Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by OpTiMeR

  1. 16299.15 ინსაიდერებისთვისაა, თუ ინსაიდერ პროგრამაში არ ხარ ჩართული ვერ მიიღებ. უახლესი და სტაბილური (როგორც თვითონ გვეუბნებიან) ახლა ისაა, რომელიც გიყენია
  2. 25 სექტემბრის განახლება იყო, ახლა გავარკვიე KB4040724 (OS Build 15063.632). ხელახლა რო დავაყენე ვინდოუსი 1 თვით გადავწიე განახლებები და დღეს დამაინტერესა, დავაყენე და აღარაფერი მოსვლია.
  3. წელს ჰამილტონის წელი იყო. რაც შუმახერის პოლის რეკორდი მოხსნა იქ უკვე ცხადი იყო. კაკრას მანდ, იტალიის გრანპრიზე გადაუსწრო საერთო ჩათვლაში თუ სწორად მახსოვს. აწი რეკორდები წამოვა და წამოვა, სწრაფი წრეების. 30%-თ გაგანიერდა ბოლიდები და სხვა არქიტექტურის გახდნენ. ჰამილტონს ფენომენალური შედეგი შეუძლია დადოს თუ მომავალშიც ასე გააგრძელებს. ალონსოს კიდე ფ1-ს ბოლიდის ტარება სულ დავიწყებია
  4. რამე სხვა კოდი ხომ არაა ყუთზე/ყუთში რა ვიცი, ხომ არაფერი გამოგრჩა. თუ არაფერია მაშინ ან გაბოლებს ან თვითონაც არ იცის რა კოდზეა საუბარი.
  5. თერმოგამტარობა მეტალებში, ყველაზე კარგი ვერცხლია და მისცეს ლაჯებში ეგრევე მე რასაც ვაკვირდები, რაიზენის პროცესორებს გეიმინგში ოპტიმიზაციის პრობლემა აქვთ სერიოზული, თუ ზოგად სურათს შევხედავთ. ტესტებში ვაკვირდები და მომენტალურად frametime იზრდება ძალიან და ამ მომენტში შესაბამისად fps ეცემა, 1-2 წამიან ინტერვალში. თან ვერ იტყვი ამას მაინცდამაინც რთულ მომენტებში აკეთებსო, სიტყვაზე აფეთქებისას ან რაიმე ამდაგვარ გრუზზე. თითქოს asynchronous shading ვერ არის ისე როგორც საჭიროა მაგ პროცესორებზე. მერე რაღც პატჩებზე იყო საუბარი, software-ს დონეზე უნდოდათ გამოსწორება. მეორე ზენში თუ ვერ მიხედეს მაგ ამბავს უკვე ლოგიკას ვცდებით, პრინციპის საკითხია. ახლა იგივე ნახტომი რომ ჰქონდეს რაიზენს თამაშებში, რაც რენდერში აქვს სიტყვაზე და მაგხელაზე უსწრებდეს ინტელს ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ... გეგონება ინტელი ფულს უხდის და გეიმინგ სეგმენტს თავისთვის უზაკაზებენო
  6. როცა ატმოსფერო ირევა და ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის, იქ უკვე რადიკალური ზომებია მისაღები, ისევ და ისევ ფსიქოლოგიის გამო. ფეხბურთს ეგ თამაშობს, ვისაც უთამაშია სერიოზულ დონეზე იმან იცის რასაც ვამბობ. თუ ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად არაა მზად, ვერაფრით დადებს მაქსიმალურ შედეგს. ამიტომ მაგ კაცის მოხსნა ბოლო მატჩამდეც შეიძლება კარგი სტიმული ყოფილიყო, მაგრამ ავანტიურული იქნებოდა ეგ. მე ის მიკვირს, ამხელა ხალხი, მესი, გინდაც დიბალა რა ფორმაშია, მწვრთნელს არ ######, მარტო მაგათმა უნდა მოუგონ წესით პერუს... რა ვიცი რა ვიცი
  7. fraud - wrongful or criminal deception intended to result in financial or personal gain. თაღლითური გზით მოპოვებული ტელეფონია სავარაუდოდ, ეს მოგწერეს მათ და კოდს არ გიგზავნიან მაგის გამო. ვისგან იყიდე იბეიზე?
  8. სილქნეტს 6 თვიანი აქცია აქვს, ერთით ზედა პაკეტს ურთავენ აბონენტებს, როგორც ip tv-ზე, ისე ინტერნეტზე. პლუს ქულები მერიცხება, 3 წელია უკვე სილქნეტი მაქვს და 7%-იანში ვარ. თვეში სადღაც 550. სილქ სპორტის პაკეტს მაგით ვააქტიურებ ხოლმე უფასოდ ყოველ 2-3 თვეში ერთხელ, მოკლედ კარგი პირობები არის რას ერჩი. ბარემ მოვაყოლე...
  9. არ მინახავს, dialog box-მა მკითხა განახლება არის და უნდა დავარესტარტოო და დავეთანხმე, რო ჩაირთო ეგ დაემართა. ვიდეო ბარათის დრაივერის განახლება geforce xperience-ში მოვიდოდა თუ მოვიდოდა, არამგონია. დაყენებასაც საკმაოდ დიდ ხანს მოუნდა...
