Jump to content

#AwesomeBurn

წევრი
  • Posts

    17
  • Joined

  • Last visited

Everything posted by #AwesomeBurn

  1. ეს არის რამდენიმე სურათი სხვადასხვა მომენტებიდან, GTA:V კიდევ ერთი გაპარული ვიდეოედან, გსურთ ავტვირთო ის? ოღონდ ავტვირთავ მაივიდეოზე და ჩვენს გვერდზე, იუთუბზე ვერ გავრისკავ რადგან თუ ნახეს, წაგვიშლიან და შეიძლება არხიც დაბლოკონ. გინდათ ნახოთ ეს ვიდეო? აიყვანეთ ეს სურათი >>>> https://www.facebook.com/photo.php?fbid=583...&type=1&theater 50 მოწონებაზე და ავტვირთავ ფეისბუქზე!
  2. გუშინ, ლოს სანტოსის ოფიციალური რუკა იყო დაბეჭდილი BradyGames Stategy Guide-ში. ეს სურათი სწორედ ამ გაზეთიდან არის ამობეჭდილი. როგორც ხედავთ, ქალაქი ლოს სანტოსი არის რუკის სამხრეთით და ფარავს რუკის დაახლოებით 30%-ს. რუკის ჩრდილოეთით, ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ ოთხი მთავარი მთა: ჩილიადი (Chiliad), ჯოსია (Josiah), გორდო (Gordo), სან ცივანაკი (San Civanaki) ხოლო ტატავიამი (Tataviam) კი ლოს სანტოსის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. მთელს რუკაზე ჩვენ ვხვდებით მდინარე ლაგო ზანკუდოს (Lago Zancudo), ალამოს ზღვას (Alamo Sea), ვაინვუდის ტბას (Lake Vinewood) და ლენდ აკტის რეზერვუარს (Land Act Reservoir). ჯოსიას მთის სამხრეთით, ნაპირთან ახლოს ჩვენ ვხედავთ ზანკუდოს ფორტს (Fort Zancudo), რომელიც წარმოადგენს სამხედრო ბაზას. სწორედ აქ არის უდიდესი საფრენი ბილიკი, რომელიც ნავარაუდებია რომ გამოიყენებოდეს კარგოს თვითმფრინავებისთვის (Cargo Airplane). დანარჩენი ორი ასაფრენი ბილიკი მდებარეობს დიდი სენორას უდაბნოში (Grand Senora Desert) და რა თქმა უნდა ლოს სანტოსის საერთაშორისო აეროპორტში (Los Santos International Airport). ჩვენ შეგვიძლია რუკაზევე ვნახოთ რამოდენიმე საინტერესო ადგილი, როგორიც არის გალილეოს ობსერვატორია (The Galileo Observatory), 68-ე გზა (The Route 68) რომელიც ყოფს ლოს სანტოსსა და მის შემოგარენს (The Blaine County), NOOSE (National Office of Security Enforcement), გოლფის კლუბი (Los Santos Golf Club) და მეიზ ბანკის არენა (Maze Bank Arena). რუკის მიხედვით, თქვენ შეგიძლია იყიდოთ 20 სახლი, 8 მთა, 3 თეატრი ლოს სანტოსში (რომელშიც შესვლა შეგიძლიათ), ტანსაცმლის მაღაზიები, მექანიკური სერვისები (გარაჟი), ამუ-ნაციას მაღაზიები (Ammu-Nation), სილამაზის სალონები, სტრიპტიზ კლუბები და სხვა მრავალი. სულ არის 8 პოლიციის ოფისი და 5 საავადმყოფო. ალბათ ისიც დაგაინტერესებთ, რატომ არის ლოს სანტოსის რუკა ასეთი პატარა. ამას უკვე შემდეგში გეტყვით. https://www.facebook.com/photo.php?fbid=583...&type=1&theater
