Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9602
  • Joined

  • Days Won

    127

Everything posted by Harmony Lines

  1. ასე ამბობდი შენ 6900x-ზეც სანამ იყიდიდი ამას დავიტოვებ, დავიღალე ამ შეცვლებითო, მაგრამ მერე ისევ დაიწყე ნადირობა ახალ კარტებზე... 4090-ი მაინც იყიდე და დაისვენე ბარემ რაა, სხვაობა კოლოსალურია 4090-სა და ყველა სხვა კარტას შორის. 2k-ზე კი არა 4k-ზე 60 ფპს-ით rt ჩართულზე თამაშობენ 60-70ფპს-ით და შენ 2k-ზე თან RT-ს არ ჩაურთავ ალბათ სამუდამოდ გეყოფა... მაგრამ ამ წლის ბოლოს ნვიდია დაანონსებს ახალ თაობას და 5090-ი იქნება ალბათ ერთი 50-70%-ით მძლავრი 4090-ზე მიდი როგორა აბა არ გაგექცეს გული სხლისკენ, მოკლედ დრაგივითაა და ალკოჰოლივით ეს ვიდეო კარტები, რაც უფრო კარგზე შეჯდები, უფრო კარგზე გინდა გადაჯდე მერე...
  2. კიდე ვერ ვიჯერებ თუ ეს ლეგენდა კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან, ეეჰ უსამართლობაა გაბატონებული დედამიწაზე...( RIP KB
  3. რანაირად ჯობს აგერ უყურე შედეგებს 2:50-დან გაყევი... 2K-ში 4080-ი უფრო მეტ წარმადობას დებს ვიდრე 7900XTX-ი, RT რეჟიმში არც არის საუბარი, მანდ სხვაობა იმხელაა სული ძვრება 7900-სს, 2K-ზე RT ეფექტებით 4080-ით ითამაშებ თამაშებს 60FPS-ით და მიკვირს რანაირად ვერ ხედავ სხვაობას RT ჩართულსა და გამორთულს შორის, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Cyberpunk 2077 ჩართულზე და გამორტულზე...:დდდ
  4. აი რამხელა სხვაობაა ენერგო მოხმარებაში ლოოლ, რეალური მიზეზი რატომ ჯობს 4K-ში 3090 ti და რატომ ჯობს 2K-ში და FHD-ში 4070 ti, ფურცელზეც კარგად ჩანს, მაგრამ რეალურად ამ კარტებს მაინც ყველა 2K-სთვის ყიდულობს 4K-ზე მაინც 4080-4090-ს აიღებს ყველა, ამიტომ ფასი წარმადობით მაინც დღევანდ ელ სიტუაციაში 4070 ti გამოდის ყველაზე კარგი ვარიანტი, მე მაინც 4050-ს მუღამი ამქვს რაა, 3050-მა ისეთი წარმადობა დადო ლოოლ შარშან, 4050-ს მაგარი იმედი ამქვს რომ ძაან მონსტრობა იქნება და თან ენერგო ეფექტური კარტა გამოვა სასწაული და პლიუს პატარა ზომის სისტემებშიც კარგად ჩაკუკლავდება...:დ
  5. ეს 4070 ტი ძაან მაგარი კარტა არის 2K-ზე, 3090 ტი-ს დონეა დაჟე ჯობს კიდეც ოდნავ, 4K-ზე კიდევ 3090 ti ჯობს ისიც მაღალი ბიტრეიტის გამო ერთადერტი და ორჯერ მეტი Vram-ს გამო, მაგრამ ვიდეო რენდერში სახეს აძრობს 4070 ti, რეალურად ამხელა წარმადობის მატება წინა თაობასტან მიმართებაში არასდროს მომხდარა რომ ახალი თაობის 70 მოდელი წინა თაობის 90-ს კი არადა 90 ti-ს დონეზე იდგეს, თან ენერგო მოხმარება აქვს ძალიან დაბალი ფლაგმანური წარმადობის კვალობაზე 800$-ად ნამდვილად მაგარი ოფერია, AMD-ე კდიევ ფაქტიურად წინ ვერ წავიდა, რა წელი ქონდათ ეს, 4090-ზე საუაბრიც არ არის 4080-ს ვერ ჯობია ბევრ მომენტში მაგათი 7900XTX ფლაგმანი და 4090-თან ახლოსაც ვერ დგას, მაგიტომაა ეს ენვიდია ამხელა ფასებს რომ ადებს ამ 40 სერიის კარტებს, ამხელა სხვაობა ყოფილიყოს წინა წლებში არ მახსენდება NVIDIA და AMD-ს ფლაგმანებს შორის, ეგ კი არა იყო დრო AMD-ს ფლაგმანები უგებდნენ Nvidia-ს ფლაგმანებს... მერე კდიე ამდენი დეფექტური ბარათი გამოვიდა, პლიუს პროცესორებს იმხელა ფასები დაადეს, ახლა ისე აქვთ დაკლებული ფასები, მაგრამ მაინც ვერ ყიდიან იმ რაოდენობით რამდენსაც intel ყიდის, ძაან შეცვალეს მაგათმა პოლიტიკა რაა ბოლო 1 წელიწადში და იმედია მოტრიალდებიან ცოტა დედამიწისკენ და მიწაზე დაეშვებიან... წარმადობაზე მეტად ფასები ეკბინებათ ყველას რაა და რეალური მიზეზიც აქვთ, xx70 კარტა 600$-650$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს, როგორი საინტერესოა 4050 რა წარმადობის იქნება, ალბათ საუკეთესო ეგ იქნება FHD-ზე 250$-ად 3060-3070ti-ს წარმადობა თუ ექნა მაგ კარტაზე ბრდღვნა დაიწყება ისეთი წარმოდგენაც არ მინდა რაა...
