Search the Community
Showing results for tags 'ოქტომბერი'.
-
Microsoft-მა დღეს, ნიუ-იორკის წვეულებაზე წარადგინა ახალი თაობის Surface Pro და Surface მოწყობილობები. Surface Pro 2 ახლა აღჭურვილია უკანასკნელი Intel Haswell პროცესორებით, რომელიც აუმჯობესებს წარმადობას. აღსანიშნავია ასევე ბატარეის სიცოცხლის გაორმაგება ფიზიკურის ზომის შეუცვლელად ორიგინალ Surface Pro- -სთან შედარებით. Surface Pro 2 არის Surface Pro-ს გამგრძელებელი, და როგოგორც მისი წინამორბედი, ისიც ლეპტოპის ნამდვილი შემცვლელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი Windows პროგრამის გაშვება, მათ შორის Microsoft Office-ს და Wi- ndows Store-ის აპლიკაციები. Surface Pro 2 გთავაზობთ ტაბლეტის პორტაბელურობას და სიმარტივეს, როცა გი- ნდათ და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლეპტოპი, როცა გსურთ. იგი აღჭურვილია მეოთხე-თაობის Intel Core i5 პროცესორით, რომლის დახმარებითაც გაზრდილია წარმადობა და ბატარეის სიცოცხლე Surface Pro-სთან შედარებით. უმცროსი, გაუმჯობესებული ძმა Surface 2 წინამორბედთან შედარებით უფრო თხელი და სწრაფია. აქვს გაუმჯობესებული, Nvidia Tegra 4 პროცესორი, 1080p ClearType ეკრანი, USB 3.0, 3.5 მპ წინა-კამერა და მეტი. მოწყობილო- ბა აღჭურვილია Windows RT 8.1-ით. პრომო ვიდეო: მოწყობილობები ხელმისაწვდომი იქნება 22 ოქტომბრიდან. Surface 2 Pro ეღირება 900$, ხოლო 32 გბ-იანი Surface 2 - 500$. @WPCentral აქსესუარებიდან გამოვყოფდი Power Cover-ს, რომელიც 30%-ით ზრდის ბატარეის ენერგიას და 2014 წლის დასაწყისში გამოვა: რეკლამები: ნიუ-იორკის პრეზენტაცია
