გამარჯობათ ფორუმელნო, რაშია ჩემი პრობლემა აგიხსნით.
22 დეკემბერს გამოვუწერე ახლობელს ზედა რომელიც ღირდა 29.49$ ეს თანხა ჩამომეჭრა და ნივთი უკვე გზაშია, usa2georgia-ში ტრეკინგ კოდი აღარ ემატება მიჩვენებს რომ ნივთი წამოსულია, დღეს საღამოს მომივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება საქართველოს ბანკიდან, რომ კვლავ ჩამომეჭრა 29,49$ როდესაც გადავდივარ დაბლოკილ თანხებზე, იქ მიჩვენებს ამ ტრანზიქციას, საქართველოს ბანკიდან მითხრეს თანხა ჯერ არ ჩამოგჭრია რადგან დაბლოკილ თანხებში არისო და დაუკავშირდი ამაზონსო, თქვენგან მაინტერესებს თუ გქონიათ მზგავსი შემთხვევა და როგორ დავიბრუნო ეს თანხა უკან?
თუ არის რამე ვარიანტები
მემგონი თემა სწორ ადგილას გავხსენი