Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by OpTiMeR

  1. ისე არ მიცდია, მაგრამ როცა UEFI-ზე ვაყენებ, ჩემს HP Probook-ზე მაქვს იმის საშუალება რო დაინსტალირება .efi-დან ფაილიდან გავუშვა, დაჟე უბუნტუსაც რო ვაყენებდი ისიც და თეორიულად ალბათ მოსულა 2 ფოლდერში რო შეინახო სხვადასხვა bootable ოპ. სისტემა და მერე .efi-დან გაუშვა ვგულისხმობ იმ პროგრამის გარეშედაც რაც ზემოთ დაწერა
  2. ეგაა საქმე ზუსტად, მთავარია როგორ გასცემენ, თორე დამალვით ვერსად დაიმალები, მითუმეტეს ქსელში
  3. IP-ის შემცვლელი პროგრამა არ არსებობს. აიპს შენ თვითონ ვერ შეიცვლი, არ ვგულისხმობ ლოკალურ ქსელს, სადაც DHCP-თ არიგებს როუტერი ლოგიკურ მისამართებს. ბოლოს შენი სახლის გეითვეი მიდის პროვაიდერთან, რომელსაც დარეგისტრირებული აქვს გლობალური მისამართები და ერთ-ერთს გაძლევს შენ, ან შესაძლოა შენ და სხვა ლოკალური ქსელები ერთ გლობალურ ქსელზე გადიოდეთ NAT-ით. ალბათ აიპის შემცვლელ პროგრამებში იგულისხმება vpn ან პროქსი სერვერი. vpn-ით ტუნელინგით სხვა ლოკალურ ქსელს უერთდები, რომელსაც თავისი მისამართი აქვს, მაგრამ აზრი? იმ ლოგიკურ მისამართს მიაგნებენ და გაიგებენ იქ მისული ტრეფიკი საიდან მოდიოდა, ანუ შენ მოგადგებიან, თუ vpn-ის პროვაიდერს რაღაც სასწაული უფლებები არ აქვს რომ ეს კონფიდენციალური დატოვოს, მაგრამ რო მოუნდეს მთავრობას წესით მაინც მიიღებენ იმას რაც უნდათ პროქსი სერვერი გრძელი თემაა, ვიკიპედიაშიც კარგი გასაგები სტატია აქვს მიძღვნილი, გასაგები, მარტივ ენაზე. request response დონეზე, როცა ალისა ბობს უგზავნის შეტყობინებას პროქსი სერვერის გავლით, ბობმა სულაც არ იცის რიქვესთი ალისასგან მოდის თუ არა, უბრალოდ პასუხს აბრუნებს და მიდის ალისასთან პროქსის გავლით და უკვე ესაა საინტერესო პროქსი სად დგას და რა მისამართი აქვს, მაგრამ მთავრობის დონეზე ასევე მაგ პროქსიზეც ნახავენ ლოგს ასე რომ ფარულად ვერაფერს იზამ თუ საკუთარი არ გაქვს რაც მეეჭვება. ეს ტექნიკურ დონეზე ისე კი -
  4. გაუმარჯოს! სონი 2-ს კონტროლერებს ხომარავინ გაყიდით ბიჭებო? 2 ცალი მინდა თემა აღარ გავხსენი, ამ ზაფხულში არამგონია გამოხმაურება მოყვეს და ერთი თემით ნაკლები იყოს ჯობია ისევ
  5. მეც იგივეს თქმა შემიძლია. მენანება ფულის შეტანა. სულ მაქვს პროტესტის გრძნობა, რატო უნდათ ყველაფერს ზედაპირულად მოედნონ, როცა შეიძლება მხოლოდ ის ასწავლო ადამიანს კონკრეტულად რაც უნდა და ბოლომდე იმ საკითხში გაჰყვე, მაგრამ უნივერსიტეტია და სხვანაირად ვერ იქნება, ყველაფერში გაძლევს ზოგად განათლებას და გიქმნსი ხედვას. რაღაც მხრივ ვერც გამტყუვნდებიან. რაც არ უნდა იყო პროფესიონალი ვერ გახდები უნივერსიტეტში. რეაქტს ვწერ, ფრონტ ენდი ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში არ მისწავლია ვებ დეველოპმენტი. საკუთარ თავთან მუშაობამ და ბევრის კითხვამ ინტერნეტში მომცა ეს ცოდნა და მერე სამსახურში პრაქტიკამ. ისიც არაა სწორი რო აი ძმაო მუშაობას რო დაიწყებ სამსახური მოგცემს. ტრუხა ბაზარია. მარტო სამსახურიც არაა, თუნდაც სამსახურში, შენ თუ არ გენდომება რამის სწავლა ვერ განვითარდები. აიტი კიდე მითუმეტეს ისეთი სფეროა სადაც დახუის ისწავლი შენთვითონაც გუგლით თუნდაც] update: როდინდელი თემა ყოფილა, ახლა დავაკვირდი
  6. არასდროს არაფერზე მქონია ვინდოუს 10-ზე პრობლემა. განახლებებიც ჯიგრულად მოდის და ყევლაფერი. SSD მაქვს, კარაქივით smooth არის UX
  7. 2. Gateway არ არის როუტერი. Gateway შეიძლება იმ კომპიუტერის მისამართიც კი იყოს, რომელიც გარე ქსელთან აკავშირებს ერთი ადმინისტრირების ქვეშ მოქცეულ ქსელს (LAN). Gateway არის ლოგიკური მისამართი იმ მოწყობილობის, რომელიც ლოკალურ ქსელს აკავშირებს გარე ქსელებთან. 3. საბნეტინგი მოიაზრებს ქსელში არსებული კომპიუტერების რაოდენობას, მაგრამ ეს ირიბად. საბნეტინგი იმისთვის მოიგონეს, რომ მოხდეს ერთი ქსელის რამდენიმე ქვექსელად დაყოფა. შესაბამისად, როდესაც რომელიმე პროვაიდერს სურს გლობალური ქსელებიდან გარკვეული რაოდენობის ლოგიკური მისამართები იქირაოს, მას აძლევენ ამ მისამართს და საბნეტს. შეიძლება A კლასის ქსელიდან მინდა მისამართი, მაგრამ 10.0.0.0-ში იმდენი IP არსებობს, რომ ფულიც კი არ გეყოფოდა ყველას საქირაოდ. შეიძლება მე მინდა 8 მოწყობილობის მისამართი ხო, მომცემენ საბნეტს, რომელიც ამ ქსელს დაყოფს 8 ქვე-ქსელად. 6. ლოკალური ქსელი არის ერთი ადმინისტრირების ქვეშ მოქცეული მასივი. გარე სამყაროსთან ბევრი რამე შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუნდაც IoT. 7. გლობალური ქსელის პრინციპი იგივეა რაც ლოკალურის, ოღონდ საქმე გვაქვს მთლიან დედამიწის მასშტაბზე. ლოკალური ქსელისგან განსხვავებით გლობალური მოიაზრებს გეოგრაფიულ მდგომარეობას. ლოკალური არ გეგონოთ მაინცდამაინც ერთ შენობაში მოქცეული ქსელი. საპლანეტათაშორისო სისტემა რო ავიღოთ ათვლის წერტილად, დედამიწის გლობალური ქსელი ლოკალური ქსელი გახდება და ა.შ. ინტერნეტია თვითონ გლობალური ქსელი... ეს არ არის სწორი. ზემოთაც მიწერია. ლოკალური ქსელი გულისხმობს ერთი ადმინისტრიერბის ქვეშ მოქცეულ კომპიუტერებს. შეიძლება ჩემი ქსელი აერთიანებდეს კილომეტრებით დაშორებულ მოწყობილობებს, აი თუნდაც VPN. C კლასის შიდა ლოკალური ქსელისთვის დარეზერვებული მისამართებია 192.168.0.0-დან 192.168.255.0-მდე. C კლასის საბნეტი არის 255.255.255.0. ორობითში იქნება 11111111 11111111 11111111 00000000 ხო? ბოლო ოქტეტი ეკუთვნის ჰოსტს. შესაბამისად, ამ საბნეტით 255.255.255.0-თ მე მაქვს 254 ჰოსტის ჩართვის საშუალება (256-2, იმიტომ რომ პირველი და ბოლო მისამართები შესაბამისად არის ქსელის და ბროდქესთის 192.168.0.0 და 192.168.0.255, რომელსაც ჰოსტისთვის ვერ გამოვიყენებ). მე რო ქსელის ქვექსელებად დაყოფა მინდოდეს სიტყვაზე, საჭიროა საბნეტინგი. ვთქვათ მინდა 192.168.0.0 ქსელი დავყო 16 ქვე-ქსელად, საბნეტი მექნება 255.255.255.240 ორობითში 11111111 11111111 11111111 1111000 (11110000 არის 240). შესაბამისად ქსელი რომელიც იწყებოდა 192.168.0.0-დან და მთავრდებოდა 192.168.0.255-ზე ახლა დაიწყება 192.168.0.0-დან და დამთავრდება 192.168.0.15-ზე. შემდეგი დაიწყება 192.168.0.16-დან და დამთავრდება 192.168.0.31-ზე და ა.შ. რატო 240? იმიტომ რომ 16 ქვე-ქსელი მინდა. 256 - S/M = Range-ს. (Range არის ჰოსტების რაოდენობა. თუ 16 ჰოსტი ირთვება 1 ქსელში, 256 / 16-ზე მივიღებთ ქვე-ქსელების რაოდენობას და არის 16). არცისე მარტივად ჩანს, მაგრამ რთული არაა ყოველშემთხვევაში. ipv6 უფრო რთულია. ნუ იმას საბენტი საერთოდ არ აქვს იმ გაგებით როგორიც 4-ს მაგრამ მაინც
  8. მილანს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ ლაციოს და სამპდორიაზე ძლიერ მეტოქეს ჯერ არ შეხვედრია. რომა - მილანი ლაციო - მილანი მილანი - ინტერი მილანი - არსენალი ჯენოა - მილანი არსენალი - მილანი აი ვნახოთ ახლა რა შეუძლია გატუზოს
  9. კი მაგრამ მაგათ მისდით რო 4K-ში? ეგენი ხო ჩემპიონატების კონტრაქტებს ყიდულობენ და ისინი თუ არ აწვდიან 2160-ს თვითონ Upscale გაუკეთონ?