  6. ეტყობა მაგ მისიის სცენარს ვინც წერდა უბიში ოჯახის წევრი ან ნათესავი გარდაეცვალა და არაფერი დაუტოვა და გამწარებულზე ეგ მისია დაწერა...
  7. გილოცავთ 2023 წლის დადგომას, ვისურვებდი ეს წელი ყოფილიყოს საუკეთესოს მომტანი ყველასთვის, ჯამრთელობა და მშვიდობაა ის ფაქტორები რაც განაპირობებენ ადამიანების დღის წესრიგს, მძიმე წლები იყო ძალიან ბოლო 2-3 წელი და იმედია ეს სიმძიმე მსოფლიოში დასრულდება და ფონს გავალთ ყველანი, სიმშვიდე დაისადგურებს ერთხელ და სამუდამოდ.
  8. მშვიდობაში, კარგი შენაძენია, ვნახოთ აბა ლონგ რანში რას იზამს და როგორ მოიქცევა, ფასის მხრივ შთამბეჭდავია ნამდვილად, სატენი დოკი რომ მოყვება მაგ ფასში ეგ დიდი ფუფუნებაა, მე მაგალიტად დამღალა ჩემი ბოქსის ქონთროლერის ელემენტების ცვლამ და კაბელით ვთამაშობ ხოლმე, კი არის გამოსული ორიგინალი ბოქსის ქონთროლერებისთვის ტენვადი აკუმულატორები რომლებსაც მოყვებათ თავიანტი დამტენი დოკი, მაგრამ ეგ კიდე ცალკე ფული ჯდება, მერე კიდე უკაებელოდ რომ დამეკავშირებინა ცალკე ბლუთუზ ადაპტერი ვიყიდე ისეთი რომელიც მორგებულია ყველაზე კარგად ბოქსის ქონთროლერებისთვის დამუშაობს იდეალურად, (ვაიერლეს ადაპტერი ბევრად ძვირი ღირს), ეგ სეტი რაც შენ გაქვს რომ ორიგინალ ბოქსზე შეკრა 40$-ით მეტი მაინც დაჯდება, ამიტომ ისევ ეგეთ ვარიანტში ღირს ფულის გადახდა, მთავარია როგორ გამოიჩენს თავს ხანგრძლივ პერიოდში, გააჩნია რა სიხშირით იყენებ ქონთროლერს, მე მაგალითად კლავიატურით არ ვთამაშობ საერტოდ, სულ ქონთროლერით მისწორდება თამაში...
  9. ყველა ერთნაირი ხომ არ არის, პირიქით ეგ ფლანშეტი მაგით გამოირჩევა ზუსტად ელემენტის დიდი ხანგრძლივობით... https://www.pcmag.com/reviews/amazon-fire-hd-8-2020 კაი ტიპია ძაან...
  10. https://www.amazon.com/Fire-HD-8-Plus-tablet/dp/B0839NDRB2/ref=sr_1_8?keywords=amazon+fire+hd+8&qid=1672180079&sprefix=amazon+fire+hd%2Caps%2C310&sr=8-8&ufe=app_do%3Aamzn1.fos.006c50ae-5d4c-4777-9bc0-4513d670b6bc ამაზე უფრო გემრიელად არ გაერთობა ბავშვი გინდ თამაშები, გინდ იუთუბი...
