Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ლეპტოპის ელემენტი'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. დღეს გასწავლით როგორ მოუაროთ, გააძლიეროთ ან აღადგინოთ თქვენი ლეპტოპის ელემენტი. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ელემენტი კვდება. თუმცა თანამედროვე ელემენტები საკმაოდ დიდხანს ძლებენ სანამ ეს მოხდება. როგორც წესი სწორი ხმარების შემთხვევაში ლეპტოპის ელემენტი ძლებს დაახლოებით 2-2.5 წელი სანამ ბოლომდე მოკვდება, თუმცა ამ ხნის მანძილზე მისი ტევადობა მცირდება. თუ გსურთ რომ თვალი ადევნოთ ამ პროცესს ტევადობის გაზომვა ბევრი პროგრამებით შეიძლება. უფრო მალე გაფუჭებას იწვევს არასწორი ხმარება. არის მითები რომ სულ შეერთებული თუ იქნა ბატარეა არ მუშაობს და ამიტომ დიდხანს გაძლებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, არც სულ დატენვა დაჯდომაა სწორი გზა რადგან ამით თქვენ ბატარეის დატენვა დაჯდომის ციკლებს სწრაფადვე ამოწურავთ და ამით მოუსწრაფებთ სიკვდილს. ბოლომდეც არასოდეს არ დასვათ თქვენი ლეპტოპის ბატარეები რადგან ეს საზიანოა ამ ტიპის ბატარეებისთვის. მიუხედავად ამ სკრინისა ოქროს შუალედი თანამედროვე ბატარეებისთვის არის 40-80%. ანუ როცა 80%-ზე ავა უნდა გამორთოთ და 40-ზე რო ჩამოვა ისევ მიაერთოთ დამტენს, თუმცა რათქმაუნდა ეს ძნელი გასაკეთებელია იმის გათვალისწინებით რომ უამრავი ლეპტოპისთვის ეს ნიშნავს მხოლოდ 1 საათს ბატარეის ენერგიაზე. ულტრაბუქები ამ ინტერვალში შეძლებენ 3-4 საათსაც ბატარეაზე მუშაობას, თუმცა ისინი ძვირია. მეორე მტერი არის სიცხე. უნდა ეცადოთ რომ ყოველთვის გრილად იყოს ელემენტი. ზოგი ურჩევს ხოლმე შენახვისას მაცივარში დადებას ეს არ ქნათ, თუმცა შენახვას თუ დააპირებთ შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. ასევე შენახვისთვის ბატარეა დატენეთ ბოლომდე და შემდეგ ამუშავეთ რომ დაჯდეს 70-75%-მდე და ისე შეინახეთ. უბრალოდ 70-75%-ზე დატენვა არ კმარა. შენახვის შემდეგ ელემენტი განაგრძობს ენერგიის კარგვას, ამიტომ თვიდან თვემდე გაიმეორეთ ხოლმე ეს პროცედურა. ამ ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერი ელემენტი მოკვდება. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ახალი ელემენტი ან აღადგინოთ ძველი ისე რომ ახალზე მეტ ხანს გაძლოს თუ როგორ ამის გასაგებად განაგრძეთ კითხვა. კომპიუტერის ძირითადი ნაწილისთვის როგორიცაა პროცესორი მოქმედებს მურის კანონი, თუმცა არა ბატარეაზე. მიუხედავად ამისა წლიდან-წლამდე მაინც იხვეწება მისი დამზადების ტექნოლოგია. დამზადება უფრო იაფი ჯდება ხოლო ელემენტის ტევადობა დაახლოებით 8%-თ იმატებს. მაგალითად 25 წლის წინ 1500 mah-იანი ელემენტის დამზადება 10$ ჯდებოდა ხოლო 2016 წელს 3000 mah-იანი ელემენტის დამზადება 2 $ ჯდება. მაშინ როცა თქვენ შეიძინეთ თქვენი ლეპტოპი მის ბატარეაში განლაგებული cell-ები, პატარა ელემენტები, იყვნენ რაღაც ტევადობის ხოლო როდესაც ლეპტოპის ელემენტი მოკვდა ანუ დაახლოებით 2 წლის შემდეგ იგივე ზომის ელემენტებს უკვე გააჩნიათ უფრო მაღალი ტევადობა. ამას დაუმატეთ ის რომ შესაძლოა თქვენს ლეპტოპში არ იყო გამოყენებული მაქსიმალური სიმძლავრის ელემენტები. შედეგად თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით 1.4-1.5-ჯერ გაზარდოთ თქვენი ელემენტის ტევადობა ახალი, უფრო მძლავრი ელემენტების ჩადებით. ჩემი ლეპტოპის ელემენტში მაგალითად გამოყენებულია 18650 სტანდარტის cell-ები, თქვენ შემთხვევაში შეიძება სხვა იყოს, ამიტომ უნდა ნახოთ რა დევს თქვენს ბატარეში და იმ მოდელის მიხედვით მოძებნოთ შემცვლელი. ჩემ შემთხვევაში ელემენტი არის 6 cell-იანი და აქვს 11.1 v 4400 mah-ტევადობით. ელემენტარული მათემატიკით ვხვდებით რომ cell-ებისგან გაკეთებულია 3-3 მიმდევრობით შეერთებული ორი მოდული და შემდეგ ისინი ერთმანეთთან მიერთებულია პარალელურად. თითოეული ეს cell არის 3.7 ვოლტიანი 2200 mah-იანი. mah-ები მიმდევრობით მიერთებისას არ ჯამდება ხოლო ვოლტები ჯამდება ანუ თითოეულ 3 ელემენტიან მოდულში 3.7 x 3 = 11.1 ხოლო 2200 mah 3 ელემენტზე რჩება 2200 mah. პარალელურად მიერთებისას ვოლტაში არ ჯამდება ხოლო mah-ები ჯამდება. ანუ ზუსტად ვიღებთ 11.1 ვოლტი და 2200 x 2 = 4400 mah. google-ს წყალობით ვიგებთ რომ დღედღეობით 18650 სტანდარტის ელემენტებს გააჩნიათ მაქსიმუმ 3200, 3400 და 3500 mah ტევადობაც კი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს რომ თუ მე ვიყიდი 6 ასეთ ელემენტს და ჩავაყენებ მათ ჩემი ლეპტოპის ელემენტში, შედეგად მე მივიღებ ფიზიკურად იგივე ზომის ელემენტს თუმცა ტევადობა მექნება 7000 mah. დღეს როცა ჩემი ელემენტი 100% ჯანმრთელია ის მყოფნის 3 სთ. 7000 mah რომელიც ჩემს ელემენტს აღემატება 1.59-ჯერ მეყოფოდა 1.59 x 3 = 4 სთ 46 წთ-ს რაც საკმაოდ დიდი ბუსტია. ასეთი ელემენტების ფასები მერყეობს 13-20 ლარებში. საუკეთესო მწარმოებლებია samsung, panasonic, LG, sony შესძლოა ნახოთ 4000 5000 mah-იანი ელემენტებიც მაგრამ ერიდეთ ასეთებს ისინი ჩინურებია, როგორც წესი გაცილებით მსუბუქია ვიდრე ორიგინალი და გააჩნიათ ტევადობა 400-1000 mah- მდე. საინტერესო საიტი ასეთ ბატარეებზე https://batterybro.com/collections/18650-battery ამ საიტზევე ნახავთ საინტერესო ინფორმაციებს პატენტ მოდელებზე და მიმოხილვას ცნობილ ელემენტებზე. ასევე შედარებას სხვადასხვა მოდელებს შორის. ესეც ჩემი რჩეული LG-ს 3500 mah-იანი მოდელი https://batterybro.com/products/lg-chem-18650-mj1 