Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. hardware wallet-ზე ინახავ თუ ბირჟაზე? ისე cex.io -სა და binance-ს შორის რომელი უფრო სანდოა ამ მხრივ?
  2. აპრილში უბუნტუს ახალი 18.04 LTS ვერსია გამოდის, ხოლო მაისში ფედორაც გვახარებს და Fedora 28-ის ფინალური ვერსია გამოვა
  3. @david_888 დაახლოებით რა პერიოდში ვარაუდობ ფასების საგრძნობლად მატებას? მაისს იძახიან, მაგრამ ასე მოკლე დროში რაღაც არ მჯერა. ვფიქრობ ეთერიუმის და ზეკის გარდა რამე პატარა ალტკოინებიც ხომ არ შევინახო, ბევრი რომ გამოიმუშაოს და მერე უცებ რომ მოემატოს ფასი კარგ მოგებას დატოვებს..
  4. ფასების ვარდნამ ისევ პანიკა გამოწვია. ამჯერად უკვე სტაჟიან მაინერებშიც და ვისაც მთლიანად ან ნახევრად მაინც ჰქონდა ამოღებული კარტების საფასური იმათმა მოიცილეს. თან აწი ახალი სერიის კარტები რომ შემოდის მაგანაც გავლენა იქონია და ზოგი უკვე ახალ კარტებსაც კაი ფასში ყიდის. თავის დამშვიდების ფუჭი მცდელობა
  5. არ ღირს. შეიძლება დენის ხარჯიც ვერ ამოიღო.
  6. პირველ რიგში ეგ მოვიმოქმედე, მაგრამ რომ ვერა ვიპოვე რა აქაც ვიკითხე. არ ეშველა არაფერი და მივაშალე. თვითონ თამაში უკვე დახურული მქონდა უბრალოდ ზომბები მაინტერესებდა.
  7. Call of Duty Black Ops ( 1 ) -ზე პატჩის გადმოწერის დროს შემთხვევით დამიზიანდა მთავარი გამშვები BlackOps.exe და config.cfg ფაილი. ეს უკანასკნელი players საქაღალდეშია მოთავსებული. რაღაც პატჩი გადმოვწერე, რომ ზომბები ოფლაინში გამეშვა და სულ აირია. ვცადე გასწორება მაგრამ არ გამოვიდა. სამწუხაროდ სწრაფი ინეტი აღარ მაქვს რომ ხელახლა გადმოვწერე არადა ისეთი მუღამით მივუბრუნდი წლების წინ დახურულ თამაშს, რომ გული მეთანღრება. შემთხვევით ხომ არ გაქვთ ვინმეს ჩაწერილი ეს თამაში, რომ ზემოთ აღნიშნული 2 ფაილი სადმე ამიტვირთოთ?
  8. 7,350,676.058 398.79 Mh/s -20.6% დღეს მთელი 20%-ით დაიკლო სირთულემ, რაც ვფიქრობ ხანგრძლივად არ გასტანს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა
  9. ტექნიკური პრობლემა გამორიცხე? ერთხელ ლინუქსზე მქონდა მსგავსი პრობლემა. უფრო სწორად ერთხელ კი არა ადრე ძველ დისტროებზე საკმაოდ ხშირი იყო. დავაყენე ყველანაირი დრაივერი, ვასწორე რამდენიმე საათი და არაფრით არ ქნა ხმა ვერ ამოვაღებინე კომპს... მერე შემთხვევით ვნახე კაბელი ყოფილა გამომძვრალი
  10. არსებული რეალობის აღწერა იუმორისტულ ჭრილში :3 https://www.facebook.com/cryptonewsgeorgia/videos/2016495491923648/
  11. Start-ში Search-ში services.msc მოძებნე, ჩამოყევი სერვისებს და Windows update გათიშე. Disable გაუკეთე 7-ზე დავბრუნდი და სანამ ახალ კარტას აქეთ არ გადმოვდგამ 10-ზე გამკარებელი აღარ ვარ. ამ მომენტისთვის 10-ს მხოლოდ მაინინგისთვის ვიყენებ.
  12. ფლაიპულის მერე ნანოპული ვცადე და ისევ მაინინგპულჰაბს დავუბრუნდი დღეს. ეთერიუმი 0.017 მაქვს და მინიმუმზე ცოტაა ეგ, ცეხზე 0.05 მაინც უნდა გქონდეს გასანაღდებლად ამიტომ ზეკი მინდა ცოტა რომ გადავცვალო ეთერზე დღეს რა დამემართა: ტრადიციად მექცა დილაობით Whattomine-ზე შესვლა. ჰოდა დღესაც შევდივარ და ვხედავ 1070-ზე 7$ ზე მეტს წერს დღიურ გამომუშავებას ეთერიუმზე, 6$ ზეკზე და ასე კაი ბლომად დანარჩენებზეც. ვუყურებ, ვაკვირდები და თვალებს ვერ ვუჯერებ. მერე კარგად გადავამოწმე და რამდენიმე 1070 ყოფილა ჩაწერილი :3
  13. რაღაც მსგავსი დაემართა დღეს ჩემ ვინდს. გუშინ Win 10 Home დავაყენე და თამაშებში ძალიან ჭედავს. აღნიშნული ვერსია მიყენია მაინინგზე და გეიმინგშიც მინდოდა მეცადა, მაგრამ აშკარად ჩაფლავდა ან დრაივერის ბრალია. ტემპერატურებს ვამოწმებ და ნორმაშია. დრაივერი უახლესი მიყენია. თამაშს დავაბრალე და სხვა 2010 წლის თამაშზეც იგივეს მიკეთებს წავედი ისევ 7 დავაყენო
  14. მადლობა! ისე თუ იგრძენი დღეს სირთულემ კარგად დაიკლო ზეკზე
  15. მშვენივრად გრძნობს ჩემი ორივე ჰდდ 10-ზე თავს. ეს რას ნიშნავს?