  11. მარტივი გზა ნამდვილად არ გამომივლია არასდროს, კოვიდის დროს დიდი ზეგავლენა მოახდინა ყველაფერზე, ტრანსოფმაცია მოახდინა ცხოვრების რიტმის, პულსაცია შეიცვალა თითქოს, ღირებულეების გადაფაება დავიწყე და ბევრ რამეზე დავფიქრდი, მაგრამ მიხარია რომ ეს ნაბიჯი გადავდგი იმ ოცნებისკენ რომელიც სულ მქონდა გონებაში, თან გამოცდილება მქონდა მანამდე სახლის კეთების, ერთოთახიანი მაქვს კიდევ ახალ აშენებულ კორპუსში და იმ ბინის კეთებამ დიდი გამოცდილება მომცა და ბევრ რამეში დამეხმარა, ამიტომ პირველ რიგში კარგია რომ გეგმები გაქვს, მთავარია გადააფასო პრიორიტეტები და აუჩქარებლად მიყვე შენს გზას და ირწმუნო საკუთარი თავის და ყველაფერი მოვა თავის დროზე, აუცილებლად მოვა. რამე დახმარება თუ დაგჭირდება კდიევ რემონტთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერში შემიძლია დაგემხარო, მომმართე, არასდროს მოგერიდოს ლააშ... ჰო რაც შეეხება ფეხი იქამდე გაწიე სადამდე საბანი გაგწვდება, ზუსტადაც და სწორად მოიქეცი და იდეალური სისტემა შეგრჩა ხელში, მინიმუმ ერთი 10 წლეულს რომ გადაატანინებ შენ მაგ სისტემას დარწმუნებული ვარ და ის ფინანასები კდიე რაც უნდა დაგემატებინა რომ აალი ინტელი ან ამდ აგეწყო ბევრად უფრო საჭირო რამეს მოახმარ... ახლა რაც შეეხება ქსელებს, ეს რა ვნახე ლააშ...:დდდ ერთი თვეც არ გასულა მგონი რაც Wifi 6 როუტერი დავაყენე და უკვე 7 დაანონსდა, ვააჰ ჩემი...
  12. კი ასწორებს ახალი სახლი ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამეა დარჩენილი რომ შევავსო მთლიანი სახლი, რემონტს კი მოვრი, მაგრამ აი კეთილმოწყობა კიდე ცალკე ერთი რემონტისფასი ჯდება, მაგრამ ერთიანად ნამდვილად არ მაქვს რომ შევიძინო ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს შევმატებ და იმედია 1 წელიწადში სრულად ავღჭურვავ ისე როგორც მე მინდა, მერე სმარტ სისტემისთვისაც რაღაცეებში დამჭირდება გარკვევა და ა.შ. და თუ გესმის ეგეთი რაღაცეები მანდაც დამჭირდება მერე დახმარება ჰოდა რო დავასრულებ მესტურმე ერთი ძმაო, გავიცნოთ ერთმანეთი ცხოვრებაში და ჩავუსხდეთ გემრიელად... რაც შეეხება შენს სისტემას, აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღე, AMD-ს როგორ ვგულშემატკივრობდი კი იცი, ბოლოს მეც მაგათ Ryzen 5 Pro 4650G-ზე მქონდა სისტემა კი იცი, მერე მივაყიდე ამ გადაბარგება გამობარგების როცესში, ფიზიკურად ვერ ვიყენებდი, ნოუთბუქზე ვიყავი მაინც, ჰოდა სამომავლოდ მეც ან 5700G-ზე ავაწყობ ან RDNA2 არქიტექტურის მქონე APU-ზე მინდა ძალიან, ლეპტოპებში ძალიან მონსტრია, 2ჯერ მძლავრია ვეგაზე და ფაქტიურად ყველაფრისთვის გამართულია, მაგ APU-ს იყენებს handheld კონსოლები დღეს და ნამდვილი მონსტრია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან გაბრაზებული ვარ AMD-ზე, პირველი ის რომ 7000 სერია რა ფასები დაადო რა იყო ეს, ამდენი წლის შემდეგ პირველად ვაღიარე ინტელის პოლიტიკა მომხმარებლებთან მიმართებაში, ისეთი ადეკვატური ფასები დადეს, ამ ყველაფერს სამწუხაროდ აქვს ცუი მხარეებიც, იდმენად გაიზარდა ენერგო მოხმარება და ტემპერატურები რომ აი ცეცხლის ალში იწვიან ლამის ეგ პროცესორები სინთეტიკურ ტესტებში, გინდა არ გინდა გაიძულებენ რომ პრემიუმ წყლის გაგრილებები დააყენო, კარგი დედაპლატა დააყენო, მოკლედ ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, 5700G კი იმიტომ მესიმპატიურებოდა რომ ძალიან დახვეწილია მაგ მხრივ რაა, სიმძლავრეც საკმაოდ მაღალი აქვს და პლის არ მოითხოვს ძვირადღირებული ნაწილებით დაკომპლექტებას და რაც ყველაზე მთავარია ცოტა ვატს მოიხმარს... მოკლედ ჩემს მეგობარს რაც შეეხება, მე დავრეკე იმ დღეს ახალ ქსელებში როცა ვიყავი მაგასთან და დაველაპარაკე ცოტა "მკაცრად"... ჰოდა ვკითხე თან ახალი ძლიერი როუტერის ყიდვა გვინდა და თუ დაერთდება და იმუშავებს თქვენს მოწყობილობაზეტქო და მითხრეს ჩვენც გვაქვს როუტერებიო და გადმოგიგზავნით მონაცემებსო ჰოდა აღარ გადმოურეკავთ მერე, ჩემს მეგობარს კიდე გადაწყვეტილი ქონდა უკვე იმ ტპ ლინკის ყიდვა რომელიც გვირჩიე C80-ს. გუშინ ეტყობა იფიქრეს რამე ცუტი რევიუ არ გაგვიშანშალონო სადმე ან პოსტიო სოც ქსელშიო :დდდ ჰოდა გუშინ მისულან ჩემს მეგობართან ჩაუხსნიათ ის ძველი მედია კონვერტერიც ის, როუტერებიც და დაუყენეს ერთი როუტერი უფასოდ 4 ანტენიანი თან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს Wifi 5 AC სტანდატის, აზზე არ ვარ რამდენად გამართულად იმუშავებს მაგრამ ფაქტია გაამართლა, ამ ჩემს მეგობარს დაავიწყდა ეთქვა ბარემ სახლის ცენტრში დაეყენებინათ ის ახალ იროუტერი, ჰოდა გუშინ მირეკავს მერე ცენტრში გადავიტანოთო და კაბელი დამაკაბელმენეჯმენტებინეო...:დ აი ეს როუტერია, მონაცემებით მგონი მთლად უბრალო არ ჩანს, მაგრამ აი რამდენად გამართულად იმუშავებს ეგ ნამდვილად არ ვიცი, თუ დაეწყო ჭინთვები მოვაშორებინებ მერე და დავაყენებინებ იმ ტპ ლინკს მერე, უბრალოდ ამაში პირდაპირ შეეაერტეს ის კაბელი ,თავზე რაღაც წამოაგესო და ისე დააერტეს ამ როუტერზეო, ანუ ის კონვერტერი ფაქტიურად არც არის საჭირო აწი, რომ მოუნდესშეცვლა პირდაპირ ამაზე დააყენეს ახალ როუტერს აწი როგორც მივხვდი და საერთოდ რატო ეყენა ის კონვერტერი ვერ მივხვდი მანამდე, პირდაპირ ეგრე გაეკეთებინათ... ისე ჩემთან რაც დავაყენე ეს Tp-Link Wfi 6 შენ რაც ამარჩევინე ერთხელაც არ მქონია შეფერხება ,მუშაობს საათივით, ყველგან ბოლო ხაზზე იჭერს და მართლა იდეალურად გამართულია ყველაფერი, გინდ მოძრაობის დროს სახლში გინდ ერთ ადგილას იჯდე, ყველაფერში გამართულად მუშაობს რაც დავაკვირდი...
