Jump to content

Search the Community

Showing results for tags '2013'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. ეს თამაში ამ წლის მარტში დაანონსდა. თამაშის დებიუტის ტრეილერი: მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩრდილოეთ აფრიკის, გახსნილ სამყაროში (Sandbox) ვითარდება, სადაც ამერიკელი სტრატეგიული ოფისის (OSS) აგენტი კარლ ფეირბარნი (Karl Fairburne) ნაცისტების ფრონტის უკან იბრძვის გაერთიანებული ქვეყნების მხარდასაჭერად გერმანლების. თამაშის გამოსვლა 2014 წელს არის დაგეგმილი PC, PS4, Xbox One, PS3 და Xbox 360 პლათფორმებზე. Rebellion გეგმავს ასევე Nazi Zombie Army განცალკევების გაგრძელების გამოშვებას. @PCGamer
  2. Microsoft-მა დღეს, ნიუ-იორკის წვეულებაზე წარადგინა ახალი თაობის Surface Pro და Surface მოწყობილობები. Surface Pro 2 ახლა აღჭურვილია უკანასკნელი Intel Haswell პროცესორებით, რომელიც აუმჯობესებს წარმადობას. აღსანიშნავია ასევე ბატარეის სიცოცხლის გაორმაგება ფიზიკურის ზომის შეუცვლელად ორიგინალ Surface Pro- -სთან შედარებით. Surface Pro 2 არის Surface Pro-ს გამგრძელებელი, და როგოგორც მისი წინამორბედი, ისიც ლეპტოპის ნამდვილი შემცვლელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი Windows პროგრამის გაშვება, მათ შორის Microsoft Office-ს და Wi- ndows Store-ის აპლიკაციები. Surface Pro 2 გთავაზობთ ტაბლეტის პორტაბელურობას და სიმარტივეს, როცა გი- ნდათ და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლეპტოპი, როცა გსურთ. იგი აღჭურვილია მეოთხე-თაობის Intel Core i5 პროცესორით, რომლის დახმარებითაც გაზრდილია წარმადობა და ბატარეის სიცოცხლე Surface Pro-სთან შედარებით. უმცროსი, გაუმჯობესებული ძმა Surface 2 წინამორბედთან შედარებით უფრო თხელი და სწრაფია. აქვს გაუმჯობესებული, Nvidia Tegra 4 პროცესორი, 1080p ClearType ეკრანი, USB 3.0, 3.5 მპ წინა-კამერა და მეტი. მოწყობილო- ბა აღჭურვილია Windows RT 8.1-ით. პრომო ვიდეო: მოწყობილობები ხელმისაწვდომი იქნება 22 ოქტომბრიდან. Surface 2 Pro ეღირება 900$, ხოლო 32 გბ-იანი Surface 2 - 500$. @WPCentral აქსესუარებიდან გამოვყოფდი Power Cover-ს, რომელიც 30%-ით ზრდის ბატარეის ენერგიას და 2014 წლის დასაწყისში გამოვა: რეკლამები: ნიუ-იორკის პრეზენტაცია
  3. Crytek-მა CryEngine-ის უახლესი ვერსიის ტექ-ტრეილერი აჩვენა Gamescom-ზე, რომელსაც უბრალოდ CRYENGINE-ს უწოდებს. დეველოპერი განმარტავს მას, როგორც სრულყოფილ მოგვარების გზას თამაშების დეველოპინგისთვის - იგი თავსებადია შემდეგ პლათფორმებთან: PC, PlayStation 4, Xbox One, PlayStation 3, Xbox 360 და Wii U. დემოში ნაჩვენებია ძრავის უნიკალური და შთამბეჭდავი შესაძლებლობლები. ასევე იხილავთ Crytek-ის უკანასკნელი პროექტის, Ryse: Son of Rome-ის მომენტებსაც. @Crytek
  4. ეს თამაში დაანონსდა PC პლათფორმაზე და მისი გამოშვება იგეგმება 2013 წლის მიწურულს აი თრეილერი
  5. ჯერ კიდევ თებერვალში ოფიციალურად იქნა დაანონსებული Madden NFL 25, რომელიც 27 აგვისტოს გამოვა როგორც ახალი თაობის კონსოლებზე ასევე წინა თაობებზეც, როგორც ყოვეთვის PC-ზე არც ამჯერად გამოვა. "საუკეთესო გზა აგვეღნიშნა პირველი Madden-ის გამოსვლიდან 25 წელი, ამ წლის თამაშისთვის Madden NFL 25-ის დარქმევა იქნებოდა და ჩვენ ესეც მოვიქეცით," განაცხადა კემ ვებერმა. 11 მარტს დაიწყო ხმის მიცემა ქოვერის შერჩევისათვის და 24 აპრილს შეწყდა, შარშან 20 მილიონზე მეტმა ფანმა ხმა "მეგატრონს" კალვინ ჯონსონს მისცა, ამჯერად კი ფანების რჩეული ლეგენდარული ბარი სანდერსი გახდა. დეტალები და ახალი მოძრაობები: Let Ball Carriers Run Free: იმ შემთხვევაში თუ მოთამაშეს აქვს 90+ რეიტინგი სპეციალური მოძრაობის კატეგორიაში, მას შეუძლია შეასრულოს უმაღლესი დონის მოძრაობა, მაგალითად მარშონ ლინჩს შეუძლია 90+ Stiff Arm-ის შესრულება, მაგრამ სხვას ვისაც არ აქ საკმარისი რეიტინგი არ შეუძლია მისი განხორციელება. Combo Moves: ასევე დამატებულია კომბო მოძრაობები ანალოგების მეშვეობით, მაგალითად როდესაც ეჯახები მოწინააღმდეგეს კომბოს საშუალებით შეგიძლია გააკეთო ბრუნი ან ნახევარ ბრუნი. ასევე დამატებულ იქნა Back Juke, Spin Combo, Go Left to Right და სხვა მოძრაობები. სქრინები:
  6. Microsoft-მა E3 2013-ზე დაანანონსა Xbox One-ის გამოსვლის მიახლოებითი თარიღი და ფასი. კონსოლი გამოვა ნოემბერში, 500$-დ. პროგრამული მახასიათებლები: ოპერაციული სისტემა - Xbox OS, Windows-ის მოდიფიცირებული კერნელი და ჰიპერვიზორი. აღარ ბლოკავს ნახმარ თამაშებს და არ ჭირდება ინტერნეტთან მიერთება Twitch.tv სერვისის მხარდაჭერა; Smartglass ინტეგრირებულია კონსოლში; თამაშის პროცესის ჩაწერა, რედაქტირება და გაზიარება; დამოუკიდებელ დევველოპერებს შეუძლიათ თამაშების გამოქვეყნება XBLA-ში; (25.07.2013) თამაშები პირველივე დღესვე ხელმისაწვდომი იქნება ციფრული სახით. აპარატული მახასიათებლები: 8-ბირთვიანი AMD APU ჩიპი (Jaguar-ის 2-ოთხბირთვიანი მოდული) 8 გბ DDR3 ოპერატიული მეხსიერება (3 გბ - სისტემისთვის, 5 გბ - თამაშებისთვის); Kinect 2 სენსორი; 3 USB 3.0 და HDMI პორტი; 500 გბ არა-გაძლიერებადი მყარი დისკი; 7.1 ხმის სისტემის მხარდაჭერა; Kinect-ის 1080P კამერა; საწყისი ფასი 500$ @Amazon კონტროლერი - 60$ @Amazon
  7. Killzone: Shadow Fall წარმოადგენს PlayStation-ის პოპულარულ პირველი პირის სროლების სერიის ახალ ნაწილს, რომელშიც მოქმედება Killzone 3-ის შემდეგ 30 წლის შემდეგ ხდება. "ცივი ომი" Vektan-სა და Helghast-ს შორის გრძელდება. ორივე ფრაქცია ცხოვრობს ქალაქში, რომელიც გაყოფილია დიდი დაცვითი კედლის მიერ. Helgast ბრძოლობს თავიანთი არსებობის უფლებებისთვის, როდესაც Vektan-ები ცდილობენ გადარჩენისთვის და წინ უძღვებიან "ცივ ომს" ამ ორ ფრაქციას შორის. თამაში დაანონსდა PlayStation Meeting 2013-ზე თებერვალში და იქნება PlayStation 4-ის გაშვების პროექტი. Guerrilla Games-მა განაცხადა რომ Killzone: Shadow Fall-ის PS Meeting-ის დემო იყენებდა მხოლოდ 4 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, არა 8 გბ GDDR5-ს, რომელიც საბოლოო პროდუქტში იქნება მოცემული. 