  16. პირველ რიგში ეს სცადე: Right-click on the desktop, select View. Make sure Auto arrange icons is unchecked. Also, uncheck Align icons to grid. წესით უნდა ეშველოს. თუ არ ეშველა, მაშინ სხვა საშუალებებიც სცადე: https://www.thewindowsclub.com/desktop-icons-rearrange-move-after-reboot
  17. @Razer ზეკის ეთერიუმში გადასაცვლელად ახლა როგორი დროა? სად და როგორ ამოწმებ მაგას როდის უფრო ხელსაყრელია გადაცვლა? ბინანსის ანგარიში მაქვს რა ხანია და გუშინწინ bittrex-მაც დამიტასტურა ახალი ანგარიშის გახსნა.
  18. არ ვიცი, არ მქონია აქამდე შეხება და არც ინფორმაციას გავცნობივარ დეტალურად. ხანგრძლივი ვადით შესანახად ივარგებს ვითომ? მეც სწორედ ამაში შევცდი დაახლოებით 2 თვის წინ 1070-ზე 100-120$ სუფთა მოგებას აჩვენებდა თვეში. რეალურად კი სულ სხვანაირადაა. მთელი წელი უნდა აგროვო და წელიწადში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ მოგცეს კარგი მოგება. მაგალითად ეთერიუმი ახლა რომ 600$ ღირს შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ 1500$ ზე ავიდეს ჰოდა როდის ჯობია ეთერიუმის განაღდება ყოველთვიურად როცა 600$ ღირს თუ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, როცა 1500$ ეღირება? თუმცა ისიც საკითხავია როგორ უნდა გამოიცნო როდის ავა 1500-ზე ან ავა თუ არა საერთოდ @Power_VANO რატომ აღარ ჩანს? საინტერესო იქნებოდა მისი პროგნოზი და რჩევები კი სასარგებლო შარშანდელ პოსტებს ვკითხულობდი ეთერიუმი რომ 200$ ღირდა და 2018 წლის იანვრამდე ვაგროვებ მაშინ უფრო ძვირი იქნებაო და ასე აგიხდეთ ყოველივე კარგი 1200$ მდე იყო თუ უფრო მეტი არა ისე ისიც საგულისხმოა, რომ 2018 წლის იანვრის ფასები ბაზარზე უამრავი გამოუცდელის შემოსვლის წყალობით გაიზარდა.
  19. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ მაინინგი მომგებიანი აღარაა. თუმცა რაღა ერთი შეხედვით ყველანაირი მეთოდით ებრძვიან კრიპტოვალუტას და თუ ეს ტენდენცია და ახლანდელი ფასები შენარჩუნდა გამომუშავება დენის ხარჯსაც ვეღარ დაფარავს ბიტკოინი 8კ-ზე ჩამოვიდა, ზეკი 280$, ეთერიუმიც გაუფასურდა. სირთულე კი პირიქით იმატებს და იმატებს, რადგან უცხოეთში ხალხი ასეულობით ბარათს ყიდულობს ახალი და ახალი მაინერები ერთვება/ მეც მანდ ვინახავ მეორე თვეა, მაგრამ როგორც ვიცი 6 თვეზე მეტი უქმად არ შეიძლება მანდ გაჩერება, თორემ გიუქმებენო. თან გათიშვის შემდეგ უსაფრთხოებაში ეჭვი შემეპარა ბირჟაა მაინც..
  20. ნოსტალგია შემომაწვა და დღეს დავხურე Black Ops II მახსოვს საატესტატო გამოცდების წინ და შუალედებში ვთამაშობდი კაი იყო ბავშვობა ეს და Medal of Honor 2010 limited edition მომწონდა მაშინდელი თამაშებიდან ყველაზე მეტად.
  21. whattomine -ზე შესვლა აღარ მინდა ისეთი ამბებია ე.ი. ეთერიუმის შესანახად როგორც მივხვდი ყველაზე სანდოა ეს: https://www.myetherwallet.com ზეკის ხანგრძლივი ვადით შესანახად სად/რა ჯობია?
  22. მგონი უფრო სწორი იქნება თუ ყოველთვიურ შემოსავალს ბიტნკოინში ან რომელიმე კონკრეტულ ალტკოინში იანგარიშებ. და თუ ძველებურად კვლავ სერიოზულად მოიმატებს ფასები, მაშინ შეიძლება დაგროვილი ალტკოინების თუ ბიტკოინის განაღდების შემდეგ გაყო და საშუალო გამოთვალო.
  23. ახლა ჩართულია, მაგრამ ბინანსზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ( რომელიღაც ბოტმა აურია ) გათიშული იყო საკმაოდ ხანგრძლივად. ბაზარზე პანიკაა და არ მგონია ჯერ დასტაბილურდეს, ამიტომ არც ფასების აღმასვლას ველოდები, თუმცა ალტკოინების შესანახად უკვე სხვა უფრო უსაფრთხო და ამავდროულად უფასო ალტერნატივას ვეძებ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.