  13. ფაინ, ახალი წლისთვის ახალ სახლში შევხვდები იმედია ისე მიდის საქმეები ჩემსკენ, ნელ-ნელა ვლაგდები მგონი...^^ დიუუდ ჯერ მოგილოცავ ახალ კომპს, უმაგრესია, ღირდა ლოდინად ნამდვილად, ეგ პროცი ჩემი ფავორიტია ჯერ კიდევ გამოსვლის დღიდან, ჯერ-ჯერობით საუკეთესო APU-ა დესკტოპ სეგმენტში,^^ იმედია RDNA2-ს APU დესკტოპზეც ნახავს მზის სხივს, ვიმედოვნებ AMD-ე მიხვდება რომ VEGA-დან 680M-ზე უნდა გადაიყვანოს დესკტოპიც, გადაგვაყოლეს ბოლო 4 წელი ამ ვეგას, სიახლე გვჭირდება... მოკლედ ახლა რაც შეეხება ჩემს მეგობრის ამბავს, ეს რა ვნახე ლააშ სრული ქაოსი იყო... ტიპებმა რა გაიყვანეს რა გააკეთეს, ძაან დაბურდულ აბურდულად არის გაკეტებული. მოკლედ დავიწყოთ; პირველი ორი როუტერი რატომ უყენია, წლების წინ როდესაც დაუყენეს იმათმა თავისი DSL როუტერი, ეგ კაბელი რაც დავაკვირდი ტელეფონის კაბელს გავს კი და გაჭრილია შუაზე და დასმულია მაგათ როუტერში არც გამგია რა როუტერია საერთოდ არც მინახავს არასდროს ეგეთი არაფერი... აი ეს როუტერი დაუყენეს იმათ, მერე ჩემმა მეგობარმა იყიდა 2 ანტენიანი ტენდას როუტერი და ეგონა რომ დაბრდღვნიდა ყველაფერს როგორც მაღაზიაში უთხრეს, დაახლოებით ერთი 10-11 წლის წინ ხდება ეს ყველაფერი, ჰოდა თან დაუყენეს სახლის ბოლოში, :დ არადა კერძო სახლზეა საუბარი თბილისში, ეზო იქნება ერთი 200 კვადრატი და თვითონ სახლი 120 კვადრატი მინიმუმ ჰოდა რანაირად ეყოფოდა ერთი ცალი ტენდას უბრალო როუტერი, ამიტომ არ იჭერდა საძინებლებში, ამიტომ თავისთან საძინებელში მოგვიანებით დააყენა ნეტისის როუტერი ისიც 2 ანტენიანი, ჰოდა ეს მეორე როუტერი დაუკავშირა კაბელით იმ პირველ როუტერს, ოღონდ LAN პორტში აქვს შეერტებული და არა Wan პორტში, ჰოდა პირველი როუტერი კიდე ტენდასი wan პორტშია დაერტებული ყვითელი კაბელით იმ ახალი ქსელების გაუგებარი წარმომავლობის DSL როუტერზე... ორივე როუტერს პრობლემა აქვს, ხან ერთი ჭედავსხან მეორე, ხან ორივ ერთად ჭედავენ... ახალ ქსელებში რომ დაურეკა ჩემმა ძმაკაცმა, იმათმა უთხრეს ჩვენგან ყველაფერი კარგად მუშაობს, თქვენს ვაიფაი როუტერებს აქვთ პრობლემაო, ჰოდა მერე ამან კაბელით შეაერთა პირდაპირ ლეპტოპი იმათ დაყენებულ როუტერზე და საათივით მუშაობდა ინტერნეტი... აი ესეთი სიტუაცია არის, პლიუს ამის გარდა ქალაქისტელეფონი ეყენათ ადრე და იმის კაბელებიც ცალკე იყო მანდ, ისინი მოვხსენი ამოვძირკვე, ჰოდა მინდა ეს ამდენი კაბელები და ა.შ. ყველაფერი მოვაშორო და ერთი ის ძლიერი რომელიც თქვი მესამე ის დააყენოს და პირდაპირ დასვას იმათ როუტერზე ანუ ჰომ გამოვა ეგეთი ამბავი? ჰოდა რა მაინტერესებს იმ ახალი ქსელების როუტერი ჰომ არ დაალიმიტებს ამ ძლიერ TP-Link c80 როუტერს? ჰო იმუშავებს შეუფერხებლად?
