Jump to content

Levaniko

წევრი
  • Posts

    68
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Levaniko

  1. მოკლედ რა ხდება, ერთ ქსელში ვართ 3 კომპიუტერი და ინტერნეტ რესურსის გაყოფა ხდება ცუდად. ვთქვათ მეზობელი თუ რამეს იწერს მე საიტებსაც ვეღარ ვხსნი. მთელ რესურსს ჭამს და პირიქით. იქნებ რამე მირჩიოთ? წინასწარ დიდი მადლობა.
  2. Xbox360-ის შნურიანი ჯოისტიკები ხო არ იცით ჩვენთან სად იყიდება? :D
  3. შენი კარტა სანამ შემდეგი თაობის კონსოლები არ გამოვა ყველაფერს გაგიქაჩავს, DX11-ის გარეშე რა თქმა უნდა
  4. რაღაც საინტერესო ჩანს, Campaign აქვს? რამე ჩემპიონატები და ივენთები, თუ მარტო ონლაინ მულტიპლეიერზეა გათვლილი? რაღაც პად გრან ტურიზმო მგონია
  5. სთიმი უნდა დააყენო პირველ რიგში და მერე სთარქილერას ინსტრუქციებს მიყევი ანდა მეორე ვარიანტი დაიკიდე რომელ თამაშებსაც ვერ ხედავს ისე scan გაუკეთე ხოლმე რაპტრით ან manually add game და შეიძლება იპოვოს. რამოდენიმე თამაშზე მიშველა მაგან
  6. ვიპოვე რასაც ვეძებდი ისევ ჩემით მარა არ მომეწონა არადა რაღაც კარგი მახსოვდა
  7. არა ბიონიკ კომანდო არა 3D თამაში იყო და ტიპი იყო მონსტრი რაღაც მწვანე გობლინის და ჰალკის და სიფათზე ჯოკერის ნაჯვარი. და გეიმფლეი ბეტმენისას გავდა.
  8. http://rutor.org/torrent/96997/hitman-2-besshumnyj-ubijca_hitman-2-silent-assassin-2002-pc-repack აი ეს დაქაჩე რუსულიცაა და ინგლისურიც. როგორც გაგეხარდება
  9. აუ ვინმეს თუ გახსოვთ რაღაც ექშენია პად ბეტმენი ადრე ბანძი კომპი რო მქონდა მაშინ ვნახე გეიმფლეი და ეხლა გამახსენდა და მომინდა თამაში. კაროჩე მწვანე ტიპი ხარ და მგონი ხელებიც გძვრება და ურტყავ ტიპებს რაღაც მასე იყო ტრეილერში რაღაც შენობის კარიდორში გესეოდნენ მგონი პოლიციელები და შენ ურტყავდი მწვანე მახინჯი ტიპი იყო. მიშველეთ რა ვინმემ რა თამაშია ძაან გამახარებთ
  10. რაც მთავარია psp-ს და ps1-ის თამაშებსაც უშვებს. რო დაიჩიპება უეჭველი ვიყიდი
  11. აჩივმენთები მინდა, მაჩუქეთ სთიმის თამაშები რეებსაც აღარ ხმარობთ :ugly_wink:
  12. Resident Evil (PC) Resident Evil 2 (PC) Resident Evil 3 (PC) ეს PC ვერსიები. RE 1, 2, 3 (PS1) ესეც PS1 rom-ები. ოღონდ ეხლა ტორენტიდან როგორ გადმოვწეროო არ მკითხო :D
  13. შემომეხურა ბლიად ისე დრო კი იყო უკვე, არც ძაან მოკლე და არც გაწელილი თამაშია თავს არ მოგაბეზრებს თან ძაან მრავალფეროვანია. ისეთი ჟანრია რო ერთფეროვანი ვერ იქნება. მოკლედ ძაან დრამატული სთორი და ფინალი აქვს და სიქველსაც გააკეთებენ უეჭველი მომავალში. უმაღლეს დონეზე შესრულებული თამაშია ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ. ძალიან ვისიამოვნე, წავედი ეხლა Gears of War-ს ჩავუჯდები :D
  14. მანქანასთან რო მიხვალ ჩაჯდომას დააჭირე და არ აუშვა და ეტყვის მეწყვილეს შენ წაიყვანე მე არ მცალიაო :D
  15. ეს თამაში არის შედევრი ან ძაან ცოტა უკლია შედევრობამდე, რაც უფრო შორს გავდივარ მით უფრო ვრწმუნდები. ძალიან ძლიერი სთორი აქ, განსაკუთრებით ბოლოსკენ. მე ასეთი სტილის თამაში ჯერ არ მითამაშია open world-მა არ დაგაბნიოთ, საერთოდ რო არ ყოფილიყო open world მაინც უმაღლესი კლასის თამაში იქნებოდა. სთორის რო თავი დავანებოთ რომელიც კარგი ხარისხის დეტექტიურ ფილმს არ ჩამოუვარდება, თამაში არის ძალიან კარგად გაფორმებული ვიზუალურად და ძალიან დეტალურად არის ყველაფერი გაკეთებული, ტყუილად არ ყოფილა წარდგენილი VGA-ზე საუკეთესო გრაფიკის ნომინაციაში. ბევრი წუწუნებს რა საშინელი გრაფიკა აქვსო, მარა ეს არის ტექსტურების ხამების კატეგორია, რომლებსაც კარგი გრაფიკა მარტო მაღალი ხარისხის ტექსტურები გონიათ. მართალია ტექსტურებში მოიკოჭლებს მარა ისე დეტალურად და ლამაზად არის გაფორმებული მთელი ქალაქი და განსაკუთრებულად შენობები რომლებშიც შედიხარ რო ტექსტურებს მართლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მუსიკაც უმაღლეს დონეზეა შესრულებული, დაჟე დავქაჩე OST-ები ისე მომეწონა. და რაც მთავარია აგერ უკვე მთლიანობაში დაახლოებით 40 საათი მაქ ნათამაშები და ჯერ არ მომბეზრდა რაც ძალიან იშვიათია ჩემთვის. მოკლედ ძალიან ხარისხიანი დეტექტიური ჟანრის თამაშია და არა open world action და shooter. ვისაც ექშენი გინდათ იმედგაცრუებული დარჩებით. თამაში გამოძიებაზეა ძირითადად და "სროლები" იშვიათად არის. მოკლედ ტვინის განძრევა და 40-იანი წლების ბოჰემურ და კრიმინალით სავსე ლოს ანჯელესში დეტექტივობა თუ გინდათ, იდეალური თამაშია.
  16. პირველი ნაწილი ps1-ის ემულატორით ითამაშო ჯობია, ან აგიჩქარდება თამაში ან გამოგდებას დაგიწყებს თან სევენზე გაშვებას იმდენი ჩალიჩი უნდა რო ემულატორით ჯობია. მესამე უპრობლემოდ ირთვება PC ვერსია სევენზე, მეორე ემულატორით მაქ ნათამაშები და PC ვერსია არ ვიცი როგორ მიდის
  17. აუ რა კაი რაღაცაა Gears of War მაქვს დაჟე მულტიპლეიერიც ვითამაშე, აჩივმენთების პონტში ვიჩალიჩე სხვანაირად არ იხსნებოდა და გაამართლა. ეხლა GTA-ში მინდა ვცადო მარა მეშინია იგივე კოდით ბანი არ მხიონ, ახალი უნდა ავიღო? :ugly_wink:
  18. ჰევი რეინის და ამის შედარება არ შეიძლება, სულ სხვადასხვა ჟანრებია მარა მართალი ხარ ჰევი რეინი ჯობია მთლიანობაში. ფაქტიურად Indigo Prophecy (Farenheit)-ია ოღონდ 10-ჯერ უფრო საინტერესო ჩამთრევი და დინამიური, სამწუხაროა რო მაგ შედევრს PC-ზე ვერასდროს ვერ ვეღირსებით, ნუ მაქსიმუმ ემულატორით, წლების შემდეგ.
  19. კარგია ნელ-ნელა ხვდებიან დეველოპერები რო PC-ს ბაზარი მთლად ხელჩასაქნევი არ არი და მოგების ნახვა აქაც შეიძლება, რასაც სკაირიმის და ბეტმენის და სხვა წლევანდელი IP-ების მაღალმა გაყიდვებმა დიდად შეუწყო ხელი. ასე რომ არ არის გამორიცხული სხვა მოულოდნელი და სასიხარულო პორტებიც ვიხილოთ უახლოეს მომავალში. მე პირადად Red Dead Redemption-ს ველოდები სულმოუთქმელად და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს Rockstar-ის იმედი რომ გამოუშვებენ PC-ზე ამ შედევრს.
  20. ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ძალიან დიდი შანსია Alan Wake PC-ზე ვიხილოთ უახლოეს მომავალში წყარო http://www.vg247.com/2011/12/13/alan-wake-pops-up-on-steam-remedy-seemingly-teases-pc-release/ სტიმში გამოჩენილა სადღაც ფოტო და დიდი შანსია teasავენ და გვამზადებენ რელიზისთვის. red dead redemptionიც გამოუშვან და საერთოდ აღარ შემშურდება კონსოლების
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.