მას შემდეგ როცა იყიდით ახალ cell-ებს არ იჩაროთ მათი ლაპტოპის ბატარეაში ჩადება სანამ ამ რჩევებს არ გაითვალისწინებთ. ბატარეას აქვს რამდენიმე კონექტორი. + - თერმისტორის, ინფორმაციის, საათის, ჩამრთველის და სათარაიგო თერმისტორის (უსაფრთოებისთვის). როგორც წესი მხოლოდ + და - არის ხოლმე მითითებული. ზოგ ელემენტს აქვს switch რომელიც გამორთულია. ანუ ბატარეის კონექტორებზე ძაბვა არ მოდის. მხოლოდ ამ switch-ს გააქტიურების შემდეგ ხდება კონექტორებზე ძაბვის მოწოდება. თუ ეს არ მუშაობს მაშინ ბატარეას შესაძლოა ჭირდებოდეს აქტივაციის კოდი, რომელიც გასაიდუმლოებულია კომპანიის მიერ. ზოგ ეკემენტს დაცვისთვისაც აქვს მექანიზმი რომელიც რაღაც რაოდენობის ციკლის შემდეგ თიშავს ბატარეას. შეცვლამდე გაითვალისწინეთ რომ ზოგი smart ბატარეის წრედები უნდა იყოს აქტიური cell-ების შეცვლისას წამიერმა ენერგიის კარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციის დაკარგვა ბატარეაში რის შემდეგაც თქვენ მას ვეღარ გააცოცხლებთ. ეს გავს ოპერაციას გულზე როცა ექიმები სხვა ორგანოებს ამუშავებენ ჩვეულებრივ სანამ ახალ გულს ჩადგამენ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ სხვა დენის წყარო იგივე ვოლტაჟით რაც ამ წუთასაა ბატარეებში მიაერთეთ 100 Ohm-იანი რეზისტორით წრედს. მოხსენით ეს ძაბვა როცა წრედი ძაბვას ახალი ელემენტებისგან აიღებს. cell-ები უნდა მიაერთოთ მიყოლებით ისე როგორც ახლა არის ბატარეაში. ანუ cell 1 მერე 2 მერე 3 და ა.შ. აწყობის მერე საჭიროა დაკალიბრება flag-ების განახლება. ამისათვის უნდა დატენოთ ელემენტი ბოლომდე და დასვათ ბოლომდე და კვლავ დატენოთ ბოლომდე. (აუცილებლად წაიკითხეთ ბატარეის კალიბრაციის შესახებ BU-603: How to Calibrate a “Smart” Battery). მარტივი მონახაზი: 1 უნდა გამოიყენოთ ერთნაერი ტევადობის cell-ები. არ აურიოთ სხვადასხვა ტევადობები. 2 არასოდეს დატენოთ li-ion ბატარეები სპეციალური დამცავი წრედების გარეშე. ყოველი cell-ს სჭირდება მონიტორინგი რომელსაც სწორედ ეს წრედი აკეთებს. 3 აუცილებლად უნდა მუშაობდეს ტემპერატურის სენსორი რომელიც აგდებს ტენვის დროს ძაბვას თუ ბატარეა ხურდება 4 შეკეთებული ბატარეა დატენეთ ნელა. 5 ყურადღება მიაქციეთ და არ იყიდოთ no name ბრენდის ელემენტები 6 li ion ბატარეები მგრძნობიარეა საპირისპირო პოლარობაზე ამიტომ დააკვირდით და სწორად შეაერთეთ თითოეული cell 7 არავითარ შემთხვევაში არ დატენოთ li ion ბატარეა თუ ის ფიზიკურად დაზიანებულია ან დიდი დრო 1.5 v-ზე ნაკლებზე იყო. 8 დააკვირდით ახალ ბატარეას რამდენად სწრაფად ჯდება. შიდა დაიანების შემთხვევაში შესაძლოა ძალიან სწრაფად დაჯდეს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.