შექმნა ადრეულ სტადიაშია. @UnrealTournament
-
ეს თამაში რამდენიმე თვის წინ დაანონსდა: პოლონელი დეველოპერი The Farm 51 (ცნობილი Painkiller: Hell & Damnation-ითა და NecroVisioN-ით), გვპირდება რევოლუციურ შუთერს. თამაში იყენებს 3D სკანირების ახალ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც თამაშში შემავალი თითოეული დონე ნამდვილი ერთეულიდან იქნება სკანირებული. თამაშის სიუჟეტი კი ორი პიროვნების დაპირისპირებაზე იქნება. დეველოპერი ოფიციალურ გვერდზე საუბრობს ერთიან თამაშზე, ბარიერის გარეშე ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმებს შორის (რაც უკვე ვიხილეთ Watch Dogs-ში და Need for Speed Rivals-ში). თქვენ არ გეცოდინებათ ნამდვილ პიროვნებას ებრძვით თუ ხელოვნურ ინტელექტს. თამაშს ექნება Oculus VR-ის მხარდაჭერა და შეძლებთ სხვადასხვა ვირტუალური რეალობის გამოკვლევას მისი დახმარებით. @TheFarm51
-
E3 2014-ზე ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში: https://www.youtube.com/watch?v=teH5Oowj-J8 პროექტს უძღვება Yager Development, რომელიც ასევე ქმნის Dead Island 2-ს და წარსულში ცნობილია Spec Ops: The Line-ით. როგორც ჩანს, 130 პერსონალიანი სტუდია ბერლინში საკმაოდ დაკავებულია. მოთამაშეებს მოუწევთ მასიური ხომალდების გაკონტროლება, იქნება მათი კოსტუმიზაცია, კლასები და ქვე-კლასები. თამაშის პროცესი იქნება დაძაბული, ტაქტიკური გრძნობით, დეველოპერის თქმით. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს, გამოსვლამდე იქნება ღია-ბეტა ტესტირება. თამაში იქნება უფასო სათამაშო (Free-to-play). თამაშის პროცესის ვიდეო E3-დან: @GreyBox