  3. ესე იგი, ეს არის ერთერთი მისიის აღწერა IGN-სგან, ჩემს მიერ გადათარგმნილი. მისია, სახელად "Urban Safari" იწყება ფრანკლინის სახლის ტერიტორიაზე. ფრანკლინს აქვს კონფლიქტი ლემართან, ლემარს უნდა რომ მან და ფრანკლინმა დაიწყონ პატარა ბიზნესი - ნარკოტიკის ვაჭრობა. მაგრამ ფრანკლინი ამის სასტიკი წინააღმდეგია... https://www.facebook.com/GTAGEO ამ დროს კი გამოჩნდება ტრევორი, რომელიც ასე ვთქვათ, ვერ არის თავის მატორზე. ის ბოდიალობს თავისთვის რაღაცას და თან უმტკიცებს ბიჭებს, რომ ნარკოტიკთან კავშირი ძალიან ცუდი რამაა. რაც სანტერესოა, მისიის დაწყება შესაძლებელია ფრანკლინითაც და ტრევორითაც. ამის შემდეგ ყველა ერთად, ჩოპისთან ერთად მიდიან Groove-ს ქუჩაზე, რომ მოილაპარაკონ ამ საკითხზე, როგორ ფიქრობთ ვისთან? Ballas-თან. როცა დგება საქონლის შემოწმების დრო, აქ გამოხტება ტრევორი, რომელსაც უნდა, რომ გასინჯოს ნარკოტიკი პარკის მეორე მხრიდან. ამ დროს კი Ballas-ის ნარკო მოვაჭრე უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და იწყებს რაღაცაზე ლაპარაკს, ტრევორი მიხვდება რაშიცა საქმე. ის გაბრაზებული გადახევს ამ პარკს, იქ კი არ აღმოჩნდება ნარკოტიკი. თამაშის ატმოსფერო ძალიან კარგად გადმოგვცემს ამ დროს ფრანკლინის გრძნობებს. ფრანკლინმა იცის, რომ ის არის სასტიკი მკვლელების ტერიტორიაზე, ტრევორმა კი დაიწყო ჩხუბი და ეს ყველაფერი ცუდათ დამთავრდება. ამიტომ ფრანკლინი ნერვიულობს და ეს თამაშშიც ჩანს. იწყება სროლა და მოდიან პოლიციელები. შემდეგ ლემარი ყვირის, რომ მან გამოძებნა გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ის გაიქცევა ქვემოთ, მდინარისკენ და ყველა გაყვება მას. მდინარესთან კი იქნებიან გოგონები ბიკინიში, რომლებიც პოზიორობენ კამერის წინ. ლემარი ხტება მათ წყლის მოტოციკლზე. პოლიციის ვერტმფრენი არის მათ თავზე და მათ მოუწევთ გაქცევა, რაც შეიძლება მალე. და ბოლოს, ეს მათ გამოუვათ. მაგრამ ამ დროს უკვე იქნება ღამე. დაღლილი ფრანკლინი დჯება საჭესთან, ლემარი უჯდება გვერდით. ამის გამო ისინი მიხვდებიან, რომ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ და გაბრაზებულები და ძალიან დაღლილები დაბრუნდებიან Grove-ს ქუჩაზე.