  10. http://www.thewindowsclub.com/the-disk-is-write-protected-windows ამ გვერდზე 2 მეთოდიდან არცერთმა უშველა?
  11. ასეთი 'პრობლემა' თუ გაქვთ სხვებსაც, გადასაგდები კი არა, ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემს ფლეშკას გადასართველი აქვს, ერთზე write/read ფუნქცია ორივე ნებადართულია და მეორეზე მხოლოდ read არის და მაგ შემთხვევაში მიჩვენებს ზუსტად ასე, რომ write protected არის.
  12. ნეიმარი მესის გაექცა და რონალდოს შეეყრება?
  13. ერთი 6-7 წლის წინ, celeron d-ც კი მქონდა, 775 სოკეტზე. ხოდა ერთ დღეს გაწმენდა მოვინდომე, მაშინ რა გამეგებოდა, პატარა ვიყავი 13-14 წლის. ხოდა პროცესორი რო ამოვიღე პინები დაღუნული ჰქონდა, მაგრამ ვვარაუდობ რომ ისე ამოვიღე, მე დავღუნე ერთი 5 პინი. 1 ცალი მოტყდა კიდეც. ხოდა მაინც არაფრად ვარგოდა კომპიუტერი, ხელოსანმა მითხრა მაგას ვერ გავაკეთებო, თეორიულად მივხვდი რაშიც იყო საქმე, ხოდა გადაგდებას, ჯერ ვცდი რა იცი რა ხდებამეთქი და ჩხირ კედელაობა დავიწყე. მანქანის პლასტმასის ბამპერი ხო იცით, მაგას როცა ტყდება ამაგრებენ ჯერ წვრილი ალუმინის მავთულის სეტკით და მერე გამდნარ პლასტმასს უსვამენ, მამაჩემს დავუანხე ერთხელ. მოვკიდე ამ წვრილ მავთულს ხელი და თვალის ზომით პინის-ხელა მოვჭერი, მივღუნ მოვღუნე, პინს დავამსგავსე და ძველ კალმებს რო ლუპები ჰქონდა, იმით რაღაცნაირად ჩავსვი მოტეხილის მაგივრად, თან რაღაც გემრიელად ჩაჯდა. ჯერ რაც ეგ მოტეხილი ვეძებე, თვალები მქონდა აჭრელებული. ის გაღუნულებიც ფორმაში მოვიყვანე და არც აცია არც აცხელა, ჩაირთო კომპიუტერი. რა გამახსენდა ახლა, რა ისტორია მოვყევი ხო აზრზე ხართ. მარა მაშინ მივხვდი რო ის ის იყო და მე მე ვიყავი, ჩავერგე ამ სფეროში და დღეს პროგრამირებას ვსწავლობ, ზოგადად ტექნოლოგიებსაც, მთელი ჩემი ენერგიით და თან მსიამოვნებს ეს საქმე. დავიშალეთ ახლა, მორჩა კინო :დ რო გამახსენდა, რატომღაც მოყოლა მომინდა
  14. ძალიან სარისკოა მაგ კვებაზე მუშაობა. ყოველ წამს ელოდე, რომ გაფუჭდება
  15. ყველაზე კარგი რჩევა ისაა, რომ საკუთარ კვლევას დაეყრდნო. ამ საკითხში ვერავინ იქნება კომპეტენტური, რადგან არ არსებობს რაიმე გაწერილი კანონი. თუ მოგწონს ის, რასაც რიპლი აკეთებს და ხედავ მის მომავალს, მაშინ შეგიძლია იყიდო.