  10. გუშინ რაღაც განახლება მოვიდა, გააშტერა კომპიუტერი, 2 საათი ვეწვალე, ვერაფერი. ირთვება ჩვეულებრივად და როგორცკი დესკტოპი იტვირთება, მომენტალურად შავდება, 5 წამში დაქრეშილი ვიდეოს დრაივერის შეტყობინება და მერე ისევ შავი ეკრანი, მაუსითურთ. ვერც ტასკ მენეჯერი ჩავრთე ვერაფერი. ვერც გავიგე რა განახლება იყო, ვინდოუსის გადაყენება მომიწია, დღეს დააყენა ისევ და ჩვეულებრივად მუშაობს, რა იყო ის...
  11. ეს გადამყვანი როგორ, ერთი SATA-ზე მეორე PCI-e x4-ში?
  12. მე ბეტა დავაყენე, 57.0b4 ასე მიჩვენებს. use recommended performance settings-ზე თოლია მონიშნული მაქვს, ეგ რო გავუთიშო თითქმის ყველა ვიდეოზე ჭედავს. hardware acceleration არის, როგორც ქრომშია და მძიმე გრაფიკულ კონტენტებზე ვიდეო დაფას იყენებს. ქრომში ვიდეო დაფის გარეშეც მშვენივრად უბერავს 2k-ს, მაგრამ აქ გამოსასწორებელი აქვთ რაღაც-რაღაცები. წეღან რაღაც ვიდეო ვნახე და 4k-ც გამოიტანა. ვიფიქრე bitrate-ს მიხედვით ხომ არ აჩვენებსმეთქი და იმ ვიდეოს მართლაც დაბალი ბიტრეიტი ჰქონდა. ამ ვიდეოს 4k-ზე framedrop-ის გარეშე უშვებს, რას გაიგებ... ზოგ ვიდეოზე კიდე 1080p-ზე ყრის კადრებს
  13. აბა ბარსა რეალის სხვადასხვა ლიგაში თამაში იქნებოდა? ბარსელონა რო პრემიერ ლიგაში გაიჩითოს... ამაზე იყო საუბარი და საფრანგეთის ლიგაზე. მილანი რომას თამაში ვნახე და წინა ტურებთან შედარებით ცოტა აზრზე მოვიდნენ მილანელები, 70-ე წუთამდე აკონტროლებდნენ და მწვავედ უტევდნენ ასეთუ ისე მარა მერე ჯეკომ გაისროლა და მანდ დამთავრდა. ინტერთან აქვს მილანს მომავალ ტურში
  14. მაგ სერვის ცენტრის პლუსი ის არის, რომ ავტორიზებულია და რასაც გააკეთებენ გეცოდინება რომ ხარისხიანად გააკეთებენ
  15. like new 420$ ღირს და განბაჟებით + დოლარის დღევანდელი კურსით 100 ლარით იაფად მოგდის, მაგრამ 3 წლიანი გარანტია არ გირჩევნია გქონდეს და სულ ახალი იყოს და არა like new? ზუმერშია ეგ ტელეფონი. თან კიდე მანდ unlocked att არის და შეიძლება 4g-მ აქ არ იმუშაოს
  16. youtube-ში იმ რეზოლუციებს არ მიჩვენებს, რისი თავიც სისტემას არ აქვს. თან საკმაოდ სწორადაც. ხო ვიცი, რომელს როგორ უმკლავდება, 4k-ზე ბევრი framedrop-ები აქვს და საერთოდ არ მიჩვენებს, როცა ქრომში 4k@60-საც მიჩვენებს. 1440@30-ზე მშვენივრად უბერავს, მაგრამ 60-ს აღარ მიჩვენებს ff და სწორიცაა, 1-2 framedrop აქაც აქვს და 1080@60fps-ზე ჩვეულებრივად მუშაობს. მაგრამ პრობლემა აქვს ზოგ ვიდეოში, თავიდან 5-10წმ-ს მანძილზე ლაგები აქვს
  17. furmark გავატარე. რო მეგონა ფენი არ უმატებდა, თურმე ხოშიანად უბერავს. milestone-ბი აქვს, 65-ზე 50%-ზე დგება, 80-ზე როგორცკი ავა 75% ეგრევე და მერე საერთოდ აღარ იმატებს ტემპერატურა. ეს 720-ზე და 0x MSAA, მაგის მერე მაქსიმალურ რეზოლუციაზე გავუშვი და 8x MSAA, მეტი რაღა უნდა დამესტრესა, მაგრამ 80%-ს ზემოთ არ ადიოდა. კარგია, რას ერჩი, თან ეს ცხელი დაფები იყო თავის დროზე. ფოლგა როცა მქონდა 75 იყო idle, მაშინ რო გამეშვა ტესტზე შეიძლება 200-ზეც ავარდნილიყო, სანამ დაიწვებოდა (ფოტოში idle თერმოპასტითაა, ფოლგის idle წინა პოსტშია)
  18. რა ვიცი, ჩემთან საგრძნობი განსხვავებაა. ssd-ს გამო ალბათ
  19. one x აღარც არის პრე-ორდერში. 7 ნოემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში.