  4. მოვიდა GTA:Online-ს ახალი ფაქტების ჯერიც, ისევ და ისევ IGN-სგან... სანამ დავიწყებთ, თუ არ გადვთ გადაკითხული სხვა ახალი ფაქტები, იხილეთ ამ ლინკებზე: პირველი ნაწილი - http://goo.gl/ExeYm0 მეორე ნაწილი - http://goo.gl/iS0uTr მესამე ნაწილი - http://goo.gl/5eoPQ1 მეოთხე ნაწილი - http://goo.gl/lFDq8r ახლა ფაქტები.. - ძარცვის შემდეგ ფულის გაყოფა შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით, მაგალითად ის ვისაც აქვს პარკი ფუკით, მას შეუძლია მოგცეთ მხოლოდ 10%, ან ჯიგრულად გაგიყოთ 50-50-ზე. მაგრამ თუ მან მოგცათ მხოლოდ 10% თქვენც შეგიძლიათ არ დაიჩაგროთ თავი, აიღეთ იარაღი და გაასხმევინეთ მას ტვინი, წაართვით ფული და აითესეთ - რბოლების დროს ხდება სხვადასხვა საიტერესო სიტუაციებიც, მაგალითად პოლიცია მიზდევს სხვა მოთამაშეს და ა.შ. (რბოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მაქსიმუმ მხოლოდ 12-ს). - დიდი თვითმფრინავებით დაჯდომა არც ისე ადვილი იქნება, შეიძლება გაგიჭირდეთ კიდევაც პირველ ცდაზე. - ლოს-სანტოსში არის რამდენიმე ტენისის და ერთი გოლფის მოედანი. - ტენისის თამაში შესაძლებელია ორში და გოლფი ოთხი (მაქსიმუმი). - ბინაში შესაძლებელია იყოს ტელესკოპი, მაგრამ არა კოსმოსში საყურებელი, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაათვალიეროდ ქალაქი ზემოდან. - იქნება მისიების სია, რომლებიც აირჩევა ხმების მეტი რაოდენობით. თქვენი ჯგუფის წევრებმა უნდა მისცენ ხმა, მისიას რომელიც მათ სურთ. მისიის შესრულების შემდეგ გამოკითხვა ტარდება თავიდან. - მისიები იქნება დაყოფილი ასევე მონაწილეების მიხედვითად, მაგალითად ზოგ მისიაში საჭირო იქნება მხოლოდ 2 ადამიანი ზოგში კი ითამაშებს 16-ვე. - თქვენ შეგიძლიათ უყუროთ კინოს კინოთეატრში. - სტრიპ-კლუბში არის ფუნქცია "Make it Rain", თქვენ შეგიძლიათ ხელით შეეხოთ მოცეკვავეს. მაგრამ მესამე ჯერზე თქვენ გაგისვრიან კლუბიდან სულ ესა ამ ჯერზე შემდეგი პოსტი იქნება რადიოზე, მოკლე აღწერა "Rockstar Games-მა გადაწყვიტა, რომ GTA V-ის რადიოში შეერიათ ნამდვილი განგსტერების ხმა, რომლებიც ახლახან გამოვიდნენ ციხიდან და ეს არ არის ხუმრობა..." https://www.facebook.com/photo.php?fbid=580247038701046&set=a.545874375471646.1073741828.545814158811001&type=1&theater
  5. ესეც ახალი GTA:V ფაქტების მეორე ნაწილი, ისევ IGN-სგან! - მისიაში "Derailed" არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ეჯახებით მატარებელს და ხტებით მასზე, როგორც ტრეილერშია. - მეოთხე მისიის სახელია "Nervous Ron", სადაც ტრევორი არის ძალიან გაბრაზებული იმის გამო, რომ The Lost კლუბის ბაიკერები შეიპარნენ მის სახლში და დაუმტვრიეს რამდენიმე მისი ნივთი, ამის გამო ტრევორს უნდა რომ იძიოს შური. მან იცის რომ იცინი ვაჭრობენ იარაღით, ამიტომ უნდა, რომ მოკლას ორი კურდღელი ერთ ტყვიაში (უხხხ წარმომიდგენია ეს მისია და ტრევორი). - ტყეში, ღამე ძალიან ბნელა, საერთოდ არაფერი ჩანს. შუქის მხოლოდ ერთადერთი წყაროა - ეს არის მანქანის ფარების შუქი. - მისიაში "Nervous Ron", ტრევორი მუცლით ახტება თვითმფრინავის ფრთას და ცდილობს, რომ გაარტყას ტყვიები ბაიკერებს. - სამხედრო ბაზასთან უნდა ვიფრინოთ რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე, რათა რადარმა ვერ შეგვამჩნიოს. - მეხუთე მისიაში, რომლის სახელიცა "Vinewood Babylon", მაიკლის დავალებაა რომ გამოიყვანოს თვითმფრინავიდან თავისი კაცი. მაგრამ ეს თვითმფრინავი ჰაერშია, მაიკლი კი იღებს სნაიპერს და ესვრის თვითმფრინავს ძრავში, ამ დროს ის კარგავს კონტროლს და თვითმფრინავი ვარდება... - თუ ავაფეთქებთ მანქანას, რომელზეც დავასხამთ საწვავს, ჯერ აფეთქდება ბორბლები. ახალი ფაქტების პირველი ნაწილი ნახეთ აქ, ვისაც არ გინახიათ: https://www.facebook.com/photo.php?fbid=579819142077169&set=a.545874375471646.1073741828.545814158811001&type=1&theater&notif_t=photo_comment მოვიდა GTA:V ახალი ფაქტების მესამე ნაწილის დროც! ეს უკვე PC Games-სგან. წავიდა... - პერსონაჟები ჩვეულებრივი სვლით, ნელი ნაბიძებით ივლიან ძალიან ნელა, GTA 4-თან შედარებით უფრო ნელა. იქნება სირბილის ორი ვარიანტი: ჩვეულებრივი, ნორმალური სირბილი (უნდა გვეჭიროს სირბილის ღილაკზე) და სწრაფი სირბილი (ბევრჯერ და სწრაფად ვაჭერთ სირბილის ღილაკს). - ჩვეულებრივი პოლიციის მანქანებს ექნებათ თავისი ძებნის რადიუსი რუკაზე, ვერტმფრენს კი თავისი, უფრო დიდი. - ფრანკლინი იღებს წოდებას "თვის საუკეთესო მომუშავე" თავისი უფროსისგან. უფროსი ამბობს, რომ "მე რომ მყავდეს შავი შვილი, ის იქნებოდა ისეთი, როგორიც ხარ შენ", Lamar-ი კი ამით უკმაყოფილოა - როცა ფრანკლინი იყენებს თავის სპეც შესაძლებლობებს, დრო ნელდება. - რონი ამბობს: "ტრევორი სვამს ადამიანის სისხლს და ჭამს შინაურ ცხოველებს!". - სნაიპერის თოფს ექნება, ასე ვთქვათ "სითბური ხედვა", ანუ ღამე როცა ვერაფერს დაინახავთ ჩართავთ ამ ხედვას და თუ შეამჩნევთ მოძრავ წითელ ფერს, ესეიგი ეს არის ცოცხალი არსება. - როცა PC Games-ის ერთერთი ჟურნალისტი თამაშობდა, ის თვითმფრინავით შეფრინდა ხიდის ქვეშ და დაეწერა "შესრულებულია 1 - 50-იდან." - თამაშში შესაძლებელია ცისარტყელის დანახვა. - სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ისვება მხოლოდ 50%-ზე. - Lamar-ი მუშაობს ფრანკლინთან ერთად. - ერთერთ მისიაში თქვენ უნდა მართოთ მატარებელი. - ერთერთ მისიაში თქვენ უნდა გადაარჩინოთ მაიკლი, რომელიც გაიტაცეს ჩინელებმა და ჩამოკიდეს ის ფეხებით ხორცის მაღაზიაში. ამ დროს კი PC Games-ის ჟურნალისტმა, რომელიც ასრულებდა ამ მისიას, გაარტყა ტყვია ერთერთ მოწინააღმდეგეს და ის დაეცა ჩართულ ხერხზე და... Vroom-vroom! მოკლედ გვეყოფა ამ მისიებზე... თორე დავხურე თამაში ამ ჯერზე სულ ესაა, "ამ ჯერზე". ანუ ახალი ფაქტები არ დამთავრებულა დანარჩენი კი ხვალ. ვისაც არ გინახიათ, პირველი ნაწილი: https://www.facebook.com/photo.php?fbid=579819142077169&set=a.545874375471646.1073741828.545814158811001&type=1&theater მეორე ნაწილი: https://www.facebook.com/photo.php?fbid=579841798741570&set=a.545874375471646.1073741828.545814158811001&type=1&theater
  6. ახალი GTA:V ფაქტები IGN-სგან! - მანქანის ფიზიკა ძალიან განსხვავებული იქნება GTA:4-ის მანქანის ფიზიკასთან შედარებით. თქვენ თითქოს იგრძნობთ მანქანას და მის წონას გზაზე. - ხალხის რეაქცია მანქანის მოპარვასთან სხვანაირი იქნება. ზოგი შიშით ეგრევე დაგითმობთ მანქანას და გაიქცევა, ზოგი შიშისგან დაიმალება საჭის ქვეშ თავზე ხელებ დაწყობილი, ზოგი კი გაგიწევთ წინააღმდეგობას. - ერთერთ, ადვილ და პირველ მისიაში სახელად "Repossession", თქვენ უნდა მიიყვანოთ ფრანკლინით ერთი მოტოციკლი, რომელიც შეგიკვეთათ სომეხმა ბოსმა . - თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი მანქანები გარაჟში, მაგრამ მათი აფეთქების შემდეგ თქვენ მოგიწევთ ფულის გადახდა მათ დასაბრუნებლად. - როცა თქვენ ჩააქრობთ მანქანის ძრავას, ის ასე ვთქვათ გრილდება და გამოსცემს ხმას "Tick,Tick" როგორც რეალობაში. (სხვანაირად როგორ ამეხსნა ვერ მოვიფიქრე ) - მეორე მისიის სახელია "Three’s Company". ამ მისიაში ჩვენ პირველად ვითამაშებთ სამივე პერსონაჟით ერთად, ეს ის მისია რომელშიც ჩვენ უნდა მოვიტაცოთ კაცი FIB-ის შენობიდან. - ვერტმფრენის ტარების ფიზიკა არ იქნება განსხვავებული GTA 4-ის ფიზიკისგან. - მესამე მისიის სახელია "Derailed". ამ მისიაში თქვენ მაიკლით და ტრევორით უნდა მოიპაროთ მატარებელი და გაძარცვოთ ის. - ახალი სისტემის დახმარებით, როგორიცა "TBOGT", თქვენ შეძლებთ შეინახოთ თამაში რთულ მომენტებში და თუ მოკვდებით, მისიის თავიდან დაწყება არ მოგიწევთ. ამ პოსტში სულ ესაა, გაინტერესებთ მეტი ფაქტი? დამელოდეთ მოიწონეთ ეს პოსტი თუ გინდათ მეტის გაგება და დღესვე დავდებ ფაქტების მეორე ნაწილს. წყარო: http://fb.com/gtageo
  7. ესე იგი, მაგალითად ჩავიწერე დისკიდან gta 4 eflc და რაღაც ფაილი აკლდა და არ ჩაირთო, ამიტომ ამოაგდო error და კომპი გადაიტვირთა და ასე შვება ნებისმიერ error-ზე და რატო?>
