Jump to content

ბექა

VIP
  • Posts

    15482
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    24

Everything posted by ბექა

  1. ჰმ ფუნქციაა, ალგორითმის ბიბლიოთეკაში რეალიზებული. ნუ რეზერვირებული უწოდე თუ გინდა Mycount რიცხვია. ვექტორში მანდ დაითვლი რამდენი დადებითი რიცხვი გქონდა
  2. http://www.cplusplus.com/reference/algorithm/count_if/ მარტივია მაგალითიდან მიხვდები რომ თუ პირობას აკმაყოფილებს იმ შემთხვევაში დათვლის
  3. ახლა ეგეც გქონდეს :დ ისე რა საინტერესოა ტრანსფერი რომ გინდოდეს სხვაგან არ უნდა ჰქონდეთ მაგის მხარდაჭერა ?! (ერთი ღრუბლიდან მეორეზე )
  4. http://www.msinfo.ge/getfree100gb/ 100gb onedrive-ში უფასოდ
  5. Lenovo B590 (MBX2JGE) – Review გამარჯობა , ჩვენს დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ კომპანია Lenovo-ს, საშუალო კლასის, საოფისე ნოუთბუქზე, კოდური სახელწოდებით B590. მისი ტექნიკური დეტალებისა და ტესტირების შედეგების გაცნობამდე, გნვიხილოთ ნოუთბუქის ვიზუალური მხარე, დამზადების ხარისხსი და მაკავშირებლები. B590-ში კომპანია იყენებს მაღალი ხარისხის, საკმაოდ სქელ და გამძლე პლასტმასის კორპუსს, სწორედ ამიტომ აღნიშნული მოდელი გამოირჩევა აწყობის ხარისხით (Build Quality). ამასთანევე საკმაოდ პრაქტიკული და მომიხბვლელია მისი კლავიატურა და სენსორული მაუსი (touchpad), ჯამში ეს ფუნქციონალური დეტალები უზრუნველყოფს მოწყობილობის კომფორტულბას, მის სწრაფად და მარტივად მოხმარებას. კომპანიის გადაწყვეტილებით B590-ებში გამოყნებულია მხოლოდ Anti-Glare ტიპის ეკრანები. როგორც უკვე აღვნიშნეთ ნოუთბუქი მთლიანად პლასტმასისაა. ქვედა მხარეს შევხვდებით საჰაერო ჭრილებს და ერთ დიდ ხუფს, რომლის მოხსნაც თავისუფლად შეგვიძლია. ხუფის შიგნით იმალება მთავარი დეტალები, ისეთები როგორიცაა, რა თქმა უნდა, დედა-დაფა და მასზე მოთავსებული დეტალები. ასაევე შეამჩნევდით რომ შესაძელებელია ელემენტის ამოღება, მარცხენა მხარეს კი მწარმოებლის სტიკერზე დატანილია ინფორმაცია. დახურულ მდგომარეობაში ნოუთბუქის სისქე არც თუ ისე მცირეა, იგი 33 მილიმეტრს შეადგენს, თუმცა ამას აქვს დადებითი მხარე, მოწყობილობას კარგი გაგრილების სისტემა აქვს და შედარებით სქელი კორპუსი ეხმარება მას, დაიცვას მოწყობილობა და მომხმარებლის ხელები შემაწუხებელი გადახურებისაგან. თემას ტემპერატურაზე საუბრისას დავუბრუნდებით. მარჯვენა მხარეს ნოუთბუქზე მოთავსებულია 2 ცალი USB 2.0 მოწყობილობების მაერთებელი, დისკ-ჩამწერი, 3.5მმ-იანი მაერთებელი ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის, USB მარერთებლის მარჯვნიდან გვაქვს დამტენის შესაერთებელი, რომელსაც თან ახლავს LED ნათურა. უნდა აღინიშნოს რომ კომპანია დამტენისათვის მრგვალი ფორმის მაერთებელს გვთავაზობს, თუმცა, მაგალითად IdeaPad სერიაში, მართკუთხა ფორმის შესაერთებელია ხოლმე გამოყენებული, რომელიც უფრო დაცულია დაზიანებისგან, რა თქმა უნდა მისი ფორმის გამო. მარცხენა მხარეს მოთავსებულია 2 ცალი USB 3.0 მოწყობილობების მაერთებელი, თითო HDMI და VGA ვიდეო სიგნალის გადასაცემად. აქვე, რა თქმა უნდა, გვაქვს RJ-45 მაერთებელი ინტერნეტის კაბელისათვის. ამ მაერთებლების გარეშე, განსაკუთრებით კი HDMI და USB 3.0 - დღევანდელი რეალობა წარმოუდგენელია. ფოტოზე შეამჩნევდით გაგრილების სისტემის დაბოლოებასაც და სპეციალურ ჩამკეტს, რომელსაც ვტრინაში დაცულად განთავსებისათვის იყენებენ ხოლმე. ნოუთბუქის წინა მხარეს მოთავსებულია Card reader (სხვადასხვა მიკროჩიპების წამკითხველი), ხოლო უკანა მხრიდან მხოლოდ ბატარეის მოსათავსებელი ადგილია გამოყოფილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ B590 გამორჩეულია თავისი საფირმო ACCUTYPE კლავიატურით , თითოეულ ღილაკს შორის მანძილი 4 მილიმეტრია, კლავიატურის მარჯვენა მხარეს მოთასვებულია Numeric ღილაკები, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ხშირად აქვს ციფრებთან ურთიერთობა. ამ ზომის მოწყობილობებში (15.6 ინჩი) იშვიათია რომ Numeric დეტალი დაკარგული იყოს, კლავიატურა შესანიშნავია „რბილად“ შესრულებადი ბრძანებებით. კლავიატურისა და სენსორული „ადგილის“ განთავსება, ადგილის მიხედვით, საკმაოდ კომფორტულია. კლავიატურის ქვემოთ მოთავსებული Touchpad ორი ძირითადი ღილაკით, საკმაოდ კომფორტული ხდება პროგრამული უზრუნველყოფით. ამ „მაუსის“ დიაგონალური სიგრძე 10.6სმ-ია, რა თქმა უნდა, სენსორი აფიქსირებს რამდენიმე თითის შეხებას და აქვს გვერდების ჩამოწევის (scroll) ფუნქცია, რომელიც გამოყოფილია მარჯვენა მხარეს, თეთრი წერტილებით. ზემოთ ვახსენეთ დეტალი რომ B590-ში გამოყენებულია მხოლოდ TN Anti-Glare ტიპის ეკრანი, რაც უზრუნველყოფს მაღალი განათების პირობებში უკეთეს გამოსახულებას, განსაკუთრებით მზეზე, როდესაც რთულია გამოსახულების ხილვადობა. ეს ხარვეზი B590-ში მოგვარებულია ე.წ. „მატოვი“ ანუ არა-არეკვლადი მონიტორით, განსხვავებით Glossy ე.წ. „პრიალა“ ეკრანისა, რომელიც მზეზე ყველაზე ცუდ მოწყობილობად წარმოგიდგებათ, ხოლმე. ნოუთბუქის ეკრანის გაფართოება არის დღესდღეობით სტანდარტული HD 1366x768 , მისი განათების დონე 187 cd/m² ს, რაც ასეთი სიმძლავრისა და ბიუჯეტის ნოუთბუქისათვის კარგი მაჩვენებელია. მზეზე თქვენ არ გექნებათ გამოსახულების გაბუნდოვანებასთან პრობლემები, პრინციპში ამ მოდელის მონიტორი უნივერსალურია. Lenovo B590 MBX2JGE გამოირჩევა კომპიუტერული მოწყობილობის მთავარი დეტალით, უკვე მიხვდებოდით რომ საუბარია ნოუთბუქის ცენტრალურ დამუშავების სისტემაზე, იგივე CPU ან პროცესორი. კომპანაია Intel ჩვენს მოწყობილობას სიძლიერეს მატებს მესამე თაობის Ivy Bridge ტექნოლოგიაზე აგებული პროცესორით, რომელიც HM77 ჩიპსეტზე მუშაობს, ეს მოდელი გახლავთ i3 - 3110M ტაქტური სიხშირით 2.4GHz, ამ პროცესორის მესამე დონის ქეშ მეხსიერება შეადგენს 3MB-ს. აღსანიშნავია რომ M სერიის Intel-ის პროცესორები ოდითგანვე გამოირჩეოდა U სერიისაგან, რადგან M სერიაში აქცენტი გაკეთებულია მაქსიმალურ წარმადობაზე და ნაკლებად ენერგიის დაზოგვაზე, U სერიაში კი მთავარი მიდგომა გახლავთ ნაკლები ენერგიის მოხმარება და არც ისე კარგი ტაქტური სიხშირე. სწორედ ამიტომ B590 ბევრად მაღლა დგას, დღეს არსებულ უახლესი არქიტექტურის, Intel-ის პროცესორებთან შედარებით კონკრეტულ კლასში, ვიდრე სხვა მოდელები. პროცესორის ტესტირებისათვის გამოვიყენეთ პროგრამა Cinebench R10 და მისი ერთბირთვიანი ტესტირების რეჟიმი. სადაც B590 თავისი i3-3110M-ის ქულებით, რაც 4265-ერთეულია უკეთეს შედეგს აჩვენებს ვიდრე კოპანია HP ProBook 4540s (3110M, HD Graphics 4000) მოდელმა აჩვენა, რომლის ქულების რაოდენობაც ამ ტესტში 4243 ერთეულია. ასევე B590 უკეთესია თავისი პროცესორით ვიდრე Intel-ის i3-2350M კომპანია HP-ის ProBook 4530s (2350M, HD Graphics 3000) მოდელში რომელმაც 3799 ქულა მიიღო ტესტირებაში. მოწყობილობაში საკმაოდ მძლავრ პროცესორთან ერთად შევხვდებით ინტეგრირებულ გრაფიკულ ამაჩქარებელს Intel HD 4000, რომელიც საოფისედ და უფრო დატვირთული გრაფიკული სამუშაოებისათვის სრულიად საკმარისია, რა თქმა უნდა, გრაფიკული ჩიპი ინტეგრირებულია თვითონ პროცესორში, ეს მიდგომა კომპანია Intel-მა ჯერ კიდევ 4 წლის წინ Nehalem-C იგივე Arrandale არქიტექტურის მობილურ პროცესორების სერიაში დანერგა და საკმაოდ წარმატებულად განავითარა ახალ არქიტექტურებშიც. HD 4000 ვიდეობარათი 60% უფრო სწრაფია ვიდრე HD 3000, რომელიც ძველი მოდელის პროცესორებშია გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა B590 არ გამოირჩევა დისკრეტული ანუ არაინტეგრირებული ვიდეო ბარათით, ჩვენ მაინც ჩავატარეთ რამდენიმე გრაფიკული ტესტი: 3D Mark Vantage გახლავთ გრაფიკული ტესტი, რომელშიც იტესტება ვიდეო ბარათის შესაძლებლობები კონკრეტული პარამეტრების მიხედვით B590-მა აჩვენა შედეგი : P2903 რაც ინტეგრირებული ბარათისათვის კარგი შედეგია. 3D Mark 11 უკეთეს ქულას იღებს ჩვენს მიერ ჩატარებული ტესტებით ვიდრე ტესტებით, რომელებიც ნაჩვენებია სხვადასხვა უცხოურ საიტებზე. ეს პროგრამაც გრაფიკული ტესტირებისათვისაა განკუთვნილი. B590-ს ამ ტესტში ჩამოუვარდებიან შემდეგი მოდელები : Acer Aspire E1-470P-6659 - i3-3217U, HD Graphics 4000 Asus P550CA-XO522G - i3-3217U, HD Graphics 4000 Fujitsu Lifebook E743-0M55A1DE - 3230M, HD Graphics 4000 ამ მოდელების მაჩვენებელი დაახლოებით 555-ია. პროცესორის მაქსიმალური ენერგო მოხმარება 35 ვატია, B590 დაბალ განათებასა და ინტერნეტის გარეშე ანუ დაუტვირთავ რეჟიმზე სულ რაღაც 6 ვატს მოიხმარს. ნოუთბუქის წარმადობას აძლიერებს 4GB მოცულობის DDR3 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, მწარმოებლისაგან, თუმცა თქვენ მეორე ე.წ. „სლოტში“ თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ მოდული, ასევე 4GB მოცულობითა და 1600MHZ სიხშირით, რაც წარმადობას გააორმაგებს, თუმცა მაქსიმალური მეხსიერების მხარდაჭერა 32GB არის (გააჩნია როგორ მოდულებს გამოიყენებთ). გარდა ამ ტექნიკური დეტალებისა, მნიშვნელოვანია ინფორმაციის შენახვა და სწრაფად მისაწვდომობა, საუბარია მყარ დისკზე, B590-ში გამოყენებულია კომპანია Seagate-ის 2.5 ინჩის ზომის, 500GB მოცულობის მყარი დისკი, რომელსაც ბრუნვის მომენტი აქვს 5400RPM. განსხვავებით 7200RPM-გან უფრო ჩუმია, ფაილების წაკითხვის სიჩქარე ტესტიდან ჩანს რომ საშუალოდ 117.6 MB/s აღწევს, ხოლო თუ დავაკვირდებით მინიმალურ სიჩქარეს რომელიც 52,9MB/s არის შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ფაქტზე, რომ საკმაოდ სწრაფი მყარი დისკია, განსხვავებით სხვა მწარმოებლებისაგან, რომელთა დისკებიც ხშირად ხარვეზულია და მინიმალური სიჩქარე 15MB/s გაჭირვებით აქვს. მართალია Lenovo B590 არ უახლოვდება UltraBook ტიპის მოწყობილობებს და მისი სისქე არც ისე მცირეა, მაგრამ ამ ყველაფერს დადებითი მხარე გააჩნია, იმ მხრივ რომ ნოუთბუქი საკმაოდ ჩუმია. დაუტვირთავ რეჟიმში მისი ხმაურიანობის მაჩვენებელი სულ რაღაც 30 დეციბალია, ხოლო დატვირთვის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 35 ერთეულამდე იზრდება, რაც არაა კონტრასტული რიცხვი, და შესანიშნავი შედეგია. Lenovo B590 ის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა მისი საკმაოდ დაბალი ტემპერატურა. დაუტვირთავ რეჟიმში მისი მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე მერყეობს პროცესორზე, ხოლო გარეგნულად ოთახის ტემპერატურას გაუთანაბრდება, დატვირთულ რეჟიმზე კი, როდესაც პროცესორის ტემპერატურა 60 გრადუსს აღწევს გარედან კორპუსი დაახლოებით 33 გრადუს ცელსიუსამდე თბება. შეგიძლიათ გაეცნოთ ტესტების შედეგებს და დასკვნა თავად გამოიტანოთ, თუმცა დავამატებდი რომ ზაფხულობით ეს მოწყობილობა სიცხისაგან არ შეგაწუხებთ, მაქსიმალურად გამოიყენებს გაგრილების სისტემას და უკმაყოფილო არ დარჩებით. თითები შეიძლება მხოლოდ კლავიატურის აქტიური მოხმარებით გაიცხელოთ, სხვაგვარად ლეპტოპი ამის საშუალებას არ იძლევა, რადგან მისი ყველა სეგმენტი გრილია ! ტესტები ჩატარებულია დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, საკმაოდ რთულია ამ მოწყობიოლობის გაცხელება, პრინციპში გარეგნულად მხოლოდ გათბობას თუ დავარქმევდით. ფოტოზე ხედავთ რომ მაქსიმალური ტემპერატურა 100% დატვირთვაზე პროცესორისთვის 57 გრადუსია და გარეგნულად ეს ვერ შეიმჩნევა, მოწყობილობის მტკიცე კორპუსის და კარგი გაგრილების გამო. Lenovo სხვა მოწყობილობებში აქტიურად გვთავაზობს Dolby აუდიო სისტემას, კარგი იქნებოდა ამ მოდელსაც ეს სისტემა ჰქონოდა, მაგრამ თითქმის არაფრით ჩამოუვარდება B590-ში გამოყენებული დინამიკდები დასახელებულ ტექნოლოგიას, რადგან Dolby მხოლოდ განსხვავებული პროგრამული მიდგომაა. როგორც ხედავთ ე.წ. სტერეო დინამიკები მოთავსებულია ეკრანთან ახლოს კლავიატურის ზემოდან. მარჯვენა დინამიკის ქვემოდან იმალება ინდიკატორები, რომლებიც სხვადასხვა დეტალის აქტიურობის შესაბამისად ინთება ხოლმე. ამ ნოუთბუქში გამოყენებულია სტანდარტული 0.3MP გაფართოების კამერა, რომელიც ვიდეოზარებისათვის სრულიად საკმარისია. ნებისმიერი კლასის ნოუთბუქისთვის და განსაკუთრებით კი საოფისე კლასისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ენერგო მოხმარება და კარგი ელემენტი. ნოუთბუქში მოთავსებულია 46 Wh სიმძლავრის Lithium-Ion 6-cell ტიპის ბატარეა. ჩვენ არ ჩაგვიტარებია სტანდარტული ტესტი, როდესაც სხვადასხვა უცხოური საიტები გვთავაზობენ მკაცრად გაწერილ „განრიგს“ ბატარეის ხანგძლივობაზე. ჩვენი ტესტი დაიწყო ბატარეის 5% დონიდან მის სრულ შევსებამდე და შემდეგ ისევ 5% დაცლამდე. ამ დროის განმავლობაში რაც 4 საათი და 20 წუთია, ჩვენ ვტესტავდით მოწყობილობას და ვახორციელებდით ვებ-სერფინგს სხვადასხვა ტესტების ჩამოსაწერად, ასევე ბატარეის მოხმარების რეჟიმი სისტემაში მომართული იყო როგორც „High Performance”. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ დამეთანხმებით, ცოტაა ისეთი მომხმარებელი ვინც ელემენტის შევსებას დაელოდება მკაცრ სამუშაო პირობებში და უსაქმურად იჯდება. ჩვენ კი $#^#(|ადეთ მაქსიმალურად „გაგვეწურა“ ელემენტის შესაძლებლობები და დაგვეფიქსირებინა რეალური შედეგი. საბოლოო დეტალები არის საკმაოდ საინტერესო, მწარმოებლისგან კი ვიცით რომ ამ მოდელის ელემენტი დაახლოებით 9 საათი ძლებს ენერგიის დაზოგვის რეჟიმში ინტერნეტის გარეშე. ელემენტის სრულ შევსებას ტესტირების რეჟიმში საათი და 40 წუთი მოხმარდა, შემდეგ დაცლას კი 2 საათი და 40 წუთი, ეს ყველაფერი საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მიგვანიშნებს იმაზე რომ B590-ის ბატარეა თავისი 6 უჯრედით (Cell) საკმაოდ მძლავრია. Lenovo B590 ის წონა 2.5 კილოგრამია, რაც არც მძიმეა და არც მსუბუქი, რადგან საშუალოდ 2.2 კილოგრამს იწონიან ხოლმე 15.6 ინჩიანი ნოუთბუქები. ნოუთბუქის დადებითი მხარეებიდან აღსანიშნავია მისი მყარი, მაგრამ ოდნავ სქელი კორპუსი, საკმაოდ კომფორტული კლავიატურა, რადგან დაცილება ღილაკებს შორის მნიშვნელოვანი დეტალია, სწრაფი სენსორული „მაუსი“ სხვადასხვა ჭკვიანი ბრძანებებით, გაგრილების სისტემაასთან ერთად კორპუსის მაქსიმალური გათბობა - 35 გრადუსი, და რა თქმა უნდა პროცესორი რომელიც დღესდღეობით არსებულ ბოლო თაობის პროცესორებს i3 სერიაში ბევრად ჯობს. უარყოფითი მხარეებიდან ყურადღებას იქცევს კორპუსის სისქე რომელიც 33 მილიმეტრია. ეკრანის განათების დონე მაღალია, მაგრამ ხედვის კუთხეებია საშუალო, ამ მხრივ ტესტის ჩატარება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა შემდეგში კი ამ ტიპის ტესტსაც შემოგთავაზებთ. ყველა სხვა დეტალების გთავალისიწინებით, კორპუსის სისქეს უკანა პლანზე წევს ამ მოწყობილობის წარმადობა და სწორედ ამიტომ უარყოფითი ბევრი არაფერი გვაქვს სასაუბროდ და არ შეგვიძლია რომ ეს მოდელი დავჩაგროთ. თამამად შემიძლია განვახცადო რომ B590 არის ერთ-ერთი კომფორტული და საინტერესო მოდელი Lenovo წარმოებიდან, თავისი ფასის მიხედვით საოფისე სეგმენტში. დღეისთვის სულ ეს იყო, ამ მოდელის ტექნიკური დეტალების ერთად ნახვა ან ნოუთბუქის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე :> Lenovo B590 i3 დიდი მადლობა ყურადღებისთვის !
  6. მაგთის 3გ არის 2100ზე და 4გ არის 800/1800 ზე
  7. ბარათს გააჩნია ზოგზე აჭრის 1ს ზოგზე არა
  8. att არ აქვს 4 G იქ სხვა სიხშირეებია და აქ 800/1800 გინდა და არ აქვს ამერიკულებს
  9. მაგაზე მოგიხსნით გპირდებით 353045 რომც იყოს
  10. IE 11 ჩემი საყვარელი ბრაუზერია
  11. netsh wlan დაძებნე როგორ ვერ შეძლებ. ყველა პროგრამას ჯობს პროგრამები ტვინს ჭამენ
  12. ვიცოდი რა გაინტერესებს
  13. premiere pro-ში როგორ დავარენდერებინო დისკრეტულ ვიდეოს ? ჩართვა ვიცი მაგრამ მაინც პროცესორი იტვირთება
  14. რომ არ გამოგატანონ რას იტყვი ?;დ
  15. რა უთხარი ? მე ვუთხარი არაფერი გამომიწერია და ეს ამანათი არ უნდა დავადეკლარირო მეთქი და მერე მითხარით რა იქნება მეთქი
  16. მეც გავაფრთხილე და მითხრეს ჩავინიშნავთო
  17. ვა მეც მომივიდა რა უნდათ ნეტა
  18. სხვადასხვა ქვეყნის ვარიანტებზე ეგ ხელით გაწერა არსებობს უნდა დაძებნო
  19. სწორედ ეგ მომწონს მე ამ სისტემში რომ შენით არ შეგიძლია დაშალო.
  20. მიკროფონია როგორც დავტესტე და მე მბრალდება რა ;დ 100 ლეველიანი რეგულირება აქვს და იმდენზე მეყენა რომ ხმის გამრუდებას იწვევდა მაღალზე რომ ვაყენებ მერე ბევრი ხმაური ისმის და ამიტომ
  21. windows mobile არ ჰქვია და შეუძლებელია თუ მარკეტში არაა ანდროიდის
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.