  16. როგორ ვინანო ამათი გულშემატკივარი რომ ვარ. 40 მილიონს რო იხდი ფეხბურთელში და სკამზე სვამ, ესე იგი მენეჯმენტშია პრობლემა, რომელ გატუზოზეა საუბარი. ან მართლაც, გატუზოს რო მწვრთნელად მოიყვან, მანდ დამთავრდა საქმე
  17. თუ ავტორიზაციას არ გაივლი ისე არ ჩანს (ეს პრობლემა მოსაგვარებელი აქვთ).
  18. გამარჯობა. 2'500 ლარიდან ზევით არა, პირიქით მაქსიმუმ 2'500 ლარის დახარჯვა შეგიძლია, ანუ ლიმიტია. მაგრამ ხშირად იცვლება ეგ მაჩვენებელი, ალბათ იმის მიხედვით თუ რა მიწოდება აქვს თვითონ ემონეის. საქართველოში ემონეის გარდა ჯერ-ჯერობით არავის აქვს რიპლის გაყიდვის სერვისი. უცხოური ბანკებით შეგიძლია ტრეიდინგი. ცნობილებია bitstamp, kraken, bitfinex, poloneix და სხვა. გაეცანი თითოეული ბანკის terms of use-ს, ზოგი ფიატური ფულით ეგრევე ყიდვას არ გთავაზობს და ა.შ. რეკომენდაციას ვერავინ გაგიწევს, რადგან ყველას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. კრიპტოვალუტა ისეთი რამაა, რაშიც საკუთარი კვლევებით უნდა იმსჯელო. წარმატებებს გისურვებ.
  19. 6 თვის მერე კიდე საკაიფო აქციას გაჩითავენ აი ნახე
  20. ანუ, როუტერს ხომ აქვს პორტები. თითქმის ყველას აქვს WAN და LAN პორტები. WAN არის Wide Area Network და მაგ პორტში ერთდება გარედან შემოსული კაბელი (მარტივად რომ ვთქვათ). ხოლო შიგნით, სახლში რა მოწყობილობასაც შეუერთებ ინტერნეტს, უნდა იყოს LAN პორტში შეერთებული. Local Area Network. თუ შემთხვევით WAN-ში შეერთებული კომპიუტერით ცდილობ ადმინ პანელში შესვლას, მაშინ არ შეგიშვებს. უნდა გქონდეს LAN-ში შეერთებული. ტელეფონითაც შეგიძლია როუტერს დაუკავშირდე და იმითაც შეხვალ. რაიმე აპლიკაცია გადმოწერე, რომელიც დაკავშირებული მოწყობილობის IP მისამართებს იგებს. მაგალითად ლუმიას WIFI პარამეტრებში ჩანს ტელეფონს რა IP მიენიჭა და Gateway რა არის. Gateway აუცილებლად იმ როუტერის მისამართია, რომელზეც ხარ დაკავშირებული და ზუსტად მაგ მისამართით შეხვალ ადმინ პანელში (თუ რა თქმა უნდა რაიმე პრობლემა არ აქვს როუტერს). ანუ ჯობია ზუსტად მითხრა სცენარი, როგორ, სად რა არის შეერთებული და გეტყვი რაც გააკეთო. მოწყობილობაზე მინიშებული IP მისამართი. როუტერის მისამართი, რითაც შეხვალ სამართავ პანელში. ჩემს შემთხვევაში ასეა. ამის სანახავად ipconfig აკრიფე CMD-ში და გამოჩნდება, თუ კომპიუტერით ჩალიჩობ რა თქმა უნდა
  21. ეგ ბრაუზერების ქეში კი არა ბუქმარქებია და ქეშთან არ აქვს კავშირი, არამედ ექაუნთთან. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ბუქმარქებს ისევ გამოაჩენ. ქრომს იყენებ ალბათ და იქ ასეა ზუსტად
  22. მანქანის ალუმინის დისკებს სად აღადგენენ ხომ არ იცით? პატარაზე არის შესადუღებელი და გასასწორებელი
  23. და დაყენების შემდეგ, თამაში დააინსტალირე ხელახლა, თორე შეიძლება signature შემოწმება ვერ გაიაროს და მაინც ვერ გამოიყენოს ის dx ბიბლიოთეკები
  24. ახლა 35 ლარიანი აქცია გავააქტიურე სილქნეტზე. 4.2 მეგაბაიტი/წმ 230 არხი კაროჩე სულ აქციებია, საკმაო ხანია უკვე სილქნეტის ქსელი მაქვს და არ არსებობს რო რაღაც აქცია არ ჰქონოდათ. არასდროს გაუჭედავს. დაჟე 3 წელია ტექნიკური შეფერხებაც კი არ ყოფილა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.