  8. - ტრანსპორტის ტუნინგში იქნება 1000-ზე მეტი ნაწილი (ამაში შედის ბრონი, ტყვია გაუმტარი ბორბლები და ა.შ.) - არასწორ პარკინგზე თქვენ მანქანას გადაიყვანენ საჯარიმოზე, მისი გამოყვანისთვის კი მოგიწევთ ჯარიმის გადახდა. - მანქანაზე იარაღის დაყენება არ შეიძლება, მაგრამ შესაძლებელი იქნება საწვავის ბაკის ტყვიით გახვრეტა და ცეცხლის წაკიდება ან მანქანაზე ბომბის მიმაგრება. - პერსონაჟს იარაღი ეჭირება იქამდე სანამ თქვენ არ შეცვლით მას, თუნდაც რომ ტყვიები აღარ იყოს მასში. - იარაღზე დამატებით ნაწილების დაყენება (მიზანი, ლაზერი და ა.შ.) იქნება შესაძლებელი მისიების დროს. - შესაძლებელი იქნება მანქანის სიგნალის (პიპინის) ხმის შეცვლა. - თამაშში იქნება დაზიანების დიდი ეფექტი, როგორც მანქანის ასევე შენობების (პატარა სახლების). - ყველა მტერი მოიქცევა სხვადასხვა ნაირად, გააჩნია ვინ იქნება ის (სპეცნაზი პროფესიონალურად, ბანდის წევრები კი იქნებიან უფრო არეულები). - მისიები გახდება უფრო რეალური და უფრო ეფექტური იმ მხრივ, რომ როცა მაგალითად თქვენ მიდიხართ დავალებაზე მანქანით მაიკლთან და ტრევორთან, თქვენ გადაცვლით პერსონაჟს მაიკლზე და აღმოჩნდებით მგზავრის ადგილზე (ან საჭეზე, თუ მას ატარებს მაიკლი). წყარო: http://fb.com/gtageo
  9. როკსტარმა წარმოადგინა ახალი "Hierarchies"-ის სისტემა. ამ სისტემის დახმარებით ჯგუფის ლიდერს შეუძლია მიანიჭოს სხვადასხვა წოდებები მის ჯგუფის წევრებს და ყველა რანკს დაავალოს თავისი დავალებები. წოდებების მინიჭება ლიდერს შეეძლება ნებისმიერი წევრისთვის, ვისთვისაც აღარ დარჩება მაღალ რანკებზე ადგილი ის ავტომატურად გადავა რანკზე "Muscle". სულ არის ოთხი რანკი: კომისარი (Commissioners): ჯგუფის ყველაზე სანდო წევრი. მათ შეუძლიათ მართონ ყველა, ვინც მათზე დაბალ რანკზეა. ასევე მოიწვიოს ჯგუფში სხვა წევრები. ლეიტენანტი (Lieutenants): მართავენ ჯგუფს. მათ შეუძლიათ მართონ ყველა, ვინც მათზე დაბალ რანკზეა. წარმომდგენლები (Representatives): ხალხი, რომელმაც უკვე მოუტანა გუნდს რაღაც კარგი შედეგი და დაამტკიცეს თავისი ერთგულება. მათ ასევე შეუძლიათ შეზღუდული უფლებებით ჯგუფში წევრების აყვანა. კუნთები (Muscle): ჯგუფის ასე ვთქვათ ყველაზე "გიჟი" და დაუნდობელი წევრები, რომლებსაც შეუძლიათ მოაწყონ ქაოსი და ბოლომდე იბრძოლონ თავისი ჯგუფის სახელისთვის. მათ არ აქვთ არანაირი ადმინისტრაციული უფლებები, მაგრამ ზუსტად ისინი არიან ჯგუფის სულიც და გულიც, მათ დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ჯგუფის დაცემაც. წყარო: http://fb.com/gtageo
  10. შეიძლება ვიფიქროთ, რომ GTA 5-ზე უკვე ყველაფერი ვიცი, იმის შემდეგ როცა როკსტარმა უკვე ამდენი ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ არა. არ არის გასაკვირი ის, რომ ამხელა პროექტი მუდმივარ ივსება ახალი ინფორმაციით და დიტალებით. Rockstar North-ის დირექტორი Leslie Benzis აცხადებს: "თამაშის უმეტესი ნაწილი იქნება დამოკიდებული სამ მთავარ გმირზე, მაგრამ თავიდან ხელმისაწვდომი არ იქნება ყველა პერსონაჟი. ჩვენ თავიდან ვგეგმავდით სამივე პერსონაჟის ხელმისაწვდომობას თამაშის დაწყებისას, მაგრამ გადავიფიქრეთ. ჩვენ ვთავაზობთ მოთამაშეებს, რომ კარგად გაეცნონ თითოეულ გმირს და