3 გბ ვიდეო მეხსიერება PS4-ის 8 გბ-ს ოპერატიული მეხსიერებიდან მოხმარდებოდა ვიდეო რესურსებს, ხოლო 1536 მბ სისტემურ პროცესებს. Guerilla-ზე დაყრდნობით, დემოში მოცემულია 8200 ფიზიკური ობიექტი, 500 ნაწილაკობრივი სისტემა და რეალური-დროში ანარეკლადი ეფექტები, რომელიც ასევე შეიცავს "ბევრ Guerilla-ს საიდუმლო დანამატს". კომპანიის CEO-მ სტიუარტ გილრეიმ (Stewart Gilray) განაცხადა, რომ დეველოპერმა არ იცოდა კონსოლის 8 გბ ოპერატიული მეხსიერების შესახებ, იქამდე სანამ იგი დაანონსდებოდა. @Wikipedia
  8. EA-მა დღეს დააანონსა საკულტო სარბოლო სერიების მორიგი შთამომავალი რომელიც გადაგვისრის ნექსთგენ რეისინგის სამყაროში და გვანახებს მომავალი თაობის შესაძლებლობებს თამაშზე იმუშავა სრულიად ახალმა დეველოპერების გუნდმა GHOST Games-მა Frostbite 3 სათამაშო ძრავზე და კრიტერიონ გეიმსთან თანამშრომლობით ისინი უამრავ ინოვაციას გვპირდებიან ნექსთგენ რეისინგში დაიბრუნდა ფერარის ლიცენზია და შევხვდებით ამ ბრენდის უამრავ ავტომობილს ნექსთგენ Need for Speed-ი გვპირდება ულამაზეს დეტალიზაციას და გიჟურ გეიმფლეის...თამაში აგებული იქნება მრბოლელების და პოლიციელების მტრობაზე და კვლავ ამ თემის ირგვლივ იტრიალებს სიუჟეტი პერსონალიზაცის ფუნქციები გაიზარდა და უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ მოთამაშეებს ავტომობილების Costumization-ისთვის და ასევე 11 გაჯეტი აფგრეიდების მათ შორის Turbo Boost, Jammers da EMP რომელიც საშვალებას მოგვცემს დავუსხლდეთ ოპონენტებს თუ პოლიციას პირველი ტიზერი ესეც სქრინები თამაშის რელიზი შედგება 19 ნოემბერს PC,PS3,XBOX 360,PS4 და XBOX ONE პლატფორმებზე
  9. პირდაპირი: E3 2013 მოახლოვდა და სიახლეების ნაკადმაც დაიწყო წამოსვლა. დამეთანხმებით ალბათ რომ ბოლო წლების განმავლობაში წელს ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია იქნება, რადგან თამაშების ინდუსტრია ახალ ეტაპზე გადადის ახალი Xbox-ისა და PlayStation 4-ის წარდგენასთან ერთად. E3 2013 ლოს-ანჯელესში გაიმართება 11-13 ივნისის განმავლობაში @E3Expo.com სამწუხაროდ Nintendo-ს ჩვეულებრივი გამოსვლა არ ექნება, სავარაუდოდ იმ მიზეზის გამო რომ მედიის დიდი ნაწილის ყურადღება Microsoft-ის და Sony-ის კონფერეციებზე იქნება გადართული. თუმცა Nintendo-ს თამაშებს მაინც ვიხილავთ. @GI E3-ს არ დაესწრება ასევე Valve: @Gametech Rockstar დაესწრება გამოფენას, მაგრამ არ მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად ვერ ვიხილავთ Grand Theft Auto V-ს @Gametech რა თამაშის დემონსტრაცია/ანონსს ელით ყველაზე მეტად?
  10. ჯერ მხოლოდ ჭორებია ამ თამაშზე, მაგრამ იყოს მაინც თემა. ახალი Xbox ის ანონსზე ამის ინფორმაციაც იქნება ალბათ, 21 მაისს. შესაძლოა წლის ბოლოს გამოვიდეს. Xbox Contest Hints at Next-Gen EA, Forza Reveals Why else would you tweet at EA and Turn 10? http://www.ign.com/articles/2013/05/11/xbox-contest-hints-at-next-gen-ea-forza-reveals
  11. შესაძლებელია ვიხილოთ ამ წლის ბოლოს Gran Turismo 6 PS3 კონსოლზე. ამ თამაშით დასრულდება PS3 ის რეისინგ ერა Gran Turismo 6 Will Arrive on PlayStation 3 and Ends the Gaming Console's Life Cycle on November 28, 2013 Italian Retailer Outs ‘Gran Turismo 6′ Release Date; Official Announcement Forthcoming Retailer Lists Gran Turismo 6 for PlayStation 3
  12. მემგონი მალე უნდა ველოდოთ ახალ CoD-ს. http://games.kitguru.net/playstation-3/jon-martindale/tesco-might-have-just-leaked-the-next-call-of-duty/
  13. ცნობილი საფეხბურთო სიმულატორის მორიგი სერია ოფიციალრად დაანონსდა....FIFA 14 ამ თაობის კონსოლებს წლის მეოთხე კვარტალში ეწვევა სერიის მთავარმა პროდიუსერმა David Rutter-მა გაამხილა თამაშის ახალი დეტალები..როგორც ჩანს ძრავი იგივე რჩება ასე რომ გრაფიკულ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ რაც შეეხება პირველ დეტალებს და ახალ რეჟიმებს Pure Shot დარტყმის ტექნიკა შეიცვალა...მოთამაშეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ საუკეთესო პოზიცია,შეინარჩუნონ ბალანსი და ისე გაგზავნონ ბურთი კარის ბადეში Real Ball Physics ბურთის კარგად დამშავებას სჭირდება მეტი ძალა და ტექნიკა...ამჯერად ბურთის ფიზიკა უფრო გაუმჯობესდა და ახლა ბურთის ტრაექტორია და სიჩქარე მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურთან Protect The Ball დომინანტობა ნახევარდაცვაში და თამაშის ტემპის კონტროლი ახლა უფრო ძნელია...ამ ახალი შესაძლებლობით სიმულატორში შესაძლებელი იქნება ტანის და კუნთების დახმარებით ბურთის დაფარვა და შენარჩუნება დრიბლინგის და ბურთის მიღების დროს Teammate Intelligence მოთამაშეთა ინტელექტი გაიზარდა და ახლა უფრო რეალურტან მიახლოებულ გადაწყვეტილებებს ვიხიავთ სიმულატორში როგორც საკუთარ ისე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისაგან Sprint Dribble Turns დრიბლინგი გაუმჯობესდა...მოთამაშეებს შეეძლებად სწრაფად აუარონ გვერდი ერთი ერთზე მცველს ნებისმიერი მიმართულებით Variable Dribble Touches First Touch სისტემის სახეცვლილება რომლის მიხედვითაც Skilled მოთამაშეებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ძნელი ბურთების კომფორტულად მიღების და დამუშავების 2nd Chance Tackles ე.წ "პადკატის" ზონა იზრდება ახლა უკვე მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ პირველი გაცუდებული ჩაწოლის შემთხვევაში გამოასწორონ სიტუაცია და სწრაფადვე მეორე ჩაწოლა გააკეთონ....ბურთის ართმევის ახალი ტიპები და ანიმაციებიც გამოჩნდება Curling Lofted Through Balls ბურთის მოჭრის ტექნიკაც დაიხვეწა...მოთამაშეებს შესაზლებლობა აქვთ შემოატარონ ბურთი მოწინააღმდეგეს პასების ან დარტყმის პროცესში კარიერის და სქილების რეჟიმებიც დაიხვეწა და შემოგვთავაზებენ ახალ შესაძლებლობებს პირველი სქრინები http://www.youtube.com/watch?v=FKpW8ZgIwF8 http://www.youtube.com/watch?v=W0mhOh3gmkc
  14. 5 აპრილს ოფიციალურად დაანონსდა NBA 2K14, რომელიც 1 ოქტომბერს გამოვა. ჯერჯერობით Pre-Order შესაძლებელია მხოლოდ Xbox 360 და PS3-ზე. ქოვერი როგორც შარშან, წელსაც გასაიდუმლოებულია.