  14. ლააშ ჰაი, როგორ ხარ ბრო? მოკლედ ლააშ ჩემს მეგობარს აქვს ქსელზე პრობლემა დაიტანჯა მოკლედ, კერძო სახლში ცხოვრობს და შეყვანილი აქვს "ახალი ქსელები", ჰოდა უყენია 2 ცალი როუტერი რაღაცა ჭპკ ფირმების, ტენდა და ნეტისია როუტერები, ორივე არის 2-2 ანტენიანები, ჰოდა მოკლედ ხან წყდება სიგნალი, ხან ძახილის ნიშანს წერს და მოკლედ ხან ლაგავს აჩვენებს რო არისო, მაგრამ რეალურად არ შედის, ჰოდა დაიტანჯა მოკლედ, ჰოდა შთავაგონე ეგ როუტერები გადააგდოს ორივე და ერთი მძლავრი დავაყენებინო სახლის ცენტრში როგორც ჩემთან გავაკეთეთ ისე^^, ოღონდ 6-ი არ უნდა, დივაისებიც არ აქვს 6-ს მხარდაჭერით და თან ფასშიც დიდია სხვაობა და კარგი ხარისხის 5-ი რო ვაყიდინოთ, ეგეთი ურჩევნია 5-ი იყოს, მაგრამ კარგად და გემრიელად რო იმუშაოს ისეთი... ჰოდა ავარჩიე რამოდენიმე მოდელი და რას ფიქრობობ აბა...^^ https://www.tp-link.com/ae/home-networking/wifi-router/archer-c64/#overview ფასი 119 ლარი https://www.tp-link.com/baltic/home-networking/wifi-router/archer-c6u/ ფასი 135 ლარი https://www.tp-link.com/baltic/home-networking/wifi-router/archer-c80/ ფასი 164 ლარი მოკლედ რაც გავითვალისწინე შენ რასაც გაუსვი ხაზი რომ მირჩევდი 3-ვეს აქვს MU-MIMO ტექნოლოგია, Wi-Fi 5-ა სამივე და Dual Band-ია, 2.4-5.0GHz-ზე მუშაობს და დანარჩენი არ ვიცი შენი რჩევა გვჭირდება ღირს თუ არა დამატება და რას ფიქრობ ამ 3-ვე ვარიანტზე. ჰოდა ფართობი არის დაახლოებით 120კვ. მადლობა წინასწარ ლააშ...^^
  15. როგორც ასეთი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა ელიტს ნამდვილად ტან ბევრად იაფად, აი ეს ცვალებადი ანალოგები ჰომ საერტოდ უმაგრესი რამეა, ნუ რაც უნდა ვაღიარო ბოქსის ქონთროლერი მაინც ვერ ჯობია დუალსენსს, ყველაზე დიდი მიზეზი არის ეს ადაპირებადი ტრიგერები და მოუშენ სენსორები, ნუ ეგ სხვა ელფერს სძენს რა გეიმფლეი პროცესს, ტექნოლოგიურად სონი წინაა მაგ მხრივ, მაგრამ კომფორტულობის მხრივ და ზომით ბოქსის ფორმ ფაქტორი ბევრად მეკომფორტულება ხელში პირადად, მაგრამ ნუ ეს სუბიექტურია, ზოგისთვის პირიქით dualshock ან dualdensce უფრო კომფორტულია... ერთადერთი ფასები არ მომწონს ძალიან ამ ელიტის და ახალი ედჯის, ნუ მესმის დამატებული ფუნქციები აქვთ, მეტი მოდიფიკაციის შესაძლებლომა მაგრამ ეგ არ ამართლებს ფასის გაორმაგებას და გასამმაგებას სტანდარტულისგან განსხვავებით, მითუმეტეს როდესაც ამდენი ალტერნატივა შემოდის ბაზარზე უკვე...
  16. კარგი არჩევანია, ხარისხიანი ბრენდია საკმაოდ და რაც მთავარია არჩევანის მრავალფეროვნებას სთავაზობენ პოტენციურ კლიენტებს, ბლუთუზით კავშირს არც უნდა შეადარო ვაიერლეს კავშირი, ბლუთუზის შემთხვევაში აუცილებელია ყოველ მიზეზ გარეშე უყურებდეს ბლუთუზ მიმღებს ქონთროლერი, როგორც კი ვერ დაინახავს ეგრევე გაწყდება კავშირი, ვაიერლეს კავშირის დროს კი არ არის აუცილებელი, რა რადიუსიც აქვს სამუშაო არეალის იმ არეალში ნებისმიერ ადგილიდან მუშაობს შეფერხების გარეშე, ახლა მეორე ფაქტორი, პირველი რაც დადე ლინკი ფასი 45$-ად დამტენი დოკი და პლიუს 2.4გჰზ ვაერლეს ადაპტერი მოყვება პისისთვის, რომ ჩამოგივა დატესტე კარგად აკუმულატორი რამდენ საათს გაგიძლებს აქტიურ რეჟიმში, საინტერესო იქნება... მეორე ლინკი რაც დადე მაგას მგონი X-input რეჟიმი არ აქვს, უფრო ნინტენდოს პლატფორმისთვისაა განკუთვნილი და მორგებული ვიდრე სხვა დანარჩენისთვის, თუნდაც იმიტომ რომ ღილაკების ნუმერაცია არის შეცვლილი და ეგეც იქონიებს გავლენას გეიმფლეის დროს... პისი პლატფორმაზე კი უნდა შეარჩიო ზუსტად იდენტური რაც ბოქსზე მიდის რადგან ჩათვალე ქროს პლატფორმად ითვლება უკვე ორივეს ქონთროლერები, თუ მუშაობს ბოქსზე ავტომატურად მუშაობს პისიზე, როდესაც პისიზე თამაშს რთავ და კონსოლს აქონექთებ, ავტომატურად თამაში აღიქვამს როგორც ბოქსის ქონთროლერს და სხვა ქონთროლერების კიდევ სრული საფორთი არ გააჩნიათ...
