Search the Community
Showing results for tags 'ОС Ubuntu For Smartphone'.
-
დღესდღეობით მობილური ოპერაციულ სისტემის ბაზარზე დომინირებს კომპანიაGoogle-ს გახსნილი OS Android რომელიც კონკურენციას უწევს iOS, BlackBerry, Windows Phone და სხვებს, მალე ასევე მათ რიცხვს შეემატება Mozilla Firefox და olla Sailfish. Ubuntu ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღია კოდის მქონდე ოპერაციული სისტემაა Linux-ის ბაზაზე რომელიც მზად არის ძალები მობილურ ბაზარზეც მოსინჯოს. დეველოპმერებს გაუმართლათ იმაში რომ სმარტფონი Ubuntu-ს ბაზაზე იყენებს იგივე დრაივერებს რასაც ანდროიდზე მომუშავე აპარატები იყენებენ. როგროც Canonical აცხადებს პლატფორმა კარგად იმუშავებს სუსტ აპარატებზეც კი. უბუნტუ თავს არიდებს Java-ს და ამჯობინებს HTML 5-სა და საკუთარ კოდს. ძირითად ფსონს როგროც ბევრი ახლანდელი კომპანია აკეთებს HTML5-აპლიკაციებზე რომელიც ძალიან ადვილად პორტირდება სხვა პლატფორმებიდან. Ubuntu C/C++-ს დეველოპერებს სთავაზობს OpenGL-ის სრულფასოვნად გამოყენების საშუალებას. ოპერაციული სისტემის ინტერფეისში აქტიურად იქნება გამოყენებული ჟესტების გამოყენების საშაულება ოთხივე კუთხეში, დასაწყისისთვის OS-ს ექნება ხუთი ინტეგრირებული აპლიკაცია:Facebook, Google Maps, Gmail და Spotify. მწარმოებლის განცხადებით პირველ ეტაპზე ყველაზე რთული იქნება დაარწმუნოს მომხმარებელი რო გადმოვიდეს ახალ ოპერაციულ სისტემაზე რომელიც უფრო განვითარებულია(როგროცც ამბობენ) ვიდრე Android, iOS და Windows Phone. იანვრის შუა რიცხვებში გამოჩნდება უბუნტუს ბეტა ვერსია რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Nexus აპარატებისათვსი-მსურველებს შეეძლებათ თვითონ დააყენენონ OS(როგორც ჩანს ბეტა ვერსია მოითხოვს რისკ), შედმეგ კი შესაძლებელი იქნება მისი დაყენება სხვა აპარატებზეც. მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები: ერთბირთვიანი 1გჰზ სიხშირის პროცესორი Cortex A9; 512Mb ოეპრატიული მეხსიერება; 4-8Gb ფლეშ მეხსიერება; მულტისენსორული დისპლეი; ასევე უფრო ძლიერ მოწყობილობებს რომლებსაც ეს OS ეყენება შესაძლებლობა ექნებატ შეუერთო საკუთარ PC-ების მონიტორებს და გაუშვან სისტემა, ესეთ მოწყობილობის მინიმალური სისტემური მოთხოვნილებებია: 4 ბირთვიანი პროცესორი Cortex A9 ან Intel Atom; 1GB-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერება; 32GB ფლეშ მეხსიერება+Micro SD კარტის მხადაჭერა; ულტისენსორული დისპლეი; პირველი სმარტფონები რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან UBUNTU OS-ით 2014 წელს გამოვა, საიტის ცნობით ოპერაციული სისტემა გამოსასვლელად მზად იქნება 2013 წლის მე-4 კვარტლისთვის. ესეც Ubuntu OS-ის დემონსტირირება Galaxy Nexus-ზე ესეც ოფიციალური საიტი საიდანაც მიიღებთ ინფორმაციებს
- 40 replies
-
- 13
-
- Ubuntu
- Smartphone
-
(and 2 more)
Tagged with: