Jump to content

CrystalLizard

წევრი
  • Posts

    35
  • Joined

  • Last visited

Everything posted by CrystalLizard

  1. MSI GT70 2PC Dominator ლეპტოპი მაქვს. რამდენიმე დღის წინ დამტენს მოუვიდა რაღაც, უბრალოდ აღარ ტენის. ნუ მე მგონია რომ დამტენია იმიტომ რომ სწორ პოზიციაში თუ დადებ ტენის ჩვეულებრივად. რაიმე ადგილს ხომ არ მირჩევთ სადაც სწრაფად და ხარისხიანად შეძლებენ პრობლემის დიაგნოსტიკას და შესწორებას? დატვირთული პერიოდი მაქვს და ძალიან მჭირდება ლეპტოპი. ფასს არ აქვს მაინც და მაინც მნიშნველობა (ახლა ლოგიკის ფარგლებში უნდა იყოს რა თქმა უნდა).
  2. საბოლოო სიახლე! მოკლე პასუხი: ლაპტოპი გაკეთდა და მუშაობს იდეალურად. დიდი მადლობა Techline-ს და Overclockers-ს დახმარებისთვის. (ეს იმათთვის ვისაც კითხვა არ ეზარება :დ) ვრცელი პასუხი ისტორიით: ლაპტოპის დიაგნოსტიკიკის შემდგომ სიახლეებზე ძალზედ იმედგადაწურული ვიყავი. ლაპტოპის რეალური პრობლემა იყო ის, რომ ერთ-ერთი გაგრილების მილის სამაგრი პლატაზე (ვინტი რაშიც არის ჩამაგრებული) ამოვარდა. არ ვიცი რამ გამოიწვია იმიტომ, რომ ლაპტოპი ნამდვილად არაა დავარდნილი. შესაძლებელია წინა სერვის ცენტრის მომსახურე პერსონალის ცუდი მოპყრობის ბრალია, წვენი გადამესხა კლავიატურაზე და გავაქანე გავაწმენდინე. გასაწმენდიც არ იყო კარგ დროს მოვასწარი გათიშვა, გადმოტრიალება, გამოერთება და ბატარეის ამოღება მაგრამ დასაშლელი გახდა და ამ ლაპტოპის აგებულებიდან გამომდინარე (პანელი მომიხსნია უკნიდან ჩემი ჰარდ დისკის ჩასადებად, პლატას არ ეხები ამ დროს უბრალოდ ვიზუალურად ჩანს როგორც იშლება) საჭირო იყო გაგრილების სისტემის მოხსნა რომ პლატას მიუდგე და დახედო და დიდი ალბათობით ან მაგ დროს აწყობისას ზედმეტად მოუჭირეს ვინტი და შეასუსტეს სამაგრი და უბრალოდ გადაადგილებისას ამოვარდა საბოლოოდ. მოკლედ პლატას აღარ აგრილებდა და ასევე საშიშროება იყო (სერიოზული საშიშროება) იმის, რომ პროცესორიც დამწვარი იქნებოდა და თან ამ ყველაფერს ვერ ვარკვევდით სანამ რეალურად პლატა არ შეკეთდებოდა, რომელის შეკეთება/არ შეკეთებაც 50/50-ზე იყო. ძალიან გადაწურული მქონდა იმედები მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა TechLine-დან (მადლობა კიდევ ერთხელ დიდი დიდი) გამოიჩინეს სერიოზული პროფესიონალიზმი და შეძლეს დედაპლატის შეკეთება და როგორც აღმოჩნდა პროცესორიც არ იყო დამწვარი. დიიიიიიიდი მადლობა TechLine-ს და Overclockers ფორუმს. ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ ა ხო, ტექლაინიდან თუ წაიკითხავს ვინმე ამ პოსტს...ტექნიკოსმა პლატაზე, რომ ნახა გაწმენდილი იყო ეგონა მეორადი ლეპტოპი იყო...მე ვარ უბრალოდ ფეთხუმი და წვენი გადამესხა. :დ
  3. მივიტანე ტექლაინში და რავი კარგი ამბები ლეპტოპის შესახებ არ მესმის. თხოვნა მექნება ადმინთან არ დახუროს ეს პოსტი. 1-2 დღეში მეტყვიან საბოლოო პასუხს და აქ მინდა რომ დავპოსტო.
  4. შეკეთება რეალურად ღირს, რომ? იმის მიხედვით თუ რა არის დაზიანებული პლატაზე შეკეთება რომც მოხერხდეს ისევ იგივე არ დაემართება ?
  5. გამარჯობათ, დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე რამდენიმეს გექნებათ გამოცდილება გაფუჭებული ლეპტოპის მუშა დეტალების ცალ-ცალკე გაყიდვაში. ახლა აგიხსნით პრობლემას: მაქვს MSI GT70 Dominator 895 ლაპტოპი (უფრო სწორად მქონდა) გუშინ დილას უბრალოდ ჩაქრა. ყველაფერი მიუთითებს დედა პლატის გადაწვაზე (კომპიუტერი "მიაგურებულია" არანაირი რეაქცია არ აქვს არაფერზე) მიტანილი მაქვს ჩემს ნაცნობთან სერვის ცენტრში. ის კი ზუსტად დაადგენს რა ჭირს მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი დედა პლატაზე მიუთითებს, რომლის გამოცვლაც ნახმარი დეტალებით ebay-დან ჯდება $300, მე მგონი უბრალოდ არ ღირს. ამიტომ გადავწყვიტე ამ ლაპტოპის ნაწილ ნაწილ გაყიდვა და შემდგომ ცოტა ფულის დამატების შემდეგ ახალი კომპიუტერის ყიდვა. ლეპტოპისგან მინდა ამოვიღო Hard Disk რომელიც მუშა მდგომარეობაშია სხვა ყველაფრის გაყიდვა მინდა. თუ მარტო პლატა დაიწვა გადახურებისგან (იმედი მაქვს სხვა არაფერი) ხელთ მაქვს i7-4700MQ, 8GB 1600Mhz So-dimm DDR3 RAM, Nvidia GTX 870m და სხვა პერიფერიები როგორიცაა ლეპტოპის კლავიატურა, ეკრანი და ა.შ. შეგიძლიათ რაიმე ტიპის რჩევა მომცეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? სად გავყიდო? როგორ? რამდენად? ვინმე ხომ არ იბარებს ამ დეტალებს? (ძვირად ღირებული დეტალებია ასე რომ თუ სწორად გავყიდი კარგ თანხას დავიბრუნებ ლეპტოპის ფასისგან) არასდროს არ მქონია ასეთი შემთხვევა შესაბამისად მაქსიმალურად გამოუცდელი ვარ მოცემულ საკითხში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
  6. სრულებით მართალი ხარ! 870m-ს აქვს G-sync. ალბათ მაგის დამსახურებაა. Titanfall-ში 60 და BF3-ში 90 FPS გამაქსული. მოკლედ კარგი ლეპტოპია ვისაც უნდა ვურჩევდი. ბევრად უფრო მსუბუქია სატარებლად ვიდრე შეიძლება გეგონოთ უბრრალოდ ზურგჩანთით უნდა ატაროთ მხარზე გადასაკიდებლად დაგტანჯავთ.
  7. WATCH DOGS ~ Ultra Graphics ~ ზედმეტი AA გამორთული FPS = 50 უპრობლემოდ 1080p-ზე თამაში ისე ითამაშება გეგონება 60 იყოსო. არ ვიცი რა ქნეს ამ ახალ თაობის ვიდეო დაფებში მაგრამ 30-40 FPS მაგარი სასიამოვნო გახადეს. ჩემს PC-ზე თავს მატკიებდა ყველაფერი რაც 60-ზე თუნდაც 1-ით დაბლა ჩამოდიოდა აქ კიდე ძალიან სასიამოვნო სათამაშო გახდა. მოკლედ ვისაც უნდა Gaming Laptop ვურჩევ ახალ GT სერიებს 870m-880m ვიდეო დაფებით არ ინანებს ნამდვილად. მაგრამ რათქმაუნდა ლეპტოპია და აქვს თავსი პრობლემებიც. მაგ: ULTRA-ზე როდესაც ვთამაშობდი ზემოთხსენებულს ტემპერატურებმა 80 გრადუსს მიაღწიეს რაც ძალიან მაღალია. Fan_ები ავამუშავე და 75-80 ცელსიუსის ფარგლებში მუშაობდა. არ არის კარგი ნამდვილად. Cooling Pad გამოსადეგია ამ ლეპტოპზე (კარგი Cooling Pad) რადგან ქვევიდან დიდი "პრაიომები" აქვს ვენტილაციისთვის რომლებიც ზუსტად რადიატორის ქვეშ არიან ანუ ქვევიდან შებერილი ჰაერი რადიატორში მოხვდება და მოკლედ უშველის სიტუაციას ცოტათი მაინც.
  8. სიტუაცია ასეთია გავტესტე Skyrim-ში ოგონდ მძიმედ მოდიფიცირებულ ვერსიაში (ადრე ჩემ PC-ზე გავაკეთე სერიოზული HD Mod-ებით Realism pack-ები bigger trees, 2k res texture-ები და რეალისტური წყალი და ა.შ. კიდევ ბევრი გრაფიკული მოდით გრიდი 7-ზე ანუ უფრო შორს ჩანს) და ვთამაშობდი ჩემს ძველ სისტემაზე (Desktop, i5-3570k 660 Ti 8GB G.skill ripjaws 1866 mhz) სადაც ის PC მაძლევდა 45-50 FPS-ს ეს მაძლევს 35-45-ს ასე რომ ვიტყვი შეიძლება მთლად დესკტოპის გრაფიკული პერფორმანსი არ აქვს მაგრამ ლაპტოპისთვის სერიოზული შესაძლებლობები აქვს. ჯერ-ჯერობით SSD-ც არ მიდგას და ისიც რომ იქნება კიდევ გაიზრდება. BF4 -ზე არც მიცდია და არც ვცდი ჯერ-ჯერობით მაგრამ შედარებისთვის ის სკაირიმის მაგალითი კარგია ძალიან. Watch Dogs-ს გადმოვწერ ალბათ ხვალ და ვნახავ როგორ წავა, არ გამაქსავს ალბათ (დიდი ეჭვი მაქვს) მაგრამ 30 FPS თუ იქნება High-Ultra ნაჯვარზე ხო ძალიან მაგარი და თუ არადა...ლაპტოპია რას ველით ერთი რამე შევამჩნიე AC ADAPTER (კვება) გეიმინგის დროს საკმაოდ ხურდება მაგრამ ხელის დაწვის დონემდე არ მიდის. ალბათ მომიწევს ესე 10 თვეში ან 1 წელიწადში ახალი ადაპტერის ყიდვა თუ ინტენსიურად ვითამაშებ. თვითონ ნოუთბუქის ტემპერატურა 62 გრადუს ცელსიუსს არ აცდენია 3 საათი თამაშის შემდეგ. (GPU/CPU)
  9. დღეს მივიღე ხელში პირველად და მინდა ვთქვა საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი იმიტომ რომ იმაზე უკეთესად გამოიყურება და მუშაობს ვიდრე მეგონა. თამაშებში დიდი ტესტირებები ვერ გავაკეთე ჯერ ჯერობით მაგრამ პროგრამებში იქით აქეთ ვიძრომიალე და ცოტა ფოტოშიპში დავტვირთე ტემპერატურა საკმაოდ დაბალია 30 გრადუსი აიდელზე და 40-50 ფოტოშიპში დატვირთვის დროს. ერთი ხელი Dota 2 მოვცხე და გამაქსულზე full hd resolution vsync ჩართულზე 60 FPS არ ჩამომცდარა საქმე იმაშია რომ დოტა არც თუ ისე სერიოზული თამაშია გრაფიკულად ასე რომ ჯერ-ჯერობით არ ვიცი. ნელ-ნელა ჩავყრი ყველაფერს და ვნახავ. ეკრანი ძალიან ლამაზ ფერებში აჩვენებს. ფოტო ედითინგისთვის უკეთესს მოისურვებდა კაცი (XoticPC-დან გამოვიწერე და კოსტუმიზაციაში არის იქ შესაბამისი ოფშენები მაგისთვის რომლებიც მე არ გამომიყენებია, ბიუჯეტთან პრობლემების გამო) და ერთი დამავიწყდა რომ დუალ ჩანელზე გადამეყვანა ასე რომ სინგლ ჩანელ 8 გბ მაქვს მაგრამ ეგ არაა პრობლემა. ბატარეას აგერ ვამუშავებ 2 საათია უკვე და ნახევარზე არ არის ჯერ ასე რომ ალბატ 4-5 საათი გაძლებს Power Saver-ზე და თამაშების თამაში იმედია არ მოგინდებათ ბატარეაზე. იმისდამიუხედავად რომ 11 ფუნტი წერია ვებ-საიტზე ლეპტოპი ბევრად უფრო მსუბუქია ვიდრე წარმომედგინა კვების ბლოკია აგურის ზომა ოღონდ (მოსალოდნელია). კლავიატურა ძალიან სასიამოვნოა დასაბეჭდადაც და ისეც საკმაოდ რბილად ეჭირება ხელი და ძალიან როგორც იტყვიან "გლადკად" მუშაობს. ცოტა მორგება უნდა ოღონდ მარჯვენა შიფტი ცოტა პატარაა ზომაში და ვინდოუსის კნოპკა არაა მარცხენა მხარეს (მარტო მარჯვნივ) ამის გარდა კლვიატურა სრულია. აუდიო სისტემა აქვს ძალიან მაგარი (ლაპტოპებთან შედარებით რათქმაუნდა) და Killer Wireless Network საკმაოდ შორიდან იჭერს Wi-Fi-ს იქ სადაც ჩემი ძველი HP საერთოდ ვერ იჭერს ეს 80%-ზე ხედავს. 17"-იანი არის GT70 მაგრამ თუ 15"-იანი უნდა GT60 შეუძლია იყიდოს. საკმაოდ დიდია 17იანი ჩემს ჩანთაში ნამდვილად ვერ ჩავტევ. სისქეშიც დიდია თხელი ნამდვილად არ არის მაგრამ მოსალოდნელია როდესაც ლაპტოპ გამოუშვეს ლოზუნგით "Portable Workstation" საკმაოდ ძლიერია ლაპტოპებისთვის და ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ. შიგნიდან აქვს ადგილი 3 SSD-სთვის და RAM სლოტებიც აქვს 3 ცალი თავისუფალი ჩამატება შეიძლება. COOLER BOOST 2-ს რაც შეეხება (პრაქტიკულად ერთი კნოპკაა რომელიც ქულერის სიჩქარეს უმატებს) ხმაურიანია მაგრამ თუ ჰედფოუნებში ხარ და თამაშობ ნამდვილად ვერ გაიგებ ხმას. უერთდება 2 ეკრანი (ერთდროულად) + თავისი ანუ ჯამში 3 აქვს HDMI, VGA და Mini HDMI ანუ პრაქტიკულად ნებისმიერი ეკრანის მიერთება შეგიძლია. ჩემს მოდელს SSD არ ჰქონდა და შესაბამისად XoticPC-მ "გამაბედნიერა" და 1 TB-იანი hard disk მხოლოდ 1 Partition-ად შექმნა და 916 გბ-იანი C: დისკი შემიქმნა Windows 8.1 64 bit-იანით ზედ....ცოტა ჩხირკედელაობის შემდეგ შევძელი დაყოფა ისე რომ არაფრის გადაფორმატირება არ მომიწია მაგრამ თუ იქიდან გამოიწერთ აუცილებლად მიწერეთ Custumer support-ში რომ ეგრე არ ქნან თუ გინდათ რომ ზედმეტი სამუშაო თავიდან აიცილოთ. კომპიუტერი გატესტეს თვითონ იქ და არანაირი პრობლემები არ გააჩნია მოყვებოდა ყველაფერი რაც საჭირო იყო არ აკლდა არაფერი. Touchpad ძალიან სასიამოვნოა შესახებად 2 კნოპკა აქვს გამოყოფილი (იმ ხალხს ვისაც არ უყვარს ერთი რომ აქვს ხოლმე გაუხარდება) და ასევე საკმაოდ მოსახერხებელ ადგილას არის ერთი კნოპკა (ეს "კნოპკა" ქართულად როგორ არის ძალიან ცუდად ჟღერს ) რომელიც თიშავს ტრაქპადს იმისთვის რომ ხელი არ გავკრათ შემთხვევით და 5 საათი ნაჩალიჩარი Adobe After Effect-ის პროექტი დასეივების გარეშე დავხუროთ. პერფორმანსი თამაშებში მე არ ვიცი არ გამიტესტია მაგრამ დაგილინკავ ანალოგიურ ლეპტოპს იგივე ვიდეო დაფით გატესტილს Tomshardware-ზე და იმის მიხედვით შეგიძლია შეაფასო. ასევე Notebookcheck როგორც Youtube-ზე აჩვენებენ ხალხი Titanfall-ს მაქსავს უპრობლემოდ 60 FPS-ზე და BF4-ში ალბათ სეტინგების არევა მოგვიწევს. მეტი ჯერ-ჯერობით სათქმელი არ მაქვს თუ იქნება რამე დავპოსტავ აუცილებლად! წარმატებები და მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.
  10. საბედნიეროდ მოეშვა ბანკი ოხუნჯობას და შევძელი გამოწერა. 26-ში ჩამოდის ძმაკაცი და ამოიგლიავებულს ჩამოიტანს. Я ბედნიერ.
  11. ბოდიში, ხიდის ქუჩა სად არის? არასდროს მსმენია ...
  12. ამ ლეპტოპის ყიდვა მინდა. იდეაში amazon.com-დან ვიწერდი იქიდან ძმაკაცთან უნდა გამეგზავნა რომელიც ამერიკაშია და ამოიიღლიავებდა და ჩამომიტანდა არც განბაჟება არ უნდა არაფერი მაგრამ რატომღაც ბანკი უარზეა (თანხას არ მარიცხინებს მიდი და არკვიე რატომ). სხვა რაღაცების გამოწერაზე პრობლემა არასდროს არ ქონიათ და ახლა $1300 დაინახეს და დახამდნენ ეტყობა მოკლედ ესაა, ამ ნოუთბუქის ყიდვა მინდა. გადავაკვდი მთელი ჩემი ქონება გავყიდე ამის გადამკიდე და მაინც ვერ ვეღირსები ვინმემ ხომ არიცით ადამიანს რომელსაც აქვს და ყიდის ან რაიმე კომპანიას რომელსაც ჩამოაქვს MSI-ს პროდუქცია საქართველოში იმიტომ რომ მე ვერ ვნახე ეს ლაპტოპ და ახალი რომ ნახოთ ამაზონზე ამის ფასსში ისეთი ნაგავი იყიდება აქ ნაგვის ურნაში ხელი რომ ჩაყო უკეთესს ამოიღებ... HELP? ამ მოდელს ვყიდულობდი მე, შესაბამისად თანხაც $1340 მაქვს და იმენა მაქსიმუმზე ვარ გაწელილი უკვე. მეტზე ვერ წავალ
  13. ოპერატიულს იშოვი უკეთესს უპრობლემოდ. დანარჩენზე არ ვიცი
  14. ნამდვილად არ ვიცი i7 3770 ახალი საწყობიდან გამოტანილი სად იყიდე 400 ლარში (თუ ვინმე ნაცნობი არ იყო) იმიტომ რომ ორიგინალი ფასი აშკარად ბევრად მეტია ($300). amazon.com newegg.com Antec სანდო ფირმაა და ამ კონკრეტულ კვების ბლოკს კარგი შეფასებაც აქვს რას ერჩი არ ვიცი. კეისი უკეთესი შეიძლება მაგაზე არ ვკამათობ უბრალოდ "ნებისმიერი" ავირჩიე 100 ლარის ფარგლებში (იმიტომ რომ ბოლოსთვის მოვიტოვე). 1300 ლარში ნამდვილად ვერ ააწყობ GTX 660+ GPU-თი i5-3750k (ან მეტი) & Corsair Corsair Vengeance 16 1600 მჰზ RAM-იან სისტემას ამ პაპსა მაღაზიების ფასებში და რამე აბხოდები თუ არსებობს კი ბატონო უბრალოდ მეც გამიზიარეთ ჩემი საფულე დიდად მადლობელი იქნება.
  15. midtower ცოტა დიდი იქნება ამ სისტემისთვის, კვების კაბელიც შეიძლება ვერ მიწვდეს. ეს რაც ვნახე ახლა 5 წუთში მოვიძიე ალტას, პსშოპის და ჯიტექის ვებ საიტებზე. არაა არჩევანი ჩვენთან. დეტალებიც გადაძვირებულია ხშირ შემთხვევაში. საერთოდ AMD-ს GPUები რომ არ იყიდება ტეხავს მაგრად. [ნუ მეორადებს არ ვგულისხმობ]
  16. მე რაც ავაწყე ასეთია...ალტა, პსშოპი და ჯიტექიდან ავაგროვე...ბევრად უკეთესის აწყობა შეიძლებოდა ამ ფასსში მაგრამ ვებ-საიტებზე დიდი არაფერი არ ედოთ... Motherboard: ASUS B75M-PLUS - 140 GEL GPU: ASUS GTX 650 - 256 GEL CPU: i5-3570 - 405 GEL RAM: 2x4GB Kingston DDR3 1600 - 174 GEL Case: Codegen M608-CA - 86 GEL PSU: Antec BASIQ VP550P - 180 GEL HDD: 500 GB Seagate Barracuda - 117 GEL სულ 1358 ლარი, ბევრად უკეთესის აწყობა შეიძლება ამ ფასსში... 650 Тi მაგალითად ვერცერთ ვებ-ზე ვერ ვნახე და შეიძლებოდა მაგაზე დაჩალიჩება.
  17. არ ვიცი რატომ მაგრამ MyMarket-დან ტვინი მეჭმებოდა თავის დროზე ძალიან. ტიპმა ღამის 3 საათზე დამირეკა (მაზერს და core 2 duo-ს ვყიდდი) მაზერს რამდენად მომყიდიო...მეკაიფებოდა თუ რა უნდოდა მე არ ვიცი მაგრამ მაგის მერე მანდ მე არაფერი არ გამომიქვეყნებია...
  18. რა ვიდეო პროცესორი უდგას? 765m? ეს არის? თუ ეს?
  19. იმედი მაქვს გამოჩნდება ვინმე. Mymarket-ზე დადება ღირს თქვენი აზრით? დიდად უსიამოვნო გამოცდილება მაქვს მაგ ვებ-საიტთან...
  20. როგორც ვამბობდი მეორადიც არსებობს და "მეორადიც" დედა პლატა და პროცესორი ჩავდგი იანვარში და რამი და კეისი ვიყიდე საერთოდ 1 თვის წინ მგონი და მთლად 40% ცოტა ბევრია მგონი ახალი დეტალებისთვის...
  21. Forum.ge-ზე ვნახულობდი ცოტა ხნის წინ, გამოკითხვა ქონდათ, ხალხი ამბობს რეალური ფასზე 40%-ით უფრო იაფად უნდა იყიდებოდეს ფორუმებზეო. როგორც მყიდველს კაია მაგრამ 40% ცოტა ბევრია მე თუ მკითხავ. რაც ფასები ვნახე ერთი ნამდვილად ვიცი ხშირი ფორუმის მომხმარებელი გავხდები
  22. 1600-ად მინდოდა მაგრამ დღითიდღე რასაც ვუყურებ მაგ ფასებზე დავდივარ, მაინც ახალი ვარ არ ვიცი ფორუმზე რას და რამდენად ყიდიან.
  23. Laptop-იც არაა ცუდი Haswell i7-4700MQ (3.4 Ghz) ახალი Nvidia GTX 870m 8GB 1600 Mhz Ram SSD ედგმება Full HD გამოსახულება, 15" ანუ სატარებლად არ იქნება პრობლემატური, გაციება კარგი აქვს მარტივად არ გადახურდება (სხვა ლაპტოპებთან შედარებით რა თქმა უნდა) წონაშიც 3 kg გამოდის. და თან საქმე მოითხოვს ახლა, სულ ისეა, გინდა რომ გქონდეს რაღაც, ჩალიჩობ ჩალიჩობ ჩალიჩობ და საბოლოო ჯამში ითრევ და ვეღარ იყენებ.
  24. RAM-ს მოვაკლებდი და GPU-სთვის გავუშვებდი თამხას. ასევე კვების ბლოკზეც ვიფიქრებდი. 500W კი არის საკმარისი 650-სთვის მაგრამ უკეთესის ყიდვას გირჩევდი, 650 ან 750 ვატიანს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.