Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9602
  • Joined

  • Days Won

    127

Posts posted by Harmony Lines

  1. MV5BMTk4ODk5MTMyNV5BMl5BanBnXkFtZTcwMDMy

    ვუყურე, არ მქონდა ნანახი აქამდე და რა მაგარი ფილმი ყოფილა, ემოციებით აღსავსე, ბოლოს გული დამეფუფქა ისეთი სცენები იყო, ალბათ ერთ-ერთ ტოპ სპორტულ დრამებში ამ ფილმის ადგილიც უნდა იყოს.

    tMefBSflR6PGQLv7WvFPpKLZkyk-scaled.jpg

    გოძილა კონგზე ვიყავი კინოში და მაგრად გავერთე რაა, ძალიან კარგი საყურებელი იყო, ბევრი ექშენით, სასაცილო მომენტებიც შიგადაშიგ ერია, გადაღებულიც მაგარი იყო. თვითონ სიუჟეტი გოძილა კონგია რაა, დიდი ღრმა სიუჟეტი ამ ფრენჩაიზში არც უნდა ეძიო, თავის ჟანრში ძალიან მაგარი ფილმია, კარგად გაერთობით ვისაც გევასებათ ეს ფრენჩაიზი...

    rdhs-2024-digitalonesheet-faceoff-1944x2

    road house ვნახე კიდე, მაინტერესებდა კონორ მაკგრეგორის სამსახიობო დებიუტი როგორი გამოვიდა და ცუდი ფილმი არ იყო, ერთხელ საყურებლად გაასწორა, ბანალური სიუჟეტი ქონდა როგორც ამერიკულ ბლოკბასტერებს სჩვევიათ ხოლმე, თუმცა გადაღება და ატმოსფერო და ა.შ. კარგ დონეზე იყო... ერთხელ საყურებლად ნამდვილად ღირს.

    • Upvote 1
  2. On 2/18/2024 at 3:40 PM, GrEeNDaY said:

    მეორე ვერსია მაქვს მანდედან და ძალიან კარგი სახმარია, კომფორტული

    ჰოო? ადიდას ნაითბოლები? თვალი დავადგი მაგ ბოტასს, სად იყიდე და რა დაგიჯდა? 

    მე ეს რიბოკები დავითრიე ბოლოს და უკმაყოფილესი ვარ, აი ურბილესია, მინდოდა ფეხსაცმელი რომელიც ჩამინაცლებდა ზამთარში ბათინკს, არადა ძაან მააგრი ფორესტერის ბათინკები მაქვს მაგრამ იმდენად მძიმეებია და ყოველდღიურობაში დისკომფორტია მაგით სიარული, ვეძებდი ისეთ ბოტასს რომელიც იქნებოდა კომფორტული, მსუბუქი, თბილიც და სასიარულოდაც კომფორტული და Reebok Zig kinetica edge არის ზუსტად ეგ ნაზავი...

    127841506_MTI4MC0xMjc1LTllMTI1NmYzMjM.we

  3. VFX არტისტები სად არიან, არ ყავთ? რა უბედურებაა წყალი ქვიშა და ათასი უბედურება გამოიარეს მანქანებმა არც დასვრილები არიან არც გაკაწრულები, არც მტვერის ეფექტია სიარულის დროს, ძაან მიცრუებენ იმედებს რაა, ასე როგორ შეიძლება ამხელა ისტორიის ფრენჩაიზია... ტესტ დრაივი იყო ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი აგურის დამდები სარბოლო თამაშების ინდუსტრიის განვითარებაში... ტეხავს ბოლოს და ბოლოს...

    • Upvote 1
  4. runge-1-9.pngrunge-1-10.png

    runge-1-31.pngrunge-1-33.png

    runge-1-15.pngrunge-1-4.jpg

    https://sneakerlab.ge/ კაი საიტს გადავაწყდი ინსტაგრამზე, ეტყობა მაღალი ხარისხის რეპლიკებზე მუშაობენ, თან ნახეთ ყველა მაგარი მოდელი აქვთ ლამის... 💜

  5. დედპული შეუერთდა MCU-ს სამყაროს, ეს იმას ნიშნავს რომ ეს ფილმი იქნება ზუსტად მაგაზე რომ შეცვლის ამ ჩაჯმულ Marvel-ს 3 წელიწადს, ბოლო 3 წელია endgame-ს შემდეგ 2 ფილმი აქვთ გადაღებული კარგი, Spider-man No way home და Guardians of the galaxy 3-ი, დანარჩენი ყველა ფილმმა და სერიალმა ფაქტიურად კრახი განიცადეს, მოგება კი არა მინუსებში წავიდა კომპანია, მოგება საერთოდ ვერ ნახა უმეტესობა პროექტმა, ამიტომ ფილმიც ზუსტად მაგაზეა რომ არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს და დიდი ალბათობით შურისმაძიებლები დაბრუდნებიან და იქსმენებიც ჩაერთვებიან საქმეში, შეიძლება ვიხილოთ Avengers VS X-men, Avengers secret war-ს მთავარი ვილანი დიდი ალბატობით შეიძლება დოქტორი დუმი იყოს. მოკლედ შურისმაძიებლები დასაბრუნებელია ყველა ვარიანტში და ყველას საყვარელი გმირი iron man უნდა დააბრუნონ თორემ იძირება MCU-ს გემი ფსკერისკენ აქვთ საქმე... ძალიან ველოდი დედპულის ამ ფილმს, ეს აღმოჩნდება გარდამტეხი მომენი როგორ განვითარდება მომავალი ამ Marvel-ს სამყაროსი.

    • Upvote 1
  6. On 2/11/2024 at 11:32 PM, Gamer-4ever said:

    კარგი სასაუბრო თემაა , მეც მიყვარს ჩაცმა და ხშირად ვყიდულობ ტანსაცმელს , ამოჩემებული კი მაქ ბრენდი რომელიც ყველაზე მეტად მომწონს PULL&BEAR  მაგრამ იმხელა ფასები ადევს რო როგორც შევდივარ ეგრევე გამოვდივარ ხოლმე  :D სეილზე თუ შევიძენ რაიმეს და ეგაა , ეხლა მაისურს რო 70-80 ლარი ადევს უკვე საჩვენო ფასები არაა 

    H&M- ის ხშირი სტუმარი ვარ და ფასები უფრო მისაღებია, ხშირად სეილებიც აქვთ , მოკლედ კარგია ეგეც , აი ფავორიტი და ყველაზე ხშირად სადაც დავდივარ ნიურკერია , ფასებიც საკაიფოა და  სეილები აქვთ , შეილება ძაან მაგარ რამეს გადააწყდე მაგარ ფასად , ტანსაცმელის 60 % მანდ მაქ ნაყიდი , გამოწერით ტანსაცმელს არ ვიწერ , აქვე ვპოვილობ რაც მინდა

    ფეხსაცმელს რაც შეეხება ფლო-ში ვყიდულობ , ნორმალური ხარისხია მანდაც, დოკერსის ფირმის აქვთ მაგარი ხარისხიანია და სეილებზე მაგეებს ვყიდულობ ხოლმე , ისე ჯერ ის რაც მაქ ნაყიდი ეგ რო გავცვითო ალბათ ერთი 10 წელი მეყოფა თან მოვლა ვიცი მე , lc waikiki ნორმალური ხარისხია ეგეც და ბიუჯეტური ტანსაცმელია , მანდაც სულ სეილებია , შარვლებს მანდ ვყიდულობ და კმაყოფილი ვარ

    მშვენიერია, აი მაგ Pull&Bear-ს უნდა ვესტუმრო ერთი მაქეთკენ რომ მოვხვდები, აქეთ მაინც იყოს შევივლიდი და ვნახავდი რა აქვთ, დანარჩენი კი ვიცი, სხვათაშორის LC Wikiki ტანსაცმელი ნორმალური ხარისხი გამოდგა რაღაცეები რაც ვიყიდე დღემდე მაცვია და კომფორტულად ვხმარობ, მაგრამ აი ერთი რაც არ მომეწონა არის მაგათი ფეხსაცმელები, უბანძესი ხარისხი აქვს მაგათ ფეხსაცმელებს. FLO -ს რაც შეეხება, მაგათთან ადრე lamberjack-ს ბოტასი ვიყიდე, ისე მომწონდა ვგიჟდებოდი თან ისე მიქეს კაი 250 თუ 300 ლარი მივამფშვენი და 3 თვეში შემომეხსნა ისეთი იმედგაცრუებული დავრჩი მაგის მერე აღარ დავდივარ მაგათთან. რაც შეეხება ზარას ხარისხი მომწონს ძალიან და niuyourker-საც, მაგათთან ნაყიდი ყველაფერი დღემდე მაქვს და ვიცვამ, მართლა კარგი ხარისხი აქვს მაგათ პროდუქციას... 

  7. 665_dolcegabbana.jpg

    1943px-VETMENTS_logo.svg.png

    Louis_Vuitton_logo.png

    Massimo-Dutti-logo.png2560px-Zara_Logo.svg.pngNike-Logo.png

    new-yorker9039.logowik.com.webp

    ეს და კიდევ უამრავი ბრენდია რომელიც მოგვწონს, ან არ მოგვწონს ან გვაქვს რომელიმე ამოჩემებული ბრენდი და მის ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ვყიდულობთ სისტემატიურად, აქ დავწეროთ ჩვენი რეკომენდაციები, ჩვენი გამოცდილება, შეიძლება საერთოდაც ვიწერ ტანსაცმელს, პოპულარულია ძალიან ჩინური საიტებიდან გამოწერაც, მოკლედ რეპლიკებიც დაყარეთ თუ კარგი ხარისხის რეპლიკები იცით სად იყიდება, მოკლედ საინტერესო თემაა, მე ძაან მიზიდავს მოდა და მევასება ტანსაცმლის ყიდვა, და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებები...

    რახან თემის ავტორი ვარ მე დავიწყებ,  2013 წელი იყო ამაზონიდან როდესაც გამოვწერე პირველად ფეხსაცმელი გავრისკე, არ ვიცოდი რა როგორ რანაირად მოვიხდენდი ესე გამოწერით, როგორ მომერგებოდა მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იდეალურად მომერგო, ფეხსაცმელიც იმდენად ხარისხიანი გამოდგა რომ უბრალოდ ვერ გავცვითე და ბოლოს უბრალოდ გადავაგდე ფერი ქონდა გახუნებული სიძველისგან, ზუსტად 4 წელი მქონდა, ამ 4 წლის მანძილზე ბევრმა სხვა ბოტასმა გამოიარა ჩემს ფეხზე, მაგრამ ისე მაინც ვერ მასიამოვნა როგორც DC-ს სქეითბოარდ სნიკერებმა, იყო ურბილესი, იყო უმაგრესად ხარისხიანი და უბრალოდ იყო ძალიან მაგარი ფეხსაცმელი პირადად ჩემთვის ასე რომ ჩემი რეკომენდაცია DC shoes>

    https://www.dcshoes.com/

    1200px-DCSHOECOUSA_Logo.svg.png

    81CmAizqKIL._AC_UF894,1000_QL80_.jpg

    აბა გამოუშვით რეკომენდაციები და ოგვიყევით თქვენი გამოცდილებების შესახებ, ან თუ რამე კარგი საიტი იცით კდიე საიდანაც იწერთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ეგეც გაგვიზიარეთ. you welcome... 😎

    • Upvote 1
  8. წარმოიდგინე 650 გრადუსზე ალუმინი დნება, პლასმასი 150 გრადუსზე და ტიტანიუმის დადნობა არ შეგვიძლიაო თუ მინიმალური ტემპერატურამ 1100 გრადუსს არ მიაღწიაო, ანუ მხოლოდ თხელი ჩარჩო გარშემო არის ტიტანიუმისგან ჩამოსხმული და როგორ შეკრა ტელეფონი მთლიანობაში, წარმოიდგინეთ რომ გაზარდოს მწარმოებლებმა ეგ სისქე და გადავიდნენ შიდა ალუმინის შემცველობაც ტიტანიუმით რომ ჩაანაცვლონ, ტელეფონები იმდენად მტკიცე გახდება რომ საერთოდ აღარ გახდება ქეისების საჭიროება...

    ერთი უკან შუშა არის მსხვრევადი მაინც, S24 -ს კი ბევრად მტკიცე უკანა შუშა უყენია ვიდრე აიფონს, აიფონის უკანა შუშა ძალიან მსხვრევადი აღმოჩნდა წინისგან განსხვავებით... ტიტანიუმის ჩარჩო და უკან კარბონის საფარი იქნებოდა იდეალური კომბინაცია... 👍

  9. MV5BZTQwMWFhYWMtZmE0OS00MmMxLWE3NzAtYjU1

    ძალიან მაგარი ფილმი იყო, ბრიტანული სერიალის Luther-ს გაგრძელებაზე გადაღებული. აიდრის ელბას და ენდი სერკისის ტანდემი შთამბეჭდავი საყურებელი იყო, ძალიან კარგად გადაღებული და სცენარირებული იყო ეს ყველაფერი, მთლიანობაში ძალიან გავერთე, გირჩევთ დეტექტივების და ექშენის მოყვარულებს უყუროთ, ოღონდ ჯერ სერიალით დაგეწყოთ ამასაც გირჩევდით, რადგან სერიალიც უმაგრესია... 10/8-ს დავუწერდი.

    • Upvote 2
  10. აი რა ვქნა და ამაზე მაგარი რა უნდა გაეკეთებინა AMD-ს უბრალოდ არ ვიცი, Cyberpunk 2077-ს მედიუმზე ყველანაირი FSR-ს გარეშე რომ 50-55-ზე თამაშობ, FSR-ს ჩართვით 90-ი დააწერინა, ანუ 60-ზე ჰაი სეთინგებით ითამაშებ უკვე FSRით თავისუფლად, აი ამაზე მაგარი რა გინდა, უვიდეოკარტოდ. არა რააა უმაგრესი რამეა ეს APU... ინტელის ახალი ultra დესკტოპი გვინდა ახლა მალე გამოვიდეს რომ AMD-მ დაწიოს ფასები მალე ამ 8700G-ზე...

  11. 71VANA9wdCL._AC_UF894,1000_QL80_.jpg

    უმაგრესი იყო, კარგად გავერთე, ცოტა ცრემლიც მომადგა თვალს სენტიმენტალური მომენტებიც ერია, სასაცილო კომიკური მომენტებიც დოზირებულად იყო, სიუჟეტიც ჰომ საერთოდ მაგრად იყო დაწერილი და შესრულებული, გადაღება, საუნდთრექები, CGI ჰომ ცალკე დონე იყო  მოკლედ მთლიანობაში 10/8.5 მაინც ეკუთვნის.

    MV5BODgwMzA0NGUtNGQ2MC00MzA5LTlhNWUtMmM5

    Aquaman and the Lost Kingdom ერთხელ საყურებლად წავა რაა, მოკლედ დისიმ ვერა და ვერ ამოქაჩა, ბოლო პერიოდში სულ დაწია დონე, ახლოს არ მოდის რა ბოლოს გადაღებული ფილმები... 10/6

    სხვათაშორის მარველსაც ეხება ეს Avengeres endgame-ს შემდეგ 2 ფილმი იყო რომელიც კარგი გამოუვიდათ, Spider-man no way home და ეს guardians of the galaxy, დანარჩენი რაც ტონი სტარკმა ხელი გაატკაცუნი ენდგეიმში, ისეთი ბანძობებს იღებდნენ გული აგერეოდა კაცს, ვერც კი იფიქრებდი ასე თუ გააფუჭებდნენ ხარისხს... 

    • Upvote 1
  12. მონსტრია, ტიტანის ჩარჩომ როგორ შეკრა ტელეფონი, მთლიანობაში, ძალიან მტკიცე სმარტია, და გორილა არმორი ხომ საერთოდ, 7-ამდე საერთოდ ნაკაწრი არ დატყობია ეკრანზე და ყველაზე ღადაობა ის იყო რომ 7-მა უფრო დაატყო ნაკაწრი ეკრანს ვიდრე 8-მ. მთლიანობაში ძალიან ძლიერი სმარტფონი მიიღო მობილურმა სამყარომ...

  13. 1706118433474.jpg1706117639549.jpg

    დღეს მქონდა პირველი შეხება ახალ S24-თან, ძაან დონე რამეა ახალი ტიტანის კორპუსი, ვაფშე სხვა ფილინგია ხელში, როგორც მოველოდი ალუმინისგან განსხვავებით ხაოიანია და ხელში ისე არ სრიალებს როგორც ალუმინი, ვიზუალურადაც უფრო სოლიდურად გამოიყურება... მოკლედ ძაან მევასა, კამერებს რაც შეეხება იგივეა ფაქტიურად რაც s23ultra-ს ქონდა, არაფერი შეცვლილა, ეკრანი კიდე უფრო მკვეთრია და ძლიერი ნათების გახდა.. 2600ნიტსი შთამბეჭდავ შედეგს დებს და ნუ სამსუნგის დისფლეი რომ მოწოდების სიმაღლეზეა ამას ბევრი საუაბრი არ ჭირდება, მთლიანად სწორი ეკრანია, ხელში ნუ ჩემთვის ცოტა დიდია 6.8 ინჩა, ერთი ხელის ტელეფონი არ არის ნამდვილად... ხელოვნრუი ინტელექტის დამატებები გავსინჯე, რაც აქვს შემოხაზვით რომ ეძებს ნებისმეირ რამეს, იგივე გუგლ ლენსია უბრალოდ უფრო გამარტივებული ძებნის ინტერფეისით. ასევე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამარტივებულია სურათის რედაქტირება, დამატებითი პროგრამების გარეშე მარტივად შლის გადაადგილებს ობიექტებს და ა.შ. ისე ავსებს წაშლილი ობიექტის უკან სივრცეს რომ თითქოს არც ყოფილა იქ არაფერი, მოკელდ კარგი ფუნქციები აქვს დამატებული... წონას რაც შეეხება ფაქტიურად იგივეა რაც 23ულტრა იყო, 2 გრამით მსუბუქია ეს, უბრალოდ ხელშ სულ სხვანაირად იგრძნობა... ამას 2 ჯერ დიდი vapor chamber უყენია რაც ბევრად სტაბილურს ხდის ხანგრძლივი დატვირთვის პროცესში ტელეფონს, მძიმე დატვირთვის დროს არ ხურდება ძალიან და ტროტლინგი ფაქტიურად არ აქვს...

    მთლიანობაში ზე დონე სმარტფონია...

  14. ჰოდა მაგარი ბანძობაა ჩვენთვის ვისაც არ გვევასება ეგ აგურივით ქეისები, ტელეფონს იმიტომ ვყიდულობ რომ ყველანაირად შევიგრძნო მასთან ინტერაქცია, 1000$-ს რომ ვიხდი მობილურში 20$-იანი რაღაც ტყავის შემცვლელი პლასმასნარევი აგური არ მინდა მეჭიროს ხელში.  მივესალმები ეკრანის დამცავ შუშას კი ბატონო, მაგრამ ქეისებს ვერ ნამდვილად, ხელში კიდე ტიტანის კორპუსი ესე არ გაგისრიალდება, ალუმინზე ბევრად ხაოიანია, შედარებაც არ შეიძლება, ცა და დედამიწაა... კარბონს რაც შეეხება მივესალმები უკანა საფარი თუ კარბონის ექნება სმარტებს წონას შეამცირებს საკმაოდ...

    მთავარი რაც შეეხება ტიტანის ჩარჩო ბევრად უფრო მყარია ვიდრე სტანდარტული ალუმინის ჩარჩოები, აგერ ერთ-ერთი ქეისი ბოლო აიფონის და როგორ არ დეფორმირდა კორპუსი, მაგ ტიტანის ჩარჩოს დამსახურებით, ადრე თუ გახსოვთ უკანა ჯიბეში ჩადებული აიფონები რომ იღუნებოდა... 😃

  15. 21 minutes ago, david_888 said:

    ალბათ ინდივიდუალურია

    რათქმაუნდა, პირადად ჩემთვის ტიტანის ჩარჩო ალუმინის ჩარჩოზე ბევრად სასიამოვნოდ იგრძნობოდა ხელში, პირადი იქსფერიენსი ეგეთი იყო,  რაც შეეხება ეიფლის ეკოსისტემა საშინლად არ მომწონს და ანდროიდს არასდროს ვუღალატებ ალბათ, მაგრამ ტიტანის ჩარჩოს ჩემგან პლიუსი, ასევე დავსძენ ჩემი აზრით ანდროიდის მხარეს ბრენდები ყველა ტიტანის ჩარჩოზე უნდა გადავიდნენ, ფლაგმანებს ვგულისხმობ... 

    https://images.samsung.com/levant/smartphones/galaxy-s24-ultra/videos/galaxy-s24-ultra-highlights-form-factor.webm?imbypass=true

  16. ტიტანის კორპუსი ყოფილა აი ძაან დონე რამე, iphone 15 pro მეჭირა დღეს ხელში, თანამშრომელმა იყიდა და უმაგრესია მართლა, ხელში იდეალურად ზის, ზომითაც როგორი გემრიელი იყო, ერთი ხელის სმარტია ჩვეულებრივად და ეს ტიტანის ჩარჩო ხომ საერთოდ ეროტიკაა... 

    S24 ultra-ც მსგავსად ტიტანის ჩარჩოთი არის და წარმომიდგენია უკვე რა იქნება...

    maxresdefault.jpg

     

  17. როგორც იქნააააააააააააა..... 😎 \m/

    სრულყოფილი FHD ინტეგრირებული მეგობრებო... 8700G & 780M-ს სახით...

    Cyberpunk 2077 60_ზე მეტი FPS-თ 8700G-ს IGPU-თი...

    პროცესორების წარმადობა დიდი არაფერი, 7700-ი ჯობია მაგ 8700G-ს, მაგრამ აი რაც შეეხება ინტეგრირებულს მაგარი მონსტრობა აყენია... GTX 980-ბის, 1060-ბის, RX 580_ს და მსგავსი კარტებში ფულის გადაყრა არ ღირს როცა 8700G- გაქვს, ეჰ თინეიჯერობაში GTX 570-ი როდესაც მქონდა მაშინ რომ ვინმეს ეთქვა ისეთი დრო მოვა, ინტეგრირებული შუაზე გახსნის ბევრ ფლაგმანურ კარტასთქო, მაგარს დავცდინებდი გულიანად, მაგრამ აგერ პასუხის ტექნოლოგიების...  😃

  18. მშვიდობაში დავით, ძაან მაგარი პროცესორი უყენია მაგ სმარტს, უსწრაფესია, ერთი მაგათი მიუაი გარსი რომ არ აფუჭებდეს ყველაფერს და აწყობის დაბალი ხარისხი, F4-ს ბევრად კარგი აწყობის ხარისხი გაუკეთეს და F5-ს კიდე პირიქით დაწიეს ხარისხი კორპუსის,

    ერგონომიულობა როგორი აქვს?

    • Thanks 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.