Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9601
  • Joined

  • Days Won

    127

Everything posted by Harmony Lines

  1. ვუყურე, არ მქონდა ნანახი აქამდე და რა მაგარი ფილმი ყოფილა, ემოციებით აღსავსე, ბოლოს გული დამეფუფქა ისეთი სცენები იყო, ალბათ ერთ-ერთ ტოპ სპორტულ დრამებში ამ ფილმის ადგილიც უნდა იყოს. გოძილა კონგზე ვიყავი კინოში და მაგრად გავერთე რაა, ძალიან კარგი საყურებელი იყო, ბევრი ექშენით, სასაცილო მომენტებიც შიგადაშიგ ერია, გადაღებულიც მაგარი იყო. თვითონ სიუჟეტი გოძილა კონგია რაა, დიდი ღრმა სიუჟეტი ამ ფრენჩაიზში არც უნდა ეძიო, თავის ჟანრში ძალიან მაგარი ფილმია, კარგად გაერთობით ვისაც გევასებათ ეს ფრენჩაიზი... road house ვნახე კიდე, მაინტერესებდა კონორ მაკგრეგორის სამსახიობო დებიუტი როგორი გამოვიდა და ცუდი ფილმი არ იყო, ერთხელ საყურებლად გაასწორა, ბანალური სიუჟეტი ქონდა როგორც ამერიკულ ბლოკბასტერებს სჩვევიათ ხოლმე, თუმცა გადაღება და ატმოსფერო და ა.შ. კარგ დონეზე იყო... ერთხელ საყურებლად ნამდვილად ღირს.
  2. საინტერესო ჩანს მომწონს, ვიქონიებდი გავსინჯავდი, მგონია ძალიან კომფორტული იქნება...
  3. ამის სცენარისტიც და გადამღებიც მ... ასეთი იმბეცილიზმის მნახველი არ ვარ მეორე...
  4. ჰოო? ადიდას ნაითბოლები? თვალი დავადგი მაგ ბოტასს, სად იყიდე და რა დაგიჯდა? მე ეს რიბოკები დავითრიე ბოლოს და უკმაყოფილესი ვარ, აი ურბილესია, მინდოდა ფეხსაცმელი რომელიც ჩამინაცლებდა ზამთარში ბათინკს, არადა ძაან მააგრი ფორესტერის ბათინკები მაქვს მაგრამ იმდენად მძიმეებია და ყოველდღიურობაში დისკომფორტია მაგით სიარული, ვეძებდი ისეთ ბოტასს რომელიც იქნებოდა კომფორტული, მსუბუქი, თბილიც და სასიარულოდაც კომფორტული და Reebok Zig kinetica edge არის ზუსტად ეგ ნაზავი...
  5. VFX არტისტები სად არიან, არ ყავთ? რა უბედურებაა წყალი ქვიშა და ათასი უბედურება გამოიარეს მანქანებმა არც დასვრილები არიან არც გაკაწრულები, არც მტვერის ეფექტია სიარულის დროს, ძაან მიცრუებენ იმედებს რაა, ასე როგორ შეიძლება ამხელა ისტორიის ფრენჩაიზია... ტესტ დრაივი იყო ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი აგურის დამდები სარბოლო თამაშების ინდუსტრიის განვითარებაში... ტეხავს ბოლოს და ბოლოს...
  6. https://sneakerlab.ge/ კაი საიტს გადავაწყდი ინსტაგრამზე, ეტყობა მაღალი ხარისხის რეპლიკებზე მუშაობენ, თან ნახეთ ყველა მაგარი მოდელი აქვთ ლამის...
  7. 3 დღე რჩება უმნიშვნელოვანეს დღემდე ქართული MMA-ს ისტორიაში.
  8. 5 დღეში მეგობრებო, ქართული MMA-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე!
  9. დედპული შეუერთდა MCU-ს სამყაროს, ეს იმას ნიშნავს რომ ეს ფილმი იქნება ზუსტად მაგაზე რომ შეცვლის ამ ჩაჯმულ Marvel-ს 3 წელიწადს, ბოლო 3 წელია endgame-ს შემდეგ 2 ფილმი აქვთ გადაღებული კარგი, Spider-man No way home და Guardians of the galaxy 3-ი, დანარჩენი ყველა ფილმმა და სერიალმა ფაქტიურად კრახი განიცადეს, მოგება კი არა მინუსებში წავიდა კომპანია, მოგება საერთოდ ვერ ნახა უმეტესობა პროექტმა, ამიტომ ფილმიც ზუსტად მაგაზეა რომ არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს და დიდი ალბათობით შურისმაძიებლები დაბრუდნებიან და იქსმენებიც ჩაერთვებიან საქმეში, შეიძლება ვიხილოთ Avengers VS X-men, Avengers secret war-ს მთავარი ვილანი დიდი ალბატობით შეიძლება დოქტორი დუმი იყოს. მოკლედ შურისმაძიებლები დასაბრუნებელია ყველა ვარიანტში და ყველას საყვარელი გმირი iron man უნდა დააბრუნონ თორემ იძირება MCU-ს გემი ფსკერისკენ აქვთ საქმე... ძალიან ველოდი დედპულის ამ ფილმს, ეს აღმოჩნდება გარდამტეხი მომენი როგორ განვითარდება მომავალი ამ Marvel-ს სამყაროსი.
  10. მშვენიერია, აი მაგ Pull&Bear-ს უნდა ვესტუმრო ერთი მაქეთკენ რომ მოვხვდები, აქეთ მაინც იყოს შევივლიდი და ვნახავდი რა აქვთ, დანარჩენი კი ვიცი, სხვათაშორის LC Wikiki ტანსაცმელი ნორმალური ხარისხი გამოდგა რაღაცეები რაც ვიყიდე დღემდე მაცვია და კომფორტულად ვხმარობ, მაგრამ აი ერთი რაც არ მომეწონა არის მაგათი ფეხსაცმელები, უბანძესი ხარისხი აქვს მაგათ ფეხსაცმელებს. FLO -ს რაც შეეხება, მაგათთან ადრე lamberjack-ს ბოტასი ვიყიდე, ისე მომწონდა ვგიჟდებოდი თან ისე მიქეს კაი 250 თუ 300 ლარი მივამფშვენი და 3 თვეში შემომეხსნა ისეთი იმედგაცრუებული დავრჩი მაგის მერე აღარ დავდივარ მაგათთან. რაც შეეხება ზარას ხარისხი მომწონს ძალიან და niuyourker-საც, მაგათთან ნაყიდი ყველაფერი დღემდე მაქვს და ვიცვამ, მართლა კარგი ხარისხი აქვს მაგათ პროდუქციას...
  11. ეს და კიდევ უამრავი ბრენდია რომელიც მოგვწონს, ან არ მოგვწონს ან გვაქვს რომელიმე ამოჩემებული ბრენდი და მის ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ვყიდულობთ სისტემატიურად, აქ დავწეროთ ჩვენი რეკომენდაციები, ჩვენი გამოცდილება, შეიძლება საერთოდაც ვიწერ ტანსაცმელს, პოპულარულია ძალიან ჩინური საიტებიდან გამოწერაც, მოკლედ რეპლიკებიც დაყარეთ თუ კარგი ხარისხის რეპლიკები იცით სად იყიდება, მოკლედ საინტერესო თემაა, მე ძაან მიზიდავს მოდა და მევასება ტანსაცმლის ყიდვა, და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებები... რახან თემის ავტორი ვარ მე დავიწყებ, 2013 წელი იყო ამაზონიდან როდესაც გამოვწერე პირველად ფეხსაცმელი გავრისკე, არ ვიცოდი რა როგორ რანაირად მოვიხდენდი ესე გამოწერით, როგორ მომერგებოდა მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იდეალურად მომერგო, ფეხსაცმელიც იმდენად ხარისხიანი გამოდგა რომ უბრალოდ ვერ გავცვითე და ბოლოს უბრალოდ გადავაგდე ფერი ქონდა გახუნებული სიძველისგან, ზუსტად 4 წელი მქონდა, ამ 4 წლის მანძილზე ბევრმა სხვა ბოტასმა გამოიარა ჩემს ფეხზე, მაგრამ ისე მაინც ვერ მასიამოვნა როგორც DC-ს სქეითბოარდ სნიკერებმა, იყო ურბილესი, იყო უმაგრესად ხარისხიანი და უბრალოდ იყო ძალიან მაგარი ფეხსაცმელი პირადად ჩემთვის ასე რომ ჩემი რეკომენდაცია DC shoes> https://www.dcshoes.com/ აბა გამოუშვით რეკომენდაციები და ოგვიყევით თქვენი გამოცდილებების შესახებ, ან თუ რამე კარგი საიტი იცით კდიე საიდანაც იწერთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ეგეც გაგვიზიარეთ. you welcome...
  12. წარმოიდგინე 650 გრადუსზე ალუმინი დნება, პლასმასი 150 გრადუსზე და ტიტანიუმის დადნობა არ შეგვიძლიაო თუ მინიმალური ტემპერატურამ 1100 გრადუსს არ მიაღწიაო, ანუ მხოლოდ თხელი ჩარჩო გარშემო არის ტიტანიუმისგან ჩამოსხმული და როგორ შეკრა ტელეფონი მთლიანობაში, წარმოიდგინეთ რომ გაზარდოს მწარმოებლებმა ეგ სისქე და გადავიდნენ შიდა ალუმინის შემცველობაც ტიტანიუმით რომ ჩაანაცვლონ, ტელეფონები იმდენად მტკიცე გახდება რომ საერთოდ აღარ გახდება ქეისების საჭიროება... ერთი უკან შუშა არის მსხვრევადი მაინც, S24 -ს კი ბევრად მტკიცე უკანა შუშა უყენია ვიდრე აიფონს, აიფონის უკანა შუშა ძალიან მსხვრევადი აღმოჩნდა წინისგან განსხვავებით... ტიტანიუმის ჩარჩო და უკან კარბონის საფარი იქნებოდა იდეალური კომბინაცია...
  13. ძალიან მაგარი ფილმი იყო, ბრიტანული სერიალის Luther-ს გაგრძელებაზე გადაღებული. აიდრის ელბას და ენდი სერკისის ტანდემი შთამბეჭდავი საყურებელი იყო, ძალიან კარგად გადაღებული და სცენარირებული იყო ეს ყველაფერი, მთლიანობაში ძალიან გავერთე, გირჩევთ დეტექტივების და ექშენის მოყვარულებს უყუროთ, ოღონდ ჯერ სერიალით დაგეწყოთ ამასაც გირჩევდით, რადგან სერიალიც უმაგრესია... 10/8-ს დავუწერდი.
  14. აი რა ვქნა და ამაზე მაგარი რა უნდა გაეკეთებინა AMD-ს უბრალოდ არ ვიცი, Cyberpunk 2077-ს მედიუმზე ყველანაირი FSR-ს გარეშე რომ 50-55-ზე თამაშობ, FSR-ს ჩართვით 90-ი დააწერინა, ანუ 60-ზე ჰაი სეთინგებით ითამაშებ უკვე FSRით თავისუფლად, აი ამაზე მაგარი რა გინდა, უვიდეოკარტოდ. არა რააა უმაგრესი რამეა ეს APU... ინტელის ახალი ultra დესკტოპი გვინდა ახლა მალე გამოვიდეს რომ AMD-მ დაწიოს ფასები მალე ამ 8700G-ზე...
  15. უმაგრესი იყო, კარგად გავერთე, ცოტა ცრემლიც მომადგა თვალს სენტიმენტალური მომენტებიც ერია, სასაცილო კომიკური მომენტებიც დოზირებულად იყო, სიუჟეტიც ჰომ საერთოდ მაგრად იყო დაწერილი და შესრულებული, გადაღება, საუნდთრექები, CGI ჰომ ცალკე დონე იყო მოკლედ მთლიანობაში 10/8.5 მაინც ეკუთვნის. Aquaman and the Lost Kingdom ერთხელ საყურებლად წავა რაა, მოკლედ დისიმ ვერა და ვერ ამოქაჩა, ბოლო პერიოდში სულ დაწია დონე, ახლოს არ მოდის რა ბოლოს გადაღებული ფილმები... 10/6 სხვათაშორის მარველსაც ეხება ეს Avengeres endgame-ს შემდეგ 2 ფილმი იყო რომელიც კარგი გამოუვიდათ, Spider-man no way home და ეს guardians of the galaxy, დანარჩენი რაც ტონი სტარკმა ხელი გაატკაცუნი ენდგეიმში, ისეთი ბანძობებს იღებდნენ გული აგერეოდა კაცს, ვერც კი იფიქრებდი ასე თუ გააფუჭებდნენ ხარისხს...
  16. მონსტრია, ტიტანის ჩარჩომ როგორ შეკრა ტელეფონი, მთლიანობაში, ძალიან მტკიცე სმარტია, და გორილა არმორი ხომ საერთოდ, 7-ამდე საერთოდ ნაკაწრი არ დატყობია ეკრანზე და ყველაზე ღადაობა ის იყო რომ 7-მა უფრო დაატყო ნაკაწრი ეკრანს ვიდრე 8-მ. მთლიანობაში ძალიან ძლიერი სმარტფონი მიიღო მობილურმა სამყარომ...
  17. დღეს მქონდა პირველი შეხება ახალ S24-თან, ძაან დონე რამეა ახალი ტიტანის კორპუსი, ვაფშე სხვა ფილინგია ხელში, როგორც მოველოდი ალუმინისგან განსხვავებით ხაოიანია და ხელში ისე არ სრიალებს როგორც ალუმინი, ვიზუალურადაც უფრო სოლიდურად გამოიყურება... მოკლედ ძაან მევასა, კამერებს რაც შეეხება იგივეა ფაქტიურად რაც s23ultra-ს ქონდა, არაფერი შეცვლილა, ეკრანი კიდე უფრო მკვეთრია და ძლიერი ნათების გახდა.. 2600ნიტსი შთამბეჭდავ შედეგს დებს და ნუ სამსუნგის დისფლეი რომ მოწოდების სიმაღლეზეა ამას ბევრი საუაბრი არ ჭირდება, მთლიანად სწორი ეკრანია, ხელში ნუ ჩემთვის ცოტა დიდია 6.8 ინჩა, ერთი ხელის ტელეფონი არ არის ნამდვილად... ხელოვნრუი ინტელექტის დამატებები გავსინჯე, რაც აქვს შემოხაზვით რომ ეძებს ნებისმეირ რამეს, იგივე გუგლ ლენსია უბრალოდ უფრო გამარტივებული ძებნის ინტერფეისით. ასევე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამარტივებულია სურათის რედაქტირება, დამატებითი პროგრამების გარეშე მარტივად შლის გადაადგილებს ობიექტებს და ა.შ. ისე ავსებს წაშლილი ობიექტის უკან სივრცეს რომ თითქოს არც ყოფილა იქ არაფერი, მოკელდ კარგი ფუნქციები აქვს დამატებული... წონას რაც შეეხება ფაქტიურად იგივეა რაც 23ულტრა იყო, 2 გრამით მსუბუქია ეს, უბრალოდ ხელშ სულ სხვანაირად იგრძნობა... ამას 2 ჯერ დიდი vapor chamber უყენია რაც ბევრად სტაბილურს ხდის ხანგრძლივი დატვირთვის პროცესში ტელეფონს, მძიმე დატვირთვის დროს არ ხურდება ძალიან და ტროტლინგი ფაქტიურად არ აქვს... მთლიანობაში ზე დონე სმარტფონია...
  18. ჰოდა მაგარი ბანძობაა ჩვენთვის ვისაც არ გვევასება ეგ აგურივით ქეისები, ტელეფონს იმიტომ ვყიდულობ რომ ყველანაირად შევიგრძნო მასთან ინტერაქცია, 1000$-ს რომ ვიხდი მობილურში 20$-იანი რაღაც ტყავის შემცვლელი პლასმასნარევი აგური არ მინდა მეჭიროს ხელში. მივესალმები ეკრანის დამცავ შუშას კი ბატონო, მაგრამ ქეისებს ვერ ნამდვილად, ხელში კიდე ტიტანის კორპუსი ესე არ გაგისრიალდება, ალუმინზე ბევრად ხაოიანია, შედარებაც არ შეიძლება, ცა და დედამიწაა... კარბონს რაც შეეხება მივესალმები უკანა საფარი თუ კარბონის ექნება სმარტებს წონას შეამცირებს საკმაოდ... მთავარი რაც შეეხება ტიტანის ჩარჩო ბევრად უფრო მყარია ვიდრე სტანდარტული ალუმინის ჩარჩოები, აგერ ერთ-ერთი ქეისი ბოლო აიფონის და როგორ არ დეფორმირდა კორპუსი, მაგ ტიტანის ჩარჩოს დამსახურებით, ადრე თუ გახსოვთ უკანა ჯიბეში ჩადებული აიფონები რომ იღუნებოდა...
  19. რათქმაუნდა, პირადად ჩემთვის ტიტანის ჩარჩო ალუმინის ჩარჩოზე ბევრად სასიამოვნოდ იგრძნობოდა ხელში, პირადი იქსფერიენსი ეგეთი იყო, რაც შეეხება ეიფლის ეკოსისტემა საშინლად არ მომწონს და ანდროიდს არასდროს ვუღალატებ ალბათ, მაგრამ ტიტანის ჩარჩოს ჩემგან პლიუსი, ასევე დავსძენ ჩემი აზრით ანდროიდის მხარეს ბრენდები ყველა ტიტანის ჩარჩოზე უნდა გადავიდნენ, ფლაგმანებს ვგულისხმობ... https://images.samsung.com/levant/smartphones/galaxy-s24-ultra/videos/galaxy-s24-ultra-highlights-form-factor.webm?imbypass=true
  20. ტიტანის კორპუსი ყოფილა აი ძაან დონე რამე, iphone 15 pro მეჭირა დღეს ხელში, თანამშრომელმა იყიდა და უმაგრესია მართლა, ხელში იდეალურად ზის, ზომითაც როგორი გემრიელი იყო, ერთი ხელის სმარტია ჩვეულებრივად და ეს ტიტანის ჩარჩო ხომ საერთოდ ეროტიკაა... S24 ultra-ც მსგავსად ტიტანის ჩარჩოთი არის და წარმომიდგენია უკვე რა იქნება...
  21. ძველებიდან ყველაზე მაგარი ვაიბი ამ ტელეფონმა დამიტოვა, V3 იყო, ელეგანტურობა, სტილი დახვეწილობა ჩემთვის პირადად...^^
  22. როგორც იქნააააააააააააა..... \m/ სრულყოფილი FHD ინტეგრირებული მეგობრებო... 8700G & 780M-ს სახით... Cyberpunk 2077 60_ზე მეტი FPS-თ 8700G-ს IGPU-თი... პროცესორების წარმადობა დიდი არაფერი, 7700-ი ჯობია მაგ 8700G-ს, მაგრამ აი რაც შეეხება ინტეგრირებულს მაგარი მონსტრობა აყენია... GTX 980-ბის, 1060-ბის, RX 580_ს და მსგავსი კარტებში ფულის გადაყრა არ ღირს როცა 8700G- გაქვს, ეჰ თინეიჯერობაში GTX 570-ი როდესაც მქონდა მაშინ რომ ვინმეს ეთქვა ისეთი დრო მოვა, ინტეგრირებული შუაზე გახსნის ბევრ ფლაგმანურ კარტასთქო, მაგარს დავცდინებდი გულიანად, მაგრამ აგერ პასუხის ტექნოლოგიების...
  23. მშვიდობაში დავით, ძაან მაგარი პროცესორი უყენია მაგ სმარტს, უსწრაფესია, ერთი მაგათი მიუაი გარსი რომ არ აფუჭებდეს ყველაფერს და აწყობის დაბალი ხარისხი, F4-ს ბევრად კარგი აწყობის ხარისხი გაუკეთეს და F5-ს კიდე პირიქით დაწიეს ხარისხი კორპუსის, ერგონომიულობა როგორი აქვს?
  24. ნუ ახლა 500 ლარად კანტებიც წვრილი გინდა ქონდეს, 2 დღეც გიქაჩავდეს, ფლაგმანური ჩიფსეტის სისწრაფეც და 500-600 ლარად მოვიდეს, ხო არ გავიწყდებათ რომ ბიუჯეტურ სერიაზე გვაქვს საუბარი, A სერია არის ბოლოს და ბოლოს რაც შეეხება 25 ვატიან დამტენს სამსუნგი მაგ მხრივ ყველაზე უკან დგას, ყველა სხვა ჩინური ფირმა მინ 45-67-110 ვატიანდ ამტნებზეა არიან გადასულები, მაგრამ იდმენი სხვა ქრინჯობები მოყვებათ უკან, A54-ს ჩიპსეტი კიდევ ზევით ნახსენები Google Pixel-ს ტენსორს სჯობს ზუსტადაც ოპტიმიზაციით და სამსუნგზე მაგრად არავინ უვლის ოპტიმიზაციას დღეს დღეობით თავად გუგლზე რომელიც პირველი უნდა იყოს. Exynos 1380 არც ეგეთი ხელწამოსაკრავი პროცესორი არ არის, მიუხედავად იმისა რომ გეიმინგისთვის საერთდ არ შექმნილა ეგ პროცესორი და ყოველდღიურ ხმარებას თავს საკმაოდ კარგად ართმევს, (ასევე ლაით გეიმინგშიც არ დაგწყვიტავს გულს) რაც შეეხება სწრაფ დამუხტვას კდიე ეგრე S23 Ultra-საც არ აქვს 45 ვატზე მეტიდ ატენვა, რომელიც 110 ვატისგან ბევრად შორსააა, მაგრამ მაინც ამოისვა ყვეა სმარტი და წლის საუკეთესო სმარტფონის სახელი დაიმსახურა, იმიტომ რომ მთლიანობაში ყველაზე სრულყოფილი ტელეფონია რაც კი შექმნილა, თითქმის იდეალურად დაბალანსებული სმარტია, სხვა ვერცერთმა ბრენდმა ვერ დადო იგივე. იმიტომ რომ სამსუნგი ტვინს იტ... ღამეებს ათენებენ რომ მაქსიმალურად დახვეწონ ჰარდვეარის მუშაობა სოფთთან, იმიტომ რომ ეიფლიმ მე-14 თაობიდან მოყოლებული ხვეწავს და ხვეწავს აიფონებს, პრემიალურ სმარტებს უშვებენ და სამსუნგიც სახეს იხევს რომ არ ჩამორჩეს კი არადა გადაუსწროს, აგერ მე პოკო მაქვს 5 წლის წინ ნაყიდი, თავიდან ვგიჟდებოდი პოკოებზე, მაგრამ მერე რომ შემოყარეს ათასი მდოელი, ბაგებით გამოტნეს დაიკდიეს მუშაობა ოპტიმიზაციაზე, ოღონდ ყველა სეგმენტი დაეკავებინათ და დანარჩენი კიდიათ, ეგრე რამდენი ჩინური ბრენდი იქცევა, xiaomi საერტოდ გაბანძდა, დაჟე ჰუავეის შვილობილი ფირმა Honor უფრო ხარისხიან სმარტებს უშვებს მგონი დღეს ვიდრე პოკო და შაომია, Oneplus დარჩა ერთადერთი ვინც ხარისხს არ აგდებს, დაჟე ტიპებმა იქამდე არ გამოუშვეს კეცვადი ტელეფონი სანამ არ დახვეწეს იმ დონეზე რომ სამსაუნგ Z Fold-სთვის არ დაეპირისპირებინათ და დღეს-დღეობით oneplus Open ითვლება საუკეთესო კეცვად ტელეფონად, მე უკვე ვსიო დავიკიდე ჩვეულებრივი ტელეფონს აღარ ვიყიდი, კეცვად სმარტფონზე უნდა გადავიდე, ყველა ბრენდმა გამოუშვა უკვე საკმაოდ ძლიერი კეცვადი ტელეფონები რომ არჩევანი საკმაოდ დიდია და ღირს უკვე მოსინჯვა ახალი გამოცდილებას მაინც მიიღებ ვიდრე ტიპიური სმარტფონის ხმარებისგან, რომელიც ერთი და იგივენიარად ვითარდება, ყოველ წელს ახალი ჩიფსეტი, ახალი კამერების მოდული, სწრაფი დამუხტვა და ბლა ბლა ბლა, i dont fucking need this bullshit, i need new experience... აჰაა 24 სერიის ოფიციაური მონაცემები დაიდო და რაა მერე? მაინც ტელეფონია, აი ნიდ ზის, მულტიტასკინგის მეფეები, პლანშეტადაც იხმარ, ტელეფონადაც, კომპიუტერადაც და კონსოლადაც და რავიცი კიდე ლეპტოპადაც...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.