  20. არა, ცხადია რო ძალიან ძლიერი სისტემაა, არ გეუბნები ის სჯობს მეთქი. გკითხე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც არის, რაც არ ვიცი და იმით სჯობს amd-ს. 2066 კარგად შესწავლილი არ მაქვს, სულ ესაა მშვიდობაში კიდევ ერთხელ.
  21. საინტერესო შეხედულება გაქვს. გასაგებია მაღალი სიხშირე გიზიდავს, მაგრამ მარტო ფურცელზე დაწერილი ციფრები ხომ არაა? 100%-თ უფრო მძლავრ პროცესორს რომ გთავაზობდნენ, თუნდაც გეიმინგში, თუნდაც რენდერში (ნებისმიერ საქმეში), მაგრამ 2Ghz ჰქონდეს (სიტყვაზე), მაინც შენს მაღალ სიხშირიან პროცესორს აიღებ? მთავარი ხომ შედეგია. ნუ კამათიც შეიძლება იმაზე, რომელი რა საქმეში სჯობს, მაგრამ მაინც... ფაქტია 6 ფიზიკური ბირთვით მეტი აქვს და მეტი პოტენციალი აქვს. მაზერს რაც შეეხება, დონეში რას გულისხმობ? საუბარია ორ სხვადასხვა სისტემაზე, რომელსაც განსხვავებული feature-ბი აქვთ. როგორ განსაზღვრავ მაზერის დონეს? სიტყვაზე, რისი მხარდაჭერაც ინტელს არ აქვს, მის მაზერში ის feature არ იქნება და პირიქით, რისი მხარდაჭერაც amd-ს არ აქვს, მისთვის განკუთვნილ დაფაში ეგ feature არ იქნება და ა.შ. დონეში დამზადების ხარისხს თუ გულისხმობ არ ვიცი.
  22. აბა რა გითხრა, ასეთი მალვერები არასდროს ამიკიდია, კი არადა მალვერი ან ვირუსი ბოლოს როდის აიკიდა სისტემამ აღარც მახსოვს, არც ანტივირუსს ვიყენებ. თვეში ერთხელ მალვერბაიტს ვატარებ და ვერაფერს ნახულობს, ან ნახულობს და მიმალავს
  23. მაგ ახალ სპაიედერმენს ხან საიდან შევხედავ, ხან საიდან, მაგრამ თითქოს რაღაც ძალა მაკავებს რომ არ ვუყურო. ზუსტად იმიტო რო განსხვავებულია და უცნაური შეფასებები ჰქონდა. ძალიან ვარირებდა ხალხის აზრი და არ მინდა ტობი მაგუაიერს წვალება წყალში ჩავუყარო
  24. მოკლედ სხვადასხვა კონსოლების ათასი მიმოხილვა მაინც ვნახე უკვე, მაგრამ მაინც ვერ გადამიწყვეტია რომელია უკეთესი. რეალური გამოცდილება მაინც სულ სხვაა ალბათ, ვინმეს თუ გაქვთ შეხება, როგორ ფიქრობთ ეს ჩარტი შეესაბამება რეალობას? 1 - საუკეთესო, 4 - უარესი. 1. Xbox One X 2. PS4 Pro 3. PS4 4. Xbox One S (Slim)one x true 4K-ს არენდერებს და ps4 pro კიდე upscaling მეთოდს იყენებს ხო?
  25. COM Surrogate პროცესი ფსევდონიმია dllhost.exe-ს. აკონტროლებს IIS-ს (Internet Information Services), რომელ სერვისსაც ბევრი პროგრამა იყენებს. სწორედ იმის გამო, რომ ინტერნეტის სერვისებს აკონტროლებს COM Surrogate, არ არის გამორიცხული ვირუსის ბრალი იყოს. https://www.microsoft.com/en-us/wdsi/products/scanner ეს გადმოწერე და დაასკანირე System32. http://bit.ly/2xGG12q precomp კიდე ჭიების (malware) კამუფლაჟია ასე ვთქვათ. ტასკ მენეჯერიდან გახსენი მაგ პროცესის ლოკაცია, თუ temp ფოლდერშია, ანუ მაგალითად c:\Users\"username"\AppData\Local\Temp მაშინ დიდი ალბათობით ეგეც ვირუსია. თუ ასეა, გამორთე ეგ პროცესი (end process) და temp-ში საერთოდ ყველაფერი წაშალე. თუ მისი ლოკაცია system32 არის მაშინ გირჩევ ვინდოუსი გადააყენო და რაიმე საეჭვო არ დააყენო, ან malwarebyte-თ იჩალიჩო. malwarebyte-ს დაკრეკილი ვერსიები thepiratebay-ზე არის და უნდა დაგეხმაროს ამ ჭიების მოშორებაში. პ.ს. და არაფერს, ფორუმის მოვალეობაც ესაა, საჭირო ინფორმაციის მიღება და აზრების გაზიარება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.