გაეცნონ მათ სამყაროს. ეს იქნებოდა შეუძლებელი თუ ჩვენ გავაკეთებდით ისე, რომ თავიდანვე სამივე პერსონაჟი ყოფილიყო ხელმისაწვდომი." რამდენიმე ფაქტი პოლიციაზე: - ყველაფერი გახდება უფრო რეალური, შესაძლებელია მოხვდეს ისეც, რომ თუ თქვენ დაარღვევთ საგზაო წესებს, პოლიცია მოგცემთ ერთ ვარსკვლავს. - პოლიციისგან გაქცევას თქვენ შეძლებთ რუკაზე ნაჩვენები რადიუსის შიგნითან, არ არის აუცილებელი გაცდეთ ამ რადიუს და შემდეგ დაიმალოთ. უბრალოდ თქვენ უნდა მოახერხოთ ისე, რომ შეხვიდეთ რამე ადგილას სადაც იქნება სიწყნარე და დარჩეთ იქ სანამ პოლიცია არ დაწყნარდება. - მანქანებში პოლიცია ერთმანეთთან სასაუბროდ გამოიყენებს ხელებს. - თამაშში იქნება საკმაოდ დიდი სამხედრო ბაზა, სხვადასხვა სამხედრო ტექნიკით. - FIB, ეს იქნება რეალური FBI-ს პაროდია. - თუ უბრალო გამვლელი დაგინახავთ, რომ თქვენ ქურდობთ, ისინი გამოიძახებენ პოლიციას. - თუ თქვენ იქნებით მატარებლის სახურავზე და თქვენ შეგამჩნევენ, მაშინვე მოგეცემათ ერთი ვარსკვლავი. - თუ თქვენ ივლით ქალაქში გოლფის მანქანით, ამ შემთხვევაშიც პოლიცია შეგაჩერებთ. წყარო: http://fb.com/GTAGEO
  11. GTA V ONLINE-ში: - შესაძლებელი იქნება ძარცვის მისიის დროს აიყვანოთ თქვენი მეგობრები ან ბოტები, მაგრამ მისიის შემდეგ ფული ბოტებსაც უნდა გაუყოთ, თუ წაიღებთ მათ :evil:. - იქნება სწრაფი მოხვედრის მენიუ (ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რა იქნება ეს). - იქნება ასევე MMO-ს რეჟიმი. - მანქანაზე ნომრის შეცვლით თქვენ შეძლებთ დაემალოთ პოლიციას, მაგრამ არა დიდი ხნით. - იქნება ხელმისაწვდომი 500-ზე მეტი მისია. _____________________ წყარო: http://fb.com/GTAGEO
  12. Rockstar Norths-ის Art დირექტორმა Lezlie Benzies-მა ინტერვიუში 3DJuegos-თან GTA Online-ზე დაკავშირებით თქვა, რომ: - Online-ში შესაძლებელი იქნება ყველაფრის გაკეთება, რაც შეიძლება GTA 5-ში. - Content Creator-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ, რომშეცვალოთ ამინდი, წელიწადის დრო, საათი, რომელზეც თქვენ გინდათ რომ წამოვიდეს წვიმა და ა.შ. - თქვენ შეძლებთ უყუროთ რბოლებს თქვენს ტელევიზორში. - ყოველ მისიას აქვს თავისი ლეველის რაოდენობა, რაც უფრო რთული იქნება მისია მით უფრო მაღალი უნდა იყოს თქვენი RP. - GTA Online-ში არის დაახლოებით 700 მისია! 500 იქნება ხელმისაწვდომი რელიზის შემდეგ, ხოლო დანარჩენი 200 თანდათან დაემატება. - მისიები იქნება პატარა დახმარებებიც თითოეული პერსონაჟისთვის. წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=572986029427147&set=a.545874375471646.1073741828.545814158811001&type=1&theater
  13. რაღაცაში დამეხმარეთ რა, კომპი რომელზეც აყენია XP ვინდოუსი და მინდა გადავაყენო 7–ზე, უბრალოდ 7–ის დისკი დაჭირდება თუ კიდე რაღაცეები უდნა ვიჩალიჩო?