  17. ვაჰ შენ გაიხარე, დავაკაბელმენეჯმენტე მშვენივრად...^^ პისის თუ ავაწყობ სამომავლოდ მერე ქვევითვე პატარა გიგაბიტ პორტებიან როუტერს დავუყენებ უანტენოს და მთავარი ავტომატების პანელის გვერდითვე დავაყენებ არც გამოჩნდება არაფერი საერთოდ, კი მინდოდა ზევითვე გაეხვრიტათ მაგთის ჯგუფს კედელი, მაგრამ მითხრეს მაგ შემთხვევაში ქვევით რომ დააყენებ მეორე როუტერსო, დენის როზეტი პირდაპირ გვერდითვე დააყენებინე ელექტრიკოსს ვინც გაგიკეთაო ავტომატების ყუთის გვერდითო და იქვე შეარტებო და აღარ გამოგიჩნდება კაბელებიო და მაგიტომ დავთანხმდი ესე გაეკეთებინა, მაგრამ ისეთი კაბელ არხი ავარჩიე რომ ის rj45 კოუპლერიც გემრიელად ჩაჯდა რაა და სამომავლო გათვლისთვისაც მზად არის ყველაფერი, მოკელდ ლააშ თენქს ბრო კიდევ ერთხელ...^^
  18. მშვენიერი თუ არაფერი უნდა მეც ეგ მინდა ზუსტად... კვირა-კვირანახევარში უკვე გადავალ დავლაგდები და მივხედავ მაგ თემას აუცილებლად, კაბელით დავსვამ ტელევიზორს... შემოსასვლელში ახლა ის გადაბმული და ის 2 კაბელი რომ კიდია ასე, ესენი მინდა შევფუთო ლამაზად და დავაკაბელმენეჯმენტო, ჰოდა ჰო არსებობს მაგისთვის სპეციალური პლასმასები როა რომ იწყობა ჩამკეტები რო უყენიათ, სამომავლოდ თუ დავაყენებ როუტერს აქ იმ ორი ოთახის დასაერთებლადაც რო მარტივად მოვხსნა, დავაერთო ეს კაბელები და ისევ შევფუთო... სად იყიდება ეგენი ჰომ არ იცი ლააშ? აუჰ ეგ ნამეტანი რთული თემა მითხარი მათე, მედა ქსელები უფრო შორს ვართ ვიდრე მე და იაპონური ენა, ახლა გავერკვიე კიდე რაღაცეებში, არც ვიცი თუ აქვს მაგის მხარდაჭერა ამ როუტერს, ან სად უნდა ვნახო რა უნდა ეწეროს? ონლაინ გეიმინგს არ ვთამაშობ ისედაც არასდროს, უფრო ინდი თამაშები, ინტერაქტიული ფილმების თამაში მიყვარს თუ დრო მაქვს და რეისინგები მიყვარს ეგ არის და ეგ, ჩემებისთვის კიდე მაი ვიდეო ტელევიზიამ რო იმიშაოს კარგად და იუთუბმა მაგისთვის უნდათ ერთი, ეგ არის მაგათი მოთხოვნა მხოლოდ და რავი ჯერ დავლაგდე ერთი, ავაწყო ყველაფერი სახლში და თუ შევატყვე რამე შეფერხებები და დისკომფორტი შემიქმნა ვცდი მერე მაგას აუცილებლად, მაგრამ არამგონია რავი, თან ცენტრში მიყენია და ყველა კუთხე კუნჭულს ფარავს... ეგ კი არა ჯერ ამის აპლიკაციაც არ გადმომიწერია და ამითვისებია, არადა მილიონი ფუნქციები ქონია ამ როუტერის აპპს, მაგრამ მაგისთვისაც ვერ მოვიცალე ჯერ ნორმალურად რომ ჩავუჯდე, რომ გადმოვალ საცხოვრებლად და დავლაგდები მერე წყნარად და გემრილად ჩავუჯდე მინდა ამის tether APP-ს.^^
  19. დაავიწყდა მოდერატორს ამ თემის დახურვა და ბარემ გკითხავ, :დ ეგ ძაან კარგი რამე მითხარი თუ უკეთესია მაშინ დავაერთებ კაბელით ტელევიზორს, მაქვს ერთი კაბელი თან მაგისი ჰოდა რომ შევაერთებ თივიზე, ეგრევე ჩაირთვები ინტერნეტი? თუ რამე კონფიგურაცია დაჭირდება ტელევიზორიდან? არ შემიერთებია არასდროს კაბელით ტელევიზორი როუტერზე და არ ვიცი მაგ დროს რა ხდება...