  15. Game Informer-ის მაისის ჟურნალში ამ თამაშზე იქნება საუბარი დეველოპერი WB Montreal იყენებს Rocksteady-ს მიერ მოდიფიცირებულ unreal engine-ს თამაშის შესაქმნელად, როგორც GI იუწყება. მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი კვლავ უბრუნდება თავის ფესვებს და განაგრძობს გეიმერების გლის მონადირებას....ახალი თავგადასავლებით და საინტერესო სთორილაინით დიდი ხანია დადის ჭორები რომ Arkham-ის სერიის კიდევ ერთი თამაში მზადებაში იყო...თუმცა ანონსი მაინც მოულოდნელი გახლდათ.. Warner Bros-მა გუშინ დააანონსა ე.წ Prequel -ი სერიისა Batman Arkham და მას ეწოდა Batman Arkham Origins...რაც თავისთავად მიგვანიშნებს იმაზე თუ რაზე იქნება თამაშის სიუჟეტი აწყობილი Batman: Arkham Origins-ში მოვლენები განითარდება შობის პერიოდში...Asylum და City-ს მოვლენებიდან რამოდენიმე წლით ადრე...სადაც ახალგაზრდა ბრიუს უეინზე ნადირობს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სუპერ ბოროტმოქმედი Black Mask-ი და არა მარტო ის!! ქალაქში ისეთი სიტუაციაა რომ ბევრი პოლიციელიც უკვე Villain-ების მხარეს იბრძვის და ცდილობენ როგორმე ღამურა ხელში ჩაიგდონ!!! ბეთმენის მთავარი მიზანია იპოვოს შავი ნიღაბი და გაიგოს თუ რატომ სურს მისი მოკვლა და დაუმტკიცოს აგრეთვე კეთილსინდისიერ პოლიციელებს რომ ის მათ მხარეს იჭერს!! თამაში შემოგვთავაზებს ნაცნობ ბრძოლის სისტემას ახალი შესაძლებლობებით და ტექნიკით და ახალი მოწინააღმდეგეების ტიპებს!! ბეთვინგი ბრუნდება თამაშში...თუმცა ბეთმენს არ შეუძლია ის სრულიად აკონტროლოს....ის მხოლოდ სთორილაინის ზოგიერთ მისიაში და Fast Travel-ისთვის გამოიყენება თამაშში ახალი არის აგრეთვე "მარწუხი" მსგავსი რიკოს მარწუხთან "Just Cause 2"-დან...ამ გაჯეტის საშუალებით ბეთს ახალი შესაძლებლობები უჩნდება..ერთდროულად ორი მოწინააღმდეგე ამოიღს მიზანში და სხადასხვა სახის კომბოები გააკეთოს Predator რეჟიმის მსგავსი სიქუენსები ბრუნდება...ჩუმად გათიშვა თადაყირა და გლაიდით ნახევარი თამაში ვითარდება "ძველ გოთემში"....მიუხედავად იმისა რომ თამაშში არის ახალი ზონა ე.წ "ახალი გოთემი" რომელიც როგორც დეველოპერებმა თქვეს წინა თამაში სამყაროზე 2-ჯერ დიდია.....მაღალი ცათამბრჯენებით და ცოცხალი ატმოსფეროთი!!! თამაშში იქნება აგრეთვე დამატებითი "Crime Progress" ინტეგრირებული მისიები...სადაც ბეთმენს შეეზლება დაეხმაროს პოლიციელებს დანაშაულებრივ ჯგუფებთან შეტაკებების დროს და მოაგროვოს ამით ექსპერიენს ქულები და გოთემის პოლიციის პატივისცემაც დაიმსახუროს აგრეთვე ახალი რეჟიმი "Most Wanted" მისცემს საშუალებას ბეთმენს შეასრულოს Side მისიები!! ზოგ მისიას დასჭირდება აუცილებელი Skill-ების ან გაჯეტების აფგრეიდები რაშიც ალფრედი დაგვეხმარება!! კიდევ ერთმა დამატებითმა რეჟიმმა "Dark Knight"-მა უნდა უზრუნველყოს მისიათა სიძნელის გარჩევა......თუმცა ის არ ჩაანაცვლებს Challenge Mode-ს თამაში იქმნება Worner Bros Montreal სტუდიის მიერ....რადგან Rocksteady დაკავებულია ნექსთგენ პროექტით....თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას რომ თამაში დაბალი დონის იქნება რადგან მათ დეველპერი შეცვალეს.. თამაშის რელიზი შედგება 25 ოქტომბერ ყველა ლიდერ პლატფორმაზე!!
  16. კომპანია Capcom-მა სათავგადასავლო ექშენის, Resident Evil: Revelations-ის HD-გამოცემის სათამაშო პროცესის ამსახველი ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა, რომელიც გაზაფხულის ბოლოს РС-ზე, PS3-ზე და Xbox 360-ზე გამოვა. პროექტი შეერთებული შტატებში 21 მაისს იხილავს, ხოლო ევროპაში სამი დღის შემდეგ, 24 მაისს გამოჩნდება.
  17. რამდენად ეკუთვნოდა ტოპიკი არ ვიცი მაგრამ ალბათ ჩემნაირად ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი თამაში იყო თქვენთვისაც და ნოსტალგია მომაწვა რომ დავინახე, დავაპრეორდერე ეგრევე
  18. Konami-ს ყოველწლიური სპორტული სიმულატორი PES არც წელს დაგვაღალატებს და სავარაუდოდ საშემოდგომოდ წარსდგება პუბლიკის წინაშე მოგეხსენებათ დეველოპერებმა შარშან განაცხადეს რომ მუშაობდნენ ახალ ძრავზე და ბევრი ინოვაცია შევიდოდა ახალ თამაშში...ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა და ფაქტიურად მივუახლოვდით ნექსთგენ ფეხბურთის სიმულატორს.... ჟურნალი EDGE #252 მარტის გამოცემაში კარგად არის გადმოცემული სიმულატორის ახალი შესაძლებლობები....დეტალები 14 მარტს გახდება ცნობილი... მანამ კი რამოდენიმე დეტალმა უკვე გაჟონა ინტერნეტში. წარმოგიდგენთ ამ ახალ დეტალებს: -ახალი ენჯინი არის "FOX Engine"-ის მოდიფიკაცია -ახალი ფიზიკის ძრავა "Barycentre Physics" -ფიზიკის ძრავი საშუალებას იძლება რომ ფეხბურთელის სხვადასხვა სხეულის ნაწილს ჰქონდეს თავისი გამორჩეული ფიზიკა და სიმულაცია -შეჯახებები მსგავსი არის ფიფასთან -შეჯახების დროს ტრავმა განისაზღვრება იმით თუ სხეულის რომელი ნაწილი დაზიანდა -დეველოპერებმა ახალი ძრავით მიაღწიეს რომ მიეღოთ ფოტორეალისტური გრაფიკა -დეტალური სახის ნაკვთები და წარბები -საფეხბურთო ფორმა გამოკვეთილია ფეხბურთელის მოდელისგან და გააჩნია თავისი ფიზიკა -ფორმა შესაძლოა გაიწელოს თუ მას დაქაჩავთ -ბურთის კონტროლის რადიუსი არის 3-ჯერ უფრო დიდი ვიდრე წინა თაობის პესის -შესაძლოა ზონური ფეხბურთის უკეთესად თამაში -მეტი ბუნებრივი ანიმაცია -ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის როლი გაიზრდება და უპირატესობა უფრო გამოკვეთილი გახდება
  19. შეგახსენებთ, რომ კომპანია Koch Media–მ, გამომცემლობა THQ–ს აქტივების აუქციოზნე, სტუდია Volition–ის შესაძენად $22,3 მლნ. გადაიხადა, რომელიც ცნობილია ისეთი თამაშების სერიების შექმნით, როგორებიც გახლავთ Red Faction და Saints Row. მას შემდეგ, რაც 2011 წელს დეველოპერებმა, კრიტიკოსების და გეიმერების მიერ მოწონებული თამაში, Saints Row: The Third გამოსცეს, წელიწადნახევარი გავიდა. ამ დროის განმავლობაში Volition აქტიურად მუშაობდა საკუთარ, ახალ პროექტზე, რომელიც, გავრცელებული ჭორის თანახმად, Saints Row 4–ს წარმოადგენს. Deep Silver–ის წარმომადგენელმა, twitter–ის საკუთარ გვერდზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა, „ძვირფასო პრესის წარმომადგენლებო. მიმდინარე წელს, აუცილებლად ეწვიეთ PAX East–ს, რადგან თუ არ მოხვალთ, უმნიშვნელოვანეს ანონსს გამოტოვებთ“. პარალელურად, Volition–ის ყოფილმა თანამშრომელმა, კრის სტოკმანმა (Chris Stockman), რომელიც დღეს Human Head–ში მუშაობს, ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, Saints Row 4, თანამედროვე კონსოლებზე, მიმდინარე წლის აგვისტოში გამოვა. PAX East 22–დან 24 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
  20. ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, გავრცელდა ჭორი, რომ ჰოლივუდის მეორე ვარსკვლავი, რომელიც Quantic Dream-ის ახალი თამაშის, Beyond: Two Souls-ის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას, უილიამ დეფო (Willem Dafoe) გახლავთ. თუმცა, მხოლოდ დღეს, კომპანია Sony-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დეფომ მართლაც შეასრულა ფისქოლოგიური თრეილერის ერთ-ერთი გმირის როლი. აქვე შეგახსენებთ, რომ მთავარი პერსონაჟი ჰოლივუდის კიდევ ერთმა მსახიობმა, ელენ პეიჯმა განასახიერა. [media=] თამაში გოგონას ცხოვრების 15 წელს მოიცავს და გვიჩვენებს თუ როგორ ცხოვრობს ის თავის არა ადამიანურ შესაძლებლობებთან ერთად და ანვითარებს მას. ჯოდის ჰყავს მრჩეველი - მეცნიერი ნეიტან დოკინზი, სწორედ მისი როლი მოირგო ბატონმა დეფომ. მოთამაშეს მოუწევს უამრავი დავალების შესრულება და იდუმალ სულთან, ეიდენთან კავშირის ახსნა. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც თამაშის წინასწარ შეკვეთას გააფორმებს, საჩუქრად Beyond: Two Souls Special Edition-ს მიიღებს. პროექტის რელიზი 2013 წლის 8 ოქტომბერს შედგება, პლატფორმა - PS 3.
  21. კომპანია Paradox Interactive–მა beat-em-up/პლატფორმერის, The Showdown Effect–ის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა, რომლის დამუშავებაზე Magicka–ს შემქმნელები, Arrowhead Game Studios-ის დეველოპერები ზრუნავენ. [media=] პროექტი სამყაროს მიმდინარე წლის 5 მარტს მოევლინება, პლატფორმა PC.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.