  14. ამ პოსტში მინდა ვისაუფრო რამდენიმე ახალ ფაქტზე, Grand Theft Auvo V–ის გეიმფლეიდან, დავიწყოთ. – როცა ჩვენ ჩავჯდებით თვითმფრინავში, გამოჩნდება სიმაღლის მზომავი. – "Hookah"–ის სასტუმროზე თქვენ არაერთხელ ნახავთ სატელევიზიო შოუს რეკლამას "დიდება ან სირცხვილი" (Fame or Shame) და არა მხოლოდ იქ. ჩემი აზრით ეს იქნება პოპულალური შოუ, რომლის ყურების საშუალებაც კი ალბათ იქნება. – იქნება ტანსაცმლის მაღაზია, სახელად «Ponsonbys». – თამაშში იქნება შოუ, სახელი ზუსტად არ ვიცი, სადაც გამოჩნდება კაცი გადაცმული რეინჯერის ფორმაში (თუ შეამჩნევდით გეიმფლეიშიც იყო). – თამაშში იქნება ზოო მაღაზია. – ტრევორის პიკაპის სახელია "Bodhi". – ფრანკლინი მუშაობს საავტომობილო კომპანიაში PDM — Premium Deluxe Motorsport. რაც კიდევ საინტერესოა, ამ კომპანიის ლოგოა Xoomer. – გეიმფლეიში, როდესაც სამივე გმირი ერთმანეთს ხვდება სახლში, ამ სახლის მაგიდაში არის ჩარჭობილი "Machete"–ს ტიპის დანა. შესაძლებელია, რომ ეს არ არის ინტერიორის ნაწილი. – პირველი ძარცვის გეგმა შედგება რამდენიმე ნაწილისგან: 5 პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოთ და შენობაში შესვლის ორი ვარიანტი. ამ პოსთში ამით დავამთავრებ, შემდეგში ისევ გავაგრძელებ ფაქტებზე საუბარს ‪#‎AwesomeBurn‬ წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=554559597936457&set=a.545874375471646.1073741828.545814158811001&type=1&theater კიდევ ერთი პატარა ფაქტი, რომელიც მე შევამჩნიე გეიმფლეიში. თუ კარგად დააკვირდებით, ეს კაცი ძალიან გავს Carl Johnson-ს (კედელზე წერია: კეთილი იყოს შენი უკან დაბრუნება, ბოლო დროს ძალიან გვენატრებოდი)‪#‎AwesomeBurn‬ წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=554578514601232&set=a.545874375471646.1073741828.545814158811001&type=1&theater bonus
  15. WARNING: ახლა კი ინფორმაცია თვითონ თამაშზე და მის სისტემებზე (ყველა ინფორმაცია და ყოველი სიტყვა არის გადმოკოპირებული ამ გვერდიდან, ამ თარგმანის ავტორიც კი მე ვარ და გვერდიც ჩემი, ასე რომ მგონი წესებს არ ვარღვევ) ამას მოვრჩი, მაგრამ თანდათან რასაც ჩემ გვერდზე დავწერ, აქაც გამოვაქვეყნებ. ვისაც დაგაინტერესათ იმედია წაიკითხეთ და ახლა ველოდები თქვენს შეფასებას თუ მოგეწონათ თემა დაალაიქეთ ჩვენი გვერდი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.