  20. ააჰაა გავიგე უკვე ყველაფერში 5G არის ბევრად სწრაფი მოკლე რადიუსზე გათვლილი და ჩვეულებრივი არის ნელი ოღონდ შორ მანძილზე გათვლილი, უი ეგ კარგი მითხარი, სახლში როცა ვიქნები მაშინ 5G-ს გამოვიყენებ, აი რომ დავდგამ ტელევიზორს და ა.შ. დავტესტავ მერე, დავქასთავ მობილურიდან ვიდეოს, ადრე მახსოვს თამაში დავქასთე მობილურიდან ტელევიზორში და ლაგავდა სიგნალი, ხან გამოსახულება ფუჭდებოდა და ხან წყდებოდა და აგვიანებდა, ეგ 5G მაგარი რამე გამოუგონიათ. თენქს ბრო. მოდერატორს შეუძლია დახუროს თემა.
  21. ჰო მთავარი ჯილდოს გარდა თითქმის ყველა კატეგორია GOW-მ მოიგო სადაც წარდგენილი იყო, მაინც თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ ახალ ხილს მიცეს დაფასება, GOW-ი მაინც ისედაც ბევრ ტიტულს ატარებს და სანტა მონიკას თიმიც ბევრჯერ იყო დაჯილდოვებული და Elden Ring-ი კიდე მაინც ახალი ხილია და თან ბევრად პატარა თიმის შექმნილია ათჯერ ნაკლები რესურსით რაც სანტა მონიკა სტუდიოს აქვს და მაინც ასეთი დონე რომ დადეს იმსახურებდა დაფასებას და ვფიქრობ სწორად გადანაწილდა ჯილდოები...) დაიწყე GOW მგონია მოგეწონება მაგრად...
  22. GOW-ს და შემდეგ A Plague Tale-ს ვგულშემატკივრობდი, გულით მინდოდა მოეგო ან ერთს ან მეორეს, მაგრამ გულით გილოცავთ სოულსის ფანებს, მე არ ვარ ჰარდქორის მოყვარული, არც რომელმე კომპანიის გულშემატკივარი და არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დასაფასებელია ნამდვილად ის შრომა რაც ჩადეს ქრეათორებმა და 0-დან გამოიგონეს და შექმნეს სრულიად ახალი სამყარო და პერსონაჟები... not my style but respect.
  23. თენქს ბრაზა, ოღონდ ევროკავშირში მანახა ჩვენი ქვეყანა ან ნატოში და მერე ყველაფერს ეშველება... ერთი რა უნდა გკითხო ლააშ ორნაირად მიჩვენებს დივაისები როუტერს, ერთზე ჩვეულებრივ TP-Link აწერია და მეორეზე TP-Link 5G-ი, ჰოდა რომელზე ჯობია ისე ვამუშაო? რაიმე სხვაობა არის ამათ შორის?
  24. მოკლედ ლააშ იყვნენ და დამიმონტაჟეს ცენტრში, ზუსტად შენ როგორც თქვი ისე გამიკეთეს, მაგ გადასაბმელით დააყენეს და მითხრეს, ნებისმიერ დროს როცა მოგინდება შემოსასვლელში ცალკე როუტერის დაყენებაო მოხსნი ამ გადაბმასო და დააყენებ ცალკე როუტერსო და შემდეგ აგიმუშავდება დანარჩენი ოთახების ინტერნეტ როზეტებიო, მაგრამ ვარაუდობ ეს სიგნალი მთელ სახლს ეყოფაო, ჰოდა გავედი ვერანდის ბოლო წერტილში საერთოდ და იქაც კი ბოლომდე იჭერდა სიგნალს...^^ მადლობა ყველას ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ თემაში და რჩევები არ დაიზარეთ, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა @lasha1616-ს. პატარა ბეტმენია ცვეტში...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.