Jump to content

kutaisi4ever

წევრი
  • Posts

    5
  • Joined

  • Last visited

Profile Information

  • Gender
    Male
  • OS
    Kutaisi
  • CPU
    E7300 @2.80
  • MoBo
    ASUS KPL
  • GPU
    GTX460 HAWK
  • RAM
    2X2GB DDRII 800Mhz
  • HDD
    2X500GB
  • PSU
    550

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

kutaisi4ever's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

1

Reputation

  1. მოგესალმებით 2015 წლის 14 ივლისს EA-მა 5 წლის ფუნქციონირების შემდეგ დახურა ბევრისათვის საყვარელი სარბოლო თამაში NFS WORLD ONLINE. არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა მოთამაშემ ამ თამაშში ჩადო რეალური ფული, იყიდა სხვადასხვა მანქანები თუ ნაწილები მათთვის. დახურვის შედეგად ეს ყველაფერი მათ დაკარგეს, ასევე დაკარგეს მიღწევები, რისთვისაც არაერთი საათი გაატარეს კომპიუტერთან. ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი მეც ვიყავი... მაინტერესებს ჩვენ ქართველებს გვაქვს თუ არა რესურსი რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ თამაშის აღორძინებაში და ხელახლა გაშვებაში. მე პირადად პროფესიით ფინანსისტი ვარ და ვაგვარებ საკითხებს ამ პროექტის ჩვენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად (გადახდის სისტემის შემუშავება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და ა.შ.). მე ვეძებ ქართველ პროგრამისტებს, დიზაინერებს და ზოგადად IT-სპეციალისტებს, რომ წინასწარ მოვახდინო მოსალოდნელი ხარჯების დათვლა, რაც უნდა წარვუდგინო ჩემს პარტნიორებს, ხოლო ამის შემდეგ გადაწყდება საერთოდ ღირს თუ არა პროექტის განხორციელება. ანუ საჭირო იქნება თამაშის როგორც ვიზუალურად ასევე პროგრამულად გადაკეთება, რომ ვინმემ არ შემოგვედავოს პატენტ(ებ)თან დაკავშირებით. სათქმელად ადვილია, თუმცა რეალურად არც ისე ადვილი იქნება... პროგრამისტთა ერთმა ჯგუფმა, თამაშის დახურვის შემდეგ მოახერხა მისი საინსტალაციო პაკეტის შენახვა და დაწერა სპეციალური სოფტი, რომელიც ქმნის ლოკალურ სერვერს და დღესდღეობით შესაძლებელია თამაშის ლოკალურად ჩართვა, ანუ მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს "სინგლ მოდში" ანუ ეთამაშოს კომპიუტერს. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა რათა ეს თამაში ისევ გაუშვან "ონლაინში", ამისათვის ახდენენ თამაშის გადაკეთებას და ამზადებენ ახალ სერვერებს მისთვის. ამასთან არის მეორე ჯგუფი, რომელიც პირველისგან დამოუკიდებლად ცდილობს იგივეს გაკეთებას. მე მაქვს კონტაქტი მათთან და ახლა ვახდენთ პროექტის დაგეგმვას, ვეძებთ პროგრამისტებს და ვახდენთ ბაზრის წინასწარ შესწავლას. თამაში აუცილებლად ფასიანი იქნება, ანუ იქნება ფიქსირებული (მცირე) თანხა გადასახდელი თამაშში შესასვლელად რაღაც პერიოდით, მაგალითად ეხლა ვამუშავებთ ვარიანტს რომლის მიხედვითაც თამაშის 7 დღიანი უფლება ეღირება დაახლოებით 2 ლარი. მოგეხსენებათ სერვერების სერვისი ხარჯიანია, ასევე გასაცემია ხელფასები სტაფისათვის და ა.შ. ასევე ვაპირებთ გადავამუშაოთ თამაშის სცენარი და გავხადოთ ის გაცილებით საინტერესო...
  2. ხო პროცესორი ბევრი არაფერი... ისევ ჯობია i5-ზე ავაწყო ახალი სისტემა და ამ შემთხვევაში ჩემი გათვლებით ამ ვიდეო ბარათის ეფექტურობა დაახლოებით 70%-ით მოიმატებს (იმედია)... მადლობა რჩევისთვის
  3. მოგესალმებით წავიკითხე ეს მიმოხილვა http://www.3dnews.ru/647076 მომივიდა ერთი იდეა... მაქვს MSI GTX460 Hawk ([email protected]+RAM-4GB). ახალი უფრო ძლიერი ვიდეო ბარათის ყიდვის საშუალება არ მაქვს და SLI-ით რომ მივამატო შედარებით იაფფასიანი (სუსტი) ბარათი მაგალითად GT630 რამდენად ეფექტური იქნება? ასევე ვფიქრობ რომ Nvidia Control Panel-ში "ფიზიკის" დამუშავება დავაკისრო უფრო სუსტ ბარათს რითაც GTX460-ს გამოუნთავისუფლდება რესურსები გამოსახულების უკეთ დასამუშავებლად რას მირჩევთ რომელ ბარათთან ჯობია რომ